სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ შუქს ჩა­მიქ­რობს, კვლავ აინ­თე­ბა, ოღონდ სა­ა­კაშ­ვი­ლი კი არა, ჩვენ, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ავან­თებთ!"

კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტი აჭა­რის უმაღ­ლეს საბ­ჭო­ში, მხატ­ვა­რი კა­კო ძნე­ლა­ძე აჭა­რა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ პრო­ცე­სებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- დღე­ვან­დე­ლო­ბა ირ­ლან­დი­ე­ლი მწერ­ლის, სე­მი­უ­ელ ბე­კე­ტის ნა­წარ­მო­ებს - "გო­დოს მო­ლო­დინ­ში" მახ­სე­ნებ­ს. ეს­ტა­გო­ნი და ვლა­დი­მი­რი რომ სა­უბ­რო­ბენ: - კი, მო­ვა! - რა იცი, რომ მო­ვა? - ხომ დაგ­ვპირ­და, რომ მო­ვა­ო. ა­ი, ასე­თი ვი­თა­რე­ბაა აჭა­რა­ში. აჭა­რე­ლი ხალ­ხი სი­ახ­ლის, უკე­თე­სო­ბის მო­ლო­დინ­ში­ა.

- თუმ­ცა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ამა­ყობს, რომ ბა­თუ­მი ნი­ცას "და­ამ­სგავ­სა", გა­ა­ნა­თა და ა.შ.

- ამ გა­ნა­თე­ბას "ეჭ­ვი­ა­ნი გა­ნა­თე­ბა" ვუ­წო­დე, რაც ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ვერ გა­ი­გო. ქუ­ჩე­ბი გა­ნა­თე­ბუ­ლი­ა, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნე­ბის გულ­ში სრუ­ლი სიბ­ნე­ლე­ა. სა­ა­კაშ­ვი­ლი ამა­ყობს, ბა­თუ­მი გა­ვა­ნა­თე­ო, უამ­რავ ბა­თუ­მელს კი სწო­რედ ამ გა­ნა­თე­ბით ჩა­უქ­რო სულ­ში შუ­ქი. გა­ნა­თე­ბუ­ლი ბა­თუ­მი მე­ძა­ო­ბის­კენ, კა­ზი­ნო­ე­ბის­კენ, სი­ბინ­ძუ­რის­კენ, გარ­ყვნი­ლე­ბის­კენ მი­ე­ქა­ნე­ბა. არ მეს­მის, კულ­ტუ­რას რას ეძა­ხი­ან, ნუ­თუ კულ­ტუ­რა ჭა­მა­სა და სექ­სში აი­სა­ხე­ბა?! აჭა­რის მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა სა­ა­კაშ­ვი­ლის დაკ­ვე­თე­ბის შეს­რუ­ლე­ბით მო­ი­პო­ვეს უზ­რუნ­ვე­ლად ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბა და სა­ა­კაშ­ვი­ლიც კმა­ყო­ფი­ლი­ა. ბა­თუმ­ში ყვე­ლა­ფე­რი უსულ­გუ­ლოდ კეთ­დე­ბა,­ მა­ხინ­ჯდე­ბა ქა­ლა­ქი და ასე ცდი­ლო­ბენ ბა­თუ­მელ­თა სულ­ში სი­ნათ­ლის ჩაქ­რო­ბას. შე­იძ­ლე­ბა ამ სიტყ­ვე­ბის გა­მო ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გამ­კიცხ­ოს და ბა­თუ­მის "აღ­მშე­ნებ­ლო­ბის" გაკ­რი­ტი­კე­ბა­ში დამ­დოს ბრა­ლი, მაგ­რამ რა სა­ნა­ხა­ვია კა­ფე­ლით მო­პირ­კე­თე­ბუ­ლი სახ­ლე­ბის ფა­სა­დე­ბი? კი, აშე­ნე­ბენ მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ან სახ­ლებს ბა­თუ­მის ცენ­ტში, მაგ­რამ ნა­ხეთ, ვინ­მე თუ ცხოვ­რობს იქ. ისე­თი ფა­სე­ბი ადევს ბი­ნებს, ვინ იყი­დის? წმინ­და ბარ­ბა­რეს ეკ­ლე­სი­ის მახ­ლობ­ლად 2 წლის წინ აშენ­და სახ­ლე­ბი, მაგ­რამ ღა­მით გა­ხე­დეთ, ერთ ბი­ნა­ში ვერ და­ი­ნა­ხავთ შუქს.

- ბა­თუმ­ში ნაც­მოძ­რა­ო­ბის მხარ­დამ­ჭერ აქ­ცი­ა­ზე პრე­ზი­დენ­ტმა რამ­დენ­ჯერ­მე გახ­სე­ნათ. უფ­რო ზუს­ტად, თქვე­ნი მი­სა­მარ­თით ის­რო­ლა რეპ­ლი­კა...

- იმი­ტომ ამო­მი­ჩე­მა, რომ გულ­ზე მოხ­ვდა ჩე­მი სიტყ­ვე­ბი, რო­მე­ლიც ბა­თუმ­ში გა­მარ­თულ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აქ­ცი­ა­ზე ვთქვი. ჩემს ქა­ლაქს სიყ­ვა­რუ­ლი ავუხ­სე­ნი, გულ­წრფე­ლი ვი­ყა­ვი და შე­ვე­ცა­დე, სი­ყალ­ბე და­მე­მარ­ცხე­ბი­ნა.

- სა­ა­კაშ­ვი­ლი დაგ­პირ­დათ, რომ ჩაზ­ნე­ქილ სკამს შინ და­გიდ­გამთ, სა­მა­გი­ე­როდ, შუქს გა­გი­თი­შავთ...

- სა­ინ­ტე­რე­სო­ა, ზურ­გჩაზ­ნე­ქი­ლი სკა­მე­ბი რომ მეთ­ქვა, მე­რე რა­ღას იტყ­ო­და სა­ა­კაშ­ვი­ლი? სხვა­თა შო­რის, ბულ­ვარ­ში ეს სკა­მე­ბი ჩი­ნუ­რი უხა­რის­ხო სკა­მე­ბით ჩა­ა­ნაც­ვლეს, რო­მელ­შიც უამ­რა­ვი თან­ხა გა­და­ი­ხა­დეს და უკ­ვე იმ­ტვრე­ვა. რაც შე­ე­ხე­ბა პრე­ზი­დენ­ტის "და­პი­რე­ბას", ჩა­მიქ­როს შუ­ქი, ჩვენ, ქარ­თვე­ლე­ბი, ისე­დაც მიჩ­ვე­უ­ლი ვართ ამას - მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უშუ­ქ­ოდ ვცხოვ­რობ­დით­. ა­სე რომ, თუ შუქს ჩა­მიქ­რობს, კვლავ აინ­თე­ბა, ოღონდ სა­ა­კაშ­ვი­ლი კი არა, ჩვენ, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ავ­ან­თებთ!

- ამ აქ­ცი­ა­ზე საკ­მა­ოდ ბევ­რი ხალ­ხი მი­ვი­და...

- მხო­ლოდ 10 პრო­ცენ­ტი თუ მი­ვი­დო­და თა­ვი­სი ნე­ბით, და­ნარ­ჩე­ნი ძა­ლით მი­იყ­ვა­ნეს და ისი­ნი არ­ჩევ­ნებ­ზე ჩვენ, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" მოგ­ვცე­მენ ხმას. დაც­ვის პო­ლი­ცი­ამ ამ ხალ­ხს ღო­ბე შე­მო­არ­ტყა და ვიდ­რე აქ­ცია არ და­ი­შა­ლა, არა­ვინ გა­უშ­ვეს. დი­ახ, ჯერ და­ში­ნე­ბით მი­იყ­ვა­ნეს ადა­მი­ა­ნე­ბი, შემ­დეგ ალ­ყა­ში მო­აქ­ცი­ეს. ა­მას მი­ტინ­გის და­პა­ტიმ­რე­ბა ჰქვი­ა.

- აჭა­რის მთავ­რო­ბის ხელ­მძღვა­ნელ ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძე­ზე რას გვე­ტყ­ვით?

- ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძე ხუთ სიტყ­ვას ვერ აბამს ერ­თმა­ნეთ­ზე, სა­მა­გი­ე­როდ, სა­ა­კაშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბებს ას­რუ­ლებს. დი­ახ, ეს მა­ზო­ხის­ტუ­რი მან­ქა­ნა სა­ა­კაშ­ვილ­მა შექ­მნა, რო­მე­ლიც ვნებს რო­გორც ერს, ასე­ვე სა­კუ­თარ თავ­საც­. ვერ ხვდე­ბი­ან, რა ცუ­დად და­ას­რუ­ლე­ბენ, თუ ასე გა­ნაგ­რძო­ბენ...

- კარ­გა ხა­ნია სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთერ­ში ტრი­ა­ლებს ბა­თუ­მის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტე­ბის ან­ტი­რეკ­ლა­მა. თქვე­ნი აზ­რით, სწო­რად შე­არ­ჩია "ქა­რთულ­მა ოც­ნე­ბამ" მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტე­ბი?

- ვის რა უფ­ლე­ბა აქვს, ადა­მი­ა­ნი იმის­თვის გა­კიცხ­ოს, რომ ის ას­ლან აბა­ში­ძეს­თან მუ­შა­ობ­და თუ ვინ­მე სხვას­თან?! რას ვი­ზამთ, ასე­თი იყო ჩვე­ნი რე­ა­ლო­ბა. თბი­ლის­ში შე­ვარ­დნა­ძის სამ­ყა­რო­ში ცხოვ­რობ­დნენ, ბა­თუმ­ში - ას­ლა­ნის. ეს ორი ადა­მი­ა­ნი გაჭ­რი­ლი ვაშ­ლი­ვით ჰგავ­და ერ­თმა­ნეთს, უბ­რა­ლოდ, ერ­თი გა­ცი­ლე­ბით დიდ პე­რი­მეტრს "ა­კონ­ტრო­ლებ­და". იმ სა­ში­ნელ პე­რი­ოდ­ში ერთ პა­ტა­რა კაცს, ას­ლან აბა­ში­ძეს, ეგო­ნა, რომ ბა­თუ­მი მი­სი სა­კუთ­რე­ბა იყო. იცით, რომ ამ მხრივ არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა? დღეს სა­ა­კაშ­ვილ­საც ჰგო­ნი­ა, რომ ბა­თუ­მი მი­სი­ა. შე­ვარ­დნა­ძის გვერ­დით რომ იდ­გნენ სა­ა­კაშ­ვი­ლი, მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი, ბა­რა­მი­ძე და თით­ქმის მთე­ლი ნაც­მოძ­რა­ო­ბა, ამა­ზე გა­და­ი­ღონ კლი­პე­ბი!

- ით­ქვა, რომ ბიზ­ნეს­მენ­მა დო­ნალდ ტრამ­პმა ბა­თუმ­ში საკ­მა­ოდ დი­დი ტე­რი­ტო­რია შე­ი­ძი­ნა...

- სი­ნამ­დვი­ლე­ში პი­რი­ქით მოხ­და. ტრამპს სა­ა­კაშ­ვილ­მა მი­ლი­ო­ნე­ბი გა­და­უ­ხა­და, ბა­თუმ­ში სას­ტუმ­რო "ტრამპ თა­უ­ე­რი" რომ აე­შე­ნე­ბი­ნა. ცნო­ბი­ლი­ა, რომ ტრამ­პი ზამ­თარ­ში თოვლს არ გა­სეს­ხებს და სა­ქარ­თვე­ლო­ში რა­მეს იყი­დის? სა­აკაშ­ვილ­მა ტრამ­პის სა­ხე­ლი გა­მო­ი­ყე­ნა - აა­გე­ბენ მო­რიგ შუ­შა­ბან­დს, რო­მელ­საც ხუთ­ვარ­სკვლა­ვი­ან სას­ტუმ­როს უწო­დე­ბენ და პრეს­ტი­ჟის­თვის და­ა­წე­რენ - "ტრამპ თა­უ­ერ". სწო­რედ ამა­ში მის­ცეს ტრამპს რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი.

- ე.წ. ჭა­ჭის შად­რე­ვა­ნი ჯერ არ ამოქ­მე­დე­ბუ­ლა?

- ე.წ. ჭა­ჭის კოშ­კის მშე­ნებ­ლო­ბით ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დროს აჭი­ა­ნუ­რებს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ძა­ლი­ან და­ი­ძა­ბა სი­ტუ­ა­ცი­ა, რო­დე­საც აზი­ზი­ეს მე­ჩე­თის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე იყო ლა­პა­რა­კი.­ ა­მით ჩვენ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კო­ჭი გა­უ­გო­რა თურ­ქეთს, რო­მე­ლიც აჭა­რა­ში ჰე­გე­მო­ნი­ის დამ­კვიდ­რე­ბას ცდი­ლობს. ამ ე.წ. ჭა­ჭის კოშ­კის ად­გილ­ზე აზი­ზი­ეს მე­ჩე­თი უნ­და აშე­ნე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დი­დი პრო­ტეს­ტის შემ­დეგ მე­ჩე­თის მშე­ნებ­ლო­ბა შე­ა­ჩე­რეს და ვი­თომ ჭა­ჭის კოშ­კის აშე­ნე­ბა და­იწყ­ეს. სი­ნამ­დვი­ლე­ში ეს აზი­ზი­ეს მე­ჩე­თის ნა­წი­ლი­ა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მე­ჩე­თი ორი ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბა. ერ­თი არის მი­ნა­რე­თი, ხო­ლო მე­ო­რე ნა­წილს ჰქვია მე­ჩე­თი. ეს ე.წ. ჭა­ჭის შად­რე­ვა­ნი არის მი­ნა­რე­თი. ღმერ­თმა ნუ ქნას და, სა­ა­კაშ­ვი­ლი რომ დარ­ჩეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, მე­ო­რე დღეს­ვე და­იწყ­ე­ბენ მის გვერ­დით მე­ჩე­თის აშე­ნე­ბას­. ად­გი­ლი უკ­ვე გამ­ზა­დე­ბუ­ლი აქვთ. სა­ა­კაშ­ვი­ლი შე­ნიღ­ბუ­ლად აკე­თებს ყვე­ლა­ფერს იმის­თვის, რომ თურ­ქებს ასი­ა­მოვ­ნოს.

- ან­ბა­ნის კოშ­კი რა თან­ხა დაჯ­და?

- ეს უსა­ხუ­რი ნა­გე­ბო­ბა 65 მი­ლი­ო­ნი ლა­რი დაჯ­და. თუ ან­ბა­ნის კოშკს აგებ, კლა­სი­კუ­რი ქარ­თუ­ლი მოყ­ვა­ნი­ლო­ბის ასო­ე­ბი მა­ინც გა­მოკ­ვე­თე ზედ­, ა­მათ კი რა ჰქ­ნეს? ასე­თი ასო­ე­ბი სა­რეკ­ლა­მო ბა­ნე­რებ­ზე თუ მი­ნა­ხავს. ან­ბანს საკ­რა­ლუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ამათ კი ან­ბა­ნის კოშ­კზე რეს­ტო­რა­ნი გახ­სნეს. რაც მთა­ვა­რი­ა, ამ კოშკს რომ აკე­თებ­დნენ, რო­გორც ჩანს, პირ­ვე­ლი და ბო­ლო ასო, "ა­ნი" და "ჰა­ე" მხედ­ვე­ლო­ბი­დან გა­მორ­ჩათ, ვერ გან­საზღ­ვრეს ასო­ებს შო­რის მან­ძი­ლი, ან­ბა­ნის აწყ­ო­ბის შემ­დეგ კი მოხ­სნა და­ე­ზა­რათ. ამი­ტომ პირ­ვე­ლი ასო "ა­ნი" ცე­მენ­ტზე და­დეს. ისიც ვერ მო­ი­ფიქ­რეს, რომ ქვეშ მწვა­ნე კორ­დი და­ე­გოთ. ბო­ლოს და ბო­ლოს, ჩვე­ნი სუ­ლი­ე­რე­ბა ხომ მი­წი­დან მო­დის? მაგ­რამ ამის ჭკუა ვინ მის­ცათ?!

- ბა­თუმ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი თურ­ქი ცხოვ­რობს...

- 200.000-კა­ცი­ა­ნი ბა­თუ­მი რო­გორ გა­უძ­ლებს 70-მი­ლი­ო­ნი­ან თურ­ქეთს? გგო­ნი­ათ, თურ­ქე­ბი აქ ინ­ვეს­ტი­ცი­ებს დე­ბენ? - ა­რა! ოღონდ ბა­თუმ­ში იცხ­ოვ­რონ და მათ ამის­თვის თა­ვი­ან­თი სა­ხელ­მწი­ფო აფი­ნან­სებს. ამას ახ­ლა ასა­ი­დუმ­ლო­ე­ბენ, მაგ­რამ ხვალ თუ ზეგ ქარ­თვე­ლი ერი უდი­დე­სი საფ­რთხის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდე­ბა. მარ­ტივ მა­გა­ლითს მო­გიყ­ვანთ: ბა­თუ­მის ცენ­ტრში 60-დან 100 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბის და­ქი­რა­ვე­ბა კა­ფეს ან რა­მე სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტის გა­სახ­სნე­ლად თვე­ში, სულ ცო­ტა, 1.500 დო­ლა­რი ჯდე­ბა. ამას ­ე­მა­ტე­ბა გა­და­სა­ხა­დე­ბი... და კი­დევ - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ­ტკი­ცე­ბენ, კო­რუფ­ცია მოვ­სპე­თო, ბა­თუმ­ში დღემ­დე გრძელ­დე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ფა­რუ­ლი "შე­წერ­ვე­ბი". ასე რომ, დამ­ქი­რა­ვე­ბელს თვე­ში 4.000 დო­ლა­რის გა­დახ­და მა­ინც უწევს. რამ­დე­ნი უნ­და ივაჭ­რო ბა­თუმ­ში, რომ გა­და­სა­ხა­დე­ბიც გა­და­ი­ხა­დო და მო­გე­ბაც დაგ­რჩეს? თა­ნაც, თურ­ქე­თი­დან ჩა­მო­სულ ადა­მი­ანს ამ ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად ბი­ნის ქი­რაც გა­და­სახ­დე­ლი აქვს. სა­მა­გი­ე­როდ, თურ­ქე­თის მთავ­რო­ბა ეუბ­ნე­ბა, ჩვენ ვიხ­დით ამ ყვე­ლა­ფერს, ოღონდ მან­დე­დან ფე­ხი არ მო­იც­ვა­ლო­თო და ასე ბედ­ნი­ე­რად ცხოვ­რო­ბენ ბა­თუმ­ში. ხსნი­ან კა­ფე­ებს, რომ­ლებ­საც ღა­მით ბორ­დე­ლის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აქვს. დი­ახ, სამ­წუ­ხა­როდ, ასე­ა, ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ბა­თუ­მი ბორ­დე­ლად აქ­ცი­ა.

- პრე­ზი­დენ­ტმა გა­ნაცხ­ა­და, წელს 10 მი­ლი­ო­ნი ტუ­რის­ტი ერ­თმა­ნეთს და­ას­ხდე­ბა აჭა­რა­ში­ო. წლე­ვან­დე­ლი ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნი რო­გო­რი იყო ბა­თუმ­ში?

- (ი­ცი­ნის) ად­რე აგ­ვის­ტო­ში, ცენ­ტრა­ლურ ბულ­ვარ­ში, იმ­დე­ნი ხალ­ხი ირე­ო­და, გვერდს ვერ აუვ­ლი­დი. წელს სად იყო ხალ­ხი? სომ­ხე­ბიც ძა­ლი­ან ცო­ტა იყ­ვნენ. თავ­და­პირ­ვე­ლად ატყ­და ბუ­მი, ბა­თუმ­ში ეს გა­კეთ­და, ის გა­კეთ­და­ო, ჩა­მო­ვიდ­ნენ, ნა­ხეს, ფი­ნან­სუ­რად გა­იყ­ვლიფ­ნენ და მიხ­ვდნენ, რომ ამ ფუ­ლით თურ­ქეთ­ში ან სხვა ქვეყ­ნის კუ­რორ­ტებ­ზე გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სად და ია­ფად და­ის­ვე­ნებ­დნენ...

- პრე­ზი­დენ­ტი ბა­თუ­მის ხში­რი სტუ­მა­რი­ა...

- ბა­თუ­მის ყვე­ლა კუთხ­ე-­კუნ­ჭულ­ში პო­ლი­ცი­ელს რომ მოჰ­კრავთ თვალს, ეს იმის ნი­შა­ნი­ა, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი ბა­თუმ­ში­ა. ხან ყი­რა­მა­ლას ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რო­მე­ლი­მე რეს­ტო­რან­ში ზის, ხან თურ­ქულ რეს­ტო­რან­ში. და­დის "შე­რა­ტო­ნი­სა" და "რე­დი­სო­ნის" რეს­ტორ­ნებ­ში. ­ად­რე "ბე­ნ­ზე­ში", თევ­ზის რეს­ტო­რან­შიც და­დი­ო­და. შე­ა­წუ­ხა ბა­თუ­მი თა­ვი­სი ვი­ზი­ტე­ბით. მან­ქა­ნას ვერ­სად გა­ა­ჩე­რებ - თუ იმ ად­გილ­ზე მი­ვი­და, სა­დაც შე­ნი მან­ქა­ნა დგას, სხვა­გან გა­დაყ­ვა­ნი­ლი დაგ­ხვდე­ბა. არა­და, მან­ქა­ნა კა­ნო­ნი­ე­რად დგას და პარ­კინ­გის ფუ­ლიც გა­დახ­დი­ლი გაქვს. არ ვი­ცი, რი­სი ეში­ნია სა­ა­კაშ­ვილს, ასე­თი გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი დაც­ვით რომ და­დის.

ნინო მა­ი­სუ­რა­ძე

თბი­ლი­სი-ბა­თუ­მი-თბი­ლი­სი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

"თუ შუქს ჩა­მიქ­რობს, კვლავ აინ­თე­ბა, ოღონდ სა­ა­კაშ­ვი­ლი კი არა, ჩვენ, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ავან­თებთ!"

"თუ შუქს ჩა­მიქ­რობს, კვლავ აინ­თე­ბა, ოღონდ სა­ა­კაშ­ვი­ლი კი არა, ჩვენ, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ავან­თებთ!"

კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტი აჭა­რის უმაღ­ლეს საბ­ჭო­ში, მხატ­ვა­რი კა­კო ძნე­ლა­ძე აჭა­რა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ პრო­ცე­სებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- დღე­ვან­დე­ლო­ბა ირ­ლან­დი­ე­ლი მწერ­ლის, სე­მი­უ­ელ ბე­კე­ტის ნა­წარ­მო­ებს - "გო­დოს მო­ლო­დინ­ში" მახ­სე­ნებ­ს. ეს­ტა­გო­ნი და ვლა­დი­მი­რი რომ სა­უბ­რო­ბენ: - კი, მო­ვა! - რა იცი, რომ მო­ვა? - ხომ დაგ­ვპირ­და, რომ მო­ვა­ო. ა­ი, ასე­თი ვი­თა­რე­ბაა აჭა­რა­ში. აჭა­რე­ლი ხალ­ხი სი­ახ­ლის, უკე­თე­სო­ბის მო­ლო­დინ­ში­ა.

- თუმ­ცა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ამა­ყობს, რომ ბა­თუ­მი ნი­ცას "და­ამ­სგავ­სა", გა­ა­ნა­თა და ა.შ.

- ამ გა­ნა­თე­ბას "ეჭ­ვი­ა­ნი გა­ნა­თე­ბა" ვუ­წო­დე, რაც ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ვერ გა­ი­გო. ქუ­ჩე­ბი გა­ნა­თე­ბუ­ლი­ა, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნე­ბის გულ­ში სრუ­ლი სიბ­ნე­ლე­ა. სა­ა­კაშ­ვი­ლი ამა­ყობს, ბა­თუ­მი გა­ვა­ნა­თე­ო, უამ­რავ ბა­თუ­მელს კი სწო­რედ ამ გა­ნა­თე­ბით ჩა­უქ­რო სულ­ში შუ­ქი. გა­ნა­თე­ბუ­ლი ბა­თუ­მი მე­ძა­ო­ბის­კენ, კა­ზი­ნო­ე­ბის­კენ, სი­ბინ­ძუ­რის­კენ, გარ­ყვნი­ლე­ბის­კენ მი­ე­ქა­ნე­ბა. არ მეს­მის, კულ­ტუ­რას რას ეძა­ხი­ან, ნუ­თუ კულ­ტუ­რა ჭა­მა­სა და სექ­სში აი­სა­ხე­ბა?! აჭა­რის მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა სა­ა­კაშ­ვი­ლის დაკ­ვე­თე­ბის შეს­რუ­ლე­ბით მო­ი­პო­ვეს უზ­რუნ­ვე­ლად ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბა და სა­ა­კაშ­ვი­ლიც კმა­ყო­ფი­ლი­ა. ბა­თუმ­ში ყვე­ლა­ფე­რი უსულ­გუ­ლოდ კეთ­დე­ბა,­ მა­ხინ­ჯდე­ბა ქა­ლა­ქი და ასე ცდი­ლო­ბენ ბა­თუ­მელ­თა სულ­ში სი­ნათ­ლის ჩაქ­რო­ბას. შე­იძ­ლე­ბა ამ სიტყ­ვე­ბის გა­მო ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გამ­კიცხ­ოს და ბა­თუ­მის "აღ­მშე­ნებ­ლო­ბის" გაკ­რი­ტი­კე­ბა­ში დამ­დოს ბრა­ლი, მაგ­რამ რა სა­ნა­ხა­ვია კა­ფე­ლით მო­პირ­კე­თე­ბუ­ლი სახ­ლე­ბის ფა­სა­დე­ბი? კი, აშე­ნე­ბენ მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ან სახ­ლებს ბა­თუ­მის ცენ­ტში, მაგ­რამ ნა­ხეთ, ვინ­მე თუ ცხოვ­რობს იქ. ისე­თი ფა­სე­ბი ადევს ბი­ნებს, ვინ იყი­დის? წმინ­და ბარ­ბა­რეს ეკ­ლე­სი­ის მახ­ლობ­ლად 2 წლის წინ აშენ­და სახ­ლე­ბი, მაგ­რამ ღა­მით გა­ხე­დეთ, ერთ ბი­ნა­ში ვერ და­ი­ნა­ხავთ შუქს.

- ბა­თუმ­ში ნაც­მოძ­რა­ო­ბის მხარ­დამ­ჭერ აქ­ცი­ა­ზე პრე­ზი­დენ­ტმა რამ­დენ­ჯერ­მე გახ­სე­ნათ. უფ­რო ზუს­ტად, თქვე­ნი მი­სა­მარ­თით ის­რო­ლა რეპ­ლი­კა...

- იმი­ტომ ამო­მი­ჩე­მა, რომ გულ­ზე მოხ­ვდა ჩე­მი სიტყ­ვე­ბი, რო­მე­ლიც ბა­თუმ­ში გა­მარ­თულ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აქ­ცი­ა­ზე ვთქვი. ჩემს ქა­ლაქს სიყ­ვა­რუ­ლი ავუხ­სე­ნი, გულ­წრფე­ლი ვი­ყა­ვი და შე­ვე­ცა­დე, სი­ყალ­ბე და­მე­მარ­ცხე­ბი­ნა.

- სა­ა­კაშ­ვი­ლი დაგ­პირ­დათ, რომ ჩაზ­ნე­ქილ სკამს შინ და­გიდ­გამთ, სა­მა­გი­ე­როდ, შუქს გა­გი­თი­შავთ...

- სა­ინ­ტე­რე­სო­ა, ზურ­გჩაზ­ნე­ქი­ლი სკა­მე­ბი რომ მეთ­ქვა, მე­რე რა­ღას იტყ­ო­და სა­ა­კაშ­ვი­ლი? სხვა­თა შო­რის, ბულ­ვარ­ში ეს სკა­მე­ბი ჩი­ნუ­რი უხა­რის­ხო სკა­მე­ბით ჩა­ა­ნაც­ვლეს, რო­მელ­შიც უამ­რა­ვი თან­ხა გა­და­ი­ხა­დეს და უკ­ვე იმ­ტვრე­ვა. რაც შე­ე­ხე­ბა პრე­ზი­დენ­ტის "და­პი­რე­ბას", ჩა­მიქ­როს შუ­ქი, ჩვენ, ქარ­თვე­ლე­ბი, ისე­დაც მიჩ­ვე­უ­ლი ვართ ამას - მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უშუ­ქ­ოდ ვცხოვ­რობ­დით­. ა­სე რომ, თუ შუქს ჩა­მიქ­რობს, კვლავ აინ­თე­ბა, ოღონდ სა­ა­კაშ­ვი­ლი კი არა, ჩვენ, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ავ­ან­თებთ!

- ამ აქ­ცი­ა­ზე საკ­მა­ოდ ბევ­რი ხალ­ხი მი­ვი­და...

- მხო­ლოდ 10 პრო­ცენ­ტი თუ მი­ვი­დო­და თა­ვი­სი ნე­ბით, და­ნარ­ჩე­ნი ძა­ლით მი­იყ­ვა­ნეს და ისინი არ­ჩევ­ნებ­ზე ჩვენ, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" მოგ­ვცე­მენ ხმას. დაც­ვის პო­ლი­ცი­ამ ამ ხალხს ღო­ბე შე­მო­არ­ტყა და ვიდ­რე აქ­ცია არ და­ი­შა­ლა, არა­ვინ გა­უშ­ვეს. დი­ახ, ჯერ და­ში­ნე­ბით მი­იყ­ვა­ნეს ადა­მი­ა­ნე­ბი, შემ­დეგ ალ­ყა­ში მო­აქ­ცი­ეს. ა­მას მი­ტინ­გის და­პა­ტიმ­რე­ბა ჰქვი­ა.

- აჭა­რის მთავ­რო­ბის ხელ­მძღვა­ნელ ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძე­ზე რას გვეტყ­ვით?

- ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძე ხუთ სიტყ­ვას ვერ აბამს ერ­თმა­ნეთ­ზე, სა­მა­გი­ე­როდ, სა­ა­კაშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბებს ას­რუ­ლებს. დი­ახ, ეს მა­ზო­ხის­ტუ­რი მან­ქა­ნა სა­ა­კაშ­ვილ­მა შექ­მნა, რო­მე­ლიც ვნებს რო­გორც ერს, ასე­ვე სა­კუ­თარ თავ­საც­. ვერ ხვდე­ბი­ან, რა ცუ­დად და­ას­რუ­ლე­ბენ, თუ ასე გა­ნაგ­რძო­ბენ...

- კარ­გა ხა­ნია სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთერ­ში ტრი­ა­ლებს ბა­თუ­მის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტე­ბის ან­ტი­რეკ­ლა­მა. თქვე­ნი აზ­რით, სწო­რად შე­არ­ჩია "ქა­რთულ­მა ოც­ნე­ბამ" მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტე­ბი?

- ვის რა უფ­ლე­ბა აქვს, ადა­მი­ა­ნი იმის­თვის გა­კიცხ­ოს, რომ ის ას­ლან აბა­ში­ძეს­თან მუ­შა­ობ­და თუ ვინ­მე სხვას­თან?! რას ვი­ზამთ, ასე­თი იყო ჩვე­ნი რე­ა­ლო­ბა. თბი­ლის­ში შე­ვარ­დნა­ძის სამ­ყა­რო­ში ცხოვ­რობ­დნენ, ბა­თუმ­ში - ას­ლა­ნის. ეს ორი ადა­მი­ა­ნი გაჭ­რი­ლი ვაშ­ლი­ვით ჰგავ­და ერ­თმა­ნეთს, უბ­რა­ლოდ, ერ­თი გა­ცი­ლე­ბით დიდ პე­რი­მეტრს "ა­კონ­ტრო­ლებ­და". იმ სა­ში­ნელ პე­რი­ოდ­ში ერთ პა­ტა­რა კაცს, ას­ლან აბა­ში­ძეს, ეგო­ნა, რომ ბა­თუ­მი მი­სი სა­კუთ­რე­ბა იყო. იცით, რომ ამ მხრივ არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა? დღეს სა­ა­კაშ­ვილ­საც ჰგო­ნი­ა, რომ ბა­თუ­მი მი­სი­ა. შე­ვარ­დნა­ძის გვერ­დით რომ იდ­გნენ სა­ა­კაშ­ვი­ლი, მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი, ბა­რა­მი­ძე და თით­ქმის მთე­ლი ნაც­მოძ­რა­ო­ბა, ამა­ზე გა­და­ი­ღონ კლი­პე­ბი!

- ით­ქვა, რომ ბიზ­ნეს­მენ­მა დო­ნალდ ტრამ­პმა ბა­თუმ­ში საკ­მა­ოდ დი­დი ტე­რი­ტო­რია შე­ი­ძი­ნა...

- სი­ნამ­დვი­ლე­ში პი­რი­ქით მოხ­და. ტრამპს სა­ა­კაშ­ვილ­მა მი­ლი­ო­ნე­ბი გა­და­უ­ხა­და, ბა­თუმ­ში სას­ტუმ­რო "ტრამპ თა­უ­ე­რი" რომ აე­შე­ნე­ბი­ნა. ცნო­ბი­ლი­ა, რომ ტრამ­პი ზამ­თარ­ში თოვლს არ გა­სეს­ხებს და სა­ქარ­თვე­ლო­ში რა­მეს იყი­დის? სა­აკაშ­ვილ­მა ტრამ­პის სა­ხე­ლი გა­მო­ი­ყე­ნა - აა­გე­ბენ მო­რიგ შუ­შა­ბანდს, რო­მელ­საც ხუთ­ვარ­სკვლა­ვი­ან სას­ტუმ­როს უწო­დე­ბენ და პრეს­ტი­ჟის­თვის და­ა­წე­რენ - "ტრამპ თა­უ­ერ". სწო­რედ ამა­ში მის­ცეს ტრამპს რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი.

- ე.წ. ჭა­ჭის შად­რე­ვა­ნი ჯერ არ ამოქ­მე­დე­ბუ­ლა?

- ე.წ. ჭა­ჭის კოშკის მშე­ნებ­ლო­ბით ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დროს აჭი­ა­ნუ­რებს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ძა­ლი­ან და­ი­ძა­ბა სი­ტუ­ა­ცი­ა, რო­დე­საც აზი­ზი­ეს მე­ჩე­თის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე იყო ლა­პა­რა­კი.­ ა­მით ჩვენ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კო­ჭი გა­უ­გო­რა თურ­ქეთს, რო­მე­ლიც აჭა­რა­ში ჰე­გე­მო­ნი­ის დამ­კვიდ­რე­ბას ცდი­ლობს. ამ ე.წ. ჭა­ჭის კოშკის ად­გილ­ზე აზი­ზი­ეს მე­ჩე­თი უნ­და აშე­ნე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დი­დი პრო­ტეს­ტის შემ­დეგ მე­ჩე­თის მშე­ნებ­ლო­ბა შე­ა­ჩე­რეს და ვი­თომ ჭა­ჭის კოშკის აშე­ნე­ბა და­იწყ­ეს. სი­ნამ­დვი­ლე­ში ეს აზი­ზი­ეს მე­ჩე­თის ნა­წი­ლი­ა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მე­ჩე­თი ორი ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბა. ერ­თი არის მი­ნა­რე­თი, ხო­ლო მე­ო­რე ნა­წილს ჰქვია მე­ჩე­თი. ეს ე.წ. ჭა­ჭის შად­რე­ვა­ნი არის მი­ნა­რე­თი. ღმერ­თმა ნუ ქნას და, სა­ა­კაშ­ვი­ლი რომ დარ­ჩეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, მე­ო­რე დღეს­ვე და­იწყ­ე­ბენ მის გვერ­დით მე­ჩე­თის აშე­ნე­ბას­. ად­გი­ლი უკ­ვე გამ­ზა­დე­ბუ­ლი აქვთ. სა­ა­კაშ­ვი­ლი შე­ნიღ­ბუ­ლად აკე­თებს ყვე­ლა­ფერს იმის­თვის, რომ თურ­ქებს ასი­ა­მოვ­ნოს.

- ან­ბა­ნის კოშ­კი რა თან­ხა დაჯ­და?

- ეს უსა­ხუ­რი ნა­გე­ბო­ბა 65 მი­ლი­ო­ნი ლა­რი დაჯ­და. თუ ან­ბა­ნის კოშკს აგებ, კლა­სი­კუ­რი ქარ­თუ­ლი მოყ­ვა­ნი­ლო­ბის ასო­ე­ბი მა­ინც გა­მოკ­ვე­თე ზედ­, ა­მათ კი რა ჰქნეს? ასე­თი ასო­ე­ბი სა­რეკ­ლა­მო ბა­ნე­რებ­ზე თუ მი­ნა­ხავს. ან­ბანს საკ­რა­ლუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ამათ კი ან­ბა­ნის კოშ­კზე რეს­ტო­რა­ნი გახ­სნეს. რაც მთა­ვა­რი­ა, ამ კოშკს რომ აკე­თებ­დნენ, რო­გორც ჩანს, პირ­ვე­ლი და ბო­ლო ასო, "ა­ნი" და "ჰა­ე" მხედ­ვე­ლო­ბი­დან გა­მორ­ჩათ, ვერ გან­საზღ­ვრეს ასო­ებს შო­რის მან­ძი­ლი, ან­ბა­ნის აწყ­ო­ბის შემ­დეგ კი მოხ­სნა და­ე­ზა­რათ. ამი­ტომ პირ­ვე­ლი ასო "ა­ნი" ცე­მენ­ტზე და­დეს. ისიც ვერ მო­ი­ფიქ­რეს, რომ ქვეშ მწვა­ნე კორ­დი და­ე­გოთ. ბო­ლოს და ბო­ლოს, ჩვე­ნი სუ­ლი­ე­რე­ბა ხომ მი­წი­დან მო­დის? მაგ­რამ ამის ჭკუა ვინ მის­ცათ?!

- ბა­თუმ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი თურ­ქი ცხოვ­რობს...

- 200.000-კა­ცი­ა­ნი ბა­თუ­მი რო­გორ გა­უძ­ლებს 70-მი­ლი­ო­ნი­ან თურ­ქეთს? გგო­ნი­ათ, თურ­ქე­ბი აქ ინ­ვეს­ტი­ცი­ებს დე­ბენ? - ა­რა! ოღონდ ბა­თუმ­ში იცხ­ოვ­რონ და მათ ამის­თვის თა­ვი­ან­თი სა­ხელ­მწი­ფო აფი­ნან­სებს. ამას ახ­ლა ასა­ი­დუმ­ლო­ე­ბენ, მაგ­რამ ხვალ თუ ზეგ ქარ­თვე­ლი ერი უდი­დე­სი საფ­რთხის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდე­ბა. მარ­ტივ მა­გა­ლითს მო­გიყ­ვანთ: ბა­თუ­მის ცენ­ტრში 60-დან 100 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბის და­ქი­რა­ვე­ბა კა­ფეს ან რა­მე სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტის გა­სახ­სნე­ლად თვე­ში, სულ ცო­ტა, 1.500 დო­ლა­რი ჯდე­ბა. ამას ­ე­მა­ტე­ბა გა­და­სა­ხა­დე­ბი... და კი­დევ - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ­ტკი­ცე­ბენ, კო­რუფ­ცია მოვ­სპე­თო, ბა­თუმ­ში დღემ­დე გრძელ­დე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ფა­რუ­ლი "შე­წერ­ვე­ბი". ასე რომ, დამ­ქი­რა­ვე­ბელს თვე­ში 4.000 დო­ლა­რის გა­დახ­და მა­ინც უწევს. რამ­დე­ნი უნ­და ივაჭ­რო ბა­თუმ­ში, რომ გა­და­სა­ხა­დე­ბიც გა­და­ი­ხა­დო და მო­გე­ბაც დაგ­რჩეს? თა­ნაც, თურ­ქე­თი­დან ჩა­მო­სულ ადა­მი­ანს ამ ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად ბი­ნის ქი­რაც გა­და­სახ­დე­ლი აქვს. სა­მა­გი­ე­როდ, თურ­ქე­თის მთავ­რო­ბა ეუბ­ნე­ბა, ჩვენ ვიხ­დით ამ ყვე­ლა­ფერს, ოღონდ მან­დე­დან ფე­ხი არ მო­იც­ვა­ლო­თო და ასე ბედ­ნი­ე­რად ცხოვ­რო­ბენ ბა­თუმ­ში. ხსნი­ან კა­ფე­ებს, რომ­ლებ­საც ღა­მით ბორ­დე­ლის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აქვს. დი­ახ, სამ­წუ­ხა­როდ, ასე­ა, ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ბა­თუ­მი ბორ­დე­ლად აქ­ცი­ა.

- პრე­ზი­დენ­ტმა გა­ნაცხ­ა­და, წელს 10 მი­ლი­ო­ნი ტუ­რის­ტი ერ­თმა­ნეთს და­ას­ხდე­ბა აჭა­რა­ში­ო. წლე­ვან­დე­ლი ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნი რო­გო­რი იყო ბა­თუმ­ში?

- (ი­ცი­ნის) ად­რე აგ­ვის­ტო­ში, ცენ­ტრა­ლურ ბულ­ვარ­ში, იმ­დე­ნი ხალ­ხი ირე­ო­და, გვერდს ვერ აუვ­ლი­დი. წელს სად იყო ხალ­ხი? სომ­ხე­ბიც ძა­ლი­ან ცო­ტა იყ­ვნენ. თავ­და­პირ­ვე­ლად ატყ­და ბუ­მი, ბა­თუმ­ში ეს გა­კეთ­და, ის გა­კეთ­და­ო, ჩა­მო­ვიდ­ნენ, ნა­ხეს, ფი­ნან­სუ­რად გა­იყ­ვლიფ­ნენ და მიხ­ვდნენ, რომ ამ ფუ­ლით თურ­ქეთ­ში ან სხვა ქვეყ­ნის კუ­რორ­ტებ­ზე გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სად და ია­ფად და­ის­ვე­ნებ­დნენ...

- პრე­ზი­დენ­ტი ბა­თუ­მის ხში­რი სტუ­მა­რი­ა...

- ბა­თუ­მის ყვე­ლა კუთხ­ე-­კუნ­ჭულ­ში პო­ლი­ცი­ელს რომ მოჰ­კრავთ თვალს, ეს იმის ნი­შა­ნი­ა, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი ბა­თუმ­ში­ა. ხან ყი­რა­მა­ლას ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რო­მე­ლი­მე რეს­ტო­რან­ში ზის, ხან თურ­ქულ რეს­ტო­რან­ში. და­დის "შე­რა­ტო­ნი­სა" და "რე­დი­სო­ნის" რეს­ტორ­ნებ­ში. ­ად­რე "ბე­ნ­ზე­ში", თევ­ზის რეს­ტო­რან­შიც და­დი­ო­და. შე­ა­წუ­ხა ბა­თუ­მი თა­ვი­სი ვი­ზი­ტე­ბით. მან­ქა­ნას ვერ­სად გა­ა­ჩე­რებ - თუ იმ ად­გილ­ზე მი­ვი­და, სა­დაც შე­ნი მან­ქა­ნა დგას, სხვა­გან გა­დაყ­ვა­ნი­ლი დაგ­ხვდე­ბა. არა­და, მან­ქა­ნა კა­ნო­ნი­ე­რად დგას და პარ­კინ­გის ფუ­ლიც გა­დახ­დი­ლი გაქვს. არ ვი­ცი, რი­სი ეში­ნია სა­ა­კაშ­ვილს, ასე­თი გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი დაც­ვით რომ და­დის.

ნინო მაისურაძე

თბილისი-ბათუმი-თბილისი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა