მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილი - ძალიან დიდი ალბათობით ქუჩაში გამოსვლა არ დაგვჭირდება
ბიძინა ივანიშვილი - ძალიან დიდი ალბათობით ქუჩაში გამოსვლა არ დაგვჭირდება

მე ვფიქ­რობ, რომ ქუჩა არ დაგ­ვჭირ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დერ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა დღეს ტე­ლე­კომ­პა­ნია "მე-9 არ­ხის" ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, არ­ჩევ­ნებ­ზე უპ­რე­ცე­დენ­ტო რა­ო­დე­ნო­ბის დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი ჩა­მო­დი­ან, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ "ვე­რა­ვინ ვე­რა­ფერს მო­ა­ხერ­ხებს". "არა­ვი­თა­რი გა­ყალ­ბე­ბა არ მოხ­დე­ბა და ძა­ლი­ან დიდი ალ­ბა­თო­ბით არც ქუ­ჩა­ში გა­მოს­ვლა დაგ­ვჭირ­დე­ბა. სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი უხეშ დარ­ღვე­ვებ­ზე თვალს არ და­ხუ­ჭა­ვენ და არ მოხ­დე­ბა უხე­ში დარ­ღვე­ვე­ბის გა­ფორ­მე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის. სა­ა­კაშ­ვილს არა­ვინ აპა­ტი­ებს იმ უხეშ დარ­ღვე­ვებს, რა­საც აპი­რებს. სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამა­ზე ხელს არ მო­უ­წერს", - გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ქუ­ჩას, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დე­რის გან­მარ­ტე­ბით, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს "ერ­თსა­ა­თი­ა­ნი გა­მოს­ვლა". "არც ერთ შემ­თხვე­ვა­ში, რო­გორც არ უნდა გან­ვი­თარ­დეს მოვ­ლე­ნე­ბი, და­პი­რის­პი­რე­ბა არ იქ­ნე­ბა. არც ერთი მო­ქა­ლა­ქე ჩვე­ნი მხრი­დან არ და­ზა­რალ­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა და აქვე დას­ძი­ნა, რომ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ის ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გარ­და არა­ვის­თან სა­უ­ბარს და მო­ლა­პა­რა­კე­ბას არ აპი­რებს.

კო­ა­ლი­ცი­ის ლი­დერ­მა ასე­ვე უარ­ყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს მის გუნდსა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის პარ­ლა­მენ­ტში ად­გი­ლე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით რა­ი­მე შე­თან­ხმე­ბა არ­სე­ბობს. მისი თქმით, არ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი ხალ­ხის ნე­ბის ნაც­ვლად დღე­ვან­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­უ­რიგ­დეს. "ინ­ფორ­მა­ცია, რომ ჩვენ პარ­ლა­მენ­ტში ად­გი­ლებ­ზე შე­თან­ხმე­ბუ­ლე­ბი ვართ, სიც­რუ­ეა, რად­გან ხალ­ხს არ ვუ­ღა­ლა­ტებ არას­დროს. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლე­ბენ მათი სიც­რუ­ის მან­ქა­ნე­ბი, რათა არ მი­ვი­დეს ხალ­ხი არ­ჩევ­ნებ­ზე, რად­გან ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც შე­თან­ხმე­ბუ­ლი­აო. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სა­ა­კაშ­ვილს კაცი მო­ე­ლა­პა­რა­კოს და მას და­უ­ჯე­როს და ენ­დოს ხალ­ხის ხმე­ბის და ნე­ბის სა­ფა­სუ­რად?! არა­ვი­თა­რი 60/40-ზე და არა­ვი­თა­რი შე­თან­ხმე­ბა არ ყო­ფი­ლა", - აღ­ნიშ­ნა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ბიძინა ივანიშვილი - ძალიან დიდი ალბათობით ქუჩაში გამოსვლა არ დაგვჭირდება

ბიძინა ივანიშვილი - ძალიან დიდი ალბათობით ქუჩაში გამოსვლა არ დაგვჭირდება

მე ვფიქრობ, რომ ქუჩა არ დაგვჭირდება, - ამის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს ტელეკომპანია "მე-9 არხის" ეთერში განაცხადა.

მისივე განმარტებით, არჩევნებზე უპრეცედენტო რაოდენობის დამკვირვებლები ჩამოდიან, რაც იმას ნიშნავს, რომ "ვერავინ ვერაფერს მოახერხებს". "არავითარი გაყალბება არ მოხდება და ძალიან დიდი ალბათობით არც ქუჩაში გამოსვლა დაგვჭირდება. საერთაშორისო დამკვირვებლები უხეშ დარღვევებზე თვალს არ დახუჭავენ და არ მოხდება უხეში დარღვევების გაფორმება. შესაბამისად, ყველაფერი კარგად არის. სააკაშვილს არავინ აპატიებს იმ უხეშ დარღვევებს, რასაც აპირებს. საერთაშორისო დამკვირვებლები და საერთაშორისო საზოგადოება ამაზე ხელს არ მოუწერს", - განაცხადა ივანიშვილმა.

რაც შეეხება ქუჩას, "ქართული ოცნების" ლიდერის განმარტებით, ეს შეიძლება იყოს "ერთსაათიანი გამოსვლა". "არც ერთ შემთხვევაში, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, დაპირისპირება არ იქნება. არც ერთი მოქალაქე ჩვენი მხრიდან არ დაზარალდება", - აღნიშნა ივანიშვილმა და აქვე დასძინა, რომ არჩევნების შემდეგ ის ქართველი ხალხის გარდა არავისთან საუბარს და მოლაპარაკებას არ აპირებს.

კოალიციის ლიდერმა ასევე უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მის გუნდსა და ხელისუფლებას შორის პარლამენტში ადგილების გადანაწილებასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმება არსებობს. მისი თქმით, არ შეიძლება ადამიანი ხალხის ნების ნაცვლად დღევანდელ ხელისუფლებას გაურიგდეს. "ინფორმაცია, რომ ჩვენ პარლამენტში ადგილებზე შეთანხმებულები ვართ, სიცრუეა, რადგან ხალხს არ ვუღალატებ არასდროს. ამ ინფორმაციას ავრცელებენ მათი სიცრუის მანქანები, რათა არ მივიდეს ხალხი არჩევნებზე, რადგან ყველაფერი მაინც შეთანხმებულიაო. როგორ შეიძლება სააკაშვილს კაცი მოელაპარაკოს და მას დაუჯეროს და ენდოს ხალხის ხმების და ნების საფასურად?! არავითარი 60/40-ზე და არავითარი შეთანხმება არ ყოფილა", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა