სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტუნისში აშშ-ის საელჩოსთან შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა
ტუნისში აშშ-ის საელჩოსთან შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა

ტუ­ნის­ში აშშ-ის სა­ელ­ჩოს­თან შე­ტა­კე­ბი­სას სამი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, 28 კი და­იჭ­რა. უცხო­უ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, შე­ტა­კე­ბა მას შემ­დეგ მოხ­და, რაც დე­მონ­სტრან­ტებ­მა სა­ელ­ჩოს შე­ნო­ბას ქვე­ბი და­უ­ში­ნეს.

ასე­ვე, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­მა დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მი­სი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც შე­აღ­წია, ფან­ჯრე­ბი ჩა­ამ­ტვრია და ხე­ებს ცე­ცხლი წა­უ­კი­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ცი­ამ ცრემლსა­დე­ნი გაზი გა­მო­ი­ყე­ნა, შემ­დეგ კი - ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღიც.

აშშ-მა სა­ელ­ჩოს დაც­ვა ტუ­ნის­შიც და რიგ არა­ბულ ქვეყ­ნებ­ში გა­აძ­ლი­ე­რა.

თავ­დას­ხმე­ბის სე­რია აშშ-ის სა­ელ­ჩო­ებ­ზე 11 სექ­ტემ­ბერს ლი­ბი­ი­დან და­ი­წყო, რა­საც ქა­ლაქ ბენ­ღა­ზი­ში აშშ-ის ელჩი კრის­ტო­ფერ სტი­ვენ­სი და მას­თან ერ­თად სამი დიპ­ლო­მა­ტი ემსხვერ­პლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დას­ხმის რამ­დე­ნი­მე ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია.

გუ­შინ აშშ-ის სა­ელ­ჩო­ებ­ზე თავ­დას­ხმე­ბი იყო ეგ­ვიპ­ტე­ში, იე­მენ­ში; სუ­დან­ში კი - დიდი ბრი­ტა­ნე­თი­სა და გერ­მა­ნი­ის სა­ელ­ჩო­ებ­ზე.

ფილ­მი "ის­ლა­მის უცოდ­ვე­ლო­ბა", რო­მე­ლიც ის­ლა­მურ ქვეყ­ნებ­ში მა­სობ­რი­ვი არე­უ­ლო­ბის მი­ზე­ზი გახ­და, მუ­ჰა­მედ წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის შე­სა­ხებ ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ის­ტო­რი­ა­ზეა აგე­ბუ­ლი. მუ­სულ­მა­ნუ­რი სამ­ყა­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ფილ­მს მუ­ჰა­მე­დის­თვის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლად მი­იჩ­ნე­ვენ და თავ­დას­ხმე­ბი აშშ-ის სა­ელ­ჩო­ებ­ზე ამის გამო ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ვერც ფილ­მის რე­ჟი­სორს მი­აკ­ვლი­ეს. პი­რის სა­ხე­ლი და გვა­რი, რო­მელ­მაც ფილ­მი გა­და­ი­ღო, გა­მო­გო­ნი­ლი აღ­მოჩ­ნდა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

ტუნისში აშშ-ის საელჩოსთან შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა

ტუნისში აშშ-ის საელჩოსთან შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა

ტუნისში აშშ-ის საელჩოსთან შეტაკებისას სამი ადამიანი დაიღუპა, 28 კი დაიჭრა. უცხოური მედიის ცნობით, შეტაკება მას შემდეგ მოხდა, რაც დემონსტრანტებმა საელჩოს შენობას ქვები დაუშინეს.

ასევე, რამდენიმე ადამიანმა დიპლომატიური მისიის ტერიტორიაზეც შეაღწია, ფანჯრები ჩაამტვრია და ხეებს ცეცხლი წაუკიდა. არსებული ინფორმაციით, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, შემდეგ კი - ცეცხლსასროლი იარაღიც.

აშშ-მა საელჩოს დაცვა ტუნისშიც და რიგ არაბულ ქვეყნებში გააძლიერა.

თავდასხმების სერია აშშ-ის საელჩოებზე 11 სექტემბერს ლიბიიდან დაიწყო, რასაც ქალაქ ბენღაზიში აშშ-ის ელჩი კრისტოფერ სტივენსი და მასთან ერთად სამი დიპლომატი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, თავდასხმის რამდენიმე ორგანიზატორი უკვე დაკავებულია.

გუშინ აშშ-ის საელჩოებზე თავდასხმები იყო ეგვიპტეში, იემენში; სუდანში კი - დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის საელჩოებზე.

ფილმი "ისლამის უცოდველობა", რომელიც ისლამურ ქვეყნებში მასობრივი არეულობის მიზეზი გახდა, მუჰამედ წინასწარმეტყველის შესახებ ალტერნატიულ ისტორიაზეა აგებული. მუსულმანური სამყაროს წარმომადგენლები ფილმს მუჰამედისთვის შეურაცხმყოფელად მიიჩნევენ და თავდასხმები აშშ-ის საელჩოებზე ამის გამო ხორციელდება.

ჟურნალისტებმა ვერც ფილმის რეჟისორს მიაკვლიეს. პირის სახელი და გვარი, რომელმაც ფილმი გადაიღო, გამოგონილი აღმოჩნდა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა