მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ივანიშვილის და სააკაშვილის ურთიერთობის უცნობი დეტალები
ივანიშვილის და სააკაშვილის ურთიერთობის უცნობი დეტალები

The Independent, დიდი ბრი­ტა­ნე­თი

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ცნო­ბი­ლი იყო, რო­გორც კარ­ჩა­კე­ტი­ლი მი­ლი­არ­დე­რი. ახლა ჩრდი­ლი­დან გა­მო­ვი­და და მზა­დაა, ქვეყ­ნის ლი­დერს და­უ­პი­რის­პირ­დეს. მისი პი­რა­დი ქო­ნე­ბა ქვეყ­ნის ბი­უ­ჯეტს აჭარ­ბებს... და რა­ტომ იწუ­ხებს თავს? თბი­ლი­სის მხსნე­ლია ის თუ პუ­ტი­ნის მა­რი­ო­ნე­ტი?

შარ­შან, ოქ­ტომ­ბერ­ში, ღია წე­რილ­ში, ივა­ნიშ­ვილ­მა სენ­სა­ცი­უ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა - პო­ლი­ტი­კა­ში წას­ვლას გეგ­მავ­და. ამ­ტკი­ცებ­და, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბა ულ­მო­ბელ დიქ­ტა­ტუ­რად გა­და­იქ­ცა და მე ვარ ის, ვინც მას და­უ­პი­რის­პირ­დე­ბაო. სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ერ­თი­ა­ნი ბლო­კით საბ­რძოლ­ვე­ლად თა­ვის კო­ა­ლი­ცია "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" მი­იწ­ვია ქვეყ­ნის ური­ცხვი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია, რო­მელ­თა შო­რის ულტრა­ლი­ბე­რა­ლე­ბიც არი­ან და რა­დი­კა­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტე­ბიც. თვი­თონ ერთი-ორი წლით პრე­მი­ერ­მი­ნის­ტრო­ბას აპი­რებ­და და შემ­დეგ და­ტო­ვებ­და პო­ლი­ტი­კას, მაგ­რამ სა­კუ­თა­რი ხა­ზი­ნი­დან ხალ­ხის დახ­მა­რე­ბას გა­ნაგ­რძობ­და.

ამის შემ­დეგ 10 თვე გა­ვი­და. მე თვალს ვა­დევ­ნებ მის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე, რო­მე­ლიც 1-ელ ოქ­ტომ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა: კაცი, რო­მე­ლიც ერთ დროს ფა­რუ­ლად მოგ­ზა­უ­რობ­და, ახლა მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­დის თა­ვი­სი კო­ა­ლი­ცი­ი­სათ­ვის მხარ­და­ჭე­რის მო­სა­პო­ვებ­ლად. მის კამ­პა­ნი­ას სვა­ნეთ­ში, ქვის კოშ­კე­ბით მო­ფე­ნილ თვალ­წარმ­ტაც მთი­ან რე­გი­ონ­ში ვახ­ლდი.

ხან­გრძლი­ვი დამ­ღლე­ლი დღის შემ­დეგ, ხუთ სა­ათ­ში ივა­ნიშ­ვი­ლის კორ­ტეჟს სვა­ნე­თის მთე­ბი­დან შავი ზღვის სა­ნა­პი­როს სუბტ­რო­პი­კულ სი­ცხე­ში ჩავ­ყა­ვართ. მე­ო­რე დი­ლით, დათ­ქმულ სა­ათ­ზე, მე­წა­მუ­ლი ფე­რის გოლ­ფის ბა­გით ივა­ნიშ­ვილ­თან მივ­ყა­ვართ, მაგ­რამ ვამ­ჩნევ, რომ თავ­მდა­ბა­ლი მძღო­ლი თა­ვად არის ივა­ნიშ­ვი­ლი - ჯინ­სებ­სა და მოკ­ლე­სა­ხე­ლო­ე­ბი­ან პე­რან­გში გა­მო­წყო­ბი­ლა. ასე იწყე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლი ტური გოლ­ფის ბა­გით - ცხო­ვე­ლე­ბის კო­ლექ­ცია, სახ­ლი მე­გობ­რე­ბი­სათ­ვის, რეს­ტორ­ნე­ბის კომ­პლექ­სი, 20 მეტ­რის სიღ­რმე­ზე ზღვა­ში შეჭ­რი­ლი ლი­თო­ნის კონ­ცხი, ბო­ლოს, სა­კუთ­რივ ივა­ნიშ­ვი­ლის სახ­ლი. ის სამ ენა­ზე სა­უბ­რობს. ძნე­ლია და­ი­ჯე­რო, რომ კაცი, რო­მე­ლიც სას­ხვა­თა­შო­რი­სოდ გათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნებს სა­ზა­ფხუ­ლო სახ­ლს და გე­უბ­ნე­ბა, - ეს ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლია, აუზ­ში რომ ჭყუმ­პა­ლა­ობს, იგი­ვეა, ვინც შარ­შან­დლამ­დე ყო­ფილ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში ყვე­ლა­ზე კარ­ჩა­კე­ტილ ადა­მი­ა­ნად ით­ვლე­ბო­და. გოლ­ფის ბა­გის სტე­რე­ო­სის­ტე­მა ფრენკ სი­ნატ­რას "My Way"-ის რე­მიქსს უკ­რავს.

ერთ-ერთ შე­ნო­ბა­ში ვსხდე­ბით, მი­სა­ღებ­ში, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ე­რი ქა­ლა­ქის ოთხვარ­სკვლა­ვი­ან სას­ტუმ­როს ეკუთ­ვნო­დეს. ორი სა­ა­თი ვსა­უბ­რობთ - თუ რა­ტომ გა­და­წყვი­ტა ებ­რძო­ლოს რე­ჟიმს და რა­ტომ ეზი­ზღე­ბა ამ­ჟა­მინ­დე­ლი მთავ­რო­ბა.

- იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, პო­ლი­ტი­კა­ში მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, რად­გან სა­ა­კაშ­ვილ­მა ოპო­ზი­ცია გა­ა­ნად­გუ­რა. მე ან ქვე­ყა­ნა უნდა და­მე­ტო­ვე­ბი­ნა, რად­გან სა­ში­ში იყო აქ ცხოვ­რე­ბა, ან პო­ლი­ტი­კა­ში უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი. ჩვენ უთუ­ოდ გა­ვი­მარ­ჯვებთ. მთავ­რო­ბა­ში ერთი-ორი წელი ვიქ­ნე­ბი, შემ­დეგ კი სა­ზო­გა­დო­ე­ბის აქ­ტი­უ­რი წევ­რი გავ­ხდე­ბი, რომ და­ვეხ­მა­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რო­გორ აირ­ჩი­ოს ადა­მი­ა­ნე­ბი და გა­ა­კონ­ტრო­ლოს თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, რომ არ­სე­ბობ­დეს თა­ვი­სუ­ფა­ლი პრე­სა, ნამ­დვი­ლი ოპო­ზი­ცი­აო - მე­უბ­ნე­ბა რეს­პონ­დენ­ტი.

რა­ფა­ელ გლუკს­მანს ვხვდე­ბი თბი­ლი­სის ერთ-ერთ კოხ­ტა კა­ფე­ში ივა­ნიშ­ვილ­ზე მთავ­რო­ბის აზ­რის მო­სას­მე­ნად. გლუკს­მა­ნი შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ეკა ზღუ­ლა­ძის მე­უღ­ლეა, ის სა­ა­კაშ­ვი­ლის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მრჩე­ვე­ლია. "ერთი კა­ცის ხელ­ში ამ­დე­ნი ფული - ნე­ბის­მი­ე­რი ქვეყ­ნის­თვის იქ­ნე­ბო­და პრობ­ლე­მა, - ამ­ბობს იგი, - მაგ­რამ ეს გან­სა­კუთ­რე­ბით პრობ­ლე­მუ­რია პა­ტა­რა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. მას ქვეყ­ნის ბი­უ­ჯეტ­ზე მეტი ფული აქვს".

ივა­ნიშ­ვი­ლი სა­ა­კაშ­ვილს სარ­კას­ტუ­ლად აღ­წერს. "ნამ­დვილ მში­შა­რას" და "პრო­ფე­სი­ო­ნალ მა­ტყუ­ა­რა­საც" კი უწო­დებს. ამ­ბობს, - არ იცის, რა არის სიყ­ვა­რუ­ლი. არ შე­უძ­ლია სხვი­სი წუ­ხი­ლის გა­ზი­ა­რე­ბა. მას ცი­ხე­ში ჩას­მა კი არა, დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბაო. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ ეს ნათ­ქვა­მი ღი­მი­ლით ვუ­ამ­ბე ჩემს მე­გო­ბარს, თბი­ლი­სელ ინ­ტე­ლექ­ტუ­ალს. სი­ცი­ლის ნაც­ვლად წა­მით ჩა­ფიქ­რდა, თით­ქოს ჭეშ­მა­რი­ტე­ბა პირ­ვე­ლად აუ­წყე­სო და სევ­დი­ა­ნად მი­თხრა, - შე­იძ­ლე­ბა ივა­ნიშ­ვი­ლი მარ­თა­ლი­ცა­აო.

გლუკს­მა­ნი მე­უბ­ნე­ბა, რომ სა­ა­კაშ­ვილ­სა და ივა­ნიშ­ვილს რამე სა­ხის ურ­თი­ერ­თო­ბა არას­დროს ჰქო­ნი­ათ, ამ­დე­ნად, პრე­ზი­დენ­ტი კრი­ტი­კას მშვი­დად იღებს. "ისი­ნი არას­დროს ყო­ფი­ლან ახ­ლოს, ამი­ტომ ამას ღა­ლა­ტად არ მი­იჩ­ნევს. სულ ორ­ჯერ და­ლა­პა­რა­კე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს. ივა­ნიშ­ვი­ლი ფულს იძ­ლე­ო­და კულ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბი­სა და ეკ­ლე­სი­ის­თვის, მაგ­რამ ურ­თი­ერ­თო­ბა არ ჰქო­ნი­ათ", - მე­უბ­ნე­ბა გლუკს­მა­ნი. ივა­ნიშ­ვილს ეს რომ ვუ­თხა­რი, ხმა­მაღ­ლა გა­ე­ცი­ნა: - სა­ა­კაშ­ვი­ლი ზოგ­ჯერ დღე­ში 50-ჯერ მი­რე­კავ­და! ვე­უბ­ნე­ბო­დი, მიშა, შე­წყვი­ტე რეკ­ვა, ვე­ღარ გი­პა­სუ­ხებ-მეთ­ქი! ივა­ნიშ­ვი­ლი ამ­ბობს, - თბი­ლის­ში, მოს­კოვ­სა და პა­რიზ­ში ოჯა­ხის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში მხო­ლოდ ერთ თუ ორ მე­გო­ბარ ბიზ­ნეს­პარტნი­ორს შე­ეძ­ლო სტუმ­რო­ბა, მაგ­რამ რად­გან ჩემ­თვის სახ­ლი წმი­და­თაწ­მი­დაა, არას­დროს მი­მი­ღია ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რე­ბი, რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვა სა­ა­კაშ­ვილ­ზე! ეს რომ პუ­ტინს გა­ე­გო, ჩემი ბიზ­ნე­სი რუ­სეთ­ში მე­ო­რე დღეს­ვე და­ი­ხუ­რე­ბო­დაო.

2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომამ­დე უკი­დუ­რე­სი უნ­დობ­ლო­ბა იყო მოს­კოვ­ში სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და მისი პრო­ნა­ტო­სე­უ­ლი პო­ლი­ტი­კის მი­მართ. ივა­ნიშ­ვი­ლი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში შვე­ულმფრე­ნით გა­დაფ­რინ­და და რუ­სე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას რომ არ გა­ე­გო, მას ფა­რუ­ლად შეხ­ვდა.

იხი­ლეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ივანიშვილის და სააკაშვილის ურთიერთობის უცნობი დეტალები

ივანიშვილის და სააკაშვილის ურთიერთობის უცნობი დეტალები

The Independent, დიდი ბრიტანეთი

ბიძინა ივანიშვილი ცნობილი იყო, როგორც კარჩაკეტილი მილიარდერი. ახლა ჩრდილიდან გამოვიდა და მზადაა, ქვეყნის ლიდერს დაუპირისპირდეს. მისი პირადი ქონება ქვეყნის ბიუჯეტს აჭარბებს... და რატომ იწუხებს თავს? თბილისის მხსნელია ის თუ პუტინის მარიონეტი?

შარშან, ოქტომბერში, ღია წერილში, ივანიშვილმა სენსაციური განცხადება გააკეთა - პოლიტიკაში წასვლას გეგმავდა. ამტკიცებდა, მიხეილ სააკაშვილის მმართველობა ულმობელ დიქტატურად გადაიქცა და მე ვარ ის, ვინც მას დაუპირისპირდებაო. საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი ბლოკით საბრძოლველად თავის კოალიცია "ქართულ ოცნებაში" მიიწვია ქვეყნის ურიცხვი ოპოზიციური პარტია, რომელთა შორის ულტრალიბერალებიც არიან და რადიკალი ნაციონალისტებიც. თვითონ ერთი-ორი წლით პრემიერმინისტრობას აპირებდა და შემდეგ დატოვებდა პოლიტიკას, მაგრამ საკუთარი ხაზინიდან ხალხის დახმარებას განაგრძობდა.

ამის შემდეგ 10 თვე გავიდა. მე თვალს ვადევნებ მის საარჩევნო კამპანიას საპარლამენტო არჩევნებამდე, რომელიც 1-ელ ოქტომბერს გაიმართება: კაცი, რომელიც ერთ დროს ფარულად მოგზაურობდა, ახლა მთელ საქართველოში დადის თავისი კოალიციისათვის მხარდაჭერის მოსაპოვებლად. მის კამპანიას სვანეთში, ქვის კოშკებით მოფენილ თვალწარმტაც მთიან რეგიონში ვახლდი.

ხანგრძლივი დამღლელი დღის შემდეგ, ხუთ საათში ივანიშვილის კორტეჟს სვანეთის მთებიდან შავი ზღვის სანაპიროს სუბტროპიკულ სიცხეში ჩავყავართ. მეორე დილით, დათქმულ საათზე, მეწამული ფერის გოლფის ბაგით ივანიშვილთან მივყავართ, მაგრამ ვამჩნევ, რომ თავმდაბალი მძღოლი თავად არის ივანიშვილი - ჯინსებსა და მოკლესახელოებიან პერანგში გამოწყობილა. ასე იწყება მოულოდნელი ტური გოლფის ბაგით - ცხოველების კოლექცია, სახლი მეგობრებისათვის, რესტორნების კომპლექსი, 20 მეტრის სიღრმეზე ზღვაში შეჭრილი ლითონის კონცხი, ბოლოს, საკუთრივ ივანიშვილის სახლი. ის სამ ენაზე საუბრობს. ძნელია დაიჯერო, რომ კაცი, რომელიც სასხვათაშორისოდ გათვალიერებინებს საზაფხულო სახლს და გეუბნება, - ეს ჩემი ქალიშვილია, აუზში რომ ჭყუმპალაობს, იგივეა, ვინც შარშანდლამდე ყოფილ საბჭოთა კავშირში ყველაზე კარჩაკეტილ ადამიანად ითვლებოდა. გოლფის ბაგის სტერეოსისტემა ფრენკ სინატრას "My Way"-ის რემიქსს უკრავს.

ერთ-ერთ შენობაში ვსხდებით, მისაღებში, რომელიც შეიძლება მსოფლიოს ნებისმიერი ქალაქის ოთხვარსკვლავიან სასტუმროს ეკუთვნოდეს. ორი საათი ვსაუბრობთ - თუ რატომ გადაწყვიტა ებრძოლოს რეჟიმს და რატომ ეზიზღება ამჟამინდელი მთავრობა.

- იძულებული გავხდი, პოლიტიკაში მოვსულიყავი, რადგან სააკაშვილმა ოპოზიცია გაანადგურა. მე ან ქვეყანა უნდა დამეტოვებინა, რადგან საშიში იყო აქ ცხოვრება, ან პოლიტიკაში უნდა წავსულიყავი. ჩვენ უთუოდ გავიმარჯვებთ. მთავრობაში ერთი-ორი წელი ვიქნები, შემდეგ კი საზოგადოების აქტიური წევრი გავხდები, რომ დავეხმარო საზოგადოებას, როგორ აირჩიოს ადამიანები და გააკონტროლოს თავისი პოლიტიკოსები, რომ არსებობდეს თავისუფალი პრესა, ნამდვილი ოპოზიციაო - მეუბნება რესპონდენტი.

რაფაელ გლუკსმანს ვხვდები თბილისის ერთ-ერთ კოხტა კაფეში ივანიშვილზე მთავრობის აზრის მოსასმენად. გლუკსმანი შს მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძის მეუღლეა, ის სააკაშვილის ერთ-ერთი მთავარი მრჩეველია. "ერთი კაცის ხელში ამდენი ფული - ნებისმიერი ქვეყნისთვის იქნებოდა პრობლემა, - ამბობს იგი, - მაგრამ ეს განსაკუთრებით პრობლემურია პატარა საქართველოსთვის. მას ქვეყნის ბიუჯეტზე მეტი ფული აქვს".

ივანიშვილი სააკაშვილს სარკასტულად აღწერს. "ნამდვილ მშიშარას" და "პროფესიონალ მატყუარასაც" კი უწოდებს. ამბობს, - არ იცის, რა არის სიყვარული. არ შეუძლია სხვისი წუხილის გაზიარება. მას ციხეში ჩასმა კი არა, დახმარება სჭირდებაო. რამდენიმე დღის შემდეგ ეს ნათქვამი ღიმილით ვუამბე ჩემს მეგობარს, თბილისელ ინტელექტუალს. სიცილის ნაცვლად წამით ჩაფიქრდა, თითქოს ჭეშმარიტება პირველად აუწყესო და სევდიანად მითხრა, - შეიძლება ივანიშვილი მართალიცააო.

გლუკსმანი მეუბნება, რომ სააკაშვილსა და ივანიშვილს რამე სახის ურთიერთობა არასდროს ჰქონიათ, ამდენად, პრეზიდენტი კრიტიკას მშვიდად იღებს. "ისინი არასდროს ყოფილან ახლოს, ამიტომ ამას ღალატად არ მიიჩნევს. სულ ორჯერ დალაპარაკებიან ერთმანეთს. ივანიშვილი ფულს იძლეოდა კულტურული ძეგლებისა და ეკლესიისთვის, მაგრამ ურთიერთობა არ ჰქონიათ", - მეუბნება გლუკსმანი. ივანიშვილს ეს რომ ვუთხარი, ხმამაღლა გაეცინა: - სააკაშვილი ზოგჯერ დღეში 50-ჯერ მირეკავდა! ვეუბნებოდი, მიშა, შეწყვიტე რეკვა, ვეღარ გიპასუხებ-მეთქი! ივანიშვილი ამბობს, - თბილისში, მოსკოვსა და პარიზში ოჯახის საცხოვრებელ სახლში მხოლოდ ერთ თუ ორ მეგობარ ბიზნესპარტნიორს შეეძლო სტუმრობა, მაგრამ რადგან ჩემთვის სახლი წმიდათაწმიდაა, არასდროს მიმიღია ბიზნესპარტნიორები, რომ აღარაფერი ვთქვა სააკაშვილზე! ეს რომ პუტინს გაეგო, ჩემი ბიზნესი რუსეთში მეორე დღესვე დაიხურებოდაო.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე უკიდურესი უნდობლობა იყო მოსკოვში სააკაშვილისა და მისი პრონატოსეული პოლიტიკის მიმართ. ივანიშვილი ირწმუნება, რომ სააკაშვილის რეზიდენციაში შვეულმფრენით გადაფრინდა და რუსეთის ხელმძღვანელობას რომ არ გაეგო, მას ფარულად შეხვდა.

იხილეთ ვრცლად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა