8 თვის ენოტი, სახელად ელი ”მოწესრიგებული დიასახლისია”. მის პატრონს, სერგეი პანასენკოს ყოველ დილით გარეცხილი წინდები ხვდება. პატრონის სისუფთავე ენოტმა თავად იტვირთა.
ელმა სახელი უკვე გაითქვა ჩელიაბინსკში. მისთვის რეცხვა ბუნებრივი ინსტიქტია. ის არავის გაუწვრთნია. ელმა თავად გადაწყვიტა, პატრონისთვის ესიამოვნებინა. შესაბამისად, ახლა სერგეის მუდმივად აქვს სუფთა წინდები.
"ალბათ ყველა მამაკაცს, ვინც ელს ხედავს, სურვილი უჩნდება, რომ ენოტი იყოლიოს. ელი საკმაოდ ჭკვიანია. ძალით ვერაფერს გააკეთებინებ. უნდა მოელაპარაკოთ, მიუალერსოთ და მაშინ ყველაფერზე თანხმაა. თუ დასჯით, აუცილებლად შურს იძიებს", - განაცხადა სერგეიმ.
მომზადებულია newsbang.net-ის მიხედვით.