სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შენთვის ვმღერი... ზღაპრის ბოლო კეთილია" - სიმღერა ივანიშვილისთვის?
"შენთვის ვმღერი... ზღაპრის ბოლო კეთილია" - სიმღერა ივანიშვილისთვის?

მო­რიგ პა­ე­მან­ზე "კვი­რის პა­ლიტ­რამ" მომ­ღე­რა­ლი მე­რაბ სე­ფაშ­ვი­ლი და­პა­ტი­ჟა. რა­ტომ მი­იჩ­ნია სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მისი ნამ­ღე­რი - "ჩემი გმი­რი გი­წო­დე" პრე­ზი­დენ­ტის მე­ხოტ­ბე­ო­ბად და თა­ვად რო­გორ აფა­სებს ხე­ლო­ვა­ნის როლს პო­ლი­ტი­კა­ში, ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ.

- თქვენს სიმ­ღე­რებს უს­მენს ძვე­ლი და ახა­ლი თა­ო­ბა. რო­გორ ფიქ­რობთ, რა უნდა გა­ა­კე­თოს ხე­ლო­ვან­მა, რომ მხო­ლოდ კონ­კრე­ტუ­ლი თა­ო­ბის მომ­ღერ­ლად არ დარ­ჩეს?

- პირ­ველ რიგ­ში უნდა ჰქონ­დეს მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა და საკ­მა­რი­სი ინ­ფორ­მა­ცია ამ სფე­როს შე­სა­ხებ. არ უნდა იყოს შე­ზღუ­დუ­ლი და ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მხო­ლოდ ერთ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე, სხვა­დას­ხვა მუ­სი­კა­ლურ ჟანრ­ში კარ­გად უნდა ერ­კვე­ო­დეს. თუკი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სტი­ლის მუ­სი­კა იცი, მა­შინ ბევ­რად ად­ვი­ლია გე­მოვ­ნე­ბით აკე­თო შენი საქ­მე. თუ ეს გა­მო­გი­ვა, შენი შე­მოქ­მე­დე­ბა დროს გა­უძ­ლებს.

- დღე­ვან­დე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა რამ­დე­ნად გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლია სწო­რედ ასე­თი მუ­სი­კო­სე­ბით?

- ძა­ლი­ან ბევ­რი უგე­მოვ­ნო პრო­დუქ­ცი­აა ბა­ზარ­ზე, რად­გან დღეს სწო­რედ უგე­მოვ­ნო მუ­სი­კა­ზეა მო­თხოვ­ნა. ეს იმის ბრა­ლია, რომ მსმე­ნე­ლის არ­ჩე­ვა­ნი მწი­რია და უს­მენს იმას, რა­საც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სთა­ვა­ზო­ბენ. ეს არის არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, არც ქარ­თუ­ლი, არც უცხო­უ­რი მუ­სი­კა.

- ამ­ბო­ბენ, სა­ქარ­თვე­ლო­ში შოუ-ბიზ­ნე­სი არ არ­სე­ბობ­სო...

- ასე არ არის. ცოტა უტ­რი­რე­ბუ­ლი და გა­ბუ­ქე­ბუ­ლია. რა­ღაც დო­ზით არ­სე­ბობს. ეს ის დოზა არ არის, რაც სა­ჭი­რო და აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ აქ ბევ­რი ნი­უ­ან­სია გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი. პირ­ველ რიგ­ში ქვეყ­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა. შო­უ­ბიზ­ნესს ფული ქმნის, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი ამ ინ­დუსტრი­ის­თვის შე­სა­ბა­მი­სი თან­ხე­ბი არ არ­სე­ბობს.

- რამ­დე­ნი­მე თვის წინ ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში სოლო კონ­ცერ­ტი გა­მარ­თეთ, რა­საც თქვე­ნი სა­ხე­ლო­ბის ვარ­სკვლა­ვის გახ­სნაც მოჰ­ყვა.

- არა­ვინ თქვას, რომ არ გა­ა­ხა­რებ­და ეს ფაქ­ტი. რა თქმა უნდა, მეც არ ვარ გა­მო­ნაკ­ლი­სი... ეს ვარ­სკვლა­ვი რომც არ გა­ეხ­სნათ, ჩემ­თვის კონ­ცერ­ტი იყო ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ის, რომ ხალ­ხს მა­ინც ვუყ­ვარ­ვარ და ჩემს მო­სას­მე­ნად ისევ მო­ვი­და. ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია ვარ­სკვლა­ვის გახ­სნა, რად­გან ჩემი ვარ­სკვლა­ვის გვერ­დით ისე­თი სა­ხე­ლე­ბია, რო­გო­რე­ბი­ცაა ქალ­ბა­ტო­ნი ნინო რა­მიშ­ვი­ლი, ნანი ბრეგ­ვა­ძე, სუ­ხიშ­ვი­ლე­ბი. ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა ვარ ამ თა­ნა­ვარ­სკვლა­ვედ­ში (იცი­ნის).

იხი­ლეთ ვრცლად

ასე­ვე იხი­ლეთ: მე­რაბ სე­ფაშ­ვილს ფი­ლარ­მო­ნი­ის წინ ვარ­სკვლა­ვი გა­უხ­სნეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

"შენთვის ვმღერი... ზღაპრის ბოლო კეთილია" - სიმღერა ივანიშვილისთვის?

"შენთვის ვმღერი... ზღაპრის ბოლო კეთილია" - სიმღერა ივანიშვილისთვის?

მორიგ პაემანზე "კვირის პალიტრამ" მომღერალი მერაბ სეფაშვილი დაპატიჟა. რატომ მიიჩნია საზოგადოებამ მისი ნამღერი - "ჩემი გმირი გიწოდე" პრეზიდენტის მეხოტბეობად და თავად როგორ აფასებს ხელოვანის როლს პოლიტიკაში, ინტერვიუდან შეიტყობთ.

- თქვენს სიმღერებს უსმენს ძველი და ახალი თაობა. როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს ხელოვანმა, რომ მხოლოდ კონკრეტული თაობის მომღერლად არ დარჩეს?

- პირველ რიგში უნდა ჰქონდეს მუსიკალური განათლება და საკმარისი ინფორმაცია ამ სფეროს შესახებ. არ უნდა იყოს შეზღუდული და ორიენტირებული მხოლოდ ერთ მიმართულებაზე, სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრში კარგად უნდა ერკვეოდეს. თუკი განსხვავებული სტილის მუსიკა იცი, მაშინ ბევრად ადვილია გემოვნებით აკეთო შენი საქმე. თუ ეს გამოგივა, შენი შემოქმედება დროს გაუძლებს.

- დღევანდელი საზოგადოება რამდენად განებივრებულია სწორედ ასეთი მუსიკოსებით?

- ძალიან ბევრი უგემოვნო პროდუქციაა ბაზარზე, რადგან დღეს სწორედ უგემოვნო მუსიკაზეა მოთხოვნა. ეს იმის ბრალია, რომ მსმენელის არჩევანი მწირია და უსმენს იმას, რასაც წლების განმავლობაში სთავაზობენ. ეს არის არაპროფესიონალიზმზე დაფუძნებული, არც ქართული, არც უცხოური მუსიკა.

- ამბობენ, საქართველოში შოუ-ბიზნესი არ არსებობსო...

- ასე არ არის. ცოტა უტრირებული და გაბუქებულია. რაღაც დოზით არსებობს. ეს ის დოზა არ არის, რაც საჭირო და აუცილებელია, მაგრამ აქ ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი. პირველ რიგში ქვეყნის მდგომარეობა. შოუბიზნესს ფული ქმნის, საქართველოში კი ამ ინდუსტრიისთვის შესაბამისი თანხები არ არსებობს.

- რამდენიმე თვის წინ ფილარმონიაში სოლო კონცერტი გამართეთ, რასაც თქვენი სახელობის ვარსკვლავის გახსნაც მოჰყვა.

- არავინ თქვას, რომ არ გაახარებდა ეს ფაქტი. რა თქმა უნდა, მეც არ ვარ გამონაკლისი... ეს ვარსკვლავი რომც არ გაეხსნათ, ჩემთვის კონცერტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ის, რომ ხალხს მაინც ვუყვარვარ და ჩემს მოსასმენად ისევ მოვიდა. ჩემთვის დიდი პატივია ვარსკვლავის გახსნა, რადგან ჩემი ვარსკვლავის გვერდით ისეთი სახელებია, როგორებიცაა ქალბატონი ნინო რამიშვილი, ნანი ბრეგვაძე, სუხიშვილები. ყველაზე ახალგაზრდა ვარ ამ თანავარსკვლავედში (იცინის).

იხილეთ ვრცლად

ასევე იხილეთ: მერაბ სეფაშვილს ფილარმონიის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"