პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფილიპ დიმიტროვი - მნიშვნელოვანია, რომ პოლარიზაციამ სიტუაცია დაძაბულობამდე არ მიიყვანოს
ფილიპ დიმიტროვი - მნიშვნელოვანია, რომ პოლარიზაციამ სიტუაცია დაძაბულობამდე არ მიიყვანოს

სა­ქარ­თვე­ლო­ში წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მო პო­ლა­რი­ზე­ბუ­ლია და ეს პრობ­ლე­მაა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელჩმა ფი­ლიპ დი­მიტ­როვ­მა სას­ტუმ­რო "ქორ­თი­არდ მა­რი­ოტ­ში", "სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი პლატ­ფორ­მის" კონ­ფე­რენ­ცი­ის და­წყე­ბამ­დე გა­ნა­ცხა­და.

მისი შე­ფა­სე­ბით, სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია ძა­ლი­ან ინ­ტენ­სი­უ­რია და ქვეყ­ნის ბევრ რე­გი­ონს მო­ი­ცავს.

"ხალ­ხი მე­უბ­ნე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­სო­დეს ყო­ფი­ლა ისე­თი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის თით­ქმის ყვე­ლა რე­გი­ონს მო­ი­ცავ­და და ეს სა­ქარ­თვე­ლოს მიღ­წე­ვაა. თუმ­ცა, გა­რე­მო პო­ლა­რი­ზე­ბუ­ლია და ეს პრობ­ლე­მაა. ვერ ვი­ტყვი, რომ ეს პრობ­ლე­მა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი არ არის იმ ქვეყ­ნე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც დიდი ტრანსფორ­მა­ცი­ე­ბის შე­დე­გად ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ, თუმ­ცა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ამ პო­ლა­რი­ზა­ცი­ამ სი­ტუ­ა­ცია და­ძა­ბუ­ლო­ბამ­დე არ მი­იყ­ვა­ნოს არ­ჩევ­ნე­ბის დღეს და არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში", - აღ­ნიშ­ნა დი­მიტ­როვ­მა.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­დეს თა­ვი­სუ­ფალ და სა­მარ­თლი­ან გა­რე­მო­ში.

"მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ეს არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­დეს თა­ვი­სუ­ფალ და სა­მარ­თლი­ან გა­რე­მო­ში. მე დიდი იმე­დი მაქვს, რომ ამას უზ­რუნ­ველ­ყოფს ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია და, რა თქმა უნდა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. ასე­ვე, არ­ჩევ­ნე­ბი უნდა ჩა­ტარ­დეს მშვი­დო­ბი­ა­ნად. იქ­ნე­ბი­ან სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც და­სა­ბუ­თე­ბულ, ეფექ­ტურ სი­ტყვას იტყვი­ან იმის თა­ო­ბა­ზე, თუ რო­გორ ჩა­ტარ­და წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია და არ­ჩევ­ნე­ბი, რათა თქვენ შეძ­ლოთ და გქონ­დეთ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის ნდო­ბა. შემ­დეგ მათ ხელი უნდა ჩა­მო­არ­თვან ერ­თმა­ნეთს და გა­ა­კე­თონ ის, რაც ხალ­ხმა და­უკ­ვე­თა", - გან­მარ­ტა დი­მიტ­როვ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ფილიპ დიმიტროვი - მნიშვნელოვანია, რომ პოლარიზაციამ სიტუაცია დაძაბულობამდე არ მიიყვანოს

ფილიპ დიმიტროვი - მნიშვნელოვანია, რომ პოლარიზაციამ სიტუაცია დაძაბულობამდე არ მიიყვანოს

საქართველოში წინასაარჩევნო გარემო პოლარიზებულია და ეს პრობლემაა, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში", "საქართველოს ეროვნული პლატფორმის" კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა.

მისი შეფასებით, საარჩევნო კამპანია ძალიან ინტენსიურია და ქვეყნის ბევრ რეგიონს მოიცავს.

"ხალხი მეუბნება, რომ საქართველოში არასოდეს ყოფილა ისეთი საარჩევნო კამპანია, რომელიც ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონს მოიცავდა და ეს საქართველოს მიღწევაა. თუმცა, გარემო პოლარიზებულია და ეს პრობლემაა. ვერ ვიტყვი, რომ ეს პრობლემა დამახასიათებელი არ არის იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც დიდი ტრანსფორმაციების შედეგად ჩამოყალიბდნენ, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ამ პოლარიზაციამ სიტუაცია დაძაბულობამდე არ მიიყვანოს არჩევნების დღეს და არჩევნების შემდგომ პერიოდში", - აღნიშნა დიმიტროვმა.

მისივე განცხადებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში.

"მნიშვნელოვანია, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამას უზრუნველყოფს ყველა პოლიტიკური პარტია და, რა თქმა უნდა, ხელისუფლება. ასევე, არჩევნები უნდა ჩატარდეს მშვიდობიანად. იქნებიან საერთაშორისო დამკვირვებლები, რომლებიც დასაბუთებულ, ეფექტურ სიტყვას იტყვიან იმის თაობაზე, თუ როგორ ჩატარდა წინასაარჩევნო კამპანია და არჩევნები, რათა თქვენ შეძლოთ და გქონდეთ არჩევნების შედეგების ნდობა. შემდეგ მათ ხელი უნდა ჩამოართვან ერთმანეთს და გააკეთონ ის, რაც ხალხმა დაუკვეთა", - განმარტა დიმიტროვმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა