პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალექსანდრა პაიჭაძე: "საყვარელ მამაკაცთან კარგი ურთიერთობა ქალის სილამაზის საფუძველია!"
ალექსანდრა პაიჭაძე: "საყვარელ მამაკაცთან კარგი ურთიერთობა ქალის სილამაზის საფუძველია!"

მო­დელ­მა ალექ­სან­დრა პა­ი­ჭა­ძემ, რო­მე­ლიც ჯერ მხო­ლოდ 21 წლი­საა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა 5 წლის წინ სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო "ამ­სას" მიერ გა­მარ­თულ პირ­ველ­სა­ვე ჩვე­ნე­ბა­ზე მი­ი­პყრო. დღეს ის და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­ნაგ­რძობს სა­მო­დე­ლო საქ­მი­ა­ნო­ბას, ზრდის 10 თვის ვაჟს, დე­მეტ­რეს და კა­ზი­ნო "აჭა­რის" ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის წამ­ყვა­ნია.

- ალექ­სან­დრა, რო­მე­ლი ბრენ­დის სა­მო­სი ჭარ­ბობს თქვენს გარ­დე­რობ­ში?

- ჩემს გარ­დე­რობ­ში არის სა­შუ­ა­ლო ფა­სის სა­მო­სიც და ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლიც. სა­მოსს უმ­თავ­რე­სად ხა­რის­ხი­სა და ისე­თი დე­ტა­ლე­ბის მი­ხედ­ვით ვირ­ჩევ, რომ­ლე­ბიც ქალს სა­სურ­ველ­სა და გან­სხვა­ვე­ბულს ხდის. ცნო­ბი­ლი ბრენ­დე­ბი­დან მომ­წონს "ზა­რას", "ტოპ­შო­პის", "ვიქ­ტო­რია სეკ­რე­ტის" ნა­წარ­მი.

- ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბი­დან ვის გა­მო­არ­ჩევთ?

- ბოლო ხანს სა­ქარ­თვე­ლო­ში დი­ზა­ი­ნე­რე­ბი მომ­რავ­ლდნენ, მაგ­რამ მთა­ვა­რია, რას გვთა­ვა­ზო­ბენ. სამ­წუ­ხა­როდ, ხა­რისხზე მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი მუ­შა­ობს... ძა­ლი­ან მომ­წონს თა­მუ­ნა ინ­გო­როყ­ვას ნა­მუ­შევ­რე­ბი.

- მოგ­წონთ სა­მო­სის არ­ჩე­ვი­სა და შე­ძე­ნის პრო­ცე­სი?

- რა თქმა უნდა. ბოლო ხანს სა­მოს­სა და ფეხ­საც­მელს ინ­ტერ­ნე­ტის მეშ­ვე­ო­ბით ვი­ძენ. ჩემს გარ­დე­რობ­ში არის მინი ქვე­და კა­ბე­ბიც, დე­კოლ­ტი­ა­ნი და გამ­ჭირ­ვა­ლე სა­მო­სიც. მი­მაჩ­ნია, რომ ქალს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჰქონ­დეს ში­ფო­ნის გამჭვირ­ვა­ლე პე­რან­გე­ბი და გუ­ლა­მო­ღე­ბუ­ლი ბლუ­ზე­ბი თუ კა­ბე­ბი.

- მე­უღ­ლე თუ გაძ­ლევთ რჩე­ვას, რო­გორ შე­ი­მო­სოთ?

- ჩემს მე­უღ­ლეს მოს­წონს რო­გორც ვი­მო­სე­ბი. მისთ­ვი­საც ჩემი გემ­ოვ­ნე­ბით ვი­ძენ ტან­საც­მელს. მიყ­ვარს ახ­ლი­სა და გან­სხვა­ვე­ბუ­ლის ჩაც­მა, ასე­ვე - ძვე­ლი სა­მო­სის აქ­სე­სუ­ა­რე­ბით გა­წყო­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იე­რის მი­სა­ცე­მად.

- თით­ქმის ყვე­ლა ქა­ლის სი­სუს­ტეა კარ­გი ჩან­თა და ფეხ­საც­მე­ლი...

- ჩან­თას იმის მი­ხედ­ვით ვირ­ჩევ, სად ვარ წა­სას­ვლე­ლი. მიყ­ვარს დიდი ჩან­თე­ბი, უფრო მე­ტად - შავი ან მუქი ფე­რი­სა. ასე­ვე, ფეხ­საც­მე­ლიც. ისე­თი სამ­სა­ხუ­რი მაქვს, რამ­დე­ნი­მე წყვი­ლი კლა­სი­კუ­რი სტი­ლის და სხვა­დას­ხვა ფე­რის ფეხ­საც­მე­ლი უნდა მქონ­დეს, ყო­ველ­დღი­უ­რად კი "ლო­ა­ფერს" და "რი­ბოკს" ვამ­ჯო­ბი­ნებ - უფრო მო­ხერ­ხე­ბუ­ლია.

- მა­კი­აჟს რო­გორს იკე­თებთ?

- ყო­ველ­დღი­უ­რი მა­კი­ა­ჟის­თვის მხო­ლოდ ტუშ­სა და თვა­ლის ფან­ქარს ვი­ყე­ნებ, გან­სა­კუთ­რე­ბულ დღე­ებ­ში და წვე­უ­ლე­ბებ­ზე კი ვცდი­ლობ, ორი­გი­ნა­ლუ­რი მა­კი­ა­ჟი გა­ვი­კე­თო, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ამის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს და არც ექ­სპე­რი­მენ­ტებს ვე­რი­დე­ბი. კა­ნის მო­სავ­ლე­ლად ვი­ყე­ნებ Vichy-ს, მა­კი­ა­ჟის­თვის კი "დი­ო­რის", "შა­ნე­ლი­სა" და "ლან­კო­მეს" დე­კო­რა­ტი­ულ კოს­მე­ტი­კას ვყი­დუ­ლობ.

- რო­გორ ფიქ­რობთ, ქარ­თუ­ლი ბო­მონ­დი გე­მოვ­ნე­ბით იმო­სე­ბა?

- მი­ხა­რია, რომ წვე­უ­ლე­ბებ­ზე გე­მოვ­ნე­ბით ჩაც­მულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვხე­დავ. ქარ­თვე­ლე­ბი მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, ლა­მა­ზი და გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი ხალ­ხი ვართ.

- ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი ქა­ლე­ბი­დან ვის გა­მო­არ­ჩევ­დით შე­მოს­ვის სტი­ლის მი­ხედ­ვით?

- ფაქ­ტია, რომ ნინო ბუ­რჯა­ნა­ძეს კარ­გი იმი­ჯმე­ი­კე­რი ჰყავს. ეტყო­ბა, ძალ­იან უვ­ლის თავს. საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მკაც­რი და სე­რი­ო­ზუ­ლი

იმი­ჯი აქვს, თუმ­ცა, ამას­თა­ნა­ვე, ქა­ლუ­რიც.

- რო­გორ ახერ­ხებთ, ყო­ველ­თვის კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეთ?

- ვცდი­ლობ, სწო­რად ვიკ­ვე­ბო, ბევ­რი ვი­მოძ­რაო, ვი­ვარ­ჯი­შო, ვი­ცეკ­ვო, ყო­ველ­თვის კარგ გან­წყო­ბა­ზე ვიყო და ღა­მით კარ­გად გა­მო­ვი­ძი­ნო - აი, სულ ეს არის ჩემი სა­ი­დუმ­ლო (იცი­ნის).

- ვის მი­იჩ­ნევთ გე­მოვ­ნე­ბი­ან ქარ­თველ ქა­ლად?

- მაკა ასა­თი­ანს, თე­ო­ნა თა­ვარ­თქი­ლა­ძე­სა და ნანი ბრეგ­ვა­ძეს.

- ბევ­რს მი­აჩ­ნია, რომ ლა­მა­ზი ქალი სუ­ლე­ლია...

- ამ თვალ­საზ­რისს უკვე ხავ­სი მო­ე­კი­და. ბოლო ხანს ქა­ლე­ბი თით­ქმის ყვე­ლა სფე­რო­ში გა­აქ­ტი­ურ­დნენ. ყვე­ლა მუ­შა­ობს, უფრო უკე­თე­სი რომ გახ­დეს. სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ო­ბა, ცხა­დია, მხო­ლოდ პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბას არ ნიშ­ნავს.

- რას ურ­ჩევთ ქარ­თველ ქა­ლებს?

- ვურ­ჩევ, იყ­ვნენ უფრო თა­ვი­სუფ­ლე­ბი, კე­თი­ლე­ბი და ლა­ღე­ბი. თი­თო­ე­უ­ლი წამი გა­მო­ი­ყე­ნონ, უკე­თე­სე­ბი რომ გახ­დნენ. ეს ძა­ლი­ან ად­ვი­ლია, რო­დე­საც კარ­გად იც­ნობ სა­კუ­თარ თავს და სურ­ვი­ლე­ბი შე­საძ­ლებ­ლო­ბებს ემ­თხვე­ვა. აგ­რეთ­ვე, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა საყ­ვა­რელ მა­მა­კაც­თან - ეს ქა­ლის სი­ლა­მა­ზის სა­ფუძ­ვე­ლია!

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ალექსანდრა პაიჭაძე: "საყვარელ მამაკაცთან კარგი ურთიერთობა ქალის სილამაზის საფუძველია!"

ალექსანდრა პაიჭაძე: "საყვარელ მამაკაცთან კარგი ურთიერთობა ქალის სილამაზის საფუძველია!"

მოდელმა ალექსანდრა პაიჭაძემ, რომელიც ჯერ მხოლოდ 21 წლისაა, საზოგადოების ყურადღება 5 წლის წინ სამოდელო სააგენტო "ამსას" მიერ გამართულ პირველსავე ჩვენებაზე მიიპყრო. დღეს ის დამოუკიდებლად განაგრძობს სამოდელო საქმიანობას, ზრდის 10 თვის ვაჟს, დემეტრეს და კაზინო "აჭარის" ღონისძიებების წამყვანია.

- ალექსანდრა, რომელი ბრენდის სამოსი ჭარბობს თქვენს გარდერობში?

- ჩემს გარდერობში არის საშუალო ფასის სამოსიც და ძვირად ღირებულიც. სამოსს უმთავრესად ხარისხისა და ისეთი დეტალების მიხედვით ვირჩევ, რომლებიც ქალს სასურველსა და განსხვავებულს ხდის. ცნობილი ბრენდებიდან მომწონს "ზარას", "ტოპშოპის", "ვიქტორია სეკრეტის" ნაწარმი.

- ქართველი დიზაინერებიდან ვის გამოარჩევთ?

- ბოლო ხანს საქართველოში დიზაინერები მომრავლდნენ, მაგრამ მთავარია, რას გვთავაზობენ. სამწუხაროდ, ხარისხზე მხოლოდ რამდენიმე მათგანი მუშაობს... ძალიან მომწონს თამუნა ინგოროყვას ნამუშევრები.

- მოგწონთ სამოსის არჩევისა და შეძენის პროცესი?

- რა თქმა უნდა. ბოლო ხანს სამოსსა და ფეხსაცმელს ინტერნეტის მეშვეობით ვიძენ. ჩემს გარდერობში არის მინი ქვედა კაბებიც, დეკოლტიანი და გამჭირვალე სამოსიც. მიმაჩნია, რომ ქალს აუცილებლად უნდა ჰქონდეს შიფონის გამჭვირვალე პერანგები და გულამოღებული ბლუზები თუ კაბები.

- მეუღლე თუ გაძლევთ რჩევას, როგორ შეიმოსოთ?

- ჩემს მეუღლეს მოსწონს როგორც ვიმოსები. მისთ­ვისაც ჩემი გემ­ოვნებით ვიძენ ტანსაცმელს. მიყვარს ახლისა და განსხვავებულის ჩაცმა, ასევე - ძველი სამოსის აქსესუარებით გაწყობა განსხვავებული იერის მისაცემად.

- თითქმის ყველა ქალის სისუსტეა კარგი ჩანთა და ფეხსაცმელი...

- ჩანთას იმის მიხედვით ვირჩევ, სად ვარ წასასვლელი. მიყვარს დიდი ჩანთები, უფრო მეტად - შავი ან მუქი ფერისა. ასევე, ფეხსაცმელიც. ისეთი სამსახური მაქვს, რამდენიმე წყვილი კლასიკური სტილის და სხვადასხვა ფერის ფეხსაცმელი უნდა მქონდეს, ყოველდღიურად კი "ლოაფერს" და "რიბოკს" ვამჯობინებ - უფრო მოხერხებულია.

- მაკიაჟს როგორს იკეთებთ?

- ყოველდღიური მაკიაჟისთვის მხოლოდ ტუშსა და თვალის ფანქარს ვიყენებ, განსაკუთრებულ დღეებში და წვეულებებზე კი ვცდილობ, ორიგინალური მა­კიაჟი გავიკეთო, საბედნიეროდ, ამის დიდი გამოცდილება მაქვს და არც ექსპერიმენტებს ვერიდები. კანის მოსავლელად ვიყენებ Vichy-ს, მაკიაჟისთვის კი "დიორის", "შანელისა" და "ლანკომეს" დეკორატიულ კოსმეტიკას ვყიდულობ.

- როგორ ფიქრობთ, ქართული ბომონდი გემოვნებით იმოსება?

- მიხარია, რომ წვეულებებზე გემოვნებით ჩაცმულ საზოგადოებას ვხედავ. ქართველები მოწესრიგებული, ლამაზი და გემოვნებიანი ხალხი ვართ.

- ქართველი პოლიტიკოსი ქალებიდან ვის გამოარჩევდით შემოსვის სტილის მიხედვით?

- ფაქტია, რომ ნინო ბუ­რჯანაძეს კარგი იმიჯმეიკერი ჰყავს. ეტყობა, ძალ­იან უვლის თავს. საქმიანობიდან გამომდინარე, მკაცრი და სერიოზული

იმიჯი აქვს, თუმცა, ამასთანავე, ქალურიც.

- როგორ ახერხებთ, ყოველთვის კარგად გამოიყურებოდეთ?

- ვცდილობ, სწორად ვიკვებო, ბევრი ვიმოძრაო, ვივარჯიშო, ვიცეკვო, ყოველთვის კარგ განწყობაზე ვიყო და ღამით კარგად გამოვიძინო - აი, სულ ეს არის ჩემი საიდუმლო (იცინის).

- ვის მიიჩნევთ გემოვნებიან ქართველ ქალად?

- მაკა ასათიანს, თეონა თავართქილაძესა და ნანი ბრეგვაძეს.

- ბევრს მიაჩნია, რომ ლამაზი ქალი სულელია...

- ამ თვალსაზრისს უკვე ხავსი მოეკიდა. ბოლო ხანს ქალები თითქმის ყველა სფეროში გააქტიურდნენ. ყველა მუშაობს, უფრო უკეთესი რომ გახდეს. საკუთარ თავზე მუშაობა, ცხადია, მხოლოდ პლასტიკური ოპერაციის გაკეთებას არ ნიშნავს.

- რას ურჩევთ ქართველ ქალებს?

- ვურჩევ, იყვნენ უფრო თავისუფლები, კეთილები და ლაღები. თითოეული წამი გამოიყენონ, უკეთესები რომ გახდნენ. ეს ძალიან ადვილია, როდესაც კარგად იცნობ საკუთარ თავს და სურვილები შესაძლებლობებს ემთხვევა. აგრეთვე, ძალიან მნიშვნელოვანია კარგი ურთიერთობა საყვარელ მამაკაცთან - ეს ქალის სილამაზის საფუძველია!

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება