კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი უარყოფს, თითქოს მან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს "ძაღლიშვილი" უწოდა.
ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა საგურამოში, სანერგე მეურნეობაში ფერმერებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.
"მე "ფრანს პრესისთვის" მიცემულ ინტერვიუში სააკაშვილისთვის ძაღლიშვილი არ მიწოდებია და ეს მოგონილი ამბავია. არსად არასდროს ვიყენებ უხეშ სიტყვებს, მიხეილ სააკაშვილისა და მისი მთავრობისგან განსხვავებით", - აღნიშნა ივანიშვილმა.
გუშინ გავრცელდა ბიძინა ივანიშვილის მიერ "ფრანს პრესისთვის" მიცემული ინტერვიუს ინგლისურენოვანი ვერსია, სადაც კოალიციის ლიდერი მიხეილ სააკაშვილს "პროფესიონალ მატყუარად" და "მამაძაღლად" იხსენიებს.