აუდრონიუს აჟუბალისი - რუსეთის სამხედრო წვრთნები არ მატებს სტაბილურობას რეგიონს

აუდრონიუს აჟუბალისი - რუსეთის სამხედრო წვრთნები არ მატებს სტაბილურობას რეგიონს

რუსეთის მასშტაბური სამხედრო წვრთნები "კავკასია 2012" ნამდვილად არ მატებს სტაბილურობას რეგიონს , - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა აუდრონიუს აჟუბალისმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, შესაძლებელ დესტაბილიზაციაზე პასუხი რუსეთს დაეკისრება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ კი განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ჯერ კიდევ იანვრიდან აცხადებდა, რომ რუსეთის მიერ დაგეგმილი მასშტაბური სამხედრო წვრთნები, რეგიონის უსაფრთხოებას ემუქრება.

"ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რა შედეგი მოიტანა 2008 წელს ჩატარებულმა რუსულმა სამხედრო წვრთნებმა, რომელიც ამაზე ბევრად ნაკლები მასშტაბის იყო", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს დიპლომატიურმა მცდელობებმა შედეგი გამოიღო და საერთაშორისო თანამეგობრობა მძაფრ შეკითხვებს უსვამს რუსეთს ამ წვრთნებთან დაკავშირებით.

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე