სამხედრო
მოზაიკა
პოლიტიკა

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო არაზაშვილი: "თუ შენგან მაყურებელი არ ელის განსაკუთრებულსა და თავდადებულს, არც დაგელოდება, რომ მეორე დღეს გიყუროს"
ნინო არაზაშვილი: "თუ შენგან მაყურებელი არ ელის განსაკუთრებულსა და თავდადებულს, არც დაგელოდება, რომ მეორე დღეს გიყუროს"

3 სექ­ტემ­ბერს "დილა მშვი­დო­ბი­სა, სა­ქარ­თვე­ლო" 2523-ედ მი­ე­სალ­მა "რუს­თა­ვი 2"-ის მა­ყუ­რე­ბელს. ათი წლის იუ­ბი­ლე­ზე ნინო არა­ზაშ­ვილ­მა ამ გა­და­ცე­მის ყვე­ლა ვე­ტე­რა­ნი შეკ­რი­ბა და საკ­მა­ოდ ხმა­უ­რი­ა­ნი, სა­ხა­ლი­სო და სა­ინ­ტე­რე­სო ორი დილა აჩუ­ქა მა­ყუ­რე­ბელს. ჩვენ ნი­ნოს გან­ვლილ ათ წელ­ზე ვე­სა­უბ­რეთ.

- ათი წელი ძა­ლი­ან ბევ­რია იმის­თვის, რომ შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი გა­და­ცე­მა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა. ამ გა­და­ცე­მა­ში მო­ვიწ­ვი­ეთ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც პირ­ვე­ლებ­მა გა­და­წყვი­ტეს, ღა­მე­ე­ბი ეთე­ნე­ბი­ნათ, დი­ლით ადრე გა­ეღ­ვი­ძათ და პირ­ვე­ლად მი­სალ­მე­ბოდ­ნენ 2002 წლის 2 სექ­ტემ­ბერს ღია ეთერ­ში "რუს­თა­ვი 2"-ის მა­ყუ­რე­ბელს. ესე­ნი იყ­ვნენ ნატა ამაღ­ლო­ბე­ლი, ნინო ჯა­ფი­აშ­ვი­ლი, დი­მიტ­რი ობო­ლა­ძე, ნატა ნი­ჟა­რა­ძე, და­ვით კი­კა­ლიშ­ვი­ლი, ნიკა ტა­ბა­ტა­ძის დამ­სა­ხუ­რე­ბა იყო ამ წამ­ყვა­ნე­ბის დამ­ტკი­ცე­ბა დი­ლის ეთერ­ში.

- დი­ლის გა­და­ცე­მის იდე­აც ნი­კას ეკუთ­ვნის?

- ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვილ­სა და ნი­კას ერ­თად.

- შენ რო­დის ჩა­ერ­თე ამ ორომ­ტრი­ალ­ში?

- პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან, ოღონდ მე ვი­ყა­ვი კო­რეს­პონ­დენ­ტი. და­ხუ­რუ­ლი კას­ტინ­გი ჩა­ტარ­და კო­რეს­პონ­დენ­ტე­ბის შე­სარ­ჩე­ვად. 14 კო­რეს­პონ­დენ­ტის გა­ნა­ცხა­დი შე­მო­ვი­და და მათ შო­რის ვი­ყა­ვით მე და გი­ორ­გი გვი­ში­ა­ნი. მა­შინ "მა­ესტრო­ში" ვმუ­შა­ობ­დი, 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებ­და ნი­უ­სი. მა­შინ "მა­ესტროს" ნი­უ­სი არ ჰქონ­და. ჩვენ მხო­ლოდ მუ­სი­კა­ლურ-გა­სარ­თობ და შე­მეც­ნე­ბით გა­და­ცე­მებს ვამ­ზა­დებ­დით. მე რამ­დე­ნი­მე გა­და­ცე­მის ავ­ტო­რი ვი­ყა­ვი, რე­დაქ­ტო­რიც გახ­ლდით, მაგ­რამ ახა­ლი ამ­ბე­ბის ინ­ტე­რეს­მა მძლია და ეს ნა­ბი­ჯი გა­დავ­დგი. აგ­ვიყ­ვა­ნეს მე და გი­ორ­გი გვი­ში­ა­ნი. "დი­ლის კუ­რი­ე­რის" პირ­ვე­ლი კო­რეს­პონ­დენ­ტე­ბი იყ­ვნენ ქეთი ქარ­და­ვა, რო­მე­ლიც დღეს "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლია ბრი­უ­სელ­ში, მა­ნა­ნა მან­ჯგა­ლა­ძე, დღეს პრე­ზი­დენ­ტის სპი­კე­რი, სხვე­ბიც, მაგ­რამ ძი­რი­თა­დი კო­რეს­პონ­დენ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც გვე­ვა­ლე­ბო­და ყო­ველ­დღი­უ­რი რე­პორ­ტა­ჟე­ბის და რამ­დე­ნი­მე მა­სა­ლის მომ­ზა­დე­ბა, ვი­ყა­ვით მე და გი­ორ­გი. ღა­მე­ებს ვა­თე­ნებ­დით.

5-6 სა­ათ­ზე ვამ­თავ­რებ­დით მუ­შა­ო­ბას. მა­შინ გა­ცი­ლე­ბით ცოტა სა­მონ­ტა­ჟო იყო და და­მო­კი­დე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით, რო­დის დამ­თავ­რდე­ბო­და 9-სა­ა­თი­ა­ნი "კუ­რი­ე­რი" და მერე ვი­წყებ­დით მუ­შა­ო­ბას.

- გახ­სოვს პირ­ვე­ლი სი­უ­ჟე­ტი დი­ლის ეთერ­ში?

- სა­ე­თე­რო არ მახ­სოვს, მაგ­რამ მახ­სოვს კას­ტინ­გის­თვის რე­პორ­ტა­ჟე­ბი, ახალ წიგნ­ზე, ახალ სპექ­ტაკლზე და ახალ მო­დის კო­ლექ­ცი­ა­ზე... დღეს გა­და­ცე­მა 11 წლის უნდა იყოს. ჩვენ 4 თვე ვი­მუ­შა­ვეთ. მერე გი­ორ­გი სა­ნა­ია გარ­და­იც­ვა­ლა და გვი­თხრეს, ახლა ცოტა ხანი არ გვცა­ლია თქვენ­თვი­სო. მერე უშიშ­რო­ე­ბა შე­მო­ვი­და "რუს­თა­ვი 2"-ში და კვლავ გა­და­ი­დო გა­და­ცე­მის მე­ო­რედ და­წყე­ბა. ჩემ­თვის ძა­ლი­ან გუ­ლის ამა­ჩუ­ყე­ბე­ლი იყო 3 სექ­ტემ­ბრის გა­და­ცე­მა. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თად რომ შევ­კრი­ბე. მა­გა­ლი­თად, არა­ვინ იცო­და, სად იყო ნატა ამაღ­ლო­ბე­ლი, რო­მელ­საც დღეს "რუს­თა­ვი 2"-ის სა­ი­ტი აბა­რია. ნინო ჯა­ფი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც დღეს "ცხე­ლი შო­კო­ლა­დის" ერთ-ერთი რე­დაქ­ტო­რია. მაგ­და ანი­კაშ­ვი­ლი იყო კი­დევ ჩვენ­თან. ხმა­მა­ღა­ლი ნათ­ქვა­მი არ იქ­ნე­ბა, თუ ვი­ტყვი, რომ ეს გა­და­ცე­მა ბევ­რის­თვის მარ­თლაც სე­რი­ო­ზუ­ლი ტრამ­პლი­ნი გახ­და, რომ უკეთ ეგ­რძნოთ თავი სა­კუ­თარ კა­რი­ე­რა­ში. სა­ი­უ­ბი­ლეო გა­და­ცე­მა­ში ვიხ­სე­ნებ­დით კუ­რი­ო­ზებს, პირ­ველ ეთერს, იმ დროს, როცა არა­ფე­რი ხდე­ბო­და ქვე­ყა­ნა­ში. მე ყვე­ლა­ზე ცოტა ვი­ლა­პა­რა­კე ჩემ­ზე, რად­გან მას­პინ­ძე­ლი წამ­ყვა­ნი გახ­ლდით.

2002 წელს სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რულ ცხოვ­რე­ბა­ში ძა­ლი­ან ცოტა რამ ხდე­ბო­და. გვი­წევ­და გვი­ან ღამე ამ­ბის მო­ფიქ­რე­ბა და მერე ამ ამ­ბავ­ზე სი­უ­ჟე­ტის აწყო­ბა. შუ­ა­ღა­მი­სას ვაღ­ვი­ძებ­დით რეს­პონ­დენ­ტებს და ვი­ღებ­დით. ნამ­დვი­ლად რთუ­ლი სა­მუ­შაო იყო. მძი­მე დღე­ე­ბიც გვახ­სოვს. აქ ვი­ყა­ვი დი­ლის 6 სა­ათ­ზე, როცა "რუს­თა­ვი 2"-ს ნაღ­მი ეს­რო­ლეს. ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი გახ­ლდით, ვინც იმ დროს "ნი­უს­რუმ­ში" იჯდა. ეს იყო შოკი ჩემ­თვის, იმ­დე­ნად სტრე­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცია, რომ მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ძლივს ვუყ­რი­დი თავს სი­ტყვებს, რომ რა­ღაც მეთ­ქვა...

სა­ი­უ­ბი­ლეო გა­და­ცე­მა­ში ყვე­ლა ერ­თად ვიხ­სე­ნებ­დით, რა და­ი­წყო ამ გა­და­ცე­მამ. "რუს­თა­ვი 2"-ის დი­ლის გა­და­ცე­მას პირ­ველს ჰქონ­და სამ­ზა­რე­უ­ლო "ლა­ივ­ში", მა­ნამ­დე ქარ­თულ ტე­ლე­სივ­რცე­ში მსგავ­სი რამ არ ყო­ფი­ლა, პირ­ველ­მა გა­და­წყვი­ტა, რომ მა­ყუ­რებ­ლებს შო­რის იქ­ნე­ბო­და ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, რომ­ლებ­საც მო­უნ­დე­ბო­დათ მცე­ნა­რე­ებ­ზე ზრუნ­ვა. მე­ო­რე წლი­დან და­ვი­წყეთ ფლო­რის­ტე­ბის რჩე­ვე­ბი, ახლა ზურა შე­ვარ­დნა­ძე გვყავს. ყვე­ლა­ზე ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მა­შინ რე­კავ­და, როცა ფლო­რის­ტე­ბი გვყავ­დნენ ეთერ­ში. თან ყვე­ლა­ზე მეტი ზარი მა­მა­კა­ცე­ბის­გან შე­მო­დი­ო­და. ვხუმ­რობ­დი კი­დეც, ნე­ტავ, თა­ვის ცო­ლებ­ზეც ასე ზრუ­ნავ­დნენ, რო­გორც მცე­ნა­რე­ებ­ზე-მეთ­ქი. რე­კავ­დნენ და თა­ვი­ან­თი კაქ­ტუ­სე­ბის ავა­დო­ბას შე­მოგვჩივ­ლებ­დნენ ხოლ­მე.

პირ­ვე­ლად ჩვენს გა­და­ცე­მა­ში მი­ვე­ცით შან­სი ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს, რომ თავი ჟურ­ნა­ლის­ტის ამ­პლუ­ა­ში მო­ე­სინ­ჯათ. ეს და­ვით კი­კა­ლიშ­ვი­ლის იდეა იყო და დღეს ეს რუბ­რი­კა "პოსტსკრიპ­ტუმ­ში" გრძელ­დე­ბა. ჩვენ პირ­ვე­ლე­ბი ვი­თან­ხმებ­დით ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს, დი­ლის 8 სა­ათ­ზე ოჯა­ხის კარი გა­ე­ღოთ და მო­ე­ცათ ნება, მათი დილა გა­დაგ­ვე­ღო. თით­ქოს რა­ღა­ცე­ბი ჰქონ­დათ ნა­ფიქ­რი, და­გეგ­მი­ლი, მაგ­რამ იყო მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბიც. მა­გა­ლი­თად, შე­იძ­ლე­ბო­და, უცებ მო­სუ­ლი­ყო ფოს­ტა­ლი­ო­ნი ან მე­მაწ­ვნე, ლიფ­ტში გა­ჭე­დი­ლი­ყო ოჯა­ხის ერთ-ერთი წევ­რი. მა­ყუ­რებ­ლის­თვის ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ამ უხერ­ხუ­ლო­ბი­დან გა­მო­სავ­ლის ძი­ე­ბა იყო.

ჩვენ გვქონ­და ძვე­ლი პრე­სის მი­მო­ხილ­ვა. იმ დროს, როცა სულ რა­ღაც 200 კაცს ჰქონ­და თბი­ლის­ში კომ­პი­უ­ტე­რი, გა­ვა­კე­თეთ ინ­ტერ­ნეტ­მი­მო­ხილ­ვა ღია ეთერ­ში. ეს იყო ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ბიძ­გი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, რომ და­ე­ზო­გათ თან­ხა და ეყი­დათ კომ­პი­უ­ტე­რი. 9 წლის წინ თით­ზე ჩა­მო­სათ­ვლე­ლი იყო ქარ­თუ­ლი სა­ი­ტე­ბი. არ არ­სე­ბობ­და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი. სა­ჩა­თა­ოდ იყო მხო­ლოდ "მირ­კი" და "აი სი ქიუ". ჩვე­ნი პირ­ვე­ლი ინ­ტერ­ნეტ­მი­მომ­ხილ­ვე­ლი და­ვით ხა­ბურ­ზა­ნია, იგი­ვე გუ­რი­ჩა, ღია ეთერ­ში ჩავ­რთეთ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­დან სა­ი­უ­ბი­ლეო გა­და­ცე­მის­თვის. ეს დი­მას­თვის და ნატა ამაღ­ლო­ბე­ლის­თვის მარ­თლაც რომ სი­ურპრი­ზი იყო... ჩვე­ნი მო­ნა­პო­ვა­რია რუბ­რი­კა "უს­მი­ნე ცო­ცხალს", ხმა­მა­ღა­ლი პრო­ტეს­ტი პლუს ფო­ნოგ­რა­მა­ზე. ჩვენ და­ვუმ­ტკი­ცეთ ადა­მი­ა­ნებს, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია დაკ­ვრა და სიმ­ღე­რა ერ­თად "ლა­ივ­ში".

- თქვენს კო­ლე­გებს რომ ვუს­მენ­დი, შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა შე­მექ­მნა, რომ თით­ქმის ყვე­ლა წამ­ყვა­ნი ტრავ­მი­რე­ბუ­ლია სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს...

- რის­კი­ა­ნი გო­გო­ნე­ბი გვყავს, ასე­თებს ვარ­ჩევთ, შე­იძ­ლე­ბა, ძა­ლი­ან კარ­გი ჟურ­ნა­ლის­ტი იყო, მაგ­რამ თუ არ ხარ ენერ­გი­უ­ლი, თავ­ზე­ხე­ლა­ღე­ბუ­ლი, თუ შენ­გან მა­ყუ­რე­ბე­ლი არ ელის გან­სა­კუთ­რე­ბულ­სა და თავ­და­დე­ბულს, არც და­გე­ლო­დე­ბა, რომ მე­ო­რე დღეს გი­ყუ­როს.

- ყვე­ლა­ზე მე­ტად რო­დის შე­გე­შინ­და?

- როცა გი­უნ­ტე­რი გად­მო­ვარ­და ცხე­ნი­დან. ამ დროს ეთერ­ში არ ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი ტე­ლე­ეკ­რა­ნი­დან ვნა­ხე. შო­კი­დან ვერ გა­მოვ­დი­ო­დი. ის სამი წამი, სა­ნამ გი­უნ­ტე­რი თავს წა­მოს­წევ­და, სუნ­თქვა შე­მეკ­რა... მე­ო­რედ 8 აგ­ვის­ტოს შე­მე­შინ­და. და­გეგ­მი­ლი მქონ­და ყვე­ლა­ფე­რი, შვე­ბუ­ლე­ბა­ში გავ­დი­ო­დი, ჩე­მო­და­ნი ჩა­ლა­გე­ბუ­ლი მქონ­და, რომ მივ­ხვდი, ქვე­ყა­ნა­ში ომი და­ი­წყო და ამ დროს არ ვი­ყა­ვი ჩემი შვი­ლე­ბის გვერ­დით. ეს ეთე­რი ყვე­ლა­ზე გრძელ ეთე­რად მო­მეჩ­ვე­ნა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. შე­იძ­ლე­ბა, არ გა­მი­შუ­ქე­ბია ომი, არ შევ­ხე­ბი­ვარ პო­ლი­ტი­კას, მაგ­რამ ის დღე­ე­ბი ჩემს გუნდთან ერ­თად "რუს­თა­ვი 2"-ში ვცხოვ­რობ­დი. ფურ­ცლის და­ტა­რე­ბა­საც ავი­ღებ­დი ჩემს თავ­ზე, ოღონ­დაც გუნდს ეგ­რძნო, რომ ჩვენ ყვე­ლა­ნი ერ­თად ვი­ყა­ვით. ღმერ­თმა არ­ტის­ტიზ­მის უნა­რი მომ­ცა. გარ­კვე­ულ მძი­მე დღე­ებ­ში შე­მიძ­ლია გა­ვი­ღი­მო და ისე მი­ვე­სალ­მო მა­ყუ­რე­ბელს. 8 აგ­ვის­ტო იყო ის შემ­თხვე­ვა, როცა არ მე­ღი­მე­ბო­და. ამ დროს უჩ­ვე­უ­ლოდ ვგრძნობ­დი თავს. ვნერ­ვი­უ­ლობ­დი ჩვენს თა­ნა­გუნ­დე­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც წინა ხაზ­ზე იდ­გნენ. რო­გორც დე­დამ, პირ­ვე­ლად მა­შინ ვი­ნერ­ვი­უ­ლე, როცა თბი­ლისს რამ­დენ­ჯერ­მე გა­და­უფ­რი­ნეს. სახ­ლში მი­ვე­დი, ვე­ძებ ბავ­შვებს და ვხე­დავ, რომ მა­გი­დის ქვეშ სხე­დან. არას­დროს უთა­მა­ში­ათ მა­გი­დის ქვეშ. მივ­ხვდი, რომ ამ ხმე­ბის შე­ე­შინ­დათ და იქ თავ­შე­სა­ფა­რი იპო­ვეს. გავ­ვარ­დი მა­ღა­ზი­ა­ში, სხვა­თა შო­რის, ქუ­ჩა­ში არა­ვინ შემ­ხვედ­რია, რა­ღაც­ნა­ი­რი დღე იყო, ყვე­ლა სახ­ლში იჯდა. ღია რომ დამ­ხვდა მა­ღა­ზია, გა­მიკ­ვირ­და კი­დეც. ვი­ყი­დე პლან­შე­ტი და ფლო­მას­ტე­რე­ბი და შე­ვუ­ძა­ხე ბავ­შვებს, მო­დით, დავ­ხა­ტოთ ომი! ერთ პლან­შეტ­ზე დავ­ხა­ტეთ ომი, მე­ო­რე­ზე - მშვი­დო­ბა და ეს ნა­ხა­ტე­ბი სახ­ლში გა­ვა­კა­რით. ამ პე­რი­ოდ­ში სტუმ­რად მო­სუ­ლი მე­ზო­ბე­ლი თუ ნა­თე­სა­ვი ომის თე­მა­ზე ლა­პა­რა­კობ­და. სტრე­სი ამით მო­ვუხ­სე­ნი ბავ­შვებს. მა­შინ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი დედა ვი­ყა­ვი. მე ვიცი ბავ­შვე­ბი, რომ­ლებ­ზეც ძა­ლი­ან მძი­მედ იმოქ­მე­და ამ ომმა, თვითმფრი­ნა­ვის ხმის დღემ­დე ეში­ნი­ათ ჩემი მე­გობ­რის შვი­ლებს.

- თემა შევ­ცვა­ლოთ, კარ­გი, სა­ხა­ლი­სო ამ­ბე­ბიც გა­იხ­სე­ნე, პა­ა­ტა გუ­ლი­აშ­ვი­ლი რო­გორ შე­მო­უ­ერ­თე გუნდს?

- შარ­შან­წინ შე­მო­ვი­ერ­თეთ პა­ა­ტა. ჯერ ერთი, არ შე­იძ­ლე­ბო­და, მარ­ტო ნინო არა­ზაშ­ვილს ეცი­ნა ეთერ­ში. მივ­ხვდი, რომ ცოტა გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლიც არის ეს გა­უ­თა­ვე­ბე­ლი სი­ცი­ლი ეთერ­ში, მაგ­რამ მე მარ­თლა ასე­თი ტიპი ვარ. ცხოვ­რე­ბა­შიც ასე ვხა­ლი­სობ რა­ღა­ცებ­ზე, მიყ­ვარს სი­ცო­ცხლე და ამი­ტო­მაც მაქვს ამ­დე­ნი ენერ­გია მუ­შა­ო­ბის­თვის. ერთი სი­ტყვით, მივ­ხვდი, რომ პა­ა­ტა გუ­ლი­აშ­ვი­ლი მო­უხ­დე­ბო­და ჩვენს გა­და­ცე­მას. მა­შინ "მზის დარ­ტყმა" უკვე აღარ გა­დი­ო­და ეთერ­ში. და­ვუ­რე­კე და უმუ­შე­ვა­რი აღ­მოჩ­ნდა. ჯერ მარ­ტო ის რად ღირს, რომ სა­მუ­შაო კვი­რას და­ი­წყებ და და­ას­რუ­ლებ პა­ა­ტას ანეკ­დო­ტე­ბით. ულე­ვი მა­რა­გი აქვს. ყვე­ლა­ზე ხში­რად ჰყვე­ბა მეგ­რე­ლებ­ზე, გი­ორ­გი ქორ­ქი­ას ეკინ­კლა­ვე­ბა (იცი­ნის). სე­რი­ა­ლე­ბი აქვს მეგ­რე­ლე­ბი­სა და კა­ხე­ლე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე.

- გა­იხ­სე­ნე ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი ფორ­მა, რომ­ლი­თაც პა­ა­ტა ჩა­გერ­თოთ ეთერ­ში.

- ახა­ლი წელი იყო. სპორ­ტის სა­სახ­ლის ტე­რი­ტო­რი­ი­დან კა­ხელ მო­ვაჭ­რე გლე­ხებ­თან ერ­თად ჩაგ­ვერ­თო ან­გე­ლო­ზის ფორ­მა­ში. ფრთე­ბი ჰქონ­და. ისე­თი ლექ­სე­ბი გა­აშ­ვანშვა­ლა, მოვ­კვდით სი­ცი­ლით. მარ­ტო კა­ხე­ლი ღი­პი­ა­ნი ან­გე­ლო­ზის და­ნახ­ვა ღირ­და ერთ რა­მედ. თქვენ უნდა ნა­ხოთ, რო­გორ დას­დევს სკა­მით ნა­ნუ­კა გო­გი­ჩა­იშ­ვილს სტუ­დი­ა­ში, სა­დაც და­ი­ნა­ხავს მივა, მი­იდ­გამს სკამს, ავა და კოც­ნის (იცი­ნის)...

ამ ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­წყე­ბის დღი­დან დღემ­დე გა­და­ცე­მას შე­მორ­ჩა სამი ადა­მი­ა­ნი: მე, ჩვე­ნი რე­ჟი­სო­რი და პრო­დი­უ­სე­რი სოსო მჭედ­ლი­ძე და "სუფ­ლი­ორ­შა", ყვე­ლა ვინც მო­დის ამ­ბობს, რომ ამ რე­ჟიმს ვერ გა­უძ­ლო. გუ­შინ ნატა ამაღ­ლო­ბე­ლიც ამ­ბობ­და, რომ მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლია, ვინც მუ­შა­ობს დი­ლის შო­უ­ზე, გმი­რე­ბი არი­ან. დრო­ის სხვა გან­ზო­მი­ლე­ბა­ში ვცხოვ­რობთ. შვე­ბუ­ლე­ბი­დან რომ გა­მო­ვე­დი, პირ­და­პირ ჩე­მოდ­ნით მო­ვე­დი სამ­სა­ხურ­ში. ვი­ცო­დი მექ­ნე­ბო­და დღე­ე­ბი, აქე­დან ღა­მი­თაც ვერ წა­ვი­დო­დი, ამი­ტომ ტან­საც­მლის ამოკ­რე­ბას ვარ­ჩიე, ყვე­ლა­ფე­რი აქ მო­მე­ტა­ნა. 3 დღე აქ ვი­ცხოვ­რე.

სა­ი­უ­ბი­ლეო გა­და­ცე­მა­ზე ყვე­ლა ლა­მა­ზი, ბედ­ნი­ე­რი მო­ვი­და, ანა­თებ­დნენ. მა­ყუ­რე­ბელ­მა არ იცის, იმის­თვის, რომ ეს გა­და­ცე­მა ეთერ­ში გა­სუ­ლი­ყო, არც ერთი წუთი არ მოვ­წყვე­ტილ­ვარ კომ­პი­უ­ტერს. დი­ლით გი­ორ­გი ქორ­ქი­ამ მი­თხრა, ახლა დროა, საგ­რი­მი­ო­რო­ში შეხ­ვი­დე, ეთერ­ში უნდა გა­ვი­დე­თო. წვე­თი არ მი­ძი­ნია.

- რო­გორ გგო­ნია, რამ­დენ ხანს გა­უძ­ლებ კი­დევ ამ რე­ჟიმს?

- იცი რა, ეტყო­ბა, მყოფ­ნის ცოტა ძილი, თან მერე ერ­თი­ა­ნად ვი­ნა­ზღა­უ­რებ.

- ჩვენ მო­ვის­მი­ნეთ "დილა მშვი­დო­ბი­სა სა­ქარ­თვე­ლოს" ჰიმ­ნიც.

- ჯერ კი­დევ შვე­ბუ­ლე­ბამ­დე და­ვი­ჭი­რე ამის თა­და­რი­გი. სიმ­ღე­რა მიშა მდი­ნა­რა­ძემ დაგ­ვი­წე­რა, ლექ­სი - ირი­ნა სა­ნი­კი­ძემ. სიმ­ღე­რა "ბრა­ვო რე­კორდსში" ჩავ­წე­რეთ უსას­ყიდ­ლოდ და კლი­პიც გა­და­ვი­ღეთ.

- არა­ერ­თი კუ­რი­ო­ზუ­ლი სი­ტუ­ა­ცია გა­იხ­სე­ნეს შენ­მა კო­ლე­გებ­მა, შენ არ მო­გე­ცა ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. იქ­ნებ, ჩვენ­თან გა­იხ­სე­ნო?

- და­უ­ვი­წყა­რია ჩემი ბა­ნა­ო­ბა ღია ეთერ­ში, როცა ნიკა გრი­გო­ლი­ამ წყა­ლი გა­და­მას­ხა თავ­ზე, მა­ყუ­რე­ბელს ახ­სოვს, რო­გორ ვიშ­რობ­დი თმას პირ­და­პირ ეთერ­ში. მახ­სოვს ნატა ნი­ჟა­რა­ძის ჩარ­თვა მე­რი­ის ძვე­ლი შე­ნო­ბის აივ­ნი­დან მა­შინ­დელ მერ­თან, ზურა ჭი­ა­ბე­რაშ­ვილ­თან ერ­თად, ჩარ­თვამ­დე და­ვუ­რე­კე, რას შვრე­ბით-მეთ­ქი. ვდგა­ვართ, ბზა­რე­ბია დიდი და ზურა თო­კე­ბით უჭი­რავს დაც­ვას უსაფრ­თხო­ე­ბის­თვი­სო. შენ რას შვრე­ბი-მეთ­ქი, შე­ში­ნე­ბულ­მა ვკი­თხე, და­უც­ვე­ლი ვარ, მე ხომ მე­რი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი არ ვარო, მი­პა­სუ­ხა. ბო­ლომ­დე და­ძა­ბუ­ლი ვუ­ყუ­რებ­დი ამ ჩარ­თვას, მე­ში­ნო­და, ის ქონ­გუ­რი არ ჩა­მონ­გრე­უ­ლი­ყო, რო­მელ­ზეც ზურა, ნატა და ოპე­რა­ტო­რი იდ­გნენ. იყო ასე­თი შემ­თხვე­ვაც, როცა ეკა ამი­რე­ჯიბს ლო­გინ­ში ჩა­უხტნენ. ერთ-ერთი სა­ვაჭ­რო ცენ­ტრი­დან ჰქონ­და ჩარ­თვა და თეთ­რე­უ­ლის დე­მონ­სტრი­რე­ბის­თვის იდგა სა­წო­ლი დარ­ბაზ­ში. ეკა ჩაწ­ვა ლო­გინ­ში, დაგ­ვემ­შვი­დო­ბა და უც­ბად კადრში გა­მოჩ­ნდა ვი­ღაც ბიჭი, ლან­გრით ხელ­ში, რო­მელ­მაც ეკას მი­არ­თვა წვე­ნი, ყავა და თან სა­წოლ­ში ჩა­უხ­ტა. გა­დავ­ყი­რავ­დით. ეს კუ­რი­ო­ზი იმ სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის მეს­ვე­უ­რებ­მა გა­ა­ჩა­ლი­ჩეს. კუ­რი­ო­ზი იყო, როცა ჩვენ­მა პრო­დი­უ­სერ­მა აჩი­კო მი­ქა­ძემ ეთერ­ში ნა­ყი­ნის გამ­ყიდ­ვე­ლი შე­მო­იყ­ვა­ნა. "აბა, სიყ­ვა­რუ­ლის ნა­ყი­ნი", ყვი­რო­და ეს კაცი და გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით იყუ­რე­ბო­და დიმა ობო­ლა­ძე, რად­გან და­ნარ­ჩე­ნებ­მა იცოდ­ნენ ამ სი­ურპრი­ზის შე­სა­ხებ. ჯერ ჩუ­მად ხელს უქ­ნევ­და, გადი აქე­და­ნო, მერე ხმაც ამო­ი­ღო, ვინ არის ეს კაცი, გა­იყ­ვა­ნე­თო (იცი­ნის).

- რას გვპირ­დე­ბით ახა­ლი სე­ზო­ნი­დან?

- სტა­ბი­ლუ­რო­ბას გპირ­დე­ბით. სხვა დი­ლის გა­და­ცე­მე­ბიც ხომ არის ქარ­თულ ტე­ლე­სივ­რცე­ში. ხში­რად იც­ვლე­ბა ფორ­მა­ტი, გუნ­დი, წამ­ყვა­ნე­ბი. ჩვე­ნი წარ­მა­ტე­ბის მთა­ვა­რი სა­ი­დუმ­ლო სწო­რედ ის არის, რომ ჩვე­ნი გუნ­დი ერთ მუშ­ტად არის შეკ­რუ­ლი, სტა­ბი­ლუ­რია. როცა 10 წელი ერთი და იმა­ვე სტუ­დი­ი­დან ესალ­მე­ბი მა­ყუ­რე­ბელს, ის გენ­დო­ბა, შენი იმე­დი აქვს და გე­ლო­დე­ბა.

ნინო მჭედ­ლიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

ნინო არაზაშვილი: "თუ შენგან მაყურებელი არ ელის განსაკუთრებულსა და თავდადებულს, არც დაგელოდება, რომ მეორე დღეს გიყუროს"

ნინო არაზაშვილი: "თუ შენგან მაყურებელი არ ელის განსაკუთრებულსა და თავდადებულს, არც დაგელოდება, რომ მეორე დღეს გიყუროს"

3 სექტემბერს "დილა მშვიდობისა, საქართველო" 2523-ედ მიესალმა "რუსთავი 2"-ის მაყურებელს. ათი წლის იუბილეზე ნინო არაზაშვილმა ამ გადაცემის ყველა ვეტერანი შეკრიბა და საკმაოდ ხმაურიანი, სახალისო და საინტერესო ორი დილა აჩუქა მაყურებელს. ჩვენ ნინოს განვლილ ათ წელზე ვესაუბრეთ.

- ათი წელი ძალიან ბევრია იმისთვის, რომ შემაჯამებელი გადაცემა გაგვეკეთებინა. ამ გადაცემაში მოვიწვიეთ ადამიანები, რომლებმაც პირველებმა გადაწყვიტეს, ღამეები ეთენებინათ, დილით ადრე გაეღვიძათ და პირველად მისალმებოდნენ 2002 წლის 2 სექტემბერს ღია ეთერში "რუსთავი 2"-ის მაყურებელს. ესენი იყვნენ ნატა ამაღლობელი, ნინო ჯაფიაშვილი, დიმიტრი ობოლაძე, ნატა ნიჟარაძე, დავით კიკალიშვილი, ნიკა ტაბატაძის დამსახურება იყო ამ წამყვანების დამტკიცება დილის ეთერში.

- დილის გადაცემის იდეაც ნიკას ეკუთვნის?

- ეროსი კიწმარიშვილსა და ნიკას ერთად.

- შენ როდის ჩაერთე ამ ორომტრიალში?

- პირველივე დღიდან, ოღონდ მე ვიყავი კორესპონდენტი. დახურული კასტინგი ჩატარდა კორესპონდენტების შესარჩევად. 14 კორესპონდენტის განაცხადი შემოვიდა და მათ შორის ვიყავით მე და გიორგი გვიშიანი. მაშინ "მაესტროში" ვმუშაობდი, 9 წლის განმავლობაში. ძალიან მაინტერესებდა ნიუსი. მაშინ "მაესტროს" ნიუსი არ ჰქონდა. ჩვენ მხოლოდ მუსიკალურ-გასართობ და შემეცნებით გადაცემებს ვამზადებდით. მე რამდენიმე გადაცემის ავტორი ვიყავი, რედაქტორიც გახლდით, მაგრამ ახალი ამბების ინტერესმა მძლია და ეს ნაბიჯი გადავდგი. აგვიყვანეს მე და გიორგი გვიშიანი. "დილის კურიერის" პირველი კორესპონდენტები იყვნენ ქეთი ქარდავა, რომელიც დღეს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" წარმომადგენელია ბრიუსელში, მანანა მანჯგალაძე, დღეს პრეზიდენტის სპიკერი, სხვებიც, მაგრამ ძირითადი კორესპონდენტები, რომლებსაც გვევალებოდა ყოველდღიური რეპორტაჟების და რამდენიმე მასალის მომზადება, ვიყავით მე და გიორგი. ღამეებს ვათენებდით.

5-6 საათზე ვამთავრებდით მუშაობას. მაშინ გაცილებით ცოტა სამონტაჟო იყო და დამოკიდებული ვიყავით, როდის დამთავრდებოდა 9-საათიანი "კურიერი" და მერე ვიწყებდით მუშაობას.

- გახსოვს პირველი სიუჟეტი დილის ეთერში?

- საეთერო არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს კასტინგისთვის რეპორტაჟები, ახალ წიგნზე, ახალ სპექტაკლზე და ახალ მოდის კოლექციაზე... დღეს გადაცემა 11 წლის უნდა იყოს. ჩვენ 4 თვე ვიმუშავეთ. მერე გიორგი სანაია გარდაიცვალა და გვითხრეს, ახლა ცოტა ხანი არ გვცალია თქვენთვისო. მერე უშიშროება შემოვიდა "რუსთავი 2"-ში და კვლავ გადაიდო გადაცემის მეორედ დაწყება. ჩემთვის ძალიან გულის ამაჩუყებელი იყო 3 სექტემბრის გადაცემა. ეს ადამიანები ერთად რომ შევკრიბე. მაგალითად, არავინ იცოდა, სად იყო ნატა ამაღლობელი, რომელსაც დღეს "რუსთავი 2"-ის საიტი აბარია. ნინო ჯაფიაშვილი, რომელიც დღეს "ცხელი შოკოლადის" ერთ-ერთი რედაქტორია. მაგდა ანიკაშვილი იყო კიდევ ჩვენთან. ხმამაღალი ნათქვამი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ეს გადაცემა ბევრისთვის მართლაც სერიოზული ტრამპლინი გახდა, რომ უკეთ ეგრძნოთ თავი საკუთარ კარიერაში. საიუბილეო გადაცემაში ვიხსენებდით კურიოზებს, პირველ ეთერს, იმ დროს, როცა არაფერი ხდებოდა ქვეყანაში. მე ყველაზე ცოტა ვილაპარაკე ჩემზე, რადგან მასპინძელი წამყვანი გახლდით.

2002 წელს საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში ძალიან ცოტა რამ ხდებოდა. გვიწევდა გვიან ღამე ამბის მოფიქრება და მერე ამ ამბავზე სიუჟეტის აწყობა. შუაღამისას ვაღვიძებდით რესპონდენტებს და ვიღებდით. ნამდვილად რთული სამუშაო იყო. მძიმე დღეებიც გვახსოვს. აქ ვიყავი დილის 6 საათზე, როცა "რუსთავი 2"-ს ნაღმი ესროლეს. ერთადერთი ადამიანი გახლდით, ვინც იმ დროს "ნიუსრუმში" იჯდა. ეს იყო შოკი ჩემთვის, იმდენად სტრესული სიტუაცია, რომ მთელი დღის განმავლობაში ძლივს ვუყრიდი თავს სიტყვებს, რომ რაღაც მეთქვა...

საიუბილეო გადაცემაში ყველა ერთად ვიხსენებდით, რა დაიწყო ამ გადაცემამ. "რუსთავი 2"-ის დილის გადაცემას პირველს ჰქონდა სამზარეულო "ლაივში", მანამდე ქართულ ტელესივრცეში მსგავსი რამ არ ყოფილა, პირველმა გადაწყვიტა, რომ მაყურებლებს შორის იქნებოდა ბევრი ადამიანი, რომლებსაც მოუნდებოდათ მცენარეებზე ზრუნვა. მეორე წლიდან დავიწყეთ ფლორისტების რჩევები, ახლა ზურა შევარდნაძე გვყავს. ყველაზე ბევრი ადამიანი მაშინ რეკავდა, როცა ფლორისტები გვყავდნენ ეთერში. თან ყველაზე მეტი ზარი მამაკაცებისგან შემოდიოდა. ვხუმრობდი კიდეც, ნეტავ, თავის ცოლებზეც ასე ზრუნავდნენ, როგორც მცენარეებზე-მეთქი. რეკავდნენ და თავიანთი კაქტუსების ავადობას შემოგვჩივლებდნენ ხოლმე.

პირველად ჩვენს გადაცემაში მივეცით შანსი ცნობილ ადამიანებს, რომ თავი ჟურნალისტის ამპლუაში მოესინჯათ. ეს დავით კიკალიშვილის იდეა იყო და დღეს ეს რუბრიკა "პოსტსკრიპტუმში" გრძელდება. ჩვენ პირველები ვითანხმებდით ცნობილ ადამიანებს, დილის 8 საათზე ოჯახის კარი გაეღოთ და მოეცათ ნება, მათი დილა გადაგვეღო. თითქოს რაღაცები ჰქონდათ ნაფიქრი, დაგეგმილი, მაგრამ იყო მოულოდნელობებიც. მაგალითად, შეიძლებოდა, უცებ მოსულიყო ფოსტალიონი ან მემაწვნე, ლიფტში გაჭედილიყო ოჯახის ერთ-ერთი წევრი. მაყურებლისთვის ყველაზე საინტერესო ამ უხერხულობიდან გამოსავლის ძიება იყო.

ჩვენ გვქონდა ძველი პრესის მიმოხილვა. იმ დროს, როცა სულ რაღაც 200 კაცს ჰქონდა თბილისში კომპიუტერი, გავაკეთეთ ინტერნეტმიმოხილვა ღია ეთერში. ეს იყო ძალიან სერიოზული ბიძგი საზოგადოებისთვის, რომ დაეზოგათ თანხა და ეყიდათ კომპიუტერი. 9 წლის წინ თითზე ჩამოსათვლელი იყო ქართული საიტები. არ არსებობდა სოციალური ქსელი. საჩათაოდ იყო მხოლოდ "მირკი" და "აი სი ქიუ". ჩვენი პირველი ინტერნეტმიმომხილველი დავით ხაბურზანია, იგივე გურიჩა, ღია ეთერში ჩავრთეთ ამერიკის შეერთებული შტატებიდან საიუბილეო გადაცემისთვის. ეს დიმასთვის და ნატა ამაღლობელისთვის მართლაც რომ სიურპრიზი იყო... ჩვენი მონაპოვარია რუბრიკა "უსმინე ცოცხალს", ხმამაღალი პროტესტი პლუს ფონოგრამაზე. ჩვენ დავუმტკიცეთ ადამიანებს, რომ შესაძლებელია დაკვრა და სიმღერა ერთად "ლაივში".

- თქვენს კოლეგებს რომ ვუსმენდი, შთაბეჭდილება შემექმნა, რომ თითქმის ყველა წამყვანი ტრავმირებულია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს...

- რისკიანი გოგონები გვყავს, ასეთებს ვარჩევთ, შეიძლება, ძალიან კარგი ჟურნალისტი იყო, მაგრამ თუ არ ხარ ენერგიული, თავზეხელაღებული, თუ შენგან მაყურებელი არ ელის განსაკუთრებულსა და თავდადებულს, არც დაგელოდება, რომ მეორე დღეს გიყუროს.

- ყველაზე მეტად როდის შეგეშინდა?

- როცა გიუნტერი გადმოვარდა ცხენიდან. ამ დროს ეთერში არ ვიყავი, მაგრამ ეს ყველაფერი ტელეეკრანიდან ვნახე. შოკიდან ვერ გამოვდიოდი. ის სამი წამი, სანამ გიუნტერი თავს წამოსწევდა, სუნთქვა შემეკრა... მეორედ 8 აგვისტოს შემეშინდა. დაგეგმილი მქონდა ყველაფერი, შვებულებაში გავდიოდი, ჩემოდანი ჩალაგებული მქონდა, რომ მივხვდი, ქვეყანაში ომი დაიწყო და ამ დროს არ ვიყავი ჩემი შვილების გვერდით. ეს ეთერი ყველაზე გრძელ ეთერად მომეჩვენა ჩემს ცხოვრებაში. შეიძლება, არ გამიშუქებია ომი, არ შევხებივარ პოლიტიკას, მაგრამ ის დღეები ჩემს გუნდთან ერთად "რუსთავი 2"-ში ვცხოვრობდი. ფურცლის დატარებასაც ავიღებდი ჩემს თავზე, ოღონდაც გუნდს ეგრძნო, რომ ჩვენ ყველანი ერთად ვიყავით. ღმერთმა არტისტიზმის უნარი მომცა. გარკვეულ მძიმე დღეებში შემიძლია გავიღიმო და ისე მივესალმო მაყურებელს. 8 აგვისტო იყო ის შემთხვევა, როცა არ მეღიმებოდა. ამ დროს უჩვეულოდ ვგრძნობდი თავს. ვნერვიულობდი ჩვენს თანაგუნდელებზე, რომლებიც წინა ხაზზე იდგნენ. როგორც დედამ, პირველად მაშინ ვინერვიულე, როცა თბილისს რამდენჯერმე გადაუფრინეს. სახლში მივედი, ვეძებ ბავშვებს და ვხედავ, რომ მაგიდის ქვეშ სხედან. არასდროს უთამაშიათ მაგიდის ქვეშ. მივხვდი, რომ ამ ხმების შეეშინდათ და იქ თავშესაფარი იპოვეს. გავვარდი მაღაზიაში, სხვათა შორის, ქუჩაში არავინ შემხვედრია, რაღაცნაირი დღე იყო, ყველა სახლში იჯდა. ღია რომ დამხვდა მაღაზია, გამიკვირდა კიდეც. ვიყიდე პლანშეტი და ფლომასტერები და შევუძახე ბავშვებს, მოდით, დავხატოთ ომი! ერთ პლანშეტზე დავხატეთ ომი, მეორეზე - მშვიდობა და ეს ნახატები სახლში გავაკარით. ამ პერიოდში სტუმრად მოსული მეზობელი თუ ნათესავი ომის თემაზე ლაპარაკობდა. სტრესი ამით მოვუხსენი ბავშვებს. მაშინ გამარჯვებული დედა ვიყავი. მე ვიცი ბავშვები, რომლებზეც ძალიან მძიმედ იმოქმედა ამ ომმა, თვითმფრინავის ხმის დღემდე ეშინიათ ჩემი მეგობრის შვილებს.

- თემა შევცვალოთ, კარგი, სახალისო ამბებიც გაიხსენე, პაატა გულიაშვილი როგორ შემოუერთე გუნდს?

- შარშანწინ შემოვიერთეთ პაატა. ჯერ ერთი, არ შეიძლებოდა, მარტო ნინო არაზაშვილს ეცინა ეთერში. მივხვდი, რომ ცოტა გამაღიზიანებელიც არის ეს გაუთავებელი სიცილი ეთერში, მაგრამ მე მართლა ასეთი ტიპი ვარ. ცხოვრებაშიც ასე ვხალისობ რაღაცებზე, მიყვარს სიცოცხლე და ამიტომაც მაქვს ამდენი ენერგია მუშაობისთვის. ერთი სიტყვით, მივხვდი, რომ პაატა გულიაშვილი მოუხდებოდა ჩვენს გადაცემას. მაშინ "მზის დარტყმა" უკვე აღარ გადიოდა ეთერში. დავურეკე და უმუშევარი აღმოჩნდა. ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ სამუშაო კვირას დაიწყებ და დაასრულებ პაატას ანეკდოტებით. ულევი მარაგი აქვს. ყველაზე ხშირად ჰყვება მეგრელებზე, გიორგი ქორქიას ეკინკლავება (იცინის). სერიალები აქვს მეგრელებისა და კახელების ურთიერთობებზე.

- გაიხსენე ყველაზე უცნაური ფორმა, რომლითაც პაატა ჩაგერთოთ ეთერში.

- ახალი წელი იყო. სპორტის სასახლის ტერიტორიიდან კახელ მოვაჭრე გლეხებთან ერთად ჩაგვერთო ანგელოზის ფორმაში. ფრთები ჰქონდა. ისეთი ლექსები გააშვანშვალა, მოვკვდით სიცილით. მარტო კახელი ღიპიანი ანგელოზის დანახვა ღირდა ერთ რამედ. თქვენ უნდა ნახოთ, როგორ დასდევს სკამით ნანუკა გოგიჩაიშვილს სტუდიაში, სადაც დაინახავს მივა, მიიდგამს სკამს, ავა და კოცნის (იცინის)...

ამ ათი წლის განმავლობაში დაწყების დღიდან დღემდე გადაცემას შემორჩა სამი ადამიანი: მე, ჩვენი რეჟისორი და პროდიუსერი სოსო მჭედლიძე და "სუფლიორშა", ყველა ვინც მოდის ამბობს, რომ ამ რეჟიმს ვერ გაუძლო. გუშინ ნატა ამაღლობელიც ამბობდა, რომ მსოფლიოში აღიარებულია, ვინც მუშაობს დილის შოუზე, გმირები არიან. დროის სხვა განზომილებაში ვცხოვრობთ. შვებულებიდან რომ გამოვედი, პირდაპირ ჩემოდნით მოვედი სამსახურში. ვიცოდი მექნებოდა დღეები, აქედან ღამითაც ვერ წავიდოდი, ამიტომ ტანსაცმლის ამოკრებას ვარჩიე, ყველაფერი აქ მომეტანა. 3 დღე აქ ვიცხოვრე.

საიუბილეო გადაცემაზე ყველა ლამაზი, ბედნიერი მოვიდა, ანათებდნენ. მაყურებელმა არ იცის, იმისთვის, რომ ეს გადაცემა ეთერში გასულიყო, არც ერთი წუთი არ მოვწყვეტილვარ კომპიუტერს. დილით გიორგი ქორქიამ მითხრა, ახლა დროა, საგრიმიოროში შეხვიდე, ეთერში უნდა გავიდეთო. წვეთი არ მიძინია.

- როგორ გგონია, რამდენ ხანს გაუძლებ კიდევ ამ რეჟიმს?

- იცი რა, ეტყობა, მყოფნის ცოტა ძილი, თან მერე ერთიანად ვინაზღაურებ.

- ჩვენ მოვისმინეთ "დილა მშვიდობისა საქართველოს" ჰიმნიც.

- ჯერ კიდევ შვებულებამდე დავიჭირე ამის თადარიგი. სიმღერა მიშა მდინარაძემ დაგვიწერა, ლექსი - ირინა სანიკიძემ. სიმღერა "ბრავო რეკორდსში" ჩავწერეთ უსასყიდლოდ და კლიპიც გადავიღეთ.

- არაერთი კურიოზული სიტუაცია გაიხსენეს შენმა კოლეგებმა, შენ არ მოგეცა ამის შესაძლებლობა. იქნებ, ჩვენთან გაიხსენო?

- დაუვიწყარია ჩემი ბანაობა ღია ეთერში, როცა ნიკა გრიგოლიამ წყალი გადამასხა თავზე, მაყურებელს ახსოვს, როგორ ვიშრობდი თმას პირდაპირ ეთერში. მახსოვს ნატა ნიჟარაძის ჩართვა მერიის ძველი შენობის აივნიდან მაშინდელ მერთან, ზურა ჭიაბერაშვილთან ერთად, ჩართვამდე დავურეკე, რას შვრებით-მეთქი. ვდგავართ, ბზარებია დიდი და ზურა თოკებით უჭირავს დაცვას უსაფრთხოებისთვისო. შენ რას შვრები-მეთქი, შეშინებულმა ვკითხე, დაუცველი ვარ, მე ხომ მერიის თანამშრომელი არ ვარო, მიპასუხა. ბოლომდე დაძაბული ვუყურებდი ამ ჩართვას, მეშინოდა, ის ქონგური არ ჩამონგრეულიყო, რომელზეც ზურა, ნატა და ოპერატორი იდგნენ. იყო ასეთი შემთხვევაც, როცა ეკა ამირეჯიბს ლოგინში ჩაუხტნენ. ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრიდან ჰქონდა ჩართვა და თეთრეულის დემონსტრირებისთვის იდგა საწოლი დარბაზში. ეკა ჩაწვა ლოგინში, დაგვემშვიდობა და უცბად კადრში გამოჩნდა ვიღაც ბიჭი, ლანგრით ხელში, რომელმაც ეკას მიართვა წვენი, ყავა და თან საწოლში ჩაუხტა. გადავყირავდით. ეს კურიოზი იმ სავაჭრო ცენტრის მესვეურებმა გააჩალიჩეს. კურიოზი იყო, როცა ჩვენმა პროდიუსერმა აჩიკო მიქაძემ ეთერში ნაყინის გამყიდველი შემოიყვანა. "აბა, სიყვარულის ნაყინი", ყვიროდა ეს კაცი და გაფართოებული თვალებით იყურებოდა დიმა ობოლაძე, რადგან დანარჩენებმა იცოდნენ ამ სიურპრიზის შესახებ. ჯერ ჩუმად ხელს უქნევდა, გადი აქედანო, მერე ხმაც ამოიღო, ვინ არის ეს კაცი, გაიყვანეთო (იცინის).

- რას გვპირდებით ახალი სეზონიდან?

- სტაბილურობას გპირდებით. სხვა დილის გადაცემებიც ხომ არის ქართულ ტელესივრცეში. ხშირად იცვლება ფორმატი, გუნდი, წამყვანები. ჩვენი წარმატების მთავარი საიდუმლო სწორედ ის არის, რომ ჩვენი გუნდი ერთ მუშტად არის შეკრული, სტაბილურია. როცა 10 წელი ერთი და იმავე სტუდიიდან ესალმები მაყურებელს, ის გენდობა, შენი იმედი აქვს და გელოდება.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები