პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კუდ-ის კახეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე პანკისში კარდაკარ დადიოდა და ხალხს აფრთხილებდა, აქციაზე არ წახვიდეთო"
"კუდ-ის კახეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე პანკისში კარდაკარ დადიოდა და ხალხს აფრთხილებდა, აქციაზე არ წახვიდეთო"

9 სექ­ტემ­ბერს თე­ლავ­ში, კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აქ­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე ქისტ ახალ­გაზ­რდებს, რომ­ლე­ბიც პან­კი­სის ხე­ო­ბი­დან იყ­ვნენ ჩა­სუ­ლე­ბი, უც­ნო­ბი პი­რე­ბი ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ. აქ­ცი­ის შემ­დეგ მომ­ხდარ­ზე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ახ­მე­ტის რა­ი­ო­ნის მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტი, ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რი გვე­სა­უბ­რე­ბა:

- თე­ლავ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხარ­დამ­ჭე­რი მშვი­დო­ბი­ა­ნი აქ­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე ქის­ტი ახალ­გაზ­რდე­ბის ათ­კა­ცი­ან­მა ჯგუფ­მა ავ­ტო­სად­გურს მი­ა­შუ­რა, ახ­მე­ტის ავ­ტო­ბუსს რომ გაჰ­ყო­ლოდ­ნენ. მათი გად­მო­ცე­მით, იქ დახ­ვდათ დიდი ჯგუ­ფი ახალ­გაზ­რდე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც შე­ლა­პა­რა­კე­ბის გა­რე­შე გა­და­ვიდ­ნენ ფი­ზი­კურ შე­უ­რა­ცხყო­ფა­ზე და ატყდა ჩხუ­ბი.

- იმის თქმა გინ­დათ, რომ ამ კონ­ფლიქტს­ რამე მი­ზე­ზი, წი­ნა­პი­რო­ბა არ ჰქო­ნია?

- არა­ნა­ი­რი. ერთი სი­ტყვაც არ თქმუ­ლა. აშ­კა­რაა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი უკავ­შირ­დე­ბა პო­ლი­ტი­კას. ჩვე­ნი აქ­ცი­ის წინა დღეს სა­ა­კაშ­ვი­ლი იყო თე­ლავ­ში და ადა­მი­ა­ნე­ბი აი­ძუ­ლეს, მას­თან შე­სახ­ვედ­რად მი­სუ­ლიყ­ვნენ, იგი­ვე სცა­დეს პან­კი­სის ხე­ო­ბა­შიც, თუმ­ცა პან­კი­სი­დან სამი სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სით ძლივს წა­იყ­ვა­ნეს ხალ­ხი. რო­დე­საც და­ი­ნა­ხეს, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აქ­ცი­ას 700-მდე პან­კი­სე­ლი ქის­ტი და­ეს­წრო, გა­და­ი­რივ­ნენ. მით უფრო, რომ წინა დღეს კუდ-ის კა­ხე­თის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე და­ვით ლორ­თქი­ფა­ნი­ძე პი­რა­დად და­დი­ო­და პან­კის­ში კარ­და­კარ და ხალ­ხს­ აფრ­თხი­ლებ­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აქ­ცი­ა­ზე არ წახ­ვი­დე­თო. ემუქ­რე­ბო­და და მო­ი­თხოვ­და სახ­ლე­ბი­დან არ გა­მო­სუ­ლიყ­ვნენ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ჩა­მო­ვი­და თე­ლავ­ში ჩვენს აქ­ცი­ა­ზე, ამი­ტო­მაც მო­ა­წყვეს ეს პრო­ვო­კა­ცია. აღ­ძრუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე, პო­ლი­ცი­ა­ში გა­მოგ­ვი­ცხა­დეს, ჩვენ მივ­ხე­დავთ ყვე­ლა­ფერ­სო, მაგ­რამ მე­ეჭ­ვე­ბა, მა­გათ რამე გა­არ­კვი­ონ. ასე­თი ფაქ­ტე­ბი აქამ­დეც იყო, მაგ­რამ არც გა­მო­უ­ძი­ე­ბი­ათ და არც არა­ვინ და­უს­ჯი­ათ.

- რო­გო­რია და­ზა­რა­ლე­ბულ­თა ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა?

- ათი ადა­მი­ა­ნია ნა­ცე­მი, თუმ­ცა ქუ­შა­ნაშ­ვი­ლი­სა და ბორ­ჩაშ­ვი­ლის გარ­და, ყვე­ლას მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვთ და ამი­ტომ სა­ა­ვად­მყო­ფოს არ მი­მარ­თეს, ისე, ყვე­ლას ემ­ჩნე­ვა ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი, ზოგს თვა­ლი აქვს ჩა­ლურ­ჯე­ბუ­ლი, ზოგი თავ­გა­ტე­ხი­ლია, ზოგ­საც ტუჩი აქვს გა­ხეთ­ქი­ლი. 25 წლის ხი­ზირ ქუ­შა­ნაშ­ვილს, რო­მე­ლიც გა­მო­საკ­ვლე­ვად თბი­ლის­ში გა­­­დ­მო­ვიყ­ვა­ნეთ, ტვი­ნის შერ­ყე­ვის მძი­მე ფორ­მა და­უდ­გინ­და.

- რა ხდე­ბა პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში?

- ვი­თა­რე­ბა რთუ­ლია, სამ­წუ­ხა­როდ, და­ნამ­დვი­ლე­ბით არა­ვინ იცის, რა მოხ­და ლო­პო­ტის ხე­ო­ბა­ში, რო­გორ და­ი­ხოც­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ქის­ტი ბი­ჭე­ბი და ჩვე­ნი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი. კი­დევ ერთხელ ვუ­სამ­ძიმ­რებ ყვე­ლა და­ღუ­პუ­ლის ოჯახს. ქის­ტე­ბი ძა­ლი­ან შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი არი­ან, გან­სა­კუთ­რე­ბით იმით, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ ის­ვე­ნებს და მათ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბას გა­ნაგ­რძობს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­რწმუ­ნე­ბუ­ლი უნ­და იყოს, რომ დღეს პან­კის­ში მცხოვ­რებ­თა 99 პრო­ცენ­ტი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მომ­ხრეა.

"25 წლის ხი­ზირ ქუ­შა­ნაშ­ვილს, რო­მე­ლიც გა­მო­საკ­ვლე­ვად თბი­ლის­ში გა­­დ­მო­ვიყ­ვა­ნეთ, ტვი­ნის შერ­ყე­ვის მძი­მე ფორ­მა და­უდ­გინ­და"

ნა­თია დო­ლი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"კუდ-ის კახეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე პანკისში კარდაკარ დადიოდა და ხალხს აფრთხილებდა, აქციაზე არ წახვიდეთო"

"კუდ-ის კახეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე პანკისში კარდაკარ დადიოდა და ხალხს აფრთხილებდა, აქციაზე არ წახვიდეთო"

9 სექტემბერს თელავში, კოალიცია "ქართული ოცნების" აქციის დასრულების შემდეგ, აქციის მონაწილე ქისტ ახალგაზრდებს, რომლებიც პანკისის ხეობიდან იყვნენ ჩასულები, უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ. აქციის შემდეგ მომხდარზე "ქართული ოცნების" ახმეტის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი, ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური გვესაუბრება:

- თელავში "ქართული ოცნების" მხარდამჭერი მშვიდობიანი აქციის დასრულებისთანავე ქისტი ახალგაზრდების ათკაციანმა ჯგუფმა ავტოსადგურს მიაშურა, ახმეტის ავტობუსს რომ გაჰყოლოდნენ. მათი გადმოცემით, იქ დახვდათ დიდი ჯგუფი ახალგაზრდებისა, რომლებიც შელაპარაკების გარეშე გადავიდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე და ატყდა ჩხუბი.

- იმის თქმა გინდათ, რომ ამ კონფლიქტს­ რამე მიზეზი, წინაპირობა არ ჰქონია?

- არანაირი. ერთი სიტყვაც არ თქმულა. აშკარაა, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება პოლიტიკას. ჩვენი აქციის წინა დღეს სააკაშვილი იყო თელავში და ადამიანები აიძულეს, მასთან შესახვედრად მისულიყვნენ, იგივე სცადეს პანკისის ხეობაშიც, თუმცა პანკისიდან სამი სამარშრუტო ტაქსით ძლივს წაიყვანეს ხალხი. როდესაც დაინახეს, რომ "ქართული ოცნების" აქციას 700-მდე პანკისელი ქისტი დაესწრო, გადაირივნენ. მით უფრო, რომ წინა დღეს კუდ-ის კახეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე დავით ლორთქიფანიძე პირადად დადიოდა პანკისში კარდაკარ და ხალხს­ აფრთხილებდა "ქართული ოცნების" აქციაზე არ წახვიდეთო. ემუქრებოდა და მოითხოვდა სახლებიდან არ გამოსულიყვნენ. მიუხედავად ამისა, უამრავი ადამიანი ჩამოვიდა თელავში ჩვენს აქციაზე, ამიტომაც მოაწყვეს ეს პროვოკაცია. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, პოლიციაში გამოგვიცხადეს, ჩვენ მივხედავთ ყველაფერსო, მაგრამ მეეჭვება, მაგათ რამე გაარკვიონ. ასეთი ფაქტები აქამდეც იყო, მაგრამ არც გამოუძიებიათ და არც არავინ დაუსჯიათ.

- როგორია დაზარალებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა?

- ათი ადამიანია ნაცემი, თუმცა ქუშანაშვილისა და ბორჩაშვილის გარდა, ყველას მსუბუქი დაზიანებები აქვთ და ამიტომ საავადმყოფოს არ მიმართეს, ისე, ყველას ემჩნევა ძალადობის კვალი, ზოგს თვალი აქვს ჩალურჯებული, ზოგი თავგატეხილია, ზოგსაც ტუჩი აქვს გახეთქილი. 25 წლის ხიზირ ქუშანაშვილს, რომელიც გამოსაკვლევად თბილისში გა­­­დ­მოვიყვანეთ, ტვინის შერყევის მძიმე ფორმა დაუდგინდა.

- რა ხდება პანკისის ხეობაში?

- ვითარება რთულია, სამწუხაროდ, დანამდვილებით არავინ იცის, რა მოხდა ლოპოტის ხეობაში, როგორ დაიხოცნენ საქართველოს მოქალაქე ქისტი ბიჭები და ჩვენი სამართალდამცველები. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ყველა დაღუპულის ოჯახს. ქისტები ძალიან შეურაცხყოფილი არიან, განსაკუთრებით იმით, რომ ხელისუფლება არ ისვენებს და მათზე ზემოქმედებას განაგრძობს. ხელისუფლება და­რწმუნებული უნ­და იყოს, რომ დღეს პანკისში მცხოვრებთა 99 პროცენტი "ქართული ოცნების" მომხრეა.

"25 წლის ხიზირ ქუშანაშვილს, რომელიც გამოსაკვლევად თბილისში გა­­დ­მოვიყვანეთ, ტვინის შერყევის მძიმე ფორმა დაუდგინდა"

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"