Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნათია მოგელაძეს უთქვამს, ორი შვილი მყავს და ეკლესიურად ვცხოვრობო"
"ნათია მოგელაძეს უთქვამს, ორი შვილი მყავს და ეკლესიურად ვცხოვრობო"

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი ქა­და­გე­ბა­ში მრევლს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მხარ­და­ჭე­რის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ. მე­უ­ფე აბ­რა­ა­მი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთ აქ­ტი­ურ სა­ხე­სა და საკ­რე­ბუ­ლოს წევრ მა­მუ­კა ახვლე­დი­ან­თან ერ­თად ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ჩა­დის და ქა­და­გე­ბი­სას მრევლს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მხარ­და­ჭე­რის­კენ მო­უ­წო­დებს; ფო­თის ეპარ­ქი­ის მიტ­რო­პო­ლი­ტი, მე­უ­ფე გრი­გო­ლი მრევლს სექ­ტემ­ბერ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლი დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ ესა­უბ­რე­ბა...

ამ სა­კი­თხზე კო­მენ­ტა­რი ფე­რის­ცვა­ლე­ბის ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­ძღვარს, არ­ქი­მან­დრიტ ბარ­თლო­მე ფირ­ცხა­ლაშ­ვილს ვთხო­ვეთ.

- მამა ბარ­თლო­მე, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს შე­მოქ­მე­დის მიტ­რო­პო­ლიტ­მა სა­ში­ნე­ლი სი­ტყვე­ბით და­წყევ­ლა ყვე­ლა, ვინც არ­ჩევ­ნებ­ში ნა­ცი­ო­ნა­ლებს არ მის­ცემს ხმას. აქვს კი სა­სუ­ლი­ე­რო პირს მრევ­ლის და­წყევ­ლის უფ­ლე­ბა არ­ჩევ­ნებ­ში რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის მხარ­და­ჭე­რის გამო?

- წმინ­და სი­ნოდ­მა სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს აუკ­რძა­ლა პო­ლი­ტი­კა­ში ჩა­რე­ვა. სი­ნო­დის წევ­რე­ბის მხრი­დან პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი და მრევ­ლის­თვის არ­ჩევ­ნებ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მხარ­დაჭ­რის­კენ მო­წო­დე­ბა ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია. მსაყ­ვე­დუ­რო­ბენ, რომ არ უნდა მი­მე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხარ­დამ­ჭერ აქ­ცი­ა­ში და არ უნდა გა­მო­მე­ხა­ტა ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რო­მე­ლი­მე პი­როვ­ნე­ბის მი­მართ, ისი­ნი კი ამ­ბი­ო­ნი­დან აკე­თე­ბენ პო­ლი­ტი­კურ გან­ცხა­დე­ბებს. ასე­თი საქ­ცი­ე­ლი ზნე­ობ­რი­ვი არ არის. რაც შე­ე­ხე­ბა წყევ­ლას, ასე­თი შემ­თხვე­ვა მეც მქონ­და, ამის უფ­ლე­ბა აქვს სა­სუ­ლი­ე­რო პირს, მაგ­რამ არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა, ადა­მი­ა­ნის არ­ჩე­ვან­ში ჩა­ე­რი­ოს. თუმ­ცა და­ნამ­დვი­ლე­ბით არ ვიცი, მე­უ­ფე იო­სებ­მა მარ­თლა და­წყევ­ლა თუ არა ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც არ­ჩევ­ნებ­ში ნა­ცი­ო­ნა­ლებს არ და­უ­ჭერს მხარს. თუკი მან მრევ­ლი ამის გამო და­წყევ­ლა, რა თქმა უნდა, ეს უზ­ნე­ო­ბაა.

- თქვით, მეც და­მი­წყევ­ლია ვი­ღა­ცო. ნა­თია მო­გე­ლა­ძეს გუ­ლის­ხმობ­დით?

- ჩემი წყევ­ლა კონ­კრე­ტუ­ლად ბო­რო­ტე­ბის ჩამ­დენს ეხე­ბო­და. ხალ­ხის და­წყევ­ლა იმის­თვის, რომ თა­ვი­ან­თი ნება და არ­ჩე­ვა­ნი არ გა­მო­ხა­ტონ და ხმა მის­ცენ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის­თვის სა­სურ­ველ კან­დი­დატს, არა მარ­ტო ეთი­კუ­რად და ზნე­ობ­რი­ვად არის გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი, ამის ჩამ­დე­ნი კა­ნო­ნი­თაც უნდა და­ი­სა­ჯოს.

- მამა აბ­რა­ა­მი უცხო­ეთ­ში მოგ­ზა­უ­რობს ნა­ცი­ო­ნალ მა­მუ­კა ახვლე­დი­ან­თან ერ­თად და ემიგ­რან­ტებს მო­უ­წო­დებს, არ­ჩევ­ნებ­ში ხმა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" მის­ცენ...

- თუ რო­მე­ლი­მე სტრუქ­ტუ­რა­ზე ხარ და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მა­შინ არ გაქვს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი აზრი. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც და­დის რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თან ერ­თად და თა­ვის ქა­და­გე­ბებ­ში ამ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის სა­სარ­გებ­ლო გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს, ჩემი აზ­რით, ეს მისი ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა ამ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის მი­მართ, რაც დიდი უზ­ნე­ო­ბაა.

- ფო­თი­სა და ხო­ბის ეპარ­ქი­ის მიტ­რო­პო­ლიტ­მა, მე­უ­ფე გრი­გოლ­მა, ქა­და­გე­ბი­სას მრევლს შემ­დე­გი სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა: "თქვენ არ იცით, რა იქ­ნე­ბა სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. ჩვენ შე­საძ­ლოა, მოგ­ვი­წი­ოს ამ ორ მხა­რეს შო­რის შუ­ა­ში ჩად­გო­მამ"...

- მო­ვის­მი­ნე ამ ქა­და­გე­ბის ჩა­ნა­წე­რი, მე­უ­ფე გრი­გო­ლი ამ­ბობს: - თქვენ არ იცით, სექ­ტემ­ბერ­ში რა იქ­ნე­ბა და ჩვენ შე­იძ­ლე­ბა შუ­ა­ში ჩად­გო­მა­მაც მოგ­ვი­წი­ო­სო.... ეს ნი­ჰი­ლიზ­მის და უნ­დობ­ლო­ბის და­თეს­ვაა მრევ­ლში, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. ოპო­ზი­ცია და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი არ არის ის მხა­რე, რო­მე­ლიც ძა­ლას გა­მო­ი­ყე­ნებს. ძა­ლა­დო­ბა მხო­ლოდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ხე­ლე­წი­ფე­ბა.

- მამა ბარ­თლო­მე, რას გვე­ტყვით სი­ნო­დის იმ წევ­რებ­ზე, რომ­ლე­ბიც არ ემორ­ჩი­ლე­ბი­ან სი­ნო­დის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას?

- ორ­მა­გი სტან­დარ­ტით ცხოვ­რე­ბა უზ­ნე­ო­ბად მი­მაჩ­ნია. პი­როვ­ნულ ცოდ­ვებს არ გან­ვი­ხი­ლავ, მაგ­რამ როცა საქ­მე სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბას და ქვეყ­ნის ბედს ეხე­ბა, მეტი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბით უნდა მი­ვუდ­გეთ სა­კითხს.

- ცოტა ხნის წინ "ყვე­ლა სი­ახ­ლეს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­დეთ, თუ ნა­თია მო­გე­ლა­ძე არ შე­წყვეტს ბო­რო­ტი საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბას, ან­თე­მას გა­დავ­ცე­მო. გა­მო­ი­ღო შე­დე­გი თქვენ­მა მცდე­ლო­ბამ?

- რო­გორც შე­ვი­ტყვე, მო­გე­ლა­ძე ერთ-ერთ ჩვენს ახ­ლო­ბელ მო­ნა­ზონს და­უ­კავ­შირ­და და შეხ­ვდა ქა­შუ­ე­თის ეკ­ლე­სი­ა­ში. უთ­ქვამს: ორი შვი­ლი მყავს, ეკ­ლე­სი­უ­რად ვცხოვ­რობ, მორ­წმუ­ნე და პა­ტი­ო­სა­ნი ვარო. ჩანს, შიში გა­უჩ­ნდა. ერთხელ ვთქვი და კი­დევ გა­ვი­მე­ო­რებ: ის, რომ ხალ­ხს ჩა­მო­არ­თვეს სახლ-კარი, გა­უ­ყი­დეს ყვე­ლა­ფე­რი და პი­ლა­ტე­სა­ვით ხე­ლე­ბი და­ი­ბა­ნეს, ძა­ლი­ან დიდი ცოდ­ვაა. თუკი მან იცის ეკ­ლე­სი­უ­რი ცხოვ­რე­ბა და ეს არ არის ფარ­სი, მე­ტა­დაც მო­ე­თხო­ვე­ბა უფ­ლის­გან თა­ვი­სი საქ­ცი­ე­ლის გამო.

და­რე­ჯან ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

"ნათია მოგელაძეს უთქვამს, ორი შვილი მყავს და ეკლესიურად ვცხოვრობო"

"ნათია მოგელაძეს უთქვამს, ორი შვილი მყავს და ეკლესიურად ვცხოვრობო"

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასულიერო პირები ქადაგებაში მრევლს "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. მეუფე აბრაამი "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ აქტიურ სახესა და საკრებულოს წევრ მამუკა ახვლედიანთან ერთად ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ჩადის და ქადაგებისას მრევლს "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერისკენ მოუწოდებს; ფოთის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი მრევლს სექტემბერში მოსალოდნელი დესტაბილიზაციის შესახებ ესაუბრება...

ამ საკითხზე კომენტარი ფერისცვალების ეკლესიის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ბართლომე ფირცხალაშვილს ვთხოვეთ.

- მამა ბართლომე, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს შემოქმედის მიტროპოლიტმა საშინელი სიტყვებით დაწყევლა ყველა, ვინც არჩევნებში ნაციონალებს არ მისცემს ხმას. აქვს კი სასულიერო პირს მრევლის დაწყევლის უფლება არჩევნებში რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერის გამო?

- წმინდა სინოდმა სასულიერო პირებს აუკრძალა პოლიტიკაში ჩარევა. სინოდის წევრების მხრიდან პოლიტიკური განცხადებები და მრევლისთვის არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭრისკენ მოწოდება ჩემთვის მიუღებელია. მსაყვედურობენ, რომ არ უნდა მიმეღო მონაწილეობა "ქართული ოცნების" მხარდამჭერ აქციაში და არ უნდა გამომეხატა ჩემი დამოკიდებულება რომელიმე პიროვნების მიმართ, ისინი კი ამბიონიდან აკეთებენ პოლიტიკურ განცხადებებს. ასეთი საქციელი ზნეობრივი არ არის. რაც შეეხება წყევლას, ასეთი შემთხვევა მეც მქონდა, ამის უფლება აქვს სასულიერო პირს, მაგრამ არავის აქვს უფლება, ადამიანის არჩევანში ჩაერიოს. თუმცა დანამდვილებით არ ვიცი, მეუფე იოსებმა მართლა დაწყევლა თუ არა ის ადამიანები, ვინც არჩევნებში ნაციონალებს არ დაუჭერს მხარს. თუკი მან მრევლი ამის გამო დაწყევლა, რა თქმა უნდა, ეს უზნეობაა.

- თქვით, მეც დამიწყევლია ვიღაცო. ნათია მოგელაძეს გულისხმობდით?

- ჩემი წყევლა კონკრეტულად ბოროტების ჩამდენს ეხებოდა. ხალხის დაწყევლა იმისთვის, რომ თავიანთი ნება და არჩევანი არ გამოხატონ და ხმა მისცენ სასულიერო პირისთვის სასურველ კანდიდატს, არა მარტო ეთიკურად და ზნეობრივად არის გაუმართლებელი, ამის ჩამდენი კანონითაც უნდა დაისაჯოს.

- მამა აბრაამი უცხოეთში მოგზაურობს ნაციონალ მამუკა ახვლედიანთან ერთად და ემიგრანტებს მოუწოდებს, არჩევნებში ხმა "ნაციონალურ მოძრაობას" მისცენ...

- თუ რომელიმე სტრუქტურაზე ხარ დამოკიდებული, მაშინ არ გაქვს დამოუკიდებელი აზრი. ადამიანი, რომელიც დადის რომელიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელთან ერთად და თავის ქადაგებებში ამ პოლიტიკური პარტიის სასარგებლო განცხადებებს აკეთებს, ჩემი აზრით, ეს მისი ანგარიშვალდებულებაა ამ პოლიტიკური პარტიის მიმართ, რაც დიდი უზნეობაა.

- ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა, ქადაგებისას მრევლს შემდეგი სიტყვებით მიმართა: "თქვენ არ იცით, რა იქნება სექტემბრის ბოლოს ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ შესაძლოა, მოგვიწიოს ამ ორ მხარეს შორის შუაში ჩადგომამ"...

- მოვისმინე ამ ქადაგების ჩანაწერი, მეუფე გრიგოლი ამბობს: - თქვენ არ იცით, სექტემბერში რა იქნება და ჩვენ შეიძლება შუაში ჩადგომამაც მოგვიწიოსო.... ეს ნიჰილიზმის და უნდობლობის დათესვაა მრევლში, საზოგადოებაში. ოპოზიცია და ბიძინა ივანიშვილი არ არის ის მხარე, რომელიც ძალას გამოიყენებს. ძალადობა მხოლოდ ხელისუფლებას ხელეწიფება.

- მამა ბართლომე, რას გვეტყვით სინოდის იმ წევრებზე, რომლებიც არ ემორჩილებიან სინოდის გადაწყვეტილებას?

- ორმაგი სტანდარტით ცხოვრება უზნეობად მიმაჩნია. პიროვნულ ცოდვებს არ განვიხილავ, მაგრამ როცა საქმე საზოგადოებრივ ცხოვრებას და ქვეყნის ბედს ეხება, მეტი სერიოზულობით უნდა მივუდგეთ საკითხს.

- ცოტა ხნის წინ "ყველა სიახლესთან" ინტერვიუში განაცხადეთ, თუ ნათია მოგელაძე არ შეწყვეტს ბოროტი საქმეების კეთებას, ანთემას გადავცემო. გამოიღო შედეგი თქვენმა მცდელობამ?

- როგორც შევიტყვე, მოგელაძე ერთ-ერთ ჩვენს ახლობელ მონაზონს დაუკავშირდა და შეხვდა ქაშუეთის ეკლესიაში. უთქვამს: ორი შვილი მყავს, ეკლესიურად ვცხოვრობ, მორწმუნე და პატიოსანი ვარო. ჩანს, შიში გაუჩნდა. ერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: ის, რომ ხალხს ჩამოართვეს სახლ-კარი, გაუყიდეს ყველაფერი და პილატესავით ხელები დაიბანეს, ძალიან დიდი ცოდვაა. თუკი მან იცის ეკლესიური ცხოვრება და ეს არ არის ფარსი, მეტადაც მოეთხოვება უფლისგან თავისი საქციელის გამო.

დარეჯან ლიპარტელიანი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"