საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პეტრე ცისკარიშვილი გუშინ, 16 სექტემბერს პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში ამომრჩევლებს შეხვდა. პეტრე ცისკარიშვილმა მმართველი პარტიის საარჩევნო პროგრამის წარდგენის პარალელურად, ლაფანყურში ჩატარებულ სპეცოპერაციაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ თავიდან აიცილა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია.
"ერთ ჯგუფს ეს ტრაგედია ძალიან გაუხარდა. ეს ჯგუფი ამ მოკლული ახალგაზრდა ბიჭების ხარჯზე ცდილობს, რომ რაღაცა პოლიტიკური დივიდენდები მიისაკუთროს. ეს არის მათი მორალური სახე და პრინციპები, თუკი ახალგაზრდა ადამიანების სიკვდილის შედეგად რამდენიმე ათეულ ხმას მოიპოვებენ. ერთადერთი, ვისაც ეს გაუხარდა, ეს პოლიტიკოსები არიან - გამოდიოდნენ და ხელებს იქნევდნენ. მოკლედ, რაც ეს მოხდა, კარგ ხასიათზე დადგნენ, ხან დროშებიან მანქანებს ჩაატარებენ, ხან საფლავებზე ადიან. მოკლედ გააქტიურდნენ," - განაცხადა ცისკარიშვილმა.
კითხვების დასმის საშუალება ქისტებსაც მისცეს, თუმცა ხელისუფლება ლაფანყურის სპეცოპერაციის გამო ხმამაღლა არავის გაუკრიტიკებია.
იხილეთ ვიდეორეპორტაჟები:
- პირველი კადრები ლოპოტას ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციის ადგილიდან
- შსს გათავისუფლებული მძევლების ვიდეომასალას ავრცელებს
- დუისის სასაფლაოზე ადგილობრივები 4 საფლავს მიწით ავსებენ