მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საშემოდგომო ფასდაკლება ქართულ სექსინდუსტრიაში
საშემოდგომო ფასდაკლება ქართულ სექსინდუსტრიაში

ამ­დენ სა­არ­ჩევ­ნო ფა­ცი­ფუც­სა და პო­ლი­ტი­კურ ციებ-ცხე­ლე­ბა­ში ლა­მის გა­მოგ­ვრჩა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­ძა­ვებ­მა სა­შე­მოდ­გო­მო ფას­დაკ­ლე­ბა გა­მო­ა­ცხა­დეს. ამა­ში გა­საკ­ვი­რი არც არა­ფე­რია, რად­გან ეს ერ­თგვა­რი ბიზ­ნე­სია და თურ­მე პროს­ტი­ტუ­ცი­ა­ზეც ვრცელ­დე­ბა ბიზ­ნე­სის კა­ნო­ნე­ბი. ჰოდა, რო­გორც მა­ღა­ზი­ა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბას, მა­თაც სე­ი­ლი აქვთ! ეს "სა­სი­ხა­რუ­ლო" ამ­ბა­ვი ერთ-ერთი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით შე­ვი­ტყვე. თუმ­ცა, ამ ქალ­ბა­ტო­ნე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის მოყ­ვა­რულ­ნი სი­ხა­რუ­ლის ყი­ჟი­ნას ნუ დას­ცხე­ბენ, რად­გან აღ­ნიშ­ნუ­ლი სე­ი­ლი "ალაგ-ალა­გაა" გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი და რო­გორც მივ­ხვდი, კუ­რორ­ტე­ბი­დან მიგ­რი­რე­ბულ ნა­შებ­ზე ვრცელ­დე­ბა. ამას კი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­დე­ბუ­ლი შემ­დე­გი ში­ნა­არ­სის გან­ცხა­დე­ბე­ბი მოწ­მობს: "ახ­ლა­ხან დავ­ბრუნ­დი ან­ტა­ლი­ი­დან, ვარ კარ­გად გა­რუ­ჯუ­ლი. ვა­ცხა­დებ სე­ილს: მომ­სა­ხუ­რე­ბა რე­ზი­ნით! და­მი­კავ­შირ­დით... 598 49 69... (ბოლო ორ ციფრს არ ვა­სა­ხე­ლებ. - ავტ.). მი­ნე­ტი - 50 (ადრე 70 ღირ­და); ერთი სა­ა­თი - 100 (120 ღირ­და); კუ­ნი­ლინ­გუ­სი - 50 (70); დო­მი­ნა­ცია - 200 (250); ლეს­ბი - 300 (350). შეხ­ვედ­რა ჩემს ბი­ნა­ში, სა­ბურ­თა­ლო­ზე".

იქ­ნებ ზო­გი­ერ­თმა ისიც კი თქვას, რა დროს მე­ძა­ვე­ბი­სა და სე­ი­ლე­ბის თე­მა­აო, მაგ­რამ რო­დე­საც ამ სფე­როს ცოტა ღრმად "ჩა­ვუ­ჯე­ქი" და ასე ვთქვათ - "გავ­ქე­ქე", ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო და ბევ­რიც ისე­თი რამ აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რაც ძალ­ზე უჩ­ვე­უ­ლოდ და უც­ნა­უ­რად მო­მეჩ­ვე­ნა.

"შა­უ­რი - შენ, შა­უ­რი - მე, შა­უ­რი - "მა­მა­შას"

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უამ­რავ გან­ცხა­დე­ბას გა­ვე­ცა­ნი (ზო­გი­ერთ მათ­განს ქვე­მოთ გა­გაც­ნობთ), რო­მე­ლიც მა­მა­კა­ცებს და­უ­ვი­წყა­რი დრო­ის გა­ტა­რე­ბას ჰპირ­დე­ბა. ზო­გი­ერ­თი გან­ცხა­დე­ბის ავ­ტორ­თან და­კავ­ში­რე­ბაც ვცა­დე და მე­სი­ჯი მივ­წე­რე, თუმ­ცა უმე­ტე­სო­ბამ პა­სუ­ხი არ და­მიბ­რუ­ნა. იყ­ვნენ ისე­თე­ბიც, ვინც მხო­ლოდ ერთი მე­სი­ჯი მომ­წე­რა - "და­მი­რე­კე". რამ­დე­ნი­მე სა­უ­ბარ­ში ამ­ყვა (რად­გან მა­მა­კა­ცი ვე­გო­ნე). ისე­თი სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია და­ვაგ­რო­ვე, რომ სტა­ტი­ის მომ­ზა­დე­ბა გა­დავ­წყვი­ტე. სა­ა­მი­სოდ კი გარ­კვე­უ­ლი "კვლე­ვის" ჩა­ტა­რე­ბა იყო სა­ჭი­რო. თით­ქმის ყვე­ლა ნაც­ნობ მა­მა­კაცს და­ვუ­რე­კე და ვთხო­ვე, თუ რა­ი­მე იცო­და მე­ძა­ვე­ბის, მათი მომ­სა­ხუ­რე­ბის ფა­სე­ბი­სა და "დის­ლო­კა­ცი­ის ად­გი­ლე­ბის" შე­სა­ხებ, ჩემ­თვის მო­ე­ყო­ლა, მაგ­რამ უმე­ტე­სო­ბამ იუ­ა­რა - არ ვსარ­გებ­ლობ მათი მომ­სა­ხუ­რე­ბით და ვერ და­გეხ­მა­რე­ბიო. რამ­დე­ნი­მემ კი თავი შე­ი­წუ­ხა და ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია და­მიდ­გი­ნა და დაწ­ვრი­ლე­ბით ჩა­მი­კაკ­ლა: 3 სა­ღა­მო, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ყა­ვი ჩა­საფ­რე­ბუ­ლი სა­ბურ­თა­ლო­ზე, ერთ-ერთ სას­ტუმ­როს­თან (რო­მელ­ზეც მი­თხრეს, რომ ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რა­დაა დატ­ვირ­თუ­ლი და მე­ძა­ვე­ბის უმე­ტე­სო­ბას კლი­ენ­ტე­ბი სწო­რედ იქ მიჰ­ყავს) და სი­ტუ­ა­ცი­ას ვაკ­ვირ­დე­ბო­დი. სწო­რედ მა­შინ გავ­ხდი რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბის მოწ­მე: გარ­და იმი­სა, რომ სას­ტუმ­რო­ში შეყ­ვა­რე­ბუ­ლი წყვი­ლე­ბი მი­დი­ან, რომ ერ­თმა­ნე­თის ალერ­სით დატ­კბ­ნენ (ასე­თი წყვი­ლე­ბის ამოც­ნო­ბა იო­ლია - ერ­თად მო­დი­ან და ერ­თად მი­დი­ან), მე­ძა­ვე­ბიც უხ­ვად "მოძ­რა­ო­ბენ". მა­მა­კა­ცი ცალ­კე მო­დის, სას­ტუმ­რო­ში შე­დის, ცოტა ხან­ში ტაქ­სით მო­დის მსუ­ბუ­ქი ყო­ფაქ­ცე­ვის ქალ­ბა­ტო­ნი (ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე თუ და­აკ­ვირ­დე­ბი, ძნე­ლი ამო­საც­ნო­ბი სუ­ლაც არ არის) და უკა­ნაც ცალ-ცალ­კე გა­მო­დი­ან. სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, მათ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბით კარ­გად გა­ვერ­თე... 3 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში (სა­ღა­მოს 8-დან 11 სა­ა­თამ­დე) მხო­ლოდ იქ 100-მდე მე­ძა­ვი დავ­თვა­ლე. მათი უმე­ტე­სო­ბის ასა­კი 30-35 წე­ლია, თუმ­ცა ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა, 18-20 წლის გო­გო­ნე­ბიც შევ­ნიშ­ნე. ჩემი ყუ­რა­დღე­ბა შავ­მა, "ტო­ი­ო­ტას" ძვი­რად ღი­რე­ბულ­მა ჯიპ­მა მი­იქ­ცია... მას­ში ახალ­გაზ­რდა (ასე, 18-19 წლის) გო­გო­ნა და შუ­ახ­ნის მა­მა­კა­ცი ის­ხდნენ. მძღოლ­მა მან­ქა­ნა სას­ტუმ­როს კე­დელ­თან სა­ბარ­გუ­ლით მი­ა­ყე­ნა და ამი­ტომ, კარ­გად ვხე­დავ­დი მას­ში მსხდო­მებს. წყვი­ლი მან­ქა­ნი­დან გად­მოს­ვლას არ ჩქა­რობ­და, რა­მაც მათ მი­მართ ინ­ტე­რე­სი უფრო გა­აღ­ვი­ვა. გო­გო­ნას ქერა, გრძე­ლი თმა ჰქონ­და და შო­რი­და­ნაც ჩან­და, რომ ძა­ლი­ან ლა­მა­ზი იყო. ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა შე­მექ­მნა, რომ საყ­ვარ­ლე­ბი იყ­ვნენ. კარ­გა ხნის შემ­დეგ სას­ტუმ­როს­თან მან­ქა­ნა გა­ჩერ­და - ზუს­ტად ჩემს მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს. მძღო­ლი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი გახ­ლდათ, რო­მელ­მაც გად­მოს­ვლამ­დე ტე­ლე­ფონ­ზე და­რე­კა. ვი­ნა­ი­დან ქუჩა, სა­დაც ვი­დე­ქი, საკ­მა­ოდ ვიწ­როა და მოძ­რა­ო­ბა - არც ისე ინ­ტენ­სი­უ­რი, თი­თო­ე­უ­ლი სი­ტყვა მკა­ფი­ოდ გა­ვი­გო­ნე:

- აქ ვარ... დო­ლა­რი მაქვს... 150... კარ­გი, გად­მოვ­დი­ვარ...

მა­მა­კა­ცი სას­ტუმ­როს შე­სას­ვლე­ლის­კენ წა­ვი­და. შავი ჯი­პი­დან კი ის ქერა გო­გო­ნა გად­მო­ვი­და და კარ­თან დახ­ვდა. წყვი­ლი შე­ნო­ბა­ში შე­ვი­და, ჯიპი კი და­იძ­რა და ცოტა ხან­ში თვალს მი­ე­ფა­რა. ერთ სა­ათ­ში ჯერ მა­მა­კა­ცი გა­მო­ვი­და ჩქა­რი ნა­ბი­ჯით და წა­ვი­და; 10 წუთ­ში გო­გო­ნაც გა­მოჩ­ნდა, გზა გად­მოკ­ვე­თა და ჩემი მან­ქა­ნის წინ გა­ჩერ­და. თან მო­ბი­ლურ­ზე ლა­პა­რა­კობ­და - მივ­ხვდი, ტაქ­სის იძა­ხებ­და. ვიდ­რე მან­ქა­ნა მო­ა­კი­თხავ­და, ვი­სარ­გებ­ლე სი­ტუ­ა­ცი­ით და გა­მო­ვე­ლა­პა­რა­კე. არ და­მი­მა­ლავს, რომ ჟურ­ნა­ლის­ტი ვი­ყა­ვი და ვთხო­ვე, რამ­დე­ნი­მე შე­კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი გა­ე­ცა. რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, უარი მი­ვი­ღე, მაგ­რამ უკან არ და­ვი­ხიე და ვი­ნა­ი­დან შევ­ნიშ­ნე, რომ გო­გო­ნა გა­ნერ­ვი­ულ­და და შე­შინ­და, მცი­რე შან­ტაჟ­ზე წა­ვე­დი: - სუ­რა­თე­ბი გა­და­გი­ღე და თუ არ და­მე­ლა­პა­რა­კე­ბი, ჟურ­ნალ­ში "დაგ­ბეჭ­დავ", თუ რამ­დე­ნი­მე კი­თხვა­ზე მი­პა­სუ­ხებ, გპირ­დე­ბი, რომ შენ თვალ­წინ წავ­შლი ფო­ტო­ებს-მეთ­ქი და მეტი და­მა­ჯე­რებ­ლო­ბის­თვის ფო­ტო­ა­პა­რა­ტი და­ვა­ნახ­ვე, თან მან­ქა­ნის წინა კარი გა­ვუ­ღე. თხოვ­ნის გა­მე­ო­რე­ბა არ დამ­ჭირ­ვე­ბია.

- რამ­დე­ნი წლის ხარ?

- 19-ის.

- პატ­რო­ნი არ გყავს? - ცოტა უხე­შად გა­მო­მი­ვი­და, მაგ­რამ არ შე­იმ­ჩნია.

- მყავს, რო­გორ არა, მაგ­რამ მათ არ იცი­ან, რომ ამ საქ­მით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი.

- მა­გა­ში ეჭ­ვიც არ მე­პა­რე­ბა, მაგ­რამ რა გა­გი­ჭირ­და ისე­თი, რომ ამ გზას და­ა­დე­ქი? უფუ­ლო­ბამ გა­ი­ძუ­ლა?

- არა, არც ისე გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ოჯა­ხი მაქვს. მდიდ­რე­ბი არ ვართ, მაგ­რამ პუ­რის ფული ნამ­დვი­ლად არ გვაკ­ლია.

- აბა, რა გაკ­ლდა?

- სტუ­დენ­ტი ვარ, სწავ­ლის გა­და­სა­ხა­დი საკ­მა­ოდ ძვი­რია. მშობ­ლე­ბი იჭირ­ვე­ბენ და მიხ­დი­ან, მაგ­რამ მინ­და, და­ვეხ­მა­რო.

- ნუ მა­ტყუ­ებ... ეგ არ არის მი­ზე­ზი.

- მო­დე­ლი ვარ, ერთ-ერთ სა­ა­გენ­ტო­ში დავ­დი­ვარ და მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ შე­იძ­ლე­ბა, წარ­მა­ტე­ბა­საც მი­ვაღ­წიო... ერთ-ერთ ელი­ტურ შეხ­ვედ­რა­ზე გა­ვი­ცა­ნი ის მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც ჯი­პით მო­მიყ­ვა­ნა. იმ დღი­დან ჩემი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი გახ­და... მეც ავ­ყე­ვი თა­მაშ­ში, საკ­მა­ოდ მო­წი­ფუ­ლი, ფუ­ლი­ა­ნი მა­მა­კა­ცია, ხე­ლის­გულ­ზე გა­ტა­რე­ბო, მპირ­დე­ბო­და...

- და ცდუ­ნე­ბას ვერ გა­უ­ძე­ლი, არა?

- ჰო, ვი­ფიქ­რე, რომ ბევრ რა­მე­ში და­მეხ­მა­რე­ბო­და. ჩემი პირ­ვე­ლი მა­მა­კა­ცი თვი­თონ იყო. 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მარ­თლა ზღა­პარ­ში მე­გო­ნა თავი, შე­მიყ­ვარ­და კი­დეც, ისე­თი თბი­ლი და ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი იყო... შემ­დეგ მივ­ხვდი, რომ თავს მა­რი­დებ­და და ბუ­ნებ­რი­ვია, გავ­ნერ­ვი­ულ­დი... შეხ­ვედ­რა­ზე აღარ მთან­ხმდე­ბო­და, საქ­მე­სა და უდ­რო­ო­ბას იმი­ზე­ზებ­და... რო­გორც იქნა, მო­ვა­ხერ­ხე და შევ­ხვდი. მა­შინ მი­თხრა - შე­ნის­თა­ნა იცი, რამ­დე­ნი მყავს? ყვე­ლას თან ვერ გა­დავ­ყვე­ბი, რაც იყო, იყო, ყვე­ლა­ფე­რი უნდა და­ი­ვი­წყო, თუ გინ­და, ერთ კარგ კაცს გა­გაც­ნობ, ჩემ­ზე მეტი ფული აქვს და იმას­თან "გა­და­ბარ­გდიო". ძა­ლი­ან გავ­ბრაზ­დი და წა­მო­ვე­დი. კარგ ცხოვ­რე­ბას იო­ლად ეჩ­ვე­ვა ადა­მი­ა­ნი. გა­მი­ჭირ­და იმის დათ­მო­ბა, რაც 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მქონ­და. ფუ­ლიც შე­მო­მაკ­ლდა და დავ­თან­ხმდი მის წი­ნა­და­დე­ბას. ახალ კა­ვა­ლერ­თან სულ 2 კვი­რა დავ­ყა­ვი, შემ­დეგ კი­დევ ახა­ლი მო­მი­ძებ­ნა, რო­მელ­საც რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ვხვდე­ბო­დი. შემ­დეგ კი უკვე ასე, სა­ა­თო­ბით "მა­ქი­რა­ვებს". ჩემ­ნა­ი­რი მარ­თლაც ბევ­რი ჰყავს. რამ­დე­ნი­მეს ვიც­ნობ, ვის­თან ერ­თა­დაც მო­მი­წია წას­ვლამ (არის შემ­თხვე­ვა, როცა მე­გობ­რე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ან, სად­მე მი­დი­ან და რამ­დე­ნი­მე გო­გო­ნას მომ­სა­ხუ­რე­ბა ერ­თად სჭირ­დე­ბათ).

- ეს ყვე­ლა­ფე­რი რამ­დე­ნი ხნის წინ და­ი­წყო?

- მა­შინ 17 წლის ვი­ყა­ვი.

- რო­გორც მივ­ხვდი, ეს მა­მა­კა­ცი ამ საქ­მი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი და ე.წ. სუ­ტე­ნი­ო­რია...

- კი, და საკ­მა­ოდ ბევრ ადა­მი­ანს იც­ნობს ელი­ტა­ში. თუ მას მო­ე­წო­ნე და სა­მუ­შა­ოდ აგიყ­ვა­ნა, უნდა იცო­დე, რომ კარ­გი ცხოვ­რე­ბა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი გაქვს, რად­გან მხო­ლოდ ფუ­ლი­ან კლი­ენ­ტებ­თან მო­გი­წევს ურ­თი­ერ­თო­ბა. მას­თან ერ­თად მუ­შა­ობს კი­დევ შუ­ახ­ნის ქალი. ასე ვთქვათ, პარტნი­ო­რე­ბი არი­ან და აწყო­ბი­ლი აქვთ საქ­მე...

- რო­გორც მივ­ხვდი, ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი გო­გო­ნა ხარ. რამ­დენს გიხ­დის?

- 1 სა­ა­თით 300 ლარი "ვღირ­ვარ", მაგ­რამ თუ კლი­ენ­ტი შე­ე­ვაჭ­რე­ბა, შე­იძ­ლე­ბა, და­უკ­ლოს კი­დეც. მე ნა­ხე­ვარს მიხ­დის.

- და რო­დემ­დე აპი­რებ ასე ცხოვ­რე­ბას?

- არ ვიცი, ალ­ბათ სა­ნამ ვინ­მე ფუ­ლი­ა­ნი საქმრო გა­მოჩ­ნდე­ბა. მე ხომ "პა­ტი­ო­სა­ნი გო­გოს" სა­ხე­ლი მაქვს, არც ერ­თმა ჩემ­მა ნაც­ნობ­მა არ იცის, რას ვა­კე­თებ და იმე­დია, ერთ დღეს ვინ­მე გა­მოჩ­ნდე­ბა, ვინც შე­მიყ­ვა­რებს და გავ­თხოვ­დე­ბი. წა­ვალ ახლა, ტაქ­სი მე­ლო­დე­ბა. ჩემს სუ­რა­თებს წაშ­ლი?

- კი, წავ­შლი...

გან­ძი ქუ­ჩა­ში არ ყრია

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ათ­ში 300 ლა­რის გა­დახ­და ყვე­ლას არ შე­უძ­ლია და ამი­ტომ, ვერც ელი­ტუ­რი მე­ძა­ვის მომ­სა­ხუ­რე­ბით ისარ­გებ­ლებს. შე­და­რე­ბით და­ბა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ფე­ნის­თვის "შე­სა­ბა­მის­ფა­სი­ა­ნი" ქა­ლე­ბი არ­სე­ბო­ბენ. ყაზ­ბე­გის ქუ­ჩა­ზე სა­ღა­მოს თუ გა­გივ­ლი­ათ, ალ­ბათ შე­ნიშ­ნავ­დით სა­რე­ცხი­ვით გა­მო­ფე­ნილ "ნა­შო­ბას", რომ­ლე­ბიც მან­ქა­ნა თუ ოდ­ნავ შე­ა­ჩე­რე, ღია ფან­ჯა­რა­ში თა­ვით ვარ­დე­ბი­ან... ერთი მათ­გა­ნი სწო­რედ ასე­თი ფან­დით მო­ვი­ტყუე მან­ქა­ნას­თან და და­ლა­პა­რა­კე­ბა ვცა­დე. გა­უკ­ვირ­და, სა­ჭეს­თან ქალი რომ და­ი­ნა­ხა და მან­ქა­ნის სა­ლო­ნი ყუ­რა­დღე­ბით მო­ათ­ვა­ლი­ე­რა.

- მარ­ტო ხარ?

- კი, და­ჯე­ქი, - შევ­თა­ვა­ზე და გა­ვუ­ღი­მე, რომ არ და­მეფრ­თხო.

- მე­ე­ეე?

- ჰო, შენ. და­ჯე­ქი, საქ­მე მაქვს...

- პო­ლი­ცი­ე­ლი ხარ?

- არა, პო­ლი­ცი­ე­ლი არ ვარ...

ისე უცებ აღ­მოჩ­ნდა გვერ­დით სა­ვარ­ძელ­ზე, თვა­ლის და­ხამ­ხა­მე­ბაც ვერ მო­ვას­წა­რი. ალ­ბათ ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა კლავ­და - აინ­ტე­რე­სებ­და, რა მინ­დო­და.

მან­ქა­ნა იქვე გა­ვა­ჩე­რე და ავუხ­სე­ნი, ვინც ვი­ყა­ვი და რა მინ­დო­და. სი­ტყვა "ჟურ­ნა­ლის­ტი" ყვე­ლა­ზე მე­ტად არ მო­ე­წო­ნა, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი მა­ინც გამ­ცა.

- რამ­დენს იღებ?

- მე 50-ს, მაგ­რამ აქ არი­ან გო­გო­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც 10 და 15 ლა­რა­დაც და­დი­ან...

- შენ რა­ტომ იღებ ძვირს?

- იმი­ტომ, რომ მე მათ­ზე ლა­მა­ზი ვარ.

- ალ­ბათ ქმა­რი გცემ­და, გა­ცილ­დი, შვი­ლი გყავს გა­საზ­რდე­ლი და იმი­ტომ მუ­შა­ობ, ხომ?

- შენ რა იცი?

- ყვე­ლა მე­ძა­ვი ასე იმარ­თლებს თავს.

- თავს არ ვი­მარ­თლებ, მარ­თლა ასეა... და ყვე­ლა მა­გი­ტომ მუ­შა­ობს, რომ შვი­ლე­ბი არ­ჩი­ნოს. სხვა რა უნდა ვქნათ?

- ჭკუ­ას ვერ გას­წავ­ლი, ალ­ბათ კარ­გად იცი, რაც უნდა ქნა...

- ყვე­ლა კაცი მა­რი­გებს ჭკუ­ას... სა­სა­ცი­ლო­ე­ბი არი­ან, ჯერ თა­ვი­სას გა­ის­წო­რე­ბენ და მერე მო­რალს გი­კი­თხა­ვენ, რა­ტომ აკე­თებ ამას, ასე არ შე­იძ­ლე­ბა, სხვა გზა უნდა მო­ძებ­ნოო. არა­და, ჰგო­ნი­ათ, რომ მი­ხა­რია მათ­თან და­წო­ლა... მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ბა­ზარ­ში სა­ზამ­თროს ყი­დი­ან, სა­ღა­მოს "გუ­ლა­ო­ბა" მო­უნ­დე­ბათ და მო­გად­გე­ბი­ან, და­უ­ბა­ნე­ლე­ბი და აქო­თე­ბუ­ლე­ბი. მიდი და მო­ემ­სა­ხუ­რე ასეთს... ხან­და­ხან ისე მე­ვაჭ­რე­ბი­ან, თავი ხორ­ცის ნა­ჭე­რი მგო­ნია... - და­ა­კე­ლი, 50 ლარი რა ამ­ბა­ვია, 20 არ გე­ყო­ფა? 20 ლარი ეყო­ფა მა­გათ ცო­ლებს! და­ვი­წერ გულ­ზე ბა­რემ - "სე­ი­ლი" და ეგ იქ­ნე­ბა... ჯერ 50 ლარი რა არის და იმა­ზეც რომ გე­ვაჭ­რე­ბი­ან. "პროს­ტა", ქუ­ჩა­ში რომ ვდგა­ვარ, იმი­ტომ მაქვს და­ბა­ლი ფასი, რად­გან ქუ­ჩა­ში გან­ძი არ ყრია და ნა­გა­ვი კი­დევ, ძვი­რი არ ღირს...

შე­ვაჭ­რე­ბა არც იმ მე­ძა­ვებს უყ­ვართ, ვინც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით "მუ­შა­ობს"... ხში­რად შეხ­ვდე­ბით ასეთ გან­ცხა­დე­ბას: "და­მი­რე­კეთ. მყავს და­ქა­ლიც... გვაქვს ლეს­ბი, მარ­ტო ჩემ­თან - 100 ლარი, სას­ტუმ­რო­ი­ა­ნად; და­ქალ­თან ერ­თად - 160. და­ნარ­ჩენს ტე­ლე­ფო­ნით გე­ტყვით და ნუ მე­ვაჭ­რე­ბით, გა­სა­გე­ბი­ა­აა?!" "ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ფა­სი­ა­ნია - 1 სა­ა­თი 100 ლარი, ჩემი ბი­ნით. აქ არ ვმე­სი­ჯობ. და­რე­კეთ. ვმუ­შა­ობ დი­ლის 12-დან ღა­მის 12-მდე. პი­რო­ბე­ბი არ შე­იც­ვლე­ბა! ფასი არ და­აკ­ლდე­ბა! ნუ მე­ვაჭ­რე­ბით, აქ ბა­ზა­რი არაა! ვი­საც ფული არ აქვს, სა­კუ­თარ ცოლს მი­მარ­თოს! 30 წლამ­დე ასა­კის ნუ და­მი­რე­კავს. ზო­გი­ერ­თე­ბი რა საყ­ვარ­ლე­ბი ხა­ა­ართ! გა­ი­ხა­რე­ე­ეთ!"

"1 სა­ა­თი 200 ლარი, მე­გო­ბარ გო­გო­ნას­თან ერ­თად - 300. და­რე­კეთ მხო­ლოდ რე­ა­ლურ­მა გა­დამ­ხდე­ლებ­მა. თვა­ლე­ბი გა­ა­ხი­ლეთ და წა­ი­კი­თხეთ ფასი კარ­გად!"

"უტ­რომ ძენ­გი, ვე­ჩე­რომ - სტუ­ლია"...

აღ­მოჩ­ნდა, რომ თურ­მე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­თავ­სე­ბულ გან­ცხა­დე­ბას მა­მა­კა­ცი ეხ­მა­უ­რე­ბა, და­ნიშ­ნულ ად­გილ­ზე მი­დის, და­პი­რე­ბულ მომ­სა­ხუ­რე­ბას იღებს, მაგ­რამ ფულს აღარ იხ­დის. თუ მე­ძავ­მა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია, სცემს, თვალ­საც ჩა­უ­ლურ­ჯებს და რამ­დე­ნი­მე ხნით "სა­მუ­შაო მდგო­მა­რე­ო­ბი­დან" გა­მო­იყ­ვანს. ამი­ტომ, რო­გორც წესი, ასეთ მა­მა­კა­ცებს თავ­გა­სუ­ლო­ბა შერ­ჩე­ბათ ხოლ­მე... პი­რო­ბას დებს, რომ "პოს­ლე­ზე ატ­ვე­ჩა­ია" და მი­დის. რა თქმა უნდა, უკან აღა­რა­ვინ ბრუნ­დე­ბა... ამი­ტომ, ქალ­ბა­ტო­ნებ­მა თავ­დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მი შე­ი­მუ­შა­ვეს და ან თან­ხის ნა­წილს, ან მთლი­ა­ნად წი­ნას­წარ ითხო­ვენ: "შევ­ხვდე­ბი გა­დამ­ხდელ, სე­რი­ო­ზულ მა­მა­კაცს, ჩემს ბი­ნა­ში. მომ­სა­ხუ­რე­ბა ფა­სი­ა­ნია, შეხ­ვედ­რამ­დე რი­ცხავთ თან­ხის ნა­ხე­ვარს... ვარ უკომ­პლექ­სო, "ვირ­ტით" არ ვერ­თო­ბი და არც "სკა­ი­პით". "ვარ გა­თხო­ვი­ლი, ამი­ტომ, ვმუ­შა­ობ მხო­ლოდ სა­ღა­მოს 6 სა­ა­თამ­დე (მერე სახ­ლში უნდა წა­ვი­დე). ჩემ­თან სექ­სი ფა­სი­ა­ნია და 1 სა­ა­თი 150 ლარი ღირს. თან­ხას ვი­ღებ წი­ნას­წარ. სხვა პი­რო­ბებს არ ვთან­ხმდე­ბი".

ახლა კი უბ­რა­ლოდ, იმ გან­ცხა­დე­ბებს გა­გაც­ნობთ, რო­მელ­თა ავ­ტო­რე­ბიც იშ­ვი­ათ მომ­სა­ხუ­რე­ბას უწე­ვენ კლი­ენ­ტებს, რად­გან მათ­თან გა­სა­უბ­რე­ბის მცდე­ლო­ბამ უშე­დე­გოდ ჩა­ი­ა­რა: "მომ­სა­ხუ­რე­ბის სრუ­ლი პა­კე­ტი... ვარ უკომ­პლექ­სო და ექ­სპე­რი­მენ­ტებ­ზე უარს არ ვამ­ბობ. მაქვს სა­თა­მა­შო­ე­ბი".

"ნუ შე­მომ­თა­ვა­ზებთ ჩვე­უ­ლებ­რივ სექსს! მხო­ლოდ female domination... გა­როზგ­ვა, სტრა­პო­ნი, ფუ­ტფე­ტი­ში და ბუ­ტფე­ტი­ში, ოქ­როს წვი­მა... ვი­საც ეს თემა არ ეს­მის, სუ­ლე­ლურ კი­თხვებს ნუ და­მის­ვამს".

"მა­ინ­ტე­რე­სებს ახალ­გაზ­რდა ბი­ჭე­ბი. შე­ვას­წავ­ლი სტიპ­ტიზს. ვგიჟ­დე­ბი შიშ­ვე­ლი მა­მა­კა­ცე­ბის დიდ კომ­პა­ნი­ა­ზე. უპი­რა­ტე­სო­ბას მი­ვა­ნი­ჭებ ბი­სექ­სუ­ა­ლებს".

"ვარ ქალ­წუ­ლი. სექ­სი ჩემ­თან გა­მო­რი­ცხუ­ლია. მხო­ლოდ "კუნი". ვარ ჰი­გი­ე­ნუ­რი. ჩემი მხრი­დან ორა­ლუ­რი სექ­სი გა­რან­ტი­რე­ბუ­ლია. ჩემ­თან შეხ­ვედ­რა თუ გინ­დათ, ჯერ თან­ხა უნდა გად­მო­რი­ცხოთ და შემ­დეგ შეგ­ხვდე­ბით. ყვე­ლას არ ვხვდე­ბი. უფუ­ლო­ე­ბი ნუ მწერთ და ნუ მე­ვაჭ­რე­ბით. ჯერ და­რი­ცხავ, მერე შეგ­ხვდე­ბი. ისე არ გავ­დი­ვარ და შე­იგ­ნეთ".

"თი­კა­თი­კა33..." ჩემი "სკა­ი­პია", გა­ვიხ­დი და გა­სი­ა­მოვ­ნებთ, თუ ფულს ჩა­მი­რი­ცხავთ. ტყუ­ი­ლად ნუ მომ­წერთ და და­მი­მა­ტებთ"...

"ვარ ლა­მა­ზი, ჩემ­თან შეხ­ვედ­რა ფა­სი­ა­ნია. 1 სა­ა­თი 200 ლარი. ვინც შე­მა­გი­ნებს, დავ­წყევ­ლი"...

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბე­ბის უკან მა­მა­კა­ცე­ბი "იმა­ლე­ბი­ან" და ფუ­ლის შოვ­ნის გზად ეს ხერ­ხი აურ­ჩე­ვი­ათ... თაღ­ლი­თის ბა­დე­ში მოხ­ვედ­რი­ლი, სექ­სუ­ა­ლუ­რი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი კი საკ­მა­ოდ სო­ლი­დურ თან­ხებს რი­ცხა­ვენ მათ ან­გა­რი­შებ­ზე...

P.S. თემა იმ­დე­ნად დი­დია, რომ მისი ამო­წურ­ვა ერთ ჯერ­ზე შე­უძ­ლე­ბე­ლია. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ კვლავ მი­ვუბ­რუნ­დე­ბით და არას­რულ­წლო­ვან მე­ძა­ვებ­ზე ვი­სა­უბ­რებთ. ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ - რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, თბი­ლის­ში, ჩვენ გვერ­დით ასე­თი ფაქ­ტი არ­ცთუ ისე ცო­ტაა, რომ მას­ზე თვა­ლე­ბის და­ხუჭ­ვა ღირ­დეს. წი­ნამ­დე­ბა­რე სტა­ტია შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქია (სტა­ტია და არა - პრობ­ლე­მა), უბ­რა­ლოდ, თბი­ლის­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია მი­მო­ვი­ხი­ლეთ... მომ­დევ­ნო თემა კი საკ­მა­ოდ მძი­მე და პრობ­ლე­მუ­რი იქ­ნე­ბა და ალ­ბათ ბევრ მშო­ბელს და­ა­ფიქ­რებს კი­დეც...

მარი ჯა­ფა­რი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

საშემოდგომო ფასდაკლება ქართულ სექსინდუსტრიაში

საშემოდგომო ფასდაკლება ქართულ სექსინდუსტრიაში

ამდენ საარჩევნო ფაციფუცსა და პოლიტიკურ ციებ-ცხელებაში ლამის გამოგვრჩა, რომ საქართველოში მეძავებმა საშემოდგომო ფასდაკლება გამოაცხადეს. ამაში გასაკვირი არც არაფერია, რადგან ეს ერთგვარი ბიზნესია და თურმე პროსტიტუციაზეც ვრცელდება ბიზნესის კანონები. ჰოდა, როგორც მაღაზიათა უმრავლესობას, მათაც სეილი აქვთ! ეს "სასიხარულო" ამბავი ერთ-ერთი სოციალური ქსელის მეშვეობით შევიტყვე. თუმცა, ამ ქალბატონების მომსახურების მოყვარულნი სიხარულის ყიჟინას ნუ დასცხებენ, რადგან აღნიშნული სეილი "ალაგ-ალაგაა" გამოცხადებული და როგორც მივხვდი, კურორტებიდან მიგრირებულ ნაშებზე ვრცელდება. ამას კი სოციალურ ქსელში დადებული შემდეგი შინაარსის განცხადებები მოწმობს: "ახლახან დავბრუნდი ანტალიიდან, ვარ კარგად გარუჯული. ვაცხადებ სეილს: მომსახურება რეზინით! დამიკავშირდით... 598 49 69... (ბოლო ორ ციფრს არ ვასახელებ. - ავტ.). მინეტი - 50 (ადრე 70 ღირდა); ერთი საათი - 100 (120 ღირდა); კუნილინგუსი - 50 (70); დომინაცია - 200 (250); ლესბი - 300 (350). შეხვედრა ჩემს ბინაში, საბურთალოზე".

იქნებ ზოგიერთმა ისიც კი თქვას, რა დროს მეძავებისა და სეილების თემააო, მაგრამ როდესაც ამ სფეროს ცოტა ღრმად "ჩავუჯექი" და ასე ვთქვათ - "გავქექე", ბევრი საინტერესო და ბევრიც ისეთი რამ აღმოვაჩინე, რაც ძალზე უჩვეულოდ და უცნაურად მომეჩვენა.

"შაური - შენ, შაური - მე, შაური - "მამაშას"

სოციალურ ქსელში უამრავ განცხადებას გავეცანი (ზოგიერთ მათგანს ქვემოთ გაგაცნობთ), რომელიც მამაკაცებს დაუვიწყარი დროის გატარებას ჰპირდება. ზოგიერთი განცხადების ავტორთან დაკავშირებაც ვცადე და მესიჯი მივწერე, თუმცა უმეტესობამ პასუხი არ დამიბრუნა. იყვნენ ისეთებიც, ვინც მხოლოდ ერთი მესიჯი მომწერა - "დამირეკე". რამდენიმე საუბარში ამყვა (რადგან მამაკაცი ვეგონე). ისეთი საინტერესო ინფორმაცია დავაგროვე, რომ სტატიის მომზადება გადავწყვიტე. საამისოდ კი გარკვეული "კვლევის" ჩატარება იყო საჭირო. თითქმის ყველა ნაცნობ მამაკაცს დავურეკე და ვთხოვე, თუ რაიმე იცოდა მეძავების, მათი მომსახურების ფასებისა და "დისლოკაციის ადგილების" შესახებ, ჩემთვის მოეყოლა, მაგრამ უმეტესობამ იუარა - არ ვსარგებლობ მათი მომსახურებით და ვერ დაგეხმარებიო. რამდენიმემ კი თავი შეიწუხა და ჩემთვის საინტერესო ინფორმაცია დამიდგინა და დაწვრილებით ჩამიკაკლა: 3 საღამო, რამდენიმე საათის განმავლობაში ვიყავი ჩასაფრებული საბურთალოზე, ერთ-ერთ სასტუმროსთან (რომელზეც მითხრეს, რომ ძალიან აქტიურადაა დატვირთული და მეძავების უმეტესობას კლიენტები სწორედ იქ მიჰყავს) და სიტუაციას ვაკვირდებოდი. სწორედ მაშინ გავხდი რამდენიმე საინტერესო ამბის მოწმე: გარდა იმისა, რომ სასტუმროში შეყვარებული წყვილები მიდიან, რომ ერთმანეთის ალერსით დატკბნენ (ასეთი წყვილების ამოცნობა იოლია - ერთად მოდიან და ერთად მიდიან), მეძავებიც უხვად "მოძრაობენ". მამაკაცი ცალკე მოდის, სასტუმროში შედის, ცოტა ხანში ტაქსით მოდის მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონი (ჩაცმულობაზე თუ დააკვირდები, ძნელი ამოსაცნობი სულაც არ არის) და უკანაც ცალ-ცალკე გამოდიან. სიმართლე რომ გითხრათ, მათზე დაკვირვებით კარგად გავერთე... 3 დღის განმავლობაში (საღამოს 8-დან 11 საათამდე) მხოლოდ იქ 100-მდე მეძავი დავთვალე. მათი უმეტესობის ასაკი 30-35 წელია, თუმცა ძალიან ახალგაზრდა, 18-20 წლის გოგონებიც შევნიშნე. ჩემი ყურადღება შავმა, "ტოიოტას" ძვირად ღირებულმა ჯიპმა მიიქცია... მასში ახალგაზრდა (ასე, 18-19 წლის) გოგონა და შუახნის მამაკაცი ისხდნენ. მძღოლმა მანქანა სასტუმროს კედელთან საბარგულით მიაყენა და ამიტომ, კარგად ვხედავდი მასში მსხდომებს. წყვილი მანქანიდან გადმოსვლას არ ჩქარობდა, რამაც მათ მიმართ ინტერესი უფრო გააღვივა. გოგონას ქერა, გრძელი თმა ჰქონდა და შორიდანაც ჩანდა, რომ ძალიან ლამაზი იყო. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ საყვარლები იყვნენ. კარგა ხნის შემდეგ სასტუმროსთან მანქანა გაჩერდა - ზუსტად ჩემს მოპირდაპირე მხარეს. მძღოლი ახალგაზრდა მამაკაცი გახლდათ, რომელმაც გადმოსვლამდე ტელეფონზე დარეკა. ვინაიდან ქუჩა, სადაც ვიდექი, საკმაოდ ვიწროა და მოძრაობა - არც ისე ინტენსიური, თითოეული სიტყვა მკაფიოდ გავიგონე:

- აქ ვარ... დოლარი მაქვს... 150... კარგი, გადმოვდივარ...

მამაკაცი სასტუმროს შესასვლელისკენ წავიდა. შავი ჯიპიდან კი ის ქერა გოგონა გადმოვიდა და კართან დახვდა. წყვილი შენობაში შევიდა, ჯიპი კი დაიძრა და ცოტა ხანში თვალს მიეფარა. ერთ საათში ჯერ მამაკაცი გამოვიდა ჩქარი ნაბიჯით და წავიდა; 10 წუთში გოგონაც გამოჩნდა, გზა გადმოკვეთა და ჩემი მანქანის წინ გაჩერდა. თან მობილურზე ლაპარაკობდა - მივხვდი, ტაქსის იძახებდა. ვიდრე მანქანა მოაკითხავდა, ვისარგებლე სიტუაციით და გამოველაპარაკე. არ დამიმალავს, რომ ჟურნალისტი ვიყავი და ვთხოვე, რამდენიმე შეკითხვაზე პასუხი გაეცა. როგორც მოსალოდნელი იყო, უარი მივიღე, მაგრამ უკან არ დავიხიე და ვინაიდან შევნიშნე, რომ გოგონა განერვიულდა და შეშინდა, მცირე შანტაჟზე წავედი: - სურათები გადაგიღე და თუ არ დამელაპარაკები, ჟურნალში "დაგბეჭდავ", თუ რამდენიმე კითხვაზე მიპასუხებ, გპირდები, რომ შენ თვალწინ წავშლი ფოტოებს-მეთქი და მეტი დამაჯერებლობისთვის ფოტოაპარატი დავანახვე, თან მანქანის წინა კარი გავუღე. თხოვნის გამეორება არ დამჭირვებია.

- რამდენი წლის ხარ?

- 19-ის.

- პატრონი არ გყავს? - ცოტა უხეშად გამომივიდა, მაგრამ არ შეიმჩნია.

- მყავს, როგორ არა, მაგრამ მათ არ იციან, რომ ამ საქმით ვარ დაკავებული.

- მაგაში ეჭვიც არ მეპარება, მაგრამ რა გაგიჭირდა ისეთი, რომ ამ გზას დაადექი? უფულობამ გაიძულა?

- არა, არც ისე გაჭირვებული ოჯახი მაქვს. მდიდრები არ ვართ, მაგრამ პურის ფული ნამდვილად არ გვაკლია.

- აბა, რა გაკლდა?

- სტუდენტი ვარ, სწავლის გადასახადი საკმაოდ ძვირია. მშობლები იჭირვებენ და მიხდიან, მაგრამ მინდა, დავეხმარო.

- ნუ მატყუებ... ეგ არ არის მიზეზი.

- მოდელი ვარ, ერთ-ერთ სააგენტოში დავდივარ და მეუბნებიან, რომ შეიძლება, წარმატებასაც მივაღწიო... ერთ-ერთ ელიტურ შეხვედრაზე გავიცანი ის მამაკაცი, რომელმაც ჯიპით მომიყვანა. იმ დღიდან ჩემი თაყვანისმცემელი გახდა... მეც ავყევი თამაშში, საკმაოდ მოწიფული, ფულიანი მამაკაცია, ხელისგულზე გატარებო, მპირდებოდა...

- და ცდუნებას ვერ გაუძელი, არა?

- ჰო, ვიფიქრე, რომ ბევრ რამეში დამეხმარებოდა. ჩემი პირველი მამაკაცი თვითონ იყო. 2 თვის განმავლობაში მართლა ზღაპარში მეგონა თავი, შემიყვარდა კიდეც, ისეთი თბილი და ყურადღებიანი იყო... შემდეგ მივხვდი, რომ თავს მარიდებდა და ბუნებრივია, გავნერვიულდი... შეხვედრაზე აღარ მთანხმდებოდა, საქმესა და უდროობას იმიზეზებდა... როგორც იქნა, მოვახერხე და შევხვდი. მაშინ მითხრა - შენისთანა იცი, რამდენი მყავს? ყველას თან ვერ გადავყვები, რაც იყო, იყო, ყველაფერი უნდა დაივიწყო, თუ გინდა, ერთ კარგ კაცს გაგაცნობ, ჩემზე მეტი ფული აქვს და იმასთან "გადაბარგდიო". ძალიან გავბრაზდი და წამოვედი. კარგ ცხოვრებას იოლად ეჩვევა ადამიანი. გამიჭირდა იმის დათმობა, რაც 2 თვის განმავლობაში მქონდა. ფულიც შემომაკლდა და დავთანხმდი მის წინადადებას. ახალ კავალერთან სულ 2 კვირა დავყავი, შემდეგ კიდევ ახალი მომიძებნა, რომელსაც რამდენიმე თვის განმავლობაში ვხვდებოდი. შემდეგ კი უკვე ასე, საათობით "მაქირავებს". ჩემნაირი მართლაც ბევრი ჰყავს. რამდენიმეს ვიცნობ, ვისთან ერთადაც მომიწია წასვლამ (არის შემთხვევა, როცა მეგობრები იკრიბებიან, სადმე მიდიან და რამდენიმე გოგონას მომსახურება ერთად სჭირდებათ).

- ეს ყველაფერი რამდენი ხნის წინ დაიწყო?

- მაშინ 17 წლის ვიყავი.

- როგორც მივხვდი, ეს მამაკაცი ამ საქმითაა დაკავებული და ე.წ. სუტენიორია...

- კი, და საკმაოდ ბევრ ადამიანს იცნობს ელიტაში. თუ მას მოეწონე და სამუშაოდ აგიყვანა, უნდა იცოდე, რომ კარგი ცხოვრება გარანტირებული გაქვს, რადგან მხოლოდ ფულიან კლიენტებთან მოგიწევს ურთიერთობა. მასთან ერთად მუშაობს კიდევ შუახნის ქალი. ასე ვთქვათ, პარტნიორები არიან და აწყობილი აქვთ საქმე...

- როგორც მივხვდი, ძვირად ღირებული გოგონა ხარ. რამდენს გიხდის?

- 1 საათით 300 ლარი "ვღირვარ", მაგრამ თუ კლიენტი შეევაჭრება, შეიძლება, დაუკლოს კიდეც. მე ნახევარს მიხდის.

- და როდემდე აპირებ ასე ცხოვრებას?

- არ ვიცი, ალბათ სანამ ვინმე ფულიანი საქმრო გამოჩნდება. მე ხომ "პატიოსანი გოგოს" სახელი მაქვს, არც ერთმა ჩემმა ნაცნობმა არ იცის, რას ვაკეთებ და იმედია, ერთ დღეს ვინმე გამოჩნდება, ვინც შემიყვარებს და გავთხოვდები. წავალ ახლა, ტაქსი მელოდება. ჩემს სურათებს წაშლი?

- კი, წავშლი...

განძი ქუჩაში არ ყრია

მოგეხსენებათ, საათში 300 ლარის გადახდა ყველას არ შეუძლია და ამიტომ, ვერც ელიტური მეძავის მომსახურებით ისარგებლებს. შედარებით დაბალი სოციალური ფენისთვის "შესაბამისფასიანი" ქალები არსებობენ. ყაზბეგის ქუჩაზე საღამოს თუ გაგივლიათ, ალბათ შენიშნავდით სარეცხივით გამოფენილ "ნაშობას", რომლებიც მანქანა თუ ოდნავ შეაჩერე, ღია ფანჯარაში თავით ვარდებიან... ერთი მათგანი სწორედ ასეთი ფანდით მოვიტყუე მანქანასთან და დალაპარაკება ვცადე. გაუკვირდა, საჭესთან ქალი რომ დაინახა და მანქანის სალონი ყურადღებით მოათვალიერა.

- მარტო ხარ?

- კი, დაჯექი, - შევთავაზე და გავუღიმე, რომ არ დამეფრთხო.

- მეეეე?

- ჰო, შენ. დაჯექი, საქმე მაქვს...

- პოლიციელი ხარ?

- არა, პოლიციელი არ ვარ...

ისე უცებ აღმოჩნდა გვერდით სავარძელზე, თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი. ალბათ ცნობისმოყვარეობა კლავდა - აინტერესებდა, რა მინდოდა.

მანქანა იქვე გავაჩერე და ავუხსენი, ვინც ვიყავი და რა მინდოდა. სიტყვა "ჟურნალისტი" ყველაზე მეტად არ მოეწონა, მაგრამ რამდენიმე კითხვაზე პასუხი მაინც გამცა.

- რამდენს იღებ?

- მე 50-ს, მაგრამ აქ არიან გოგონები, რომლებიც 10 და 15 ლარადაც დადიან...

- შენ რატომ იღებ ძვირს?

- იმიტომ, რომ მე მათზე ლამაზი ვარ.

- ალბათ ქმარი გცემდა, გაცილდი, შვილი გყავს გასაზრდელი და იმიტომ მუშაობ, ხომ?

- შენ რა იცი?

- ყველა მეძავი ასე იმართლებს თავს.

- თავს არ ვიმართლებ, მართლა ასეა... და ყველა მაგიტომ მუშაობს, რომ შვილები არჩინოს. სხვა რა უნდა ვქნათ?

- ჭკუას ვერ გასწავლი, ალბათ კარგად იცი, რაც უნდა ქნა...

- ყველა კაცი მარიგებს ჭკუას... სასაცილოები არიან, ჯერ თავისას გაისწორებენ და მერე მორალს გიკითხავენ, რატომ აკეთებ ამას, ასე არ შეიძლება, სხვა გზა უნდა მოძებნოო. არადა, ჰგონიათ, რომ მიხარია მათთან დაწოლა... მთელი დღის განმავლობაში ბაზარში საზამთროს ყიდიან, საღამოს "გულაობა" მოუნდებათ და მოგადგებიან, დაუბანელები და აქოთებულები. მიდი და მოემსახურე ასეთს... ხანდახან ისე მევაჭრებიან, თავი ხორცის ნაჭერი მგონია... - დააკელი, 50 ლარი რა ამბავია, 20 არ გეყოფა? 20 ლარი ეყოფა მაგათ ცოლებს! დავიწერ გულზე ბარემ - "სეილი" და ეგ იქნება... ჯერ 50 ლარი რა არის და იმაზეც რომ გევაჭრებიან. "პროსტა", ქუჩაში რომ ვდგავარ, იმიტომ მაქვს დაბალი ფასი, რადგან ქუჩაში განძი არ ყრია და ნაგავი კიდევ, ძვირი არ ღირს...

შევაჭრება არც იმ მეძავებს უყვართ, ვინც სოციალური ქსელის საშუალებით "მუშაობს"... ხშირად შეხვდებით ასეთ განცხადებას: "დამირეკეთ. მყავს დაქალიც... გვაქვს ლესბი, მარტო ჩემთან - 100 ლარი, სასტუმროიანად; დაქალთან ერთად - 160. დანარჩენს ტელეფონით გეტყვით და ნუ მევაჭრებით, გასაგებიააა?!" "ჩემთან ურთიერთობა ფასიანია - 1 საათი 100 ლარი, ჩემი ბინით. აქ არ ვმესიჯობ. დარეკეთ. ვმუშაობ დილის 12-დან ღამის 12-მდე. პირობები არ შეიცვლება! ფასი არ დააკლდება! ნუ მევაჭრებით, აქ ბაზარი არაა! ვისაც ფული არ აქვს, საკუთარ ცოლს მიმართოს! 30 წლამდე ასაკის ნუ დამირეკავს. ზოგიერთები რა საყვარლები ხააართ! გაიხარეეეთ!"

"1 საათი 200 ლარი, მეგობარ გოგონასთან ერთად - 300. დარეკეთ მხოლოდ რეალურმა გადამხდელებმა. თვალები გაახილეთ და წაიკითხეთ ფასი კარგად!"

"უტრომ ძენგი, ვეჩერომ - სტულია"...

აღმოჩნდა, რომ თურმე სოციალურ ქსელში განთავსებულ განცხადებას მამაკაცი ეხმაურება, დანიშნულ ადგილზე მიდის, დაპირებულ მომსახურებას იღებს, მაგრამ ფულს აღარ იხდის. თუ მეძავმა წინააღმდეგობა გაუწია, სცემს, თვალსაც ჩაულურჯებს და რამდენიმე ხნით "სამუშაო მდგომარეობიდან" გამოიყვანს. ამიტომ, როგორც წესი, ასეთ მამაკაცებს თავგასულობა შერჩებათ ხოლმე... პირობას დებს, რომ "პოსლეზე ატვეჩაია" და მიდის. რა თქმა უნდა, უკან აღარავინ ბრუნდება... ამიტომ, ქალბატონებმა თავდაცვის მექანიზმი შეიმუშავეს და ან თანხის ნაწილს, ან მთლიანად წინასწარ ითხოვენ: "შევხვდები გადამხდელ, სერიოზულ მამაკაცს, ჩემს ბინაში. მომსახურება ფასიანია, შეხვედრამდე რიცხავთ თანხის ნახევარს... ვარ უკომპლექსო, "ვირტით" არ ვერთობი და არც "სკაიპით". "ვარ გათხოვილი, ამიტომ, ვმუშაობ მხოლოდ საღამოს 6 საათამდე (მერე სახლში უნდა წავიდე). ჩემთან სექსი ფასიანია და 1 საათი 150 ლარი ღირს. თანხას ვიღებ წინასწარ. სხვა პირობებს არ ვთანხმდები".

ახლა კი უბრალოდ, იმ განცხადებებს გაგაცნობთ, რომელთა ავტორებიც იშვიათ მომსახურებას უწევენ კლიენტებს, რადგან მათთან გასაუბრების მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა: "მომსახურების სრული პაკეტი... ვარ უკომპლექსო და ექსპერიმენტებზე უარს არ ვამბობ. მაქვს სათამაშოები".

"ნუ შემომთავაზებთ ჩვეულებრივ სექსს! მხოლოდ female domination... გაროზგვა, სტრაპონი, ფუტფეტიში და ბუტფეტიში, ოქროს წვიმა... ვისაც ეს თემა არ ესმის, სულელურ კითხვებს ნუ დამისვამს".

"მაინტერესებს ახალგაზრდა ბიჭები. შევასწავლი სტიპტიზს. ვგიჟდები შიშველი მამაკაცების დიდ კომპანიაზე. უპირატესობას მივანიჭებ ბისექსუალებს".

"ვარ ქალწული. სექსი ჩემთან გამორიცხულია. მხოლოდ "კუნი". ვარ ჰიგიენური. ჩემი მხრიდან ორალური სექსი გარანტირებულია. ჩემთან შეხვედრა თუ გინდათ, ჯერ თანხა უნდა გადმორიცხოთ და შემდეგ შეგხვდებით. ყველას არ ვხვდები. უფულოები ნუ მწერთ და ნუ მევაჭრებით. ჯერ დარიცხავ, მერე შეგხვდები. ისე არ გავდივარ და შეიგნეთ".

"თიკათიკა33..." ჩემი "სკაიპია", გავიხდი და გასიამოვნებთ, თუ ფულს ჩამირიცხავთ. ტყუილად ნუ მომწერთ და დამიმატებთ"...

"ვარ ლამაზი, ჩემთან შეხვედრა ფასიანია. 1 საათი 200 ლარი. ვინც შემაგინებს, დავწყევლი"...

როგორც აღმოჩნდა, მსგავსი განცხადებების უკან მამაკაცები "იმალებიან" და ფულის შოვნის გზად ეს ხერხი აურჩევიათ... თაღლითის ბადეში მოხვედრილი, სექსუალური ექსპერიმენტების მოყვარულები კი საკმაოდ სოლიდურ თანხებს რიცხავენ მათ ანგარიშებზე...

P.S. თემა იმდენად დიდია, რომ მისი ამოწურვა ერთ ჯერზე შეუძლებელია. გარკვეული პერიოდის შემდეგ კვლავ მივუბრუნდებით და არასრულწლოვან მეძავებზე ვისაუბრებთ. ნუ გაგიკვირდებათ - როგორც აღმოჩნდა, თბილისში, ჩვენ გვერდით ასეთი ფაქტი არცთუ ისე ცოტაა, რომ მასზე თვალების დახუჭვა ღირდეს. წინამდებარე სტატია შედარებით მსუბუქია (სტატია და არა - პრობლემა), უბრალოდ, თბილისში არსებული სიტუაცია მიმოვიხილეთ... მომდევნო თემა კი საკმაოდ მძიმე და პრობლემური იქნება და ალბათ ბევრ მშობელს დააფიქრებს კიდეც...

მარი ჯაფარიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"