საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფოთისა და ხობის ეპარქია ფოთის საკათედრო ტაძართან მომხდარი ინციდენტის მიზეზად ჟურნალისტის ქცევას ასახელებს
 ფოთისა და ხობის ეპარქია ფოთის საკათედრო ტაძართან მომხდარი ინციდენტის მიზეზად ჟურნალისტის ქცევას ასახელებს

ფო­თი­სა და ხო­ბის ეპარ­ქია ფო­თის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­თან მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის მი­ზე­ზად ჟურ­ნა­ლის­ტის ქცე­ვას ასა­ხე­ლებს. 13 სექ­ტემ­ბერს, გვი­ან ღა­მით მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით , რომ­ლის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა დღეს სა­ა­გენ­ტო TSmpress-მა გა­ავ­რცე­ლა, ეპარ­ქი­ის სამ­დივ­ნო სპე­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ფო­თი­სა და ხო­ბის მიტ­რო­პო­ლი­ტი, მა­ღალ­ყოვ­ლა­დუ­სამ­ღვდე­ლო­ე­სი გრი­გო­ლი თან­მხლებ პი­რებ­თან ერ­თად ათ­ვა­ლი­ე­რებ­და სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­სა და მის ეზო­ში მიმ­დი­ნა­რე სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ებს, რო­დე­საც მღვდელმთავ­რის­გან ტაძ­რის ეზო­ში მი­სულ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ინ­ტერ­ვი­უს აღე­ბა ითხო­ვეს. მათ მიტ­რო­პო­ლი­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა თა­ვა­ზი­ა­ნად გა­ნუ­მარ­ტა, რომ უკვე გვი­ა­ნი იყო და ინ­ტერ­ვიუ არ შედ­გე­ბო­და. ასე გან­მე­ორ­და ორ­ჯერ. მას შემ­დეგ, რაც მღვდელმთა­ვარ­მა მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შა­ო­ე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა და­ას­რუ­ლა, ტაძ­რის გა­ლავ­ნის ცენ­ტრა­ლუ­რი გა­სას­ვლე­ლის­კენ გა­ე­მარ­თა.

"გზად მი­მა­ვალ მღვდელმთა­ვარ­თან მი­ახ­ლო­ე­ბას ცდი­ლობ­დნენ მო­მარ­თუ­ლი გა­დამ­ღე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, რო­მელ­თაც კვლავ გა­ნუ­მარ­ტეს, რომ ამის გა­კე­თე­ბა არ არის სა­ჭი­რო, თუმ­ცა, ერთ-ერ­თმა მათ­გან­მა ბო­რო­ტად ისარ­გებ­ლა იქ მყოფ სა­სუ­ლი­ე­რო და სა­ე­რო პირ­თა მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ტო­ნით და თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი ქცე­ვით, კად­ნი­ე­რად მი­იჭ­რა მღვდელმთა­ვარ­თან და ეს იმ­დე­ნად მო­უ­რი­დებ­ლად და თავ­ხე­დუ­რად გა­ა­კე­თა, რომ მე­უ­ფეს გა­და­ად­გი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა აღარ მი­ე­ცა. ამ დროს მე­უ­ფე წაქ­ცე­ვას სა­ო­ცა­რი ძა­ლის­ხმე­ვით გა­დარ­ჩა, თუმ­ცა ჟურ­ნა­ლის­ტის­თვის არა­ფე­რი უთ­ქვამს, გარ­და იმი­სა, რომ გა­ე­ტა­რე­ბი­ნათ. ამას მოჰ­ყვა თვით ამ ჟურ­ნა­ლის­ტის ის­ტე­რი­უ­ლი ქმე­დე­ბა. მომ­ხდარ­მა და­აბ­ნია მღვდელმთავ­რის თან­მხლე­ბი სა­ე­რო და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი და ერთ-ერ­თმა სა­სუ­ლი­ე­რო პირ­მა სცა­და ჟურ­ნა­ლის­ტის გა­ჩე­რე­ბა. მას შემ­დეგ კი, რაც ეს ვერ მო­ა­ხერ­ხა, გა­დამ­ღე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბა გა­და­უგ­დო და ამა­ზე თა­ვად ძა­ლი­ან წუხს", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ეპარ­ქი­ის სამ­დივ­ნოს გან­მარ­ტე­ბით, კა­მე­რის გა­დაგ­დე­ბის შემ­დეგ, ჟურ­ნა­ლის­ტმა მო­ძებ­ნა გა­დაგ­დე­ბუ­ლი გა­დამ­ღე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბა, ამო­ი­ღო მეხ­სი­ე­რე­ბის ბა­რა­თი, და­ზი­ა­ნე­ბის მიზ­ნით იქვე ქვა­ფე­ნილ­ზე და­აგ­დო, უკვე და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი აპა­რა­ტის აღე­ბის მო­მენ­ტი კი მე­ო­რე ჟურ­ნა­ლის­ტმა გა­და­ი­ღო.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი იმ­დე­ნად აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლია, რომ მისი კო­მენ­ტა­რის­გან ეპარ­ქია თავს იკა­ვებს და გან­ცხა­დე­ბას მხო­ლოდ ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­მარ­თლი­ა­ნი და სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ინ­ტე­რე­სის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის მიზ­ნით აქ­ვეყ­ნებს. "ამით კი სი­ცხა­დე შეგ­ვაქვს იმა­ში, რაც გან­გებ საკ­მა­ოდ და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლად და ტენ­დენ­ცი­უ­რად მი­ე­წო­და სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო­ებს", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ამას­თან, ეპარ­ქი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბა ჩა­ი­დი­ნეს, თა­ვი­დან­ვე აქ­ტი­უ­რად იყ­ვნენ და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი ეკ­ლე­სი­ას­თან ფო­თის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის დაბ­რუ­ნე­ბის იდე­ის გამო და ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობ­დნენ ჩირ­ქი მო­ე­ცხოთ მღვდელმთავ­რის­თვის, რო­მე­ლიც ეპარ­ქი­ის სუ­ლი­ე­რი აღორ­ძი­ნე­ბის­თვის იღწ­ვის.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ფოთისა და ხობის ეპარქია ფოთის საკათედრო ტაძართან მომხდარი ინციდენტის მიზეზად ჟურნალისტის ქცევას ასახელებს

 ფოთისა და ხობის ეპარქია ფოთის საკათედრო ტაძართან მომხდარი ინციდენტის მიზეზად ჟურნალისტის ქცევას ასახელებს

ფოთისა და ხობის ეპარქია ფოთის საკათედრო ტაძართან მომხდარი ინციდენტის მიზეზად ჟურნალისტის ქცევას ასახელებს. 13 სექტემბერს, გვიან ღამით მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით , რომლის ამსახველი ვიდეომასალა დღეს სააგენტო TSmpress-მა გაავრცელა, ეპარქიის სამდივნო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლი თანმხლებ პირებთან ერთად ათვალიერებდა საკათედრო ტაძარსა და მის ეზოში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, როდესაც მღვდელმთავრისგან ტაძრის ეზოში მისულმა ჟურნალისტებმა ინტერვიუს აღება ითხოვეს. მათ მიტროპოლიტის წარმომადგენელმა თავაზიანად განუმარტა, რომ უკვე გვიანი იყო და ინტერვიუ არ შედგებოდა. ასე განმეორდა ორჯერ. მას შემდეგ, რაც მღვდელმთავარმა მიმდინარე სამუშაოების დათვალიერება დაასრულა, ტაძრის გალავნის ცენტრალური გასასვლელისკენ გაემართა.

"გზად მიმავალ მღვდელმთავართან მიახლოებას ცდილობდნენ მომართული გადამღები საშუალებებით შეიარაღებული ჟურნალისტები, რომელთაც კვლავ განუმარტეს, რომ ამის გაკეთება არ არის საჭირო, თუმცა, ერთ-ერთმა მათგანმა ბოროტად ისარგებლა იქ მყოფ სასულიერო და საერო პირთა მოკრძალებული ტონით და თავშეკავებული ქცევით, კადნიერად მიიჭრა მღვდელმთავართან და ეს იმდენად მოურიდებლად და თავხედურად გააკეთა, რომ მეუფეს გადაადგილების საშუალება აღარ მიეცა. ამ დროს მეუფე წაქცევას საოცარი ძალისხმევით გადარჩა, თუმცა ჟურნალისტისთვის არაფერი უთქვამს, გარდა იმისა, რომ გაეტარებინათ. ამას მოჰყვა თვით ამ ჟურნალისტის ისტერიული ქმედება. მომხდარმა დააბნია მღვდელმთავრის თანმხლები საერო და სასულიერო პირები და ერთ-ერთმა სასულიერო პირმა სცადა ჟურნალისტის გაჩერება. მას შემდეგ კი, რაც ეს ვერ მოახერხა, გადამღები საშუალება გადაუგდო და ამაზე თავად ძალიან წუხს", - ნათქვამია განცხადებაში.

ეპარქიის სამდივნოს განმარტებით, კამერის გადაგდების შემდეგ, ჟურნალისტმა მოძებნა გადაგდებული გადამღები საშუალება, ამოიღო მეხსიერების ბარათი, დაზიანების მიზნით იქვე ქვაფენილზე დააგდო, უკვე დაზიანებული აპარატის აღების მომენტი კი მეორე ჟურნალისტმა გადაიღო.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ფაქტი იმდენად აღმაშფოთებელია, რომ მისი კომენტარისგან ეპარქია თავს იკავებს და განცხადებას მხოლოდ ფართო საზოგადოების სამართლიანი და საფუძვლიანი ინტერესის დაკმაყოფილების მიზნით აქვეყნებს. "ამით კი სიცხადე შეგვაქვს იმაში, რაც განგებ საკმაოდ დამახინჯებულად და ტენდენციურად მიეწოდა საინფორმაციო სააგენტოებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, ეპარქიაში აცხადებენ, რომ ადამიანები, რომელთაც პროვოკაციული ქმედება ჩაიდინეს, თავიდანვე აქტიურად იყვნენ დაპირისპირებული ეკლესიასთან ფოთის საკათედრო ტაძრის დაბრუნების იდეის გამო და ყველანაირად ცდილობდნენ ჩირქი მოეცხოთ მღვდელმთავრისთვის, რომელიც ეპარქიის სულიერი აღორძინებისთვის იღწვის.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"