საზოგადოება
მსოფლიო

18

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეშინია, სამსახურიდან არ გამაგდონ, თორემ მიშას დანახვა და ტაშის დაკვრა 40 გრადუს სიცხეში სულაც არ მიხარია"
"მეშინია, სამსახურიდან არ გამაგდონ, თორემ მიშას დანახვა და ტაშის დაკვრა 40 გრადუს სიცხეში სულაც არ მიხარია"

სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, 2012 წლის 8 სექ­ტემ­ბე­რი სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში ოქ­როს თუ არა, "ლა­ტუ­ნის" კალ­მით მა­ინც ჩა­ი­წე­რე­ბა. ამ დღეს "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ყრი­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­ში (ზუგ­დიდ­ში, ოზურ­გეთ­ში, ბა­თუმ­ში, ახალ­ცი­ხე­ში, გორ­ში, თე­ლავ­ში, რუს­თავ­ში, მცხე­თა­ში, თბი­ლის­სა და ქუ­თა­ის­ში) გა­ი­მარ­თა. სხვა ქა­ლა­ქე­ბის მსგავ­სად, ერთი შე­ხედ­ვით, იგი ქუ­თა­ის­შიც პომ­პე­ზუ­რი და მას­შტა­ბუ­რი იყო.

8 სექ­ტემ­ბერს, ყრი­ლო­ბის დღეს, იმე­რე­თის რე­გი­ონ­ში სოფ­ლე­ბი­სა და რა­ი­ო­ნე­ბის გამ­გებ­ლებ­მა, ასე­ვე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­მა გაღ­ვი­ძე­ბა მამ­ლის ყი­ვილს და­ას­წრეს. ან კი რა და­ა­ძი­ნებ­დათ? იმ დღეს წყდე­ბო­და მათი ბედი - სა­ფი­ცა­რი პარ­ტი­ის გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში დარ­ჩე­ბოდ­ნენ თუ არა თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე. რო­გორც თერ­ჯო­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ გო­დოგ­ნის მკვიდრმა ნა­თე­ლა ქა­მუ­შა­ძემ გვი­თხრა, სოფ­ლის გამ­გე­ბელ­მა სის­ხამ დი­ლით სო­ფელ­ში საყ­ვი­რით ჩა­მო­ი­ა­რა და მო­სახ­ლე­ო­ბას ქუ­თა­ის­ში, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ყრი­ლო­ბა­ზე უფა­სოდ წაყ­ვა­ნას სთა­ვა­ზობ­და - პრე­ზი­დენტს სურს თქვენ­თან შეხ­ვედ­რა და თქვე­ნი პრობ­ლე­მე­ბის მოს­მე­ნაო. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რამ­დე­ნი­მე მო­ქა­ლა­ქეს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მა­ი­სურ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი ძაღ­ლიც კი ჰყავ­და წა­მოყ­ვა­ნი­ლი.

"სო­ფელ გო­დოგ­ნი­დან ჩა­მოგ­ვიყ­ვა­ნეს. დღეს დი­ლით საყ­ვი­რე­ბით ჩა­მო­ი­ა­რეს, აბა, ვის უნდა მი­შას­თან შეხ­ვედ­რაო, და წა­მო­ვე­დით ოთხი ავ­ტო­ბუ­სით. იმე­დია, პრე­ზი­დენ­ტთან შეხ­ვედ­რას მო­ვა­ხერ­ხებთ. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, გამ­გე­ბე­ლი დაგვპირ­და, აუ­ცი­ლებ­ლად შეხ­ვდე­ბი­თო" - გვი­თხრა ქალ­ბა­ტონ­მა ნა­თე­ლა ქა­მუ­შა­ძემ ღო­ნის­ძი­ე­ბის და­წყე­ბის წინ.

პრე­ზი­დენ­ტსა და მის მე­უღ­ლეს ქუ­თა­ის­ში დღის 15:00 სა­ა­თი­სათ­ვის ელოდ­ნენ, თუმ­ცა რა­ი­ო­ნე­ბი­დან ხალ­ხი უკვე შუ­ა­დღის 12 სა­ათ­ზე ჩა­მო­იყ­ვა­ნეს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯე­ბი­რით შე­მო­კა­ვე­ბუ­ლი ცენ­ტრა­ლუ­რი მო­ედ­ნი­დან ხალ­ხს დაც­ვის პო­ლი­ცია აღარ უშ­ვებ­და, მათ არც წყა­ლი ჰქონ­დათ და მზეც უმო­წყა­ლოდ აცხუ­ნებ­და.

"დი­ლის 11 სა­ა­თის მერე აქ ვარ, წყურ­ვი­ლით ვკვდე­ბი და უფ­ლე­ბას არ მაძ­ლე­ვენ, გა­რეთ გა­მო­ვი­დე. ასე მე­უბ­ნე­ბი­ან, უკან აღარ შე­მოხ­ვა­ლო. ვერც ვე­რა­ვინ და­ვი­ნა­ხე ნაც­ნო­ბი, წყა­ლი მა­ინც რომ გად­მო­მა­წო­დოს" - გვი­თხრა ჭი­ა­თუ­რი­დან ჩა­მო­სულ­მა ცი­ა­ლა ამ­ბრო­ლა­ძემ.

ყრი­ლო­ბა­ზე შეკ­რე­ბილ ადა­მი­ან­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა სკო­ლის პე­და­გო­გე­ბი, დი­რექ­ტო­რე­ბი, ბაგა-ბა­ღე­ბის აღ­მზრდე­ლე­ბი, საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რე­ბი, მე­რი­ი­სა და გუ­ბერ­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და იმე­რე­თის სხვა­დას­ხვა სოფ­ლის მცხოვ­რებ­ნი იყ­ვნენ, რომ­ლე­ბიც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წი­თელ და თეთრ, ხუთ­ნომ­რი­ან მა­ი­სუ­რებ­ში იწო­ნებ­დნენ თავს.

"სკო­ლა­ში ვმუ­შა­ობ და დი­რექ­ტორ­მა მი­თხრა, სკო­ლი­დან 20 პე­და­გო­გი მა­ინც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოთ პარ­ტი­ის ყრი­ლო­ბა­ზეო, მი­ლი­ო­ნი საქ­მე მქონ­და სახ­ლში, მაგ­რამ რა მექ­ნა, წა­მო­ვე­დი მა­ინც. ამათ მტე­რი გა­და­ე­კი­და, მე­ში­ნია, სამ­სა­ხუ­რი­დან არ გა­მაგ­დონ, თო­რემ მი­შას და­ნახ­ვა და ტა­შის დაკ­ვრა 40 გრა­დუს სი­ცხე­ში სულ არ მი­ხა­რია." - ამ­ბობს ქალ­ბა­ტო­ნი დალი.

ქუ­თა­ის­ში ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის კუ­ლუ­ა­რებ­ში სა­უბ­რობ­დნენ იმა­ზე, რომ ქუ­თა­ი­სის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­დატ გი­ორ­გი თევ­დო­რა­ძეს პრე­ზი­დენ­ტი წა­რად­გენ­და, მაგ­რამ ასე არ მოხ­და და ეს მი­სია კაკო ბო­ბო­ხი­ძემ იტ­ვირ­თა. თევ­დო­რა­ძემ კი სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას აქ­ცენ­ტე­ბი კვლავ წარ­სუ­ლი­სა და მო­მავ­ლის ჭი­დილ­ზე გა­ა­კე­თა.

ქუ­თა­ი­სის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტის შემ­დეგ სი­ტყვით სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი გა­მო­ვი­და.

"ვი­საც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვის კერ­ძო სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზად გა­და­კე­თე­ბა სურს, ჩა­ი­კე­ტოს თა­ვის სტუ­დი­ა­ში და იქ ჩა­წე­როს და იმ­ღე­როს თა­ვი­სი უნი­ჭო სიმ­ღე­რე­ბი. ჩვენ გვინ­და, აქ იყოს პო­ლი­ტი­კურ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ცენ­ტრი. ვი­საც იმე­დი ჰქონ­და, რომ იმის გამო, რომ ქუ­თა­ი­სი მათ გაჰ­ყვე­ბო­და და დღეს აქ ხალ­ხი არ მო­ვი­დო­და, გინ­და ზე­მო­დან გა­და­ი­ღეთ, გინ­დათ კოს­მო­სი­დან შე­ხე­დეთ, და­ი­ნა­ხავთ, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნია დღეს აქ მო­სუ­ლი. ხალ­ხი, ვინც მო­მავ­ლის პერ­სპექ­ტი­ვას ხე­დავ­ს, მას წარ­სულ­ში დაბ­რუ­ნე­ბა არ სურს" - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

ქუ­თა­ის­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ყრი­ლო­ბა, რომ­ლის­თვი­საც პარ­ტია რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ემ­ზა­დე­ბო­და, 25 წუთს გაგ­რძელ­და, რის გა­მოც რე­გი­ო­ნე­ბი­დან ჩა­მო­სუ­ლი აქ­ტი­ვის­ტე­ბი უკ­მა­ყო­ფი­ლო დარ­ჩნენ. მათი გან­ცხა­დე­ბით, ისი­ნი დი­ლი­დან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყ­ვნენ ქა­ლაქ­ში და იმე­რე­თის გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მის წარ­დგე­ნას ელოდ­ნენ, ყრი­ლო­ბა კი რამ­დე­ნი­მე წუთ­ში დას­რულ­და.

P.S. იმე­რე­თის რა­ი­ო­ნე­ბი­დან ჩა­მოყ­ვა­ნი­ლ ათა­სო­ბით ადა­მი­ანს, ყრი­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბის­თან­ვე, მად­ლო­ბის ნიშ­ნად მი­ნე­რა­ლუ­რი წყლით სავ­სე ბოთ­ლე­ბი და­უ­რი­გეს, შემ­დეგ თა­ვი­ანთ რა­ი­ო­ნებ­ში წა­იყ­ვა­ნეს. ქუ­თა­ი­სის ცენ­ტრა­ლურ მო­ე­დან­ზე კი ცე­ლო­ფა­ნის პარ­კე­ბი და ბოთ­ლე­ბი დახ­ვავ­და...

ირაკ­ლი ვა­ჩი­ბე­რა­ძე ქუ­თა­ი­სი­დან

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

"მეშინია, სამსახურიდან არ გამაგდონ, თორემ მიშას დანახვა და ტაშის დაკვრა 40 გრადუს სიცხეში სულაც არ მიხარია"

"მეშინია, სამსახურიდან არ გამაგდონ, თორემ მიშას დანახვა და ტაშის დაკვრა 40 გრადუს სიცხეში სულაც არ მიხარია"

საპარლამენტო არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვების შემთხვევაში, 2012 წლის 8 სექტემბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში ოქროს თუ არა, "ლატუნის" კალმით მაინც ჩაიწერება. ამ დღეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა საქართველოს რამდენიმე ქალაქში (ზუგდიდში, ოზურგეთში, ბათუმში, ახალციხეში, გორში, თელავში, რუსთავში, მცხეთაში, თბილისსა და ქუთაისში) გაიმართა. სხვა ქალაქების მსგავსად, ერთი შეხედვით, იგი ქუთაისშიც პომპეზური და მასშტაბური იყო.

8 სექტემბერს, ყრილობის დღეს, იმერეთის რეგიონში სოფლებისა და რაიონების გამგებლებმა, ასევე მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა გაღვიძება მამლის ყივილს დაასწრეს. ან კი რა დააძინებდათ? იმ დღეს წყდებოდა მათი ბედი - საფიცარი პარტიის გამარჯვების შემთხვევაში დარჩებოდნენ თუ არა თანამდებობებზე. როგორც თერჯოლის რაიონის სოფელ გოდოგნის მკვიდრმა ნათელა ქამუშაძემ გვითხრა, სოფლის გამგებელმა სისხამ დილით სოფელში საყვირით ჩამოიარა და მოსახლეობას ქუთაისში, "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე უფასოდ წაყვანას სთავაზობდა - პრეზიდენტს სურს თქვენთან შეხვედრა და თქვენი პრობლემების მოსმენაო. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე მოქალაქეს "ნაციონალური მოძრაობის" მაისურში გამოწყობილი ძაღლიც კი ჰყავდა წამოყვანილი.

"სოფელ გოდოგნიდან ჩამოგვიყვანეს. დღეს დილით საყვირებით ჩამოიარეს, აბა, ვის უნდა მიშასთან შეხვედრაო, და წამოვედით ოთხი ავტობუსით. იმედია, პრეზიდენტთან შეხვედრას მოვახერხებთ. ყოველ შემთხვევაში, გამგებელი დაგვპირდა, აუცილებლად შეხვდებითო" - გვითხრა ქალბატონმა ნათელა ქამუშაძემ ღონისძიების დაწყების წინ.

პრეზიდენტსა და მის მეუღლეს ქუთაისში დღის 15:00 საათისათვის ელოდნენ, თუმცა რაიონებიდან ხალხი უკვე შუადღის 12 საათზე ჩამოიყვანეს. აღსანიშნავია ისიც, რომ სპეციალური ჯებირით შემოკავებული ცენტრალური მოედნიდან ხალხს დაცვის პოლიცია აღარ უშვებდა, მათ არც წყალი ჰქონდათ და მზეც უმოწყალოდ აცხუნებდა.

"დილის 11 საათის მერე აქ ვარ, წყურვილით ვკვდები და უფლებას არ მაძლევენ, გარეთ გამოვიდე. ასე მეუბნებიან, უკან აღარ შემოხვალო. ვერც ვერავინ დავინახე ნაცნობი, წყალი მაინც რომ გადმომაწოდოს" - გვითხრა ჭიათურიდან ჩამოსულმა ციალა ამბროლაძემ.

ყრილობაზე შეკრებილ ადამიანთა უმრავლესობა სკოლის პედაგოგები, დირექტორები, ბაგა-ბაღების აღმზრდელები, საკრებულოს წევრები, მერიისა და გუბერნიის თანამშრომლები და იმერეთის სხვადასხვა სოფლის მცხოვრებნი იყვნენ, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" წითელ და თეთრ, ხუთნომრიან მაისურებში იწონებდნენ თავს.

"სკოლაში ვმუშაობ და დირექტორმა მითხრა, სკოლიდან 20 პედაგოგი მაინც აუცილებლად უნდა იყოთ პარტიის ყრილობაზეო, მილიონი საქმე მქონდა სახლში, მაგრამ რა მექნა, წამოვედი მაინც. ამათ მტერი გადაეკიდა, მეშინია, სამსახურიდან არ გამაგდონ, თორემ მიშას დანახვა და ტაშის დაკვრა 40 გრადუს სიცხეში სულ არ მიხარია." - ამბობს ქალბატონი დალი.

ქუთაისში ადგილობრივი თვითმმარ­თვე­ლო­ბის კულუარებში საუბრობდნენ იმაზე, რომ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გიორგი თევდორაძეს პრეზიდენტი წარადგენდა, მაგრამ ასე არ მოხდა და ეს მისია კაკო ბობოხიძემ იტვირთა. თევდორაძემ კი სიტყვით გამოსვლისას აქცენტები კვლავ წარსულისა და მომავლის ჭიდილზე გააკეთა.

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შემდეგ სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდა.

"ვისაც მთელი საქართველოს თავის კერძო საკონცერტო დარბაზად გადაკეთება სურს, ჩაიკეტოს თავის სტუდიაში და იქ ჩაწეროს და იმღეროს თავისი უნიჭო სიმღერები. ჩვენ გვინდა, აქ იყოს პოლიტიკურ-დემოკრატიული ცენტრი. ვისაც იმედი ჰქონდა, რომ იმის გამო, რომ ქუთაისი მათ გაჰყვებოდა და დღეს აქ ხალხი არ მოვიდოდა, გინდა ზემოდან გადაიღეთ, გინდათ კოსმოსიდან შეხედეთ, დაინახავთ, რამდენი ადამიანია დღეს აქ მოსული. ხალხი, ვინც მომავლის პერსპექტივას ხედავ­ს, მას წარსულში დაბრუნება არ სურს" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ქუთაისში "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა, რომლისთვისაც პარტია რამდენიმე დღის განმავლობაში ემზადებოდა, 25 წუთს გაგრძელდა, რის გამოც რეგიონებიდან ჩამოსული აქტივისტები უკმაყოფილო დარჩნენ. მათი განცხადებით, ისინი დილიდან მობილიზებული იყვნენ ქალაქში და იმერეთის განვითარების გეგმის წარდგენას ელოდნენ, ყრილობა კი რამდენიმე წუთში დასრულდა.

P.S. იმერეთის რაიონებიდან ჩამოყვანი­ლ ათასობით ადამიანს, ყრილობის დასრულებისთანვე, მადლობის ნიშნად მინერალური წყლით სავსე ბოთლები დაურიგეს, შემდეგ თავიანთ რაიონებში წაიყვანეს. ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე კი ცელოფანის პარკები და ბოთლები დახვავდა...

ირაკლი ვაჩიბერაძე ქუთაისიდან

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"