პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კინოთეატრი "ამირანი" კანის კინოფესტივალის კრიტიკოსთა რჩეული ფილმების კვირეულს უმასპინძლებს
კინოთეატრი "ამირანი" კანის კინოფესტივალის კრიტიკოსთა რჩეული ფილმების კვირეულს უმასპინძლებს

კი­ნო­თე­ატ­რი "ამი­რა­ნი" კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის სექ­ცი­ის კრი­ტი­კოს­თა რჩე­უ­ლი ფილ­მე­ბის კვი­რე­ულს უმას­პინ­ძლებს.

კა­ნის თბი­ლი­სუ­რი კვი­რე­უ­ლი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი კი­ნო­ცენ­ტრის ორ­გა­ნი­ზე­ბით იმარ­თე­ბა, დღეს სა­ღა­მოს გა­იხ­სნე­ბა და 21 სექ­ტემ­ბერს და­ი­ხუ­რე­ბა.

კვი­რე­უ­ლის პროგ­რა­მა დღეს "ამი­რან­ში" გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ჟურ­ნა­ლის­ტებს კი­ნო­ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­მა, კი­ნოკ­რი­ტი­კოს­თა კვი­რე­უ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბით­მა დი­რექ­ტორ­მა ჩარლზ ტე­სონ­მა, პროგ­რა­მის მე­ნე­ჯერ­მა რემი ბო­ნჰო­მემ და რე­ჟი­სორ­მა ევა ლონ­სე­კომ გა­აც­ნეს, რომ­ლის ფილ­მი "ჩემი პა­ტა­რა პრინ­ცე­სა" სა­უ­კე­თე­სო­თა შო­რის მოხ­ვდა და კი­ნო­თე­ატრ "ამი­რან­შიც" იქ­ნე­ბა ნაჩ­ვე­ნე­ბი.

გარ­და ამი­სა, 7 ფილ­მს შო­რის, რომ­ლე­ბიც კი­ნოკ­რი­ტი­კო­სებ­მა 2011 და 2012 წლე­ბის სა­უ­კე­თე­სო ფილ­მე­ბად აღი­ა­რეს და რომ­ლებ­საც ქარ­თვე­ლი კი­ნო­მოყ­ვა­რუ­ლე­ბი იხი­ლა­ვენ მოხ­ვდა ჯეფ ნი­კოლ­სის "თავ­შე­სა­ფა­რი", მა­რი­ელ კუ­ლე­ნის "17გოგო", ჯო­ნა­თან კა­უ­ე­ტის "გაქ­ცე­უ­ლი რენე", ვა­ლე­რი დონ­ცე­ლის "ომის გა­მო­ცხა­დე­ბა", კონ­სტან­ტინ ბოჟა­ნო­ვის "ავე" და პაბ­ლო გი­ორ­გე­ლის "აკა­ცი­ე­ბი".

ფილ­მე­ბის ჩვე­ნე­ბა თან­მიმ­დევ­რო­ბით, ყო­ველ სა­ღა­მოს, 20:00 სა­ათ­ზე გა­ი­მა­რე­ბა და მას­ზე და­სას­წრე­ბი ბი­ლე­თე­ბი 5 ლარი ეღი­რე­ბა.

ეროვ­ნუ­ლი კი­ნო­ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, თა­მარ ტა­ტიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, კვი­რე­უ­ლის გა­მარ­თვის მი­ზა­ნი ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რებ­ლის­თვის თა­ნა­მედ­რო­ვე ევ­რო­პუ­ლი კი­ნოს გაც­ნო­ბაა. მე­ო­რეს მხრივ კი, არის კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ახალ­გაზ­რდა ქარ­თველ კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის­ტე­ბის­თვის რომ გა­ეც­ნონ ევ­რო­პელ კო­ლე­გებს.

კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში კრი­ტი­კოს­თა კვი­რე­უ­ლი 1961 წლის შემ­დეგ ტარ­დე­ბა და მის მთა­ვარ მი­ზანს ახა­ლი ტა­ლან­ტე­ბის აღ­მო­ჩე­ნა და მათი სა­მო­მავ­ლო მხარ­და­ჭე­რა წარ­მო­ად­გენს. ამ დრომ­დე კვი­რე­ულ­ში სულ ორი ქარ­თუ­ლი ფილ­მი, ოთარ იო­სე­ლი­ა­ნის "გი­ორ­გო­ბის თვე" და თე­მურ ბაბ­ლუ­ა­ნის "ბე­ღუ­რე­ბის გა­დაფ­რე­ნა" მოხ­ვდა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

კინოთეატრი "ამირანი" კანის კინოფესტივალის კრიტიკოსთა რჩეული ფილმების კვირეულს უმასპინძლებს

კინოთეატრი "ამირანი" კანის კინოფესტივალის კრიტიკოსთა რჩეული ფილმების კვირეულს უმასპინძლებს

კინოთეატრი "ამირანი" კანის კინოფესტივალის სექციის კრიტიკოსთა რჩეული ფილმების კვირეულს უმასპინძლებს.

კანის თბილისური კვირეული, რომელიც საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით იმართება, დღეს საღამოს გაიხსნება და 21 სექტემბერს დაიხურება.

კვირეულის პროგრამა დღეს "ამირანში" გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს კინოცენტრის ხელმძღვანელებმა, კინოკრიტიკოსთა კვირეულის შემოქმედებითმა დირექტორმა ჩარლზ ტესონმა, პროგრამის მენეჯერმა რემი ბონჰომემ და რეჟისორმა ევა ლონსეკომ გააცნეს, რომლის ფილმი "ჩემი პატარა პრინცესა" საუკეთესოთა შორის მოხვდა და კინოთეატრ "ამირანშიც" იქნება ნაჩვენები.

გარდა ამისა, 7 ფილმს შორის, რომლებიც კინოკრიტიკოსებმა 2011 და 2012 წლების საუკეთესო ფილმებად აღიარეს და რომლებსაც ქართველი კინომოყვარულები იხილავენ მოხვდა ჯეფ ნიკოლსის "თავშესაფარი", მარიელ კულენის "17გოგო", ჯონათან კაუეტის "გაქცეული რენე", ვალერი დონცელის "ომის გამოცხადება", კონსტანტინ ბოჟანოვის "ავე" და პაბლო გიორგელის "აკაციები".

ფილმების ჩვენება თანმიმდევრობით, ყოველ საღამოს, 20:00 საათზე გაიმარება და მასზე დასასწრები ბილეთები 5 ლარი ეღირება.

ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელის, თამარ ტატიშვილის განცხადებით, კვირეულის გამართვის მიზანი ქართველი მაყურებლისთვის თანამედროვე ევროპული კინოს გაცნობაა. მეორეს მხრივ კი, არის კარგი შესაძლებლობა ახალგაზრდა ქართველ კინემატოგრაფისტებისთვის რომ გაეცნონ ევროპელ კოლეგებს.

კანის კინოფესტივალის ფარგლებში კრიტიკოსთა კვირეული 1961 წლის შემდეგ ტარდება და მის მთავარ მიზანს ახალი ტალანტების აღმოჩენა და მათი სამომავლო მხარდაჭერა წარმოადგენს. ამ დრომდე კვირეულში სულ ორი ქართული ფილმი, ოთარ იოსელიანის "გიორგობის თვე" და თემურ ბაბლუანის "ბეღურების გადაფრენა" მოხვდა.

"ინტერპრესნიუსი"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება