პოლიტიკა
მსოფლიო

28

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თორნიკე გორდაძე - ოპონენტებს შორის საგარეო პოლიტიკურ თემებზე დებატები არ იმართება, რაც ალბათ ინტელექტუალური რესურსის ნაკლებობაზე მეტყველებს
თორნიკე გორდაძე - ოპონენტებს შორის საგარეო პოლიტიკურ თემებზე დებატები არ იმართება, რაც ალბათ ინტელექტუალური რესურსის ნაკლებობაზე მეტყველებს

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში თორ­ნი­კე გორ­და­ძის გან­ცხა­დე­ბით, ცუ­დია, რომ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ პო­ლი­ტი­კურ ოპო­ნენ­ტებს შო­რის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კურ თე­მებ­ზე დე­ბა­ტე­ბი არ იმარ­თე­ბა.

რო­გორც სას­ტუმ­რო "ქორ­თი­არდ მა­რი­ოტ­ში", აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფო­რუ­მის - "სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი პლატ­ფორ­მის" კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გორ­და­ძემ გა­ნა­ცხა­და, ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით დე­ბა­ტე­ბი პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს შო­რის არა­საკ­მა­რი­სია, რაც ალ­ბათ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი რე­სურ­სის ნაკ­ლე­ბო­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს. მი­ნის­ტრის თქმით, პირ­ვე­ლი ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად, თა­ვი­სუფ­ლად და გამჭვირ­ვა­ლედ ჩა­ტა­რე­ბას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ისე - მის ფარ­გლებს გა­რეთ.

"ამ არ­ჩევ­ნებს სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბა დიდი ყუ­რა­დღე­ბით აკ­ვირ­დე­ბა და არ უნდა მივ­ცეთ სკეპ­ტი­კო­სებს სა­ბა­ბი იმი­სა, რომ ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი სივ­რცის­კენ სა­ქარ­თვე­ლოს სწრაფ­ვა შე­ფერ­ხდეს. სამ­წუ­ხა­როდ, ბოლო პე­რი­ოდ­ში სი­ძულ­ვილ­მა მო­ი­მა­ტა, ად­ვი­ლად ხდე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა. ჩემი პი­რა­დი თხოვ­ნა იქ­ნე­ბა, ამ ტი­პის რა­დი­კა­ლი­ზა­ცი­ი­სა და სი­ძულ­ვი­ლის აღ­მო­ფხვრას ყვე­ლამ ერ­თად შე­ვუ­წყოთ ხელი", - აღ­ნიშ­ნა გორ­და­ძემ.

მისი აზ­რით, არ­ჩევ­ნე­ბის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად და თა­ვი­სუფ­ლად ჩა­ტა­რე­ბა­ში დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა, რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ისე პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებ­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

"პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ჩვენ ყვე­ლას გვე­კის­რე­ბა და ამას არ უნდა გა­ვექ­ცეთ", - მი­მარ­თა ღო­ნის­ძი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ებს სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრმა.

ამას­თან, გორ­და­ძემ ყუ­რა­დღე­ბა იმა­ზეც გა­ა­მახ­ვი­ლა, რომ კა­ნონ­მდებ­ლო­ბის კუ­თხით დღე­ვან­დე­ლი სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მო ბევ­რად უფრო დახ­ვე­წი­ლია.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

თორნიკე გორდაძე - ოპონენტებს შორის საგარეო პოლიტიკურ თემებზე დებატები არ იმართება, რაც ალბათ ინტელექტუალური რესურსის ნაკლებობაზე მეტყველებს

თორნიკე გორდაძე - ოპონენტებს შორის საგარეო პოლიტიკურ თემებზე დებატები არ იმართება, რაც ალბათ ინტელექტუალური რესურსის ნაკლებობაზე მეტყველებს

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში თორნიკე გორდაძის განცხადებით, ცუდია, რომ წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ ოპონენტებს შორის საგარეო პოლიტიკურ თემებზე დებატები არ იმართება.

როგორც სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში", აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის - "საქართველოს ეროვნული პლატფორმის" კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გორდაძემ განაცხადა, ამ საკითხთან დაკავშირებით დებატები პოლიტიკურ პარტიებს შორის არასაკმარისია, რაც ალბათ ინტელექტუალური რესურსის ნაკლებობაზე მეტყველებს. მინისტრის თქმით, პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად, თავისუფლად და გამჭვირვალედ ჩატარებას დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - მის ფარგლებს გარეთ.

"ამ არჩევნებს საერთაშორისო თანამეგობრობა დიდი ყურადღებით აკვირდება და არ უნდა მივცეთ სკეპტიკოსებს საბაბი იმისა, რომ ევროატლანტიკური სივრცისკენ საქართველოს სწრაფვა შეფერხდეს. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში სიძულვილმა მოიმატა, ადვილად ხდება ადამიანებით მანიპულირება. ჩემი პირადი თხოვნა იქნება, ამ ტიპის რადიკალიზაციისა და სიძულვილის აღმოფხვრას ყველამ ერთად შევუწყოთ ხელი", - აღნიშნა გორდაძემ.

მისი აზრით, არჩევნების დემოკრატიულად და თავისუფლად ჩატარებაში დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება, როგორც ხელისუფლებას, ისე პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას.

"პასუხისმგებლობა ჩვენ ყველას გვეკისრება და ამას არ უნდა გავექცეთ", - მიმართა ღონისძიების მონაწილეებს სახელმწიფო მინისტრმა.

ამასთან, გორდაძემ ყურადღება იმაზეც გაამახვილა, რომ კანონმდებლობის კუთხით დღევანდელი საარჩევნო გარემო ბევრად უფრო დახვეწილია.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა