პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტუდენტები ალექსანდრე კვიტაშვილის კაბინეტთან სკანდირებენ - "გეშინოდეთ ჩვენი"
სტუდენტები ალექსანდრე კვიტაშვილის კაბინეტთან სკანდირებენ - "გეშინოდეთ ჩვენი"

სტუ­დენ­ტუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა "ლა­ბო­რა­ტო­რია 1918"-ს წევ­რე­ბი თსუ-ს რექ­ტო­რის ალექ­სან­დრე კვი­ტაშ­ვი­ლის კა­ბი­ნეტ­თან სკან­დი­რე­ბენ - "გე­ში­ნო­დეთ ჩვე­ნი".

სტუ­დენ­ტე­ბის აქ­ცია თსუ-ში დი­ლი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობს. ისი­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ. აქ­ცია ჯერ თსუ-ს პირ­ველ კორ­პუს­თან მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, შემ­დეგ კი სტუ­დენ­ტებ­მა უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­აქ­ტო დარ­ბაზ­ში გა­და­ი­ნაც­ვლეს. ასე­ვე, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მათ თსუ-ს რექ­ტო­რის კა­ბი­ნე­ტის მი­სა­ღებ­ში გა­და­ი­ნაც­ვლეს და ალექ­სან­დრე კვი­ტაშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რა მო­ი­თხო­ვეს.

მათ­თან რექ­ტო­რი გა­მო­ვი­და, რა დრო­საც ალექ­სან­დრე კვი­ტაშ­ვილ­სა და სტუ­დენ­ტებს შო­რის სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოხ­და.

სტუ­დენ­ტუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა "ლა­ბო­რა­ტო­რია 1918"-ის წევ­რებ­მა, რომ­ლე­ბიც თსუ-ში მიმ­დი­ნა­რე სტუ­დენ­ტე­ბის აქ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, რექ­ტორ­თან შეხ­ვედ­რა მო­ი­თხო­ვეს და მის კა­ბი­ნეტ­თან სკან­დი­რებ­დნენ - "გა­მო­დი, გა­მო­დი". ამის შემ­დეგ ალექ­სან­დრე კვი­ტაშ­ვი­ლი მათ­თან გა­მო­ვი­და და გა­ნა­ცხა­და, რომ ერთი წე­ლია, "ლა­ბო­რა­ტო­რია 1918"-ის წევ­რებ­თან შეხ­ვედ­რას უშე­დე­გოდ ითხოვს. რექ­ტო­რის გან­ცხა­დე­ბამ სტუ­დენ­ტე­ბის მძაფ­რი რე­აქ­ცია გა­მო­იწ­ვია. მათი თქმით, ორი წე­ლია თა­ვად ისი­ნი ითხო­ვენ რექ­ტორ­თან შეხ­ვედ­რას, თუმ­ცა ეს ვერ ხერ­ხდე­ბა, კვი­ტაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა შეხ­ვედ­რის სურ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით კი ტყუ­ი­ლია.

სტუ­დენ­ტებ­მა რექ­ტორს ისიც გა­ნუ­ცხა­დეს, რომ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ავ­ტოკ­რა­ტი­აა და მა­ღა­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბის შე­სა­ბა­მი­სი სწავ­ლე­ბის დონე არ არის, რექ­ტო­რი, რექ­ტო­რა­ტი და რექ­ტო­რატ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რე­ბი მხო­ლოდ მა­ღალ ხელ­ფა­სებს იღე­ბენ, საქ­მე კი არ კეთ­დე­ბა.

სტუ­დენ­ტებ­მა რექ­ტორს სა­აქ­ტო დარ­ბაზ­ში გა­დას­ვლის­კენ მო­უ­წო­დეს, თუმ­ცა რექ­ტორ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ასეთ რე­ჟიმ­ში აღელ­ვე­ბულ სტუ­დენ­ტებ­თან შეხ­ვედ­რა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

სტუდენტები ალექსანდრე კვიტაშვილის კაბინეტთან სკანდირებენ - "გეშინოდეთ ჩვენი"

სტუდენტები ალექსანდრე კვიტაშვილის კაბინეტთან სკანდირებენ - "გეშინოდეთ ჩვენი"

სტუდენტური გაერთიანება "ლაბორატორია 1918"-ს წევრები თსუ-ს რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის კაბინეტთან სკანდირებენ - "გეშინოდეთ ჩვენი".

სტუდენტების აქცია თსუ-ში დილიდან მიმდინარეობს. ისინი პოლიტიკური ნიშნით უნივერსიტეტიდან პროფესორ-მასწავლებლების გათავისუფლებას აპროტესტებენ. აქცია ჯერ თსუ-ს პირველ კორპუსთან მიმდინარეობდა, შემდეგ კი სტუდენტებმა უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გადაინაცვლეს. ასევე, მოგვიანებით, მათ თსუ-ს რექტორის კაბინეტის მისაღებში გადაინაცვლეს და ალექსანდრე კვიტაშვილთან შეხვედრა მოითხოვეს.

მათთან რექტორი გამოვიდა, რა დროსაც ალექსანდრე კვიტაშვილსა და სტუდენტებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

სტუდენტური გაერთიანება "ლაბორატორია 1918"-ის წევრებმა, რომლებიც თსუ-ში მიმდინარე სტუდენტების აქციაში მონაწილეობენ, რექტორთან შეხვედრა მოითხოვეს და მის კაბინეტთან სკანდირებდნენ - "გამოდი, გამოდი". ამის შემდეგ ალექსანდრე კვიტაშვილი მათთან გამოვიდა და განაცხადა, რომ ერთი წელია, "ლაბორატორია 1918"-ის წევრებთან შეხვედრას უშედეგოდ ითხოვს. რექტორის განცხადებამ სტუდენტების მძაფრი რეაქცია გამოიწვია. მათი თქმით, ორი წელია თავად ისინი ითხოვენ რექტორთან შეხვედრას, თუმცა ეს ვერ ხერხდება, კვიტაშვილის განცხადება შეხვედრის სურვილთან დაკავშირებით კი ტყუილია.

სტუდენტებმა რექტორს ისიც განუცხადეს, რომ უნივერსიტეტში ავტოკრატიაა და მაღალი გადასახადების შესაბამისი სწავლების დონე არ არის, რექტორი, რექტორატი და რექტორატთან დაახლოებული პირები მხოლოდ მაღალ ხელფასებს იღებენ, საქმე კი არ კეთდება.

სტუდენტებმა რექტორს სააქტო დარბაზში გადასვლისკენ მოუწოდეს, თუმცა რექტორმა განაცხადა, რომ ასეთ რეჟიმში აღელვებულ სტუდენტებთან შეხვედრა წარმოუდგენელია.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"