მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოფო ბედია: ჩემი კარიერით ვსუნთქავ და ვარსებობ, მაგრამ შვილის გამო შემიძლია, ნებისმიერ რამეზე ვთქვა უარი
სოფო ბედია: ჩემი კარიერით ვსუნთქავ და ვარსებობ, მაგრამ შვილის გამო შემიძლია, ნებისმიერ რამეზე ვთქვა უარი

სოფო ბე­დია და მი­ში­კო შა­ყუ­ლაშ­ვი­ლი 24 სა­ა­თი ერ­თად არი­ან, აქვთ პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის ერთი სფე­რო, შე­სა­ბა­მი­სად, ერ­თნა­ი­რი ინ­ტე­რე­სე­ბი და ერთი დიდი სა­ერ­თო მი­ზა­ნი - სო­ფოს კა­რი­ე­რუ­ლი წარ­მა­ტე­ბა. რო­გორც თა­ვად ცოლ-ქმა­რი ამ­ბობს, ერ­თმა­ნე­თის­თვის არი­ან შო­ბი­ლი. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რი­სას სო­ფო­სა და მი­ში­კოს ტე­ლე­ფო­ნებ­მაც კი რამ­დენ­ჯერ­მე ერ­თად­რო­უ­ლად და­რე­კა...

მი­ში­კო:

- ერ­თმა­ნე­თი 2005 წელს, ჯე­მალ სე­ფი­აშ­ვი­ლის წყა­ლო­ბით გა­ვი­ცა­ნით. მან "ნუ­ცას სკო­ლის" ბავ­შვე­ბიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო! შეკ­რი­ბა, მი­უ­ზიკ­ლის დად­გმას აპი­რებ­და. რო­გორც შემ­დგა­რი მომ­ღე­რა­ლი, მი­მიწ­ვია, რათა ბავ­შვე­ბის­თვის რა­ღა­ცე­ბი მეს­წავ­ლე­ბი­ნა. სოფო სწო­რედ იქ გა­ვი­ცა­ნი.

- მისი შეყ­ვა­რე­ბაც ძნე­ლი არ იქ­ნე­ბო­და...

- ჩემი? ნამ­დვი­ლად (იცი­ნის)! 2008 წელს დავ­ქორ­წინ­დით.

- ქორ­წი­ლი გქონ­დათ?

სოფო:

- ფორ­მა­ლო­ბე­ბი არ ყო­ფი­ლა. 2 წლის მან­ძილ­ზე 24 სა­ა­თი ერ­თად ვი­ყა­ვით და კარ­გად შე­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი.

- ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ მო­ლო­დი­ნი თუ გა­გი­მარ­თლდათ?

მი­ში­კო:

- მარ­ტი­ვად გე­ტყვით: შო­ბი­ლი ვართ ერ­თმა­ნე­თის­თვის, მეტი გა­მარ­თლე­ბა რაღა უნდა იყოს?!

სოფო:

- შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რო­გორც ცოლ-ქმა­რი, უკე­თე­სად ვართ...

მი­ში­კო:

- რა­ტომ? შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბიც ძა­ლი­ან კარ­გად ვი­ყა­ვით.

- მი­ში­კო, თქვენ­თვის რო­მე­ლი უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია - სოფო, რო­გორც სრულ­ყო­ფი­ლი დედა და დი­ა­სახ­ლი­სი, თუ სოფო, რო­გორც შემ­დგა­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი მომ­ღე­რა­ლი?

- სოფო სრულ­ყო­ფი­ლი, შემ­დგა­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი მომ­ღე­რა­ლი­ცაა და დი­ა­სახ­ლი­სიც...

- ანუ ერთი მე­ო­რეს არ გა­მო­რი­ცხავს?

- არა­ნა­ი­რად! ფან­ტას­ტი­კუ­რი და შე­იძ­ლე­ბა, უკე­თე­სი დი­ა­სახ­ლი­სი­ცაა, ვიდ­რე მომ­ღე­რა­ლი...

სოფო:

- ეს რა თქვი?!. ანუ საჭ­მელს უკე­თე­სად ვა­კე­თებ, ვიდ­რე ვმღე­რი?

- რო­გორ მღე­რით, ეს ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით...

მი­ში­კო:

- და საჭ­მელს რო­გორ აკე­თებ - ეს ხომ არ იცი­ან? არა, ნამ­დვი­ლად უნაკ­ლო მყავს!

- რო­გორც ვიცი, პრო­ფე­სი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სი­თაც ბევ­რი რამ გა­ერ­თი­ა­ნებთ...

- არა. მე ხომ კა­ლა­ტო­ზი ვარ (იცი­ნის). მე ვარ მომ­ღე­რა­ლი, კომ­პო­ზი­ტო­რი და ფლე­ი­ტა­ზეც ვუკ­რავ - სამი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სი მო­ვი­გე, 4 წელი ან­სამ­ბლ "ივე­რი­ა­ში" ვმღე­რო­დი. დღეს უფრო მე­ტად სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვად დატ­ვირ­თუ­ლი სო­ფოა, ჩემი პო­პუ­ლა­რო­ბის წლე­ბი წარ­სულ­ში დარ­ჩა. როცა მე პო­პუ­ლა­რუ­ლი ვი­ყა­ვი, სოფო პა­ტა­რა იყო. დღეს მთე­ლი ჩემი ყუ­რა­დღე­ბა მას­ზე მაქვს გა­და­ტა­ნი­ლი, პი­რად წარ­მა­ტე­ბა­ზე კი ნაკ­ლე­ბად ვფიქ­რობ.

- სოფო, შვილ­ზე ფიქ­რი თუ გაგ­ყო­ლი­ათ სახ­ლი­დან და ეს ხომ არ ასა­ხუ­ლა სიმ­ღე­რის სრულ­ყო­ფი­ლად შეს­რუ­ლე­ბა­ზე?

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემი გა­დატ­ვირ­თუ­ლი რე­ჟი­მის გამო ნი­კუ­შა დღის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა, სა­ერ­თოდ ვერ ვნა­ხო, მა­ინც ძა­ლი­ან "მო­წე­ბე­ბუ­ლია" ჩემ­ზე... ვიცი, არას­წო­რია, მაგ­რამ ღა­მეც ჩვენ­თან სძი­ნავს. ისე არა­ნორ­მა­ლუ­რად ვუყ­ვარ­ვარ, ჩემ­თან ყოფ­ნით ვერ კმა­ყო­ფილ­დე­ბა. ამ ზა­ფხულს მე და მი­ში­კომ ქო­ბუ­ლეთ­ში დას­ვე­ნე­ბა მარ­ტო გა­დავ­წყვი­ტეთ და ნი­კუ­შა 12 დღით დავ­ტო­ვეთ. ეს ჩვე­ნი გან­შო­რე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი პე­რი­ო­დი იყო. ზღვა­ზე კარ­გად ვერ­თო­ბო­დი, მაგ­რამ ნი­კუ­შა სულ მაკ­ლდა, მისი ხმის გა­გო­ნე­ბა­ზე ვტი­რო­დი... როცა ჩა­მო­ვე­დი, ჩა­მეკ­რა და დიდ­ხანს არ მომ­შო­რე­ბია...

მი­ში­კო:

- თუ მომ­ღე­რა­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია, შე­იძ­ლე­ბა, დიდი წუ­ხი­ლიც ჰქონ­დეს, მაგ­რამ ეს მა­ყუ­რე­ბელს არ უნდა აგ­რძნო­ბი­ნოს.

- რა შეც­ვა­ლა თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში შვი­ლის და­ბა­დე­ბამ?

სოფო:

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემი კა­რი­ე­რით ვსუნ­თქავ და ვარ­სე­ბობ, შვი­ლის გამო შე­მიძ­ლია, ნე­ბის­მი­ერ რა­მე­ზე ვთქვა უარი.

სოფო ბე­დია- რა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით შე­იძ­ლე­ბა, დღეს წარ­მა­ტე­ბებს მი­აღ­წი­ოს მომ­ღე­რალ­მა?

- მე ამ მხრივ ძა­ლი­ან გულ­წრფე­ლი და ალა­ლი ვარ. როცა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ში­ნა­გა­ნად კარ­გი ადა­მი­ა­ნია და კარგ აუ­რას "გა­მოს­ცემს", ეს მას უკან­ვე უბ­რუნ­დე­ბა. ამას ვგრძნობ. ხალ­ხს ვუყ­ვარ­ვარ და ეს ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია.

მი­ში­კო:

- დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ერთი სა­ხე­ლი ჰქვია და ეს სა­ხე­ლი რეს­ტო­რა­ნია...

სოფო:

- რეს­ტო­რან­ში ვმღე­რი, მაგ­რამ არა "რეს­ტორ­ნულ" სიმ­ღე­რებს. დღეს ასე­თი სიმ­ღე­რე­ბი იყი­დე­ბა. მეს­მის იმ ხალ­ხის, ვი­საც ეს მოს­წონს, მაგ­რამ არ შე­იძ­ლე­ბა, ასე­თი სიმ­ღე­რე­ბის დიდ სცე­ნა­ზე გა­და­ტა­ნა.

- ეკ­რან­ზე სო­ფოს და­ნახ­ვი­სას ნი­კას რო­გო­რი რე­აქ­ცია აქვს?

სოფო:

- ძა­ლი­ან უხა­რია და ეკ­რანს კოც­ნის ხოლ­მე...

- როცა ოჯახ­ში რა­ი­მე პრობ­ლე­მა ჩნდე­ბა, რო­მე­ლი თქვენ­გა­ნია უფრო ემო­ცი­უ­რი და რო­მე­ლი იწყებს გო­ნე­ბით სი­ტუ­ა­ცი­ის მარ­თვას?

მი­ში­კო:

- ემო­ცია არც ერთს არ გვაკ­ლია. სა­ერ­თოდ, ყვე­ლა ნი­ჭი­ერ ადა­მი­ანს ახა­სი­ა­თებს ემო­ცი­უ­რო­ბა.

სოფო:

- ემო­ცი­უ­რი მი­ში­კო უფ­როა, მე ვამ­შვი­დებ ხოლ­მე. სა­ერ­თოდ, ოპ­ტი­მის­ტი ვარ. არ ღირს წვრილ­მა­ნე­ბის გამო ნერ­ვე­ბის მოშ­ლა, თუმ­ცა, ამას ყო­ველ­თვის ვერც მე ვა­რი­დებ თავს, მით უმე­ტეს, როცა საქ­მე ჩემს პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას ეხე­ბა: გული მწყდე­ბა, როცა მინ­და, უფრო აქ­ტი­უ­რი ვიყო და ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მეძ­ლე­ვა.

- რო­გორ ერ­თო­ბით ხოლ­მე?

- ძა­ლი­ან მიყ­ვარს, როცა რეს­ტო­რან­ში ვართ მე­გობ­რებ­თან ერ­თად, ოღონდ გა­სარ­თო­ბად და არა - სამ­ღე­რად. მშვი­დად დას­ვე­ნე­ბა არ მიყ­ვარს, ჩემი დას­ვე­ნე­ბა - აქ­ტი­უ­რი გარ­თო­ბაა.

მი­ში­კო:

- სო­ფოს ხათ­რით, ამ დროს ვცეკ­ვავ კი­დეც, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ცეკ­ვა დი­დად არ მხიბ­ლავს.

- მი­ში­კო, სო­ფოს კა­რი­ე­რის­თვის რომ გახ­დეს სა­ჭი­რო, მი­ა­ტო­ვებ­დით თქვენს საქ­მი­ა­ნო­ბას და წაჰ­ყვე­ბო­დით სა­ზღვარ­გა­რეთ?

- რა თქმა უნდა, დიდი სი­ხა­რუ­ლით. საქ­მეს იქაც ვი­პო­ვი...

- არ გეგ­მავთ სა­ზღვარ­გა­რეთ წას­ვლას?

სოფო:

- ბევ­რი შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! გვაქვს. რამ­დე­ნი­მე თვით მინ­სკშიც ვმღე­რო­დით ერ­თად, ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში. ჩვენ უერ­თმა­ნე­თოდ არ შეგ­ვიძ­ლია და მარ­ტო არ­სად წა­ვალ. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში თუ ბედ­ნი­ე­რი არ ვარ, ვერც ვიმ­ღე­რებ.

მი­ში­კო:

- ოც­ნე­ბა ამიხ­და და 12 სექ­ტემ­ბერს სტამ­ბოლ­ში მივ­დი­ვართ, სტივ უან­დე­რის კონ­ცერ­ტზე. არ ვიცი, კონ­ცერ­ტი­დან გა­მო­სუ­ლი სრულ ჭკუ­ა­ზე დავ­რჩე­ბი თუ არა (იცი­ნის). მე პე­და­გო­გი არა­სო­დეს მყო­ლია, ერ­თა­დერ­თი პე­და­გო­გი მყავ­და და ეს უან­დე­რი იყო.

სოფო:

- ზუს­ტად ვიცი, ორი­ვე ტი­რი­ლით მოვ­კვდე­ბით (იცი­ნის).

სოფო ბე­დია შვილ­თან ერ­თად- რო­გორ ფიქ­რობთ - ზო­მი­ე­რი ეჭ­ვი­ა­ნო­ბა ნორ­მა­ლუ­რია ცოლ-ქმარს შო­რის? ზოგს ამის არ­სე­ბო­ბა აღი­ზი­ა­ნებს, ზოგს კი - არარ­სე­ბო­ბა.

მი­ში­კო:

- ზო­მი­ე­რი ყვე­ლა­ფე­რი კარ­გია. თუ სულ არ ეჭ­ვი­ა­ნობ, ე.ი. არ გა­ინ­ტე­რე­სებს. თუმ­ცა, ავად­მყო­ფუ­რიც შე­მა­წუ­ხე­ბე­ლია ან რო­გორ უნდა ვი­ეჭ­ვი­ა­ნო, როცა 24 სა­ა­თი ერ­თად ვართ?!

სოფო:

- ვერ ვი­ტყვი, რომ ძა­ლი­ან უე­მო­ციო ვარ. რა­ღაც დო­ზით ეჭ­ვი­ა­ნიც გახ­ლა­ვართ, თუმ­ცა მე­უღ­ლე ამის სა­ბაბს არ მაძ­ლევს. თა­ვა­დაც არა­ფერ­ში მზღუ­დავს. ალ­ბათ, სხვა პრო­ფე­სი­ის რომ ყო­ფი­ლი­ყო, ასე კარ­გად ვერ გა­მი­გებ­და.

- თქვე­ნი აზ­რით, რა არის ოჯა­ხის სიმ­ტკი­ცის­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი?

მი­ში­კო:

- ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი. თუმ­ცა, ზოგ­ჯერ არის სიყ­ვა­რუ­ლი და არ არის ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა, რაც სიყ­ვა­რულს, ადრე თუ გვი­ან, კლავს. უფ­ლის წყა­ლო­ბით, ჩვენ ორი­ვე გვაქვს.

- სოფო, ამ­ბობთ, - როცა დარ­ბაზ­ში მი­ში­კოა, სულ მას ვუ­ყუ­რებ და ვუმ­ღე­რიო. რა ხდე­ბა მა­შინ, როცა მი­ში­კო არ არის დარ­ბაზ­ში?

მი­ში­კო:

- მა­შინ თვალ­და­ხუ­ჭუ­ლი მღე­რის (იცი­ნის)...

სოფო:

- როცა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ ვი­ყა­ვი, არც მა­შინ ვმღე­რო­დი ური­გოდ. თუმ­ცა, როცა სიყ­ვა­რუ­ლით ხარ სავ­სე, სულ სხვაგ­ვა­რად მღე­რი.

- ით­ვა­ლის­წი­ნებთ თუ არა ერ­თმა­ნე­თის რჩე­ვებს ჩაც­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით?

მი­ში­კო:

- ეს ისე­თი მყავს, ყვე­ლა­ფე­რი უხ­დე­ბა (იცი­ნის). ჩემ­გან არა­ნა­ი­რი შე­ზღუდ­ვა არა აქვს.

სოფო:

- მე სულ გაპ­რან­ჭუ­ლი ვარ. რა თქმა უნდა, მას ვეპ­რან­ჭე­ბი.

მი­ში­კო:

- მარ­ტო ეგეც არ არის. შენ სცე­ნა­ზე დგა­ხარ და სულ ფორ­მა­ში უნდა იყო. იმ­დე­ნი ტან­საც­მე­ლი აქვს, ზოგ­ჯერ არ მახ­სოვს, რო­დის რა აქვს ნა­ყი­დი და ამა­ზე ბრაზ­დე­ბა ხოლ­მე (იცი­ნის). მე მკაც­რი, კლა­სი­კუ­რი სტი­ლი მაქვს. სპორ­ტუ­ლი ფეხ­საც­მლი­თა და ტან­საც­მლით სარ­კე­ში რომ ჩა­ვი­ხე­დო, შე­იძ­ლე­ბა, სა­კუ­თა­რი თავი სხვა მე­გო­ნოს და მი­ვე­სალ­მო კი­დეც... სოფო მა­ღა­ზი­ა­შიც არ გავა მა­კი­ა­ჟის გა­რე­შე და ამას ძა­ლი­ან ვა­ფა­სებ.

სოფო:

- და­ბალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი თით­ქმის არას­დროს მაც­ვია. ზღვა­ზე კანს ვას­ვე­ნებ და მა­კი­აჟს არ ვი­კე­თებ. როცა ასეთ ფორ­მა­ში ვარ, იმ­დე­ნად ბავ­შვუ­რი სახე მაქვს, ვერ მცნო­ბენ.

- თქვენს უახ­ლო­ეს "ოჯა­ხურ გეგ­მებ­ში" რა შე­დის?

მი­ში­კო:

- ჯერ ახა­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნის, მერე კი ახა­ლი ბი­ნის შე­ძე­ნას ვა­პი­რებთ.

შო­რე­ნა ლა­ბა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

სოფო ბედია: ჩემი კარიერით ვსუნთქავ და ვარსებობ, მაგრამ შვილის გამო შემიძლია, ნებისმიერ რამეზე ვთქვა უარი

სოფო ბედია: ჩემი კარიერით ვსუნთქავ და ვარსებობ, მაგრამ შვილის გამო შემიძლია, ნებისმიერ რამეზე ვთქვა უარი

სოფო ბედია და მიშიკო შაყულაშვილი 24 საათი ერთად არიან, აქვთ პროფესიული საქმიანობის ერთი სფერო, შესაბამისად, ერთნაირი ინტერესები და ერთი დიდი საერთო მიზანი - სოფოს კარიერული წარმატება. როგორც თავად ცოლ-ქმარი ამბობს, ერთმანეთისთვის არიან შობილი. წარმოიდგინეთ, რომ ინტერვიუს ჩაწერისას სოფოსა და მიშიკოს ტელეფონებმაც კი რამდენჯერმე ერთადროულად დარეკა...

მიშიკო:

- ერთმანეთი 2005 წელს, ჯემალ სეფიაშვილის წყალობით გავიცანით. მან "ნუცას სკოლის" ბავშვებიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! შეკრიბა, მიუზიკლის დადგმას აპირებდა. როგორც შემდგარი მომღერალი, მიმიწვია, რათა ბავშვებისთვის რაღაცები მესწავლებინა. სოფო სწორედ იქ გავიცანი.

- მისი შეყვარებაც ძნელი არ იქნებოდა...

- ჩემი? ნამდვილად (იცინის)! 2008 წელს დავქორწინდით.

- ქორწილი გქონდათ?

სოფო:

- ფორმალობები არ ყოფილა. 2 წლის მანძილზე 24 საათი ერთად ვიყავით და კარგად შევიცანით ერთმანეთი.

- ოჯახური ცხოვრების შესახებ მოლოდინი თუ გაგიმართლდათ?

მიშიკო:

- მარტივად გეტყვით: შობილი ვართ ერთმანეთისთვის, მეტი გამართლება რაღა უნდა იყოს?!

სოფო:

- შეიძლება ითქვას, როგორც ცოლ-ქმარი, უკეთესად ვართ...

მიშიკო:

- რატომ? შეყვარებულებიც ძალიან კარგად ვიყავით.

- მიშიკო, თქვენთვის რომელი უფრო მნიშვნელოვანია - სოფო, როგორც სრულყოფილი დედა და დიასახლისი, თუ სოფო, როგორც შემდგარი და წარმატებული მომღერალი?

- სოფო სრულყოფილი, შემდგარი და წარმატებული მომღერალიცაა და დიასახლისიც...

- ანუ ერთი მეორეს არ გამორიცხავს?

- არანაირად! ფანტასტიკური და შეიძლება, უკეთესი დიასახლისიცაა, ვიდრე მომღერალი...

სოფო:

- ეს რა თქვი?!. ანუ საჭმელს უკეთესად ვაკეთებ, ვიდრე ვმღერი?

- როგორ მღერით, ეს ყველამ კარგად ვიცით...

მიშიკო:

- და საჭმელს როგორ აკეთებ - ეს ხომ არ იციან? არა, ნამდვილად უნაკლო მყავს!

- როგორც ვიცი, პროფესიული თვალსაზრისითაც ბევრი რამ გაერთიანებთ...

- არა. მე ხომ კალატოზი ვარ (იცინის). მე ვარ მომღერალი, კომპოზიტორი და ფლეიტაზეც ვუკრავ - სამი საერთაშორისო კონკურსი მოვიგე, 4 წელი ანსამბლ "ივერიაში" ვმღეროდი. დღეს უფრო მეტად საზოგადოებრივად დატვირთული სოფოა, ჩემი პოპულარობის წლები წარსულში დარჩა. როცა მე პოპულარული ვიყავი, სოფო პატარა იყო. დღეს მთელი ჩემი ყურადღება მასზე მაქვს გადატანილი, პირად წარმატებაზე კი ნაკლებად ვფიქრობ.

- სოფო, შვილზე ფიქრი თუ გაგყოლიათ სახლიდან და ეს ხომ არ ასახულა სიმღერის სრულყოფილად შესრულებაზე?

- მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გადატვირთული რეჟიმის გამო ნიკუშა დღის განმავლობაში შეიძლება, საერთოდ ვერ ვნახო, მაინც ძალიან "მოწებებულია" ჩემზე... ვიცი, არასწორია, მაგრამ ღამეც ჩვენთან სძინავს. ისე არანორმალურად ვუყვარვარ, ჩემთან ყოფნით ვერ კმაყოფილდება. ამ ზაფხულს მე და მიშიკომ ქობულეთში დასვენება მარტო გადავწყვიტეთ და ნიკუშა 12 დღით დავტოვეთ. ეს ჩვენი განშორების ყველაზე დიდი პერიოდი იყო. ზღვაზე კარგად ვერთობოდი, მაგრამ ნიკუშა სულ მაკლდა, მისი ხმის გაგონებაზე ვტიროდი... როცა ჩამოვედი, ჩამეკრა და დიდხანს არ მომშორებია...

მიშიკო:

- თუ მომღერალი პროფესიონალია, შეიძლება, დიდი წუხილიც ჰქონდეს, მაგრამ ეს მაყურებელს არ უნდა აგრძნობინოს.

- რა შეცვალა თქვენს ცხოვრებაში შვილის დაბადებამ?

სოფო:

- მიუხედავად იმისა, რომ ჩემი კარიერით ვსუნთქავ და ვარსებობ, შვილის გამო შემიძლია, ნებისმიერ რამეზე ვთქვა უარი.

სოფო ბედია- რა საშუალებებით შეიძლება, დღეს წარმატებებს მიაღწიოს მომღერალმა?

- მე ამ მხრივ ძალიან გულწრფელი და ალალი ვარ. როცა პროფესიონალი შინაგანად კარგი ადამიანია და კარგ აურას "გამოსცემს", ეს მას უკანვე უბრუნდება. ამას ვგრძნობ. ხალხს ვუყვარვარ და ეს ყველაზე მთავარია.

მიშიკო:

- დღეს საქართველოს ერთი სახელი ჰქვია და ეს სახელი რესტორანია...

სოფო:

- რესტორანში ვმღერი, მაგრამ არა "რესტორნულ" სიმღერებს. დღეს ასეთი სიმღერები იყიდება. მესმის იმ ხალხის, ვისაც ეს მოსწონს, მაგრამ არ შეიძლება, ასეთი სიმღერების დიდ სცენაზე გადატანა.

- ეკრანზე სოფოს დანახვისას ნიკას როგორი რეაქცია აქვს?

სოფო:

- ძალიან უხარია და ეკრანს კოცნის ხოლმე...

- როცა ოჯახში რაიმე პრობლემა ჩნდება, რომელი თქვენგანია უფრო ემოციური და რომელი იწყებს გონებით სიტუაციის მართვას?

მიშიკო:

- ემოცია არც ერთს არ გვაკლია. საერთოდ, ყველა ნიჭიერ ადამიანს ახასიათებს ემოციურობა.

სოფო:

- ემოციური მიშიკო უფროა, მე ვამშვიდებ ხოლმე. საერთოდ, ოპტიმისტი ვარ. არ ღირს წვრილმანების გამო ნერვების მოშლა, თუმცა, ამას ყოველთვის ვერც მე ვარიდებ თავს, მით უმეტეს, როცა საქმე ჩემს პროფესიულ განვითარებას ეხება: გული მწყდება, როცა მინდა, უფრო აქტიური ვიყო და ამის საშუალება არ მეძლევა.

- როგორ ერთობით ხოლმე?

- ძალიან მიყვარს, როცა რესტორანში ვართ მეგობრებთან ერთად, ოღონდ გასართობად და არა - სამღერად. მშვიდად დასვენება არ მიყვარს, ჩემი დასვენება - აქტიური გართობაა.

მიშიკო:

- სოფოს ხათრით, ამ დროს ვცეკვავ კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ ცეკვა დიდად არ მხიბლავს.

- მიშიკო, სოფოს კარიერისთვის რომ გახდეს საჭირო, მიატოვებდით თქვენს საქმიანობას და წაჰყვებოდით საზღვარგარეთ?

- რა თქმა უნდა, დიდი სიხარულით. საქმეს იქაც ვიპოვი...

- არ გეგმავთ საზღვარგარეთ წასვლას?

სოფო:

- ბევრი შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! გვაქვს. რამდენიმე თვით მინსკშიც ვმღეროდით ერთად, ერთ-ერთ რესტორანში. ჩვენ უერთმანეთოდ არ შეგვიძლია და მარტო არსად წავალ. პირად ცხოვრებაში თუ ბედნიერი არ ვარ, ვერც ვიმღერებ.

მიშიკო:

- ოცნება ამიხდა და 12 სექტემბერს სტამბოლში მივდივართ, სტივ უანდერის კონცერტზე. არ ვიცი, კონცერტიდან გამოსული სრულ ჭკუაზე დავრჩები თუ არა (იცინის). მე პედაგოგი არასოდეს მყოლია, ერთადერთი პედაგოგი მყავდა და ეს უანდერი იყო.

სოფო:

- ზუსტად ვიცი, ორივე ტირილით მოვკვდებით (იცინის).

სოფო ბედია შვილთან ერთად- როგორ ფიქრობთ - ზომიერი ეჭვიანობა ნორმალურია ცოლ-ქმარს შორის? ზოგს ამის არსებობა აღიზიანებს, ზოგს კი - არარსებობა.

მიშიკო:

- ზომიერი ყველაფერი კარგია. თუ სულ არ ეჭვიანობ, ე.ი. არ გაინტერესებს. თუმცა, ავადმყოფურიც შემაწუხებელია ან როგორ უნდა ვიეჭვიანო, როცა 24 საათი ერთად ვართ?!

სოფო:

- ვერ ვიტყვი, რომ ძალიან უემოციო ვარ. რაღაც დოზით ეჭვიანიც გახლავართ, თუმცა მეუღლე ამის საბაბს არ მაძლევს. თავადაც არაფერში მზღუდავს. ალბათ, სხვა პროფესიის რომ ყოფილიყო, ასე კარგად ვერ გამიგებდა.

- თქვენი აზრით, რა არის ოჯახის სიმტკიცისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?

მიშიკო:

- ურთიერთგაგება და სიყვარული. თუმცა, ზოგჯერ არის სიყვარული და არ არის ურთიერთგაგება, რაც სიყვარულს, ადრე თუ გვიან, კლავს. უფლის წყალობით, ჩვენ ორივე გვაქვს.

- სოფო, ამბობთ, - როცა დარბაზში მიშიკოა, სულ მას ვუყურებ და ვუმღერიო. რა ხდება მაშინ, როცა მიშიკო არ არის დარბაზში?

მიშიკო:

- მაშინ თვალდახუჭული მღერის (იცინის)...

სოფო:

- როცა შეყვარებული არ ვიყავი, არც მაშინ ვმღეროდი ურიგოდ. თუმცა, როცა სიყვარულით ხარ სავსე, სულ სხვაგვარად მღერი.

- ითვალისწინებთ თუ არა ერთმანეთის რჩევებს ჩაცმასთან დაკავშირებით?

მიშიკო:

- ეს ისეთი მყავს, ყველაფერი უხდება (იცინის). ჩემგან არანაირი შეზღუდვა არა აქვს.

სოფო:

- მე სულ გაპრანჭული ვარ. რა თქმა უნდა, მას ვეპრანჭები.

მიშიკო:

- მარტო ეგეც არ არის. შენ სცენაზე დგახარ და სულ ფორმაში უნდა იყო. იმდენი ტანსაცმელი აქვს, ზოგჯერ არ მახსოვს, როდის რა აქვს ნაყიდი და ამაზე ბრაზდება ხოლმე (იცინის). მე მკაცრი, კლასიკური სტილი მაქვს. სპორტული ფეხსაცმლითა და ტანსაცმლით სარკეში რომ ჩავიხედო, შეიძლება, საკუთარი თავი სხვა მეგონოს და მივესალმო კიდეც... სოფო მაღაზიაშიც არ გავა მაკიაჟის გარეშე და ამას ძალიან ვაფასებ.

სოფო:

- დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი თითქმის არასდროს მაცვია. ზღვაზე კანს ვასვენებ და მაკიაჟს არ ვიკეთებ. როცა ასეთ ფორმაში ვარ, იმდენად ბავშვური სახე მაქვს, ვერ მცნობენ.

- თქვენს უახლოეს "ოჯახურ გეგმებში" რა შედის?

მიშიკო:

- ჯერ ახალი ავტომანქანის, მერე კი ახალი ბინის შეძენას ვაპირებთ.

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება