მსოფლიო
სამხედრო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კომერსანტი" - ახმედ ჩატაევმა ქართველი სამართალდამცველები მოატყუა
"კომერსანტი" - ახმედ ჩატაევმა ქართველი სამართალდამცველები მოატყუა

ახ­მედ ჩა­ტა­ე­ვი ლო­პო­ტას ხე­ო­ბა­ში მყოფ ე.წ. ბო­ე­ვი­კებ­თან მო­სა­ლა­პა­რა­კებ­ლად სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ შე­უშ­ვა, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ მან ქარ­თვე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი მო­ა­ტყუა, - ამის შე­სა­ხებ რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მა "კო­მერ­სან­ტი" წერს.

გა­ზე­თის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩა­ტა­ე­ვი გა­მოც­დი­ლი მებ­რძო­ლი, იყო. მან ჩეჩ­ნე­თის ომში მარ­ჯვე­ნა ხელი და­კარ­გა და ის თბი­ლის­ში ლე­გა­ლუ­რად ცხოვ­რობ­და.

რო­გორც გა­მო­ცე­მა წერს, ქარ­თულ­მა მხა­რემ სის­ხლისღვრის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად გა­და­წყვი­ტა, მომ­ლა­პა­რა­კებ­ლად ისე­თი ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ფი­გუ­რა გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა, რო­გო­რიც ჩა­ტა­ე­ვი იყო.

"ახ­მედ ჩა­ტა­ევ­მა ქარ­თვე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი მო­ა­ტყუა. მან არ და­ი­წყო ბო­ე­ვი­კებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბა, რომ ისი­ნი ქარ­თულ პო­ლი­ცი­ას ჩა­ბა­რე­ბოდ­ნენ და პი­რი­ქით, მო­უ­წო­და მათ ბრძო­ლა­ში ჩაბ­მუ­ლიყ­ვნენ. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში ასეთ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას აძ­ლევს ქარ­თუ­ლი მხა­რე ჩა­ტა­ე­ვის ქმე­დე­ბას. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩა­ტა­ევს უკვე შე­ე­ფარ­და ორ­თვი­ა­ნი წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა", - წერს გა­მო­ცე­მა.

"კო­მერ­სან­ტის" ცნო­ბით, ახ­მედ ჩა­ტა­ევს იც­ნობ­დნენ, რო­გორც "ახ­მედ ცალ­ხე­ლას". ის რუ­სე­თის სა­მარ­თალ­დამ­ცე­ვის მიერ 2003 წლი­დან იძებ­ნე­ბო­და. ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­ტა­ე­ვი არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში და­ი­ჭი­რეს სხვა­დას­ხვა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის გამო, თუმა ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში რუ­სეთ­ში ექ­სტრა­და­ცი­ას გა­და­ურ­ჩა.

გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, რუ­სეთს ჩა­ტა­ე­ვის ექ­სტრა­და­ცი­ის მო­თხოვ­ნით ქარ­თუ­ლი მხა­რის­თვის არ მი­უ­მარ­თავს, თუმ­ცა სუ­რი­ლის შემ­თხვე­ვა­ში მოს­კოვს ამის გა­კე­თე­ბა შვე­ი­ცა­რი­ის სა­ელ­ჩოს გავ­ლით მო­უ­წევს, რად­გან ქვე­ყა­ნას შო­რის არ არ­სე­ბობს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კავ­ში­რი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"კომერსანტი" - ახმედ ჩატაევმა ქართველი სამართალდამცველები მოატყუა

"კომერსანტი" - ახმედ ჩატაევმა ქართველი სამართალდამცველები მოატყუა

ახმედ ჩატაევი ლოპოტას ხეობაში მყოფ ე.წ. ბოევიკებთან მოსალაპარაკებლად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეუშვა, თუმცა საბოლოოდ მან ქართველი სამართალდამცავები მოატყუა, - ამის შესახებ რუსული გამოცემა "კომერსანტი" წერს.

გაზეთის ინფორმაციით, ჩატაევი გამოცდილი მებრძოლი, იყო. მან ჩეჩნეთის ომში მარჯვენა ხელი დაკარგა და ის თბილისში ლეგალურად ცხოვრობდა.

როგორც გამოცემა წერს, ქართულმა მხარემ სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად გადაწყვიტა, მომლაპარაკებლად ისეთი ავტორიტეტული ფიგურა გამოეყენებინა, როგორიც ჩატაევი იყო.

"ახმედ ჩატაევმა ქართველი სამართალდამცავები მოატყუა. მან არ დაიწყო ბოევიკებთან მოლაპარაკება, რომ ისინი ქართულ პოლიციას ჩაბარებოდნენ და პირიქით, მოუწოდა მათ ბრძოლაში ჩაბმულიყვნენ. ყოველ შემთხვევაში ასეთ კვალიფიკაციას აძლევს ქართული მხარე ჩატაევის ქმედებას. მათი ინფორმაციით, ჩატაევს უკვე შეეფარდა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა", - წერს გამოცემა.

"კომერსანტის" ცნობით, ახმედ ჩატაევს იცნობდნენ, როგორც "ახმედ ცალხელას". ის რუსეთის სამართალდამცევის მიერ 2003 წლიდან იძებნებოდა. ამ წლების განმავლობაში ჩატაევი არაერთ ქვეყანაში დაიჭირეს სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის გამო, თუმა ყველა შემთხვევაში რუსეთში ექსტრადაციას გადაურჩა.

გამოცემის ინფორმაციით, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რუსეთს ჩატაევის ექსტრადაციის მოთხოვნით ქართული მხარისთვის არ მიუმართავს, თუმცა სურილის შემთხვევაში მოსკოვს ამის გაკეთება შვეიცარიის საელჩოს გავლით მოუწევს, რადგან ქვეყანას შორის არ არსებობს დიპლომატიური კავშირი.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა