ჰოლივუდის მსახიობი, ჯიმ ქერი რუს საყვარელს, სტუდენტ ანასტასია ვიტკინას დაშორდა. ახლახან პაპარაცებმა ის მინიატურული აღნაგობის შავგვრემან ლამაზმანთან პლაჟზე ნებივრობისას შენიშნეს.
მსახიობის გარემოცვა ამბობს, რომ რუსი ლამაზმანით გატაცებული 50 წლის მსახიობი ამჯერად ქორწინების უღელს ვერ გაექცეოდა, თუმცა ცნობილმა მექალთანემ კვლავ მარტოხელობა ამჯობინა. მიუხედავად იმისა, რომ ვიტკინასთან რომანმა წელიწადზე მეტ ხანს გასტანა, ცნობილ კომიკოსს დრო უქმად არ დაუკარგავს - ის მალიბუს სანაპიროზე ახალ რჩეულთან ერთად გაემგზავრა და უქმეები მორიგ სიყვარულს დაუთმო.
აშშ-ში ნასტია რამდენიმე წლის წინ დიზაინის შესასწავლად ჩავიდა. სულ მალე ქერა კულულებიანმა გოგონამ მილიონერი დავიდ შუნმეიკერი მოხიბლა. ამის შემდეგ მის ანკესს უფრო სერიოზული ნადავლი - ჯიმ ქერი წამოეგო, რომელიც მას თავად შუნმეიკერმა გააცნო. იანვარში ნასტიამ და ჯიმმა მსახიობის 50 წლის იუბილეც ერთად აღნიშნეს. ისინი ხელჩაკიდებულნი გამოცხადდნენ "განზ ენ როუზის" კონცერტზე, სადაც მსახიობმა მას ყვითელი ბრილიანტით დამშვენებული ბეჭედი უსახსოვრა. ამ საიუველირო სასწაულში ქერიმ 100 000 დოლარზე მეტი გადაიხადა. რომანტიკული ჟესტის მიუხედავად, მათმა სიყვარულმა დროს აშკარად ვერ გაუძლო. როგორც ჩანს, ქერი დანაკარგზე დიდად არ წუხს და ახალ საყვარელთან დროს ხალისიანად ატარებს.
ჯიმ ქერი ორჯერ იყო ოფიციალურად დაქორწინებული. რამდენიმე წელი მოდელ ჯენი მაკარტისთან სამოქალაქო ქორწინებაშიც იმყოფებოდა. ჰყავს 23 წლის ქალიშვილი ჯეინი.
ცოტა ხნის წინ ჯენი მაკარტიმ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად ჯიმთან განშორება მისმა 10 წლის ვაჟმა განიცადა. ბიჭუნა აუტიზმით არის დაავადებული და მამობილზე საკმაოდ მიჯაჭვული გახლდათ. მოდელთან განშორების შემდეგ მსახიობმა ბავშვთან კონტაქტიც შეწყვიტა, რასაც ბიჭუნა, თურმე, დღემდე განიცდის.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.
ასვე იხილეთ: ჯიმ ქერი ემა სთოუნს სიყვარულს უხსნის
ჯიმ ქერის ცხოველური ქცევა Today-ის სტუდიაში Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo