პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიდი მსგავსებები და მცირე განსხვავებები ესპანეთსა და საქართველოს შორის
დიდი მსგავსებები და მცირე განსხვავებები ესპანეთსა და საქართველოს შორის

დათო ტუ­რაშ­ვი­ლის "ეს­პა­ნუ­რი ფო­ტო­მო­თხრო­ბე­ბის" კი­თხვი­სას, თით­ქოს მარ­თლაც "სლა­იდ­შო­უ­სა­ვით" იც­ვლე­ბა ერთი ფოტო მე­ო­რით... ფო­ტო­ებ­ზე სა­ო­ცა­რი სი­ზუს­ტით არის ასა­ხუ­ლი ეს­პა­ნე­თის ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბა თა­ვი­სი ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბი­თა და უპი­რა­ტე­სო­ბე­ბით... არა­ვი­თა­რი ზედ­მე­ტი ხიბ­ლი და სუ­ბი­ექ­ტუ­რო­ბა... მაგ­რამ მთა­ვა­რი მა­ინც ის არის, რომ ამ პა­ტა­რა სა­ქარ­თვე­ლოს ეს­პა­ნე­თის სა­ხით ერთი დიდი სის­ხლით ნა­თე­სა­ვი ჰყავს თურ­მე და... ვი­ცო­დით, კი?!

"ეს­პა­ნე­ლე­ბი ჩვენ­სა­ვით უც­ნა­უ­რი ხალ­ხია და მად­რიდ­ში იმ ქუ­ჩას, სა­დაც სერ­ვან­ტე­სი ცხოვ­რობ­და, ლოპე დე ვე­გას სა­ხე­ლი ჰქვია და პი­რი­ქით - ის ქუჩა, სა­დაც ლოპე დე ვეგა ცხოვ­რობ­და, სერ­ვან­ტე­სის სა­ხე­ლო­ბი­საა. შე­იძ­ლე­ბა, ამ უც­ნა­ურ მოვ­ლე­ნას ეს­პა­ნუ­რი ხა­სი­ა­თის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა გა­ნა­პი­რო­ბებს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ჰგავს ქარ­თუ­ლი პირ­ვე­ლო­ბის თავ­გა­და­სა­ვალს და ლოპე დე ვე­გა­სა და მი­გელ სერ­ვან­ტე­სის და­პი­რის­პი­რე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად გა­გახ­სე­ნებთ ჩვე­ნი ილი­ა­სა და აკა­კის ან აკა­კი­სა და ვანო მა­ჩაბ­ლის ურ­თი­ერ­თო­ბის ის­ტო­რი­ას", - ეს ეპი­ზო­დი დათო ტუ­რაშ­ვი­ლის მო­თხრო­ბი­დან გახ­ლავთ.

- ეს­პა­ნე­თი ბავ­შვო­ბი­დან თქვე­ნი ოც­ნე­ბის ქვე­ყა­ნა იყო თუ მი­სით მხო­ლოდ მას შემ­დეგ და­ინ­ტე­რეს­დით, რაც ეს­პა­ნეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის მსგავ­სე­ბე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეთ?

- ეს­პა­ნუ­რი კულ­ტუ­რი­თა და ლი­ტე­რა­ტუ­რით დიდი ხნის წინ და­ვინ­ტე­რეს­დი, მაგ­რამ იქ მოხ­ვედ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მხო­ლოდ ათი წლის წინ მო­მე­ცა. თუმ­ცა, ეს არ იყო და არ არის უბ­რა­ლოდ ინ­ტე­რე­სი. ეს გა­ცი­ლე­ბით მე­ტია ჩემ­თვის, რად­გან ეს­პა­ნე­ლებ­ზე ახლო ნა­თე­სა­ვი ხალ­ხი ჩვენ არ გვყავს...

- რა მიზ­ნით და რო­გორ აღ­მოჩ­ნდით ეს­პა­ნეთ­ში?

- ეს­პა­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ყო­ველ­წლი­უ­რად სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურსს აცხა­დებს ე.წ. სა­მე­ფო სტი­პენ­დი­ის მო­სა­პო­ვებ­ლად და ამ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ქვეყ­ნის ნე­ბის­მი­ერ მო­ქა­ლა­ქეს აქვს, გარ­და იმ ქვეყ­ნე­ბი­სა, სა­დაც ეს­პა­ნუ­რი სა­ხელ­მწი­ფო ენაა. ამ კონ­კურ­სზე გა­ნა­ცხა­დის შე­ტა­ნა ეს­პა­ნუ­რი ენის ჩემ­მა მთა­ვარ­მა და შე­სა­ნიშ­ნავ­მა პე­და­გოგ­მა სოფო ფე­იქ­რიშ­ვილ­მა მირ­ჩია. კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბის იმე­დი მა­ინ­ცდა­მა­ინც არ მქონ­და, რად­გან მარ­თლა დიდი კონ­კურ­სია.

- თქვენ წერთ: "მხო­ლოდ წარ­სუ­ლით ცხოვ­რე­ბა საკ­მა­რი­სი არ არის თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ხელ­მწი­ფოს შე­საქ­მნე­ლად და ეს­პა­ნე­ლე­ბი ამას, ჩვენ­გან გან­სხვა­ვე­ბით, უკვე მიხ­ვდნენ". ეს­პა­ნე­ლებ­საც ახა­სი­ა­თებ­დათ წარ­სუ­ლით ცხოვ­რე­ბა? რაში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ის ფაქ­ტი, რომ ამ სენს სძლი­ეს?

- ჩვენ ძა­ლი­ან ცუ­დად ვიც­ნობთ სხვა ხალ­ხებს და როცა ჩვე­ნი თავი ძა­ლი­ან ტრა­დი­ცი­უ­ლი ქვე­ყა­ნა გვგო­ნია, წარ­მოდ­გე­ნაც კი არ გვაქვს იმა­ზე, რომ ეს­პა­ნე­ლებ­მა (მა­გა­ლი­თად) ჩვენ­გან გან­სხვა­ვე­ბით, მარ­თლა შე­ი­ნარ­ჩუ­ნეს თა­ვი­ან­თი ტრა­დი­ცი­ე­ბი.

- ამ­ბობთ, რომ სა­ხელ­მწი­ფოს შე­საქ­მნე­ლად ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი - აზ­როვ­ნე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა გვაკ­ლია... ეს­პა­ნე­ლე­ბი არ გა­ნიც­დი­ან ამის ნაკ­ლე­ბო­ბას?

- ეს­პა­ნე­ლებს, ჩვენ­გან გან­სხვა­ვე­ბით, თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ხელ­მწი­ფოს შე­საქ­მნე­ლად, ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბამ და ევ­რო­პულ­მა სა­მე­ზობ­ლო­მაც დი­დად შე­უ­წყო ხელი.

- თქვენ აღ­ნიშ­ნავთ: "მე მა­ინც მგო­ნია, რომ დონ კი­ხო­ტე ლა­მან­ჩე­ლი ქარ­თლის რო­მე­ლი­ღაც სო­ფელ­ში და­ი­ბა­და, ვიდ­რე თა­ვად სერ­ვან­ტე­სი გაჩ­ნდე­ბო­და იმის­თვის, რომ ადა­მი­ან­თა არ­სე­ბო­ბა გა­ე­მარ­თლე­ბი­ნა"... მა­ინც რა არის დონ კი­ხო­ტეს "ქარ­თლუ­რი" მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი?

- რა კარ­გი შე­კი­თხვაა და რო­გორ მინ­და, ვრცლად გი­პა­სუ­ხოთ, მაგ­რამ გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზე­ბის გამო მოკ­ლედ გე­ტყვით, რომ ეს, მა­ინც (ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად), სი­კე­თი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის ძებ­ნა და წყურ­ვი­ლია.

- რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა ეს­პა­ნეთ­ში ქა­ლის უფ­ლე­ბე­ბის მი­მართ? სა­ქარ­თვე­ლოს­თან მსგავ­სე­ბა ამ კუ­თხი­თაც აი­სა­ხე­ბა?

- ფრან­კოს სა­ში­ნე­ლი რე­ჟი­მის გამო, ამ თვალ­საზ­რი­სით, დღემ­დე პრობ­ლე­მე­ბია ეს­პა­ნეთ­ში, მაგ­რამ (ჩვენ­გან გან­სხვა­ვე­ბით) მსგავს პრობ­ლე­მებს ხმა­მაღ­ლა ებ­რძვი­ან და ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებს არ მა­ლა­ვენ. არც იმას ამ­ბო­ბენ, რომ ეს ოჯა­ხის შიდა საქ­მეა, როცა კაცი ცოლს სცემს და არც სა­ზო­გა­დო­ე­ბას აქვს სა­მარ­ცხვი­ნო პო­ზი­ცია ასე­თი ძა­ლა­დო­ბის მი­მართ.

- რით აიხ­სნე­ბა ის ფაქ­ტი, რომ ეს­პა­ნეთ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი მეგ­რულ გვა­რებს ატა­რე­ბენ?

- ალ­ბათ, სა­ერ­თო-იბე­რი­უ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბით უნდა ავ­ხსნათ სა­ერ­თო გვა­რე­ბი, ტო­პო­ნი­მი­კა და ლექ­სი­კუ­რი ძი­რე­ბი.

- ეს­პა­ნე­თი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი­თაც ჰგავს სა­ქარ­თვე­ლოს?

- ლა მან­ჩა ქარ­თლსა და მეს­ხეთს ჰგავს, ბას­კე­თი - გუ­რი­ა­სა და აჭა­რას.

- თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ეს­პა­ნე­ლი მწე­რა­ლი ან პო­ე­ტი ვინ არის?

- სერ­ვან­ტე­სის გარ­და მიყ­ვარს ან­ტო­ნიო მა­ჩა­დო, მი­გელ ერ­ნან­დე­სი, ხა­ბი­ერ მა­რი­ა­სი, ალ­ვა­რო დე ლა­იგ­ლე­სია, მი­გელ უნა­მუ­ნო, ანა-მა­რია მა­ტუ­ტე...

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს­პა­ნე­ლე­ბი ზრდი­ლო­ბი­ა­ნი ხალ­ხია, უწ­მა­წუ­რე­ბიც ყო­ფი­ლან...

- ეს­პა­ნე­ლე­ბი არ მი­იჩ­ნე­ვენ, რომ უწ­მა­წუ­რო­ბა უზ­რდე­ლო­ბაა.

- პი­რა­დად თქვენ რა წვლი­ლი მი­გი­ძღვით ქარ­თულ-ეს­პა­ნუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში და ზო­გა­დად, რა სა­ხის კავ­ში­რი აქვს ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რულ პრო­ცე­სებს ეს­პა­ნურ­თან?

- ვწერ წიგნს ორი იბე­რი­ის სა­ი­დუმ­ლოს შე­სა­ხებ და ეს იქ­ნე­ბა კი­დეც ეს­პა­ნურ-ქარ­თუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ის­ტო­რია უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან დღემ­დე...

შო­რე­ნა ლა­ბა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა

დიდი მსგავსებები და მცირე განსხვავებები ესპანეთსა და საქართველოს შორის

დიდი მსგავსებები და მცირე განსხვავებები ესპანეთსა და საქართველოს შორის

დათო ტურაშვილის "ესპანური ფოტომოთხრობების" კითხვისას, თითქოს მართლაც "სლაიდშოუსავით" იცვლება ერთი ფოტო მეორით... ფოტოებზე საოცარი სიზუსტით არის ასახული ესპანეთის ყოველდღიური ცხოვრება თავისი ნაკლოვანებებითა და უპირატესობებით... არავითარი ზედმეტი ხიბლი და სუბიექტურობა... მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ ამ პატარა საქართველოს ესპანეთის სახით ერთი დიდი სისხლით ნათესავი ჰყავს თურმე და... ვიცოდით, კი?!

"ესპანელები ჩვენსავით უცნაური ხალხია და მადრიდში იმ ქუჩას, სადაც სერვანტესი ცხოვრობდა, ლოპე დე ვეგას სახელი ჰქვია და პირიქით - ის ქუჩა, სადაც ლოპე დე ვეგა ცხოვრობდა, სერვანტესის სახელობისაა. შეიძლება, ამ უცნაურ მოვლენას ესპანური ხასიათის თავისებურება განაპირობებს, რომელიც ძალიან ჰგავს ქართული პირველობის თავგადასავალს და ლოპე დე ვეგასა და მიგელ სერვანტესის დაპირისპირება აუცილებლად გაგახსენებთ ჩვენი ილიასა და აკაკის ან აკაკისა და ვანო მაჩაბლის ურთიერთობის ისტორიას", - ეს ეპიზოდი დათო ტურაშვილის მოთხრობიდან გახლავთ.

- ესპანეთი ბავშვობიდან თქვენი ოცნების ქვეყანა იყო თუ მისით მხოლოდ მას შემდეგ დაინტერესდით, რაც ესპანეთსა და საქართველოს შორის მსგავსებები აღმოაჩინეთ?

- ესპანური კულტურითა და ლიტერატურით დიდი ხნის წინ დავინტერესდი, მაგრამ იქ მოხვედრის შესაძლებლობა მხოლოდ ათი წლის წინ მომეცა. თუმცა, ეს არ იყო და არ არის უბრალოდ ინტერესი. ეს გაცილებით მეტია ჩემთვის, რადგან ესპანელებზე ახლო ნათესავი ხალხი ჩვენ არ გვყავს...

- რა მიზნით და როგორ აღმოჩნდით ესპანეთში?

- ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველწლიურად საერთაშორისო კონკურსს აცხადებს ე.წ. სამეფო სტიპენდიის მოსაპოვებლად და ამ კონკურსში მონაწილეობის უფლება ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს აქვს, გარდა იმ ქვეყნებისა, სადაც ესპანური სახელმწიფო ენაა. ამ კონკურსზე განაცხადის შეტანა ესპანური ენის ჩემმა მთავარმა და შესანიშნავმა პედაგოგმა სოფო ფეიქრიშვილმა მირჩია. კონკურსში გამარჯვების იმედი მაინცდამაინც არ მქონდა, რადგან მართლა დიდი კონკურსია.

- თქვენ წერთ: "მხოლოდ წარსულით ცხოვრება საკმარისი არ არის თანამედროვე სახელმწიფოს შესაქმნელად და ესპანელები ამას, ჩვენგან განსხვავებით, უკვე მიხვდნენ". ესპანელებსაც ახასიათებდათ წარსულით ცხოვრება? რაში გამოიხატება ის ფაქტი, რომ ამ სენს სძლიეს?

- ჩვენ ძალიან ცუდად ვიცნობთ სხვა ხალხებს და როცა ჩვენი თავი ძალიან ტრადიციული ქვეყანა გვგონია, წარმოდგენაც კი არ გვაქვს იმაზე, რომ ესპანელებმა (მაგალითად) ჩვენგან განსხვავებით, მართლა შეინარჩუნეს თავიანთი ტრადიციები.

- ამბობთ, რომ სახელმწიფოს შესაქმნელად ყველაზე მთავარი - აზროვნების თავისუფლება გვაკლია... ესპანელები არ განიცდიან ამის ნაკლებობას?

- ესპანელებს, ჩვენგან განსხვავებით, თანამედროვე სახელმწიფოს შესაქმნელად, ადგილმდებარეობამ და ევროპულმა სამეზობლომაც დიდად შეუწყო ხელი.

- თქვენ აღნიშნავთ: "მე მაინც მგონია, რომ დონ კიხოტე ლამანჩელი ქართლის რომელიღაც სოფელში დაიბადა, ვიდრე თავად სერვანტესი გაჩნდებოდა იმისთვის, რომ ადამიანთა არსებობა გაემართლებინა"... მაინც რა არის დონ კიხოტეს "ქართლური" მახასიათებლები?

- რა კარგი შეკითხვაა და როგორ მინდა, ვრცლად გიპასუხოთ, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო მოკლედ გეტყვით, რომ ეს, მაინც (ყველაფრის მიუხედავად), სიკეთისა და თავისუფლების ძებნა და წყურვილია.

- როგორი დამოკიდებულებაა ესპანეთში ქალის უფლებების მიმართ? საქართველოსთან მსგავსება ამ კუთხითაც აისახება?

- ფრანკოს საშინელი რეჟიმის გამო, ამ თვალსაზრისით, დღემდე პრობლემებია ესპანეთში, მაგრამ (ჩვენგან განსხვავებით) მსგავს პრობლემებს ხმამაღლა ებრძვიან და ოჯახური ძალადობის ფაქტებს არ მალავენ. არც იმას ამბობენ, რომ ეს ოჯახის შიდა საქმეა, როცა კაცი ცოლს სცემს და არც საზოგადოებას აქვს სამარცხვინო პოზიცია ასეთი ძალადობის მიმართ.

- რით აიხსნება ის ფაქტი, რომ ესპანეთში ადამიანები მეგრულ გვარებს ატარებენ?

- ალბათ, საერთო-იბერიული წარმომავლობით უნდა ავხსნათ საერთო გვარები, ტოპონიმიკა და ლექსიკური ძირები.

- ესპანეთი გეოგრაფიული მახასიათებლებითაც ჰგავს საქართველოს?

- ლა მანჩა ქართლსა და მესხეთს ჰგავს, ბასკეთი - გურიასა და აჭარას.

- თქვენი საყვარელი ესპანელი მწერალი ან პოეტი ვინ არის?

- სერვანტესის გარდა მიყვარს ანტონიო მაჩადო, მიგელ ერნანდესი, ხაბიერ მარიასი, ალვარო დე ლაიგლესია, მიგელ უნამუნო, ანა-მარია მატუტე...

- მიუხედავად იმისა, რომ ესპანელები ზრდილობიანი ხალხია, უწმაწურებიც ყოფილან...

- ესპანელები არ მიიჩნევენ, რომ უწმაწურობა უზრდელობაა.

- პირადად თქვენ რა წვლილი მიგიძღვით ქართულ-ესპანური ლიტერატურული ურთიერთობების განვითარებაში და ზოგადად, რა სახის კავშირი აქვს ქართულ ლიტერატურულ პროცესებს ესპანურთან?

- ვწერ წიგნს ორი იბერიის საიდუმლოს შესახებ და ეს იქნება კიდეც ესპანურ-ქართული ურთიერთობების ისტორია უძველესი დროიდან დღემდე...

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს