მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიტიკური დებატები "ვანოს შოუში" და იუმორისტული ნევროზით დაავადებული რეჟისორი
პოლიტიკური დებატები "ვანოს შოუში" და იუმორისტული ნევროზით დაავადებული რეჟისორი

ახა­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­ზო­ნი და­ი­წყო და რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მა­ყუ­რე­ბელს აინ­ტე­რე­სებს, თუ რა სი­ახ­ლე­ებს შე­მოგ­ვთა­ვა­ზე­ბენ ამა თუ იმ პო­პუ­ლა­რუ­ლი გა­და­ცე­მის მეს­ვე­უ­რე­ბი. გა­დავ­წყვი­ტე, "რუს­თა­ვი 2"-ის იუ­მო­რის­ტუ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის სცე­ნა­რისტსა და რე­ჟი­სორ­თან, ჩემს ძველ კო­ლე­გას­თან, ავთო მარ­გვე­ლაშ­ვილ­თან (ვარ­თე) გა­ნახ­ლე­ბულ პრო­ექ­ტებ­ზე მე­სა­უბ­რა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სე­რი­ა­ლის გა­და­ღე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი იყო, მა­ინც მი­მიწ­ვია ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში.

- ავთო, რო­დის შეს­თა­ვა­ზებთ მა­ყუ­რე­ბელს თქვენს გა­და­ცე­მებს და რა სი­ახ­ლე­ებს უნდა ვე­ლო­დოთ ახა­ლი სე­ზო­ნი­დან?

- ეთერს 14 სექ­ტემ­ბერს "ვა­ნოს შო­უ­თი" ვი­წყებთ, 16 სექ­ტემ­ბერს "კო­მე­დის" პირ­ველ გა­და­ცე­მას შე­მოგ­თა­ვა­ზებთ, ხოლო 22 სექ­ტემ­ბრი­დან სე­რი­ა­ლის - "ალუბ­ლე­ბის ქუჩა, 12" - მე­ო­რე სე­ზონს და­ვი­წყებთ. რაც შე­ე­ხე­ბა სი­ახ­ლე­ებს: ყო­ვე­ლი წლის სექ­ტემ­ბრის და­წყე­ბი­სას, ჩვენს გუნდს მიგ­ვაჩ­ნია, რომ შემ­დეგ კლას­ში გა­და­ვე­დით და უფრო მეტი მოგ­ვე­თხო­ვე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ახა­ლი "სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი" ვი­ყი­დეთ, "ჩან­თაც" შე­ვი­ძი­ნეთ და სხვა "სას­კო­ლო ატ­რი­ბუ­ტე­ბიც"... მოკ­ლედ, მთე­ლი მონ­დო­მე­ბით და­ვი­წყეთ მუ­შა­ო­ბა. სი­ახ­ლე­ე­ბის ჩა­მოთ­ვლას კი "ვა­ნოს შო­უ­დან" და­ვი­წყებ. ამ გა­და­ცე­მის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მით უფრო იზ­რდე­ბა, რაც უფრო პო­ლი­ტი­კუ­რად აქ­ტი­უ­რი ეპო­ქაა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამი­ტომ ამ გა­და­ცე­მა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად "გამ­ძაფ­რე­ბუ­ლი" მუ­შა­ო­ბა გვაქვს, რად­გან პო­ლი­ტი­კურ ას­პა­რეზ­ზე ახა­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი, პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დე­ბი გა­მოჩ­ნდნენ, რომ­ლე­ბიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­სას­ვლე­ლად იბ­რძვი­ან. რად­გან "ვა­ნოს შოუ" ძი­რი­თა­დად მა­ინც პო­ლი­ტი­კუ­რი იუ­მო­რის გა­და­ცე­მაა (ჩემი აზ­რით, ეს გა­და­ცე­მა პო­ლი­ტი­კუ­რი იუ­მო­რის უმაღ­ლე­სი კლა­სია), ხალ­ხი ელო­დე­ბა მის და­წყე­ბას: ყვე­ლას აინ­ტე­რე­სებს, თუ რას იტყვის იუ­მო­რის ენით ამა თუ იმ მოვ­ლე­ნის ან გმი­რის შე­სა­ხებ.

- იუ­მორ­ში ალ­ბათ ცოტა სი­მარ­თლის მარ­ცვა­ლიც ურე­ვია ხოლ­მე...

- ცოტა - არა, 50-60% სი­მარ­თლეს ვამ­ბობთ. ცხა­დია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვა­ნომ სა­კუ­თარ თავს ამ მთავ­რო­ბის ჯამ­ბა­ზი შე­არ­ქვა, ყვე­ლამ კარ­გად იცის, რომ ვერ მი­ვარ­თვით ჩვე­ნი ჯამ­ბა­ზო­ბა ვერც მთავ­რო­ბას, ვერც ოპო­ზი­ცი­ას, - ორი­ვე მხა­რე­ზე თა­ნაბ­რად ვხუმ­რობთ. რაც "აქ­ტი­უ­რია", ნე­ბის­მი­ერ სცე­ნა­რისტს იმ სა­კი­თხზე ეწე­რი­ნე­ბა ხუმ­რო­ბა. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი საკ­მა­ოდ კარ­გად რე­ა­გი­რე­ბენ ამ იუ­მორ­ზე. ალ­ბათ ცოტა თვითკრი­ტი­კუ­ლე­ბიც არი­ან. ეს ნიშ­ნავს, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი კულ­ტუ­რის დონე ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში იზ­რდე­ბა, რაც ძა­ლი­ან კარ­გია.

- "ვა­ნოს შო­უ­ში" მა­ყუ­რე­ბელს პო­ლი­ტი­კურ დე­ბა­ტებ­საც ხომ არ შეს­თა­ვა­ზებთ?

- რა თქმა უნდა, დე­ბა­ტე­ბიც გვექ­ნე­ბა, უფა­სო რეკ­ლა­მე­ბის პა­რო­დი­ებ­საც გა­ვა­კე­თებთ, პო­ლი­ტი­კოს სტუმ­რებ­საც მო­ვიწ­ვევთ. რა­საც ისი­ნი სხვა გა­და­ცე­მებ­ში სე­რი­ო­ზუ­ლად ლა­პა­რა­კო­ბენ, ჩვენ­თან იმა­ვე სა­კი­თხებ­ზე იხუმ­რე­ბენ. ისეთ შე­კი­თხვებს ვწერთ, რა­ზეც ნე­ბის­მი­ე­რი პა­სუ­ხი სა­სა­ცი­ლო იქ­ნე­ბა, რად­გან იმ პა­სუხზე ვა­ნოს აუ­ცი­ლებ­ლად აქვს რეპ­ლი­კა... სხვა­თა შო­რის, ბევ­რი პო­ლი­ტი­კო­სის რე­ი­ტინ­გი საკ­მა­ოდ გაზ­რდი­ლა, როცა მა­ყუ­რე­ბელს მისი იუ­მო­რის­ტუ­ლი გა­მოს­ვლა უნა­ხავს. იუ­მო­რი ხომ უნი­ვერ­სა­ლუ­რი ია­რა­ღია... "ვა­ნოს შო­უ­ში" ძა­ლი­ან დიდი სი­ურპრი­ზიც გვექ­ნე­ბა.

- ახლა "კო­მე­დი შო­უ­ზეც" გვი­ამ­ბეთ.

- პირ­ვე­ლი გა­და­ცე­მა უკვე ჩა­წე­რი­ლი გვაქვს. ყვე­ლამ კარ­გად იცის ახა­ლი კლი­პი "მე მიყ­ვარს რაჭა"; სწო­რედ ამ კლი­პის პა­რო­დია გა­ვა­კე­თეთ და "მე მიყ­ვარს კო­მე­დი" ჰქვია. "კო­მე­დი შოუ" თა­ვის ახალ სე­ზონს ტრი­უმ­ფით გახ­სნის. აქაც, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ახა­ლი სა­ხე­ე­ბი გა­მოჩ­ნდე­ბა, თუმ­ცა არც ძვე­ლებს და­ვი­ვი­წყებთ, რად­გან მა­ყუ­რე­ბელს ისი­ნი ძა­ლი­ან უყ­ვარს. გარ­და ამი­სა, ახალ პერ­სო­ნა­ჟებ­ზეც ვფიქ­რობთ. აგ­ვის­ტოს შვე­ბუ­ლე­ბის შემ­დეგ რომ შე­ვიკ­რი­ბეთ, ჩვენ­მა მსა­ხი­ობ­მა ბი­ჭებ­მა საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო პერ­სო­ნა­ჟე­ბი წარ­მოგ­ვიდ­გი­ნეს. ხომ ხდე­ბა, რომ სად­მე ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ანს შეხ­ვდე­ბი. შე­საძ­ლოა, სხვამ ვერ შე­ამ­ჩნი­ოს, რომ მისი "გა­ეკ­რა­ნე­ბა" შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ იუ­მო­რის­ტი და მსა­ხი­ო­ბი პერ­სო­ნა­ჟის "ობ­რაზს" რომ და­ი­ჭერს, ის ხვდე­ბა, რომ იმის "გა­ტე­ლე­ვი­ზო­რე­ბა" შე­საძ­ლე­ბე­ლია.

- ამი­კო ჩო­ხა­რა­ძის, ფა­ქო­სა და თემო მჟა­ვი­ას შემ­ცვლე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი ხომ არ მი­გი­ღი­ათ?

- არა. მათი შემ­ცვლე­ლე­ბის ძებ­ნა არც კი დაგ­ვი­წყია.

- რა­ტომ? შე­უც­ვლე­ლე­ბი არი­ან?

- არა. მე მგო­ნი, პი­რი­ქით. არ შე­იძ­ლე­ბა, არ აღ­ვნიშ­ნოთ ამი­კოს ვო­კა­ლუ­რი ნიჭი, პლას­ტი­კუ­რო­ბა, "მრა­ვალ­პერ­სო­ნა­ჟუ­რო­ბა", რაც "კო­მე­დი შოუს", ცხა­დია, და­აკ­ლდა, მაგ­რამ შე­უც­ვლე­ლი არა­ვინ და არა­ფე­რია ამ ქვე­ყა­ნა­ზე და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მათ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბით ჩა­ვა­ნაც­ვლებთ. რომ გი­თხრა, მათი წას­ვლით "კო­მე­დი" და­ცა­რი­ელ­და და და­ვი­ღუ­პეთ-მეთ­ქი, მო­გა­ტყუ­ებთ. ფრთებ­შეკ­ვე­ცი­ლე­ბი ნამ­დვი­ლად არ ვართ...

- ორი­ო­დე სი­ტყვით, სე­რი­ალ­ზეც ვი­სა­უბ­როთ...

- ეს სე­რი­ა­ლი გა­ზა­ფხუ­ლის მი­წუ­რულს და­ვი­წყეთ. სა­ერ­თოდ, იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა, რომ ახა­ლი პრო­ექ­ტი ამ დროს და­ი­წყოს, მაგ­რამ ეს შეგ­ნე­ბუ­ლად გა­ვა­კე­თეთ, რად­გან გეგ­მა­ში გვქონ­და, რომ პა­ტა­რა მარ­ცვა­ლი ჩაგ­ვეგ­დო და გვე­ნა­ხა, რა შე­დე­გი მოჰ­ყვე­ბო­და. სე­ზო­ნი ამ სე­რი­ალ­მა მა­შინ და­ი­წყო, როცა კონ­კუ­რენტ არ­ხებ­ზე საკ­მა­ოდ კარ­გი პრო­ექ­ტე­ბი გა­დი­ო­და ეთერ­ში. გარ­და ამი­სა, ფეხ­ბურთში ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, მაგ­რამ ჩვენ ეს შეგ­ნე­ბუ­ლად გა­ვა­კე­თეთ, რად­გან გვინ­დო­და გაგ­ვე­გო, რო­მელ გა­და­ცე­მას რამ­დენ პრო­ცენტ მა­ყუ­რე­ბელს წა­არ­თმევ­და ეს სე­რი­ა­ლი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩვენ­მა ცდამ გა­ა­მარ­თლა.

- რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ, რომ ამ სე­რი­ალ­ში კონ­კუ­რენ­ტი არ­ხის საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი მო­გეწ­ვი­ათ, მა­შინ, როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში უამ­რა­ვი და­უ­საქ­მე­ბე­ლი, მაგ­რამ ნი­ჭი­ე­რი მსა­ხი­ო­ბი არ­სე­ბობს?

- ჩვენ ლე­კე­ბი არ ვართ, შე­სა­ბა­მი­სად, კონ­კუ­რენტ არ­ხებ­ზე არ ვთა­რე­შობთ და არა­ვინ გად­მოგ­ვი­ბი­რე­ბია. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი უმუ­შევ­რე­ბი იყ­ვნენ. მე, რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნალ იუ­მო­რისტს, ნამ­დვი­ლად სა­ცო­და­ო­ბად მი­მაჩ­ნდა, ამ მა­ღალ­რე­ი­ტინ­გუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის უმუ­შევ­რო­ბა, რომ­ლე­ბიც 4 წლის მან­ძილ­ზე ძა­ლი­ან მა­გა­რი სე­რი­ა­ლის მთა­ვარ გმი­რებს თა­მა­შობ­დნენ. ჩვე­ნი მხრი­დან სწო­რი არ იქ­ნე­ბო­და, მათ­თვის სამ­სა­ხუ­რი არ შეგ­ვე­თა­ვა­ზე­ბი­ნა.

- რთუ­ლი არ არის, რომ მა­ყუ­რებ­ლის­თვის საყ­ვა­რე­ლი "დათო" უცებ "ნიკა ჯა­ფა­რი­ძედ" გა­და­აქ­ცი­ოთ?

- რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან რთუ­ლია. მხო­ლოდ დათო კი არა, თა­მუ­ნა ნი­კო­ლა­ძი­სა და თა­თუ­ლი ედი­შე­რაშ­ვი­ლის­თვი­საც რთუ­ლია იმის მიღ­წე­ვა, რომ მა­ყუ­რებ­ლის­თვის კვლა­ვაც ღლონ­ტე­ბად არ დარ­ჩნენ. პირ­ველ სე­ზონ­ში ამას ნამ­დვი­ლად მი­ვაღ­წი­ეთ. ამა­ზე ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­მუ­შა­ვეთ. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არი­ან და კარ­გად ხვდე­ბი­ან რე­ჟი­სო­რის და­ვა­ლე­ბას, სე­რი­ალ­ზე მუ­შა­ო­ბის სპე­ცი­ფი­კაც იცი­ან.

- ახა­ლი გმი­რე­ბის გა­მო­ჩე­ნას ხომ არ უნდა ვე­ლო­დოთ?

- კი, სე­რი­ა­ლის გუნდს ორი ახა­ლი გმი­რი და­ე­მა­ტე­ბა. მა­ყუ­რე­ბე­ლი დის­ტრი­ბუ­ტორ უჩა ფი­ფი­ას (კახა ჯო­ხა­ძის პერ­სო­ნა­ჟი) მე­უღ­ლეს გა­იც­ნობს, რო­მე­ლიც ორ­სუ­ლად არის და მე­ო­თხე შვილს ელო­დე­ბა. ასე­ვე, ნი­კას სა­მე­გობ­როს კი­დევ ერთი ადა­მი­ა­ნი და­ე­მა­ტე­ბა, რო­მელ­საც ხში­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ექ­ნე­ბა ჯა­ფა­რი­ძე­ე­ბის ოჯახ­თან.

- უჩას მე­უღ­ლის როლს ვინ შე­ას­რუ­ლებს?

- ძა­ლი­ან კარ­გი მსა­ხი­ო­ბი და ადა­მი­ა­ნი - თიკო კორ­ძა­ძე.

- ჩემ­თვის და ალ­ბათ მა­ყუ­რებ­ლის­თვი­საც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, სცე­ნა­რის­ტო­ბი­დან რო­გორ აღ­მოჩ­ნდი რე­ჟი­სო­რის ამ­პლუ­ა­ში?

- კო­მუ­ნის­ტე­ბის დრო­ინ­დე­ლი შავ-თეთ­რი ფილ­მი არ­სე­ბობს - "ბედ­ნი­ე­რი შეხ­ვედ­რა", რო­მე­ლიც მე­ჩა­ი­ე­ებ­ზეა. მას­ში მთა­ვარ როლს ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძე ას­რუ­ლებს. ის კო­ლექ­ტი­ვის თავ­მჯდო­მა­რეა, რო­მელ­საც შრო­მის გმი­რის წო­დე­ბა­ზე წა­რად­გე­ნენ. და­ჯილ­დო­ე­ბის დროს, ვე­რი­კოს გმი­რი ტრი­ბუ­ნა­ზე ადის და ამ­ბობს, - ხომ ხე­დავთ ამ ჭა­ღა­რას!.. მეც ამას გა­ვი­მე­ო­რებ, - ხომ ხე­დავთ ამ ჭა­ღა­რას: წლე­ბია, ამ სფე­რო­ში ვტრი­ა­ლებ და დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს. 2003 წლი­დან "რუს­თა­ვი 2"-ზე იუ­მო­რის­ტუ­ლი შო­უ­ე­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლი, სცე­ნა­რის­ტი და გარ­კვე­უ­ლი რუბ­რი­კე­ბის რე­დაქ­ტო­რი ვარ. ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მოს­ვლამ­დე კი ჩემი მოღ­ვა­წე­ო­ბა, ისე­ვე, რო­გორც ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის 99%-ისა, მხი­ა­რულ­თა და საზ­რი­ან­თა კლუ­ბის თა­მა­შე­ბით და­ი­წყო. ამ თა­მაშს 1988 წლი­დან ვთა­მა­შობ­დი, მა­შინ, რო­დე­საც ჩემი ბევ­რი თა­ნამ­შრო­მე­ლი სა­ბავ­შვო ბაღ­ში და­დი­ო­და. ერთი-ორი მათ­გა­ნი, შე­საძ­ლოა, და­ბა­დე­ბუ­ლიც კი არ იყო. წლე­ბის მან­ძილ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს "კა­ვე­ე­ნის" ფე­დე­რა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი გახ­ლდით და ქუ­თა­ი­სი-იმე­რე­თი-და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო მე­ბა­რა. ვი­ყა­ვი გუნ­დე­ბის რე­ჟი­სო­რი, სცე­ნა­რის­ტი. იუ­მო­რის­ტუ­ლი კონ­ცერ­ტე­ბის დამ­დგმე­ლი რე­ჟი­სო­რი. ჯერ "პი­კა­სოს ბი­ჭე­ბის" კონ­ცერ­ტებს ვა­კე­თებ­დი, ახლა კი უკვე "კო­მე­დი შოუს" კონ­ცერ­ტებს ვრე­ჟი­სო­რობ. ბოლო რამ­დე­ნი­მე წელი "კო­მე­დი შოუს" დამ­დგმე­ლი რე­ჟი­სო­რიც გახ­ლდით. რაც ეს სე­რი­ა­ლი და­ვი­წყეთ, აქეთ გად­მოვ­ბარ­გდი და "კო­მე­დის" რე­ჟი­სო­რე­ბი, მო­თა­მა­შე მწვრთნე­ლის სა­ხით, მიშა ან­დღუ­ლა­ძე და ნიკა არა­ბი­ძე არი­ან.

- იუ­მო­რის­ტო­ბის ასე­თი დიდი გა­მოც­დი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, პრო­ფე­სი­ით ვინ ხარ?

- ინ­ჟი­ნერ-მე­ქა­ნი­კო­სი. ახლა თბი­ლი­სის ქუ­ჩე­ბი რომ სავ­სეა ტრაქ­ტო­რე­ბით, ამ­წე­ე­ბით, ბულ­დო­ზე­რე­ბით, ეს არის ჩემი სპე­ცი­ა­ლო­ბა და ხუ­თი­ან­ზე მაქვს და­ცუ­ლი დიპ­ლო­მი, მაგ­რამ ამ სფე­რო­ში არა­სო­დეს მი­მუ­შა­ვია, რად­გან ინ­სტი­ტუ­ტი­დან პრაქ­ტი­კებ­ზე რომ გვიშ­ვებ­დნენ "ატე­კებ­ში", მე იქ არა­სო­დეს მივ­ლია. სად მე­ცა­ლა მა­გის­თვის, სულ სცე­ნა­ზე ვი­დე­ქი და სულ ვღა­და­ობ­დი.

- პრე­სა­შიც რომ მუ­შა­ობ­დი, შენი ბი­ოგ­რა­ფი­ი­დან ეს მო­ნაკ­ვე­თი რა­ტომ გა­მო­ტო­ვე?

- იმ პე­რი­ოდ­ში იუ­მო­რის­ტუ­ლი გა­და­ცე­მე­ბი არ არ­სე­ბობ­და. 1998 წელს ქუ­თა­ი­სი­დან "პი­კა­სოს ბი­ჭე­ბი" წა­მო­ვე­დით და პირ­ველ არხზე და­ვი­წყეთ იუ­მო­რის­ტუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო პროგ­რა­მის კე­თე­ბა. წამ­ყვა­ნი და ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლი გახ­ლდით. ამ გა­და­ცე­მამ და­ახ­ლო­ე­ბით 2 წელი იარ­სე­ბა. სპონ­სო­რი არ გვყავ­და. ბი­ჭე­ბი ვე­ღარ გა­ჩერ­დნენ თბი­ლის­ში და ქუ­თა­ის­ში დაბ­რუნ­დნენ. მე კი აქ დავ­რჩი და პრე­სა­ში მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე. ბევრ გა­მომ­ცემ­ლო­ბას­თან ვთა­ნამ­შრომ­ლობ­დი და ძი­რი­თა­დად, იუ­მო­რის­ტულ მა­სა­ლებს ვწერ­დი. ამა­სო­ბა­ში, და­ი­წყო "ღა­მის შოუ", სა­დაც დათო გო­გი­ჩა­იშ­ვილ­მა მი­მიწ­ვია. იქი­დან გა­მიჩ­ნდა ჭა­ღა­რა, და­მე­წყო ნევ­რო­ზი...

- ნევ­რო­ზი და იუ­მო­რი ერ­თმა­ნეთ­თან კავ­შირ­შია?

- აუ­ცი­ლებ­ლად. ნევ­რო­ზი ხომ მი­ლი­ო­ნი სა­ხი­საა. ჩემი აზ­რით, ერთ-ერთი - იუ­მო­რის­ტუ­ლი ნევ­რო­ზია. ძა­ლი­ან ბევ­რს ვმუ­შა­ობ და ხან­და­ხან ასე­თი ნევ­რო­ზი შე­მო­მი­ტევს ხოლ­მე.

- ამ და­ა­ვა­დე­ბას რო­გო­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბა აქვს?

- ცალ-ცალ­კე ასე­თი ნევ­რო­ზი ყვე­ლას გვე­მარ­თე­ბა ხოლ­მე, მაგ­რამ მა­სობ­რი­ვი ხა­სი­ა­თი კონ­ცერ­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბის დროს აქვს ხოლ­მე. წარ­მო­იდ­გი­ნე: გა­და­ცე­მებს ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში ვა­კე­თებთ და გარ­და ამი­სა, სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტე­ბის­თვი­საც უნდა მო­ვემ­ზა­დოთ. იმ პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან ბევრ ღა­მეს ვა­თე­ნებთ. მერე შე­მოგ­ვი­ტევს ეს ნევ­რო­ზი და უაზ­როდ, ის­ტე­რი­კუ­ლად, ყვე­ლა­ნი ერ­თად ვი­ცი­ნით.

- და­ახ­ლო­ე­ბით 10-15 წლის შემ­დეგ სად და რო­გო­რი წარ­მო­გიდ­გე­ნია თავი? ჭა­ღა­რა რომ უფრო მე­ტად მო­გე­რე­ვა და ასა­კიც საკ­მა­ოდ მო­გე­მა­ტე­ბა...

- 15 წლის შემ­დეგ 60 წლის ვიქ­ნე­ბი. წარ­მო­იდ­გი­ნე, რა მა­გა­რი და­ზღვე­ვა და პენ­სია მექ­ნე­ბა იმ დრო­ის­თვის. გარ­და ამი­სა, "რუს­თა­ვი 2"-ის იუ­მო­რის­ტუ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტიც კარ­გად აყ­ვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა და არა­ერ­თი იუ­მო­რის­ტუ­ლი პრო­ექ­ტის რე­დაქ­ტო­რი და რე­ჟი­სო­რი ვიქ­ნე­ბი. ამის ენერ­გია ნამ­დვი­ლად მექ­ნე­ბა. მე რა დამცლის?!. იუ­მო­რი გვღ­ლის, მაგ­რამ გა­ორ­მა­გე­ბუ­ლი ახა­ლი ენერ­გი­ით გვავ­სებს. 120 წელი უნდა ვი­ცო­ცხლო. 100 წლის რომ გავ­ხდე­ბი, ვი­ტყვი, მუ­შა­ო­ბა აღარ მინ­და-მეთ­ქი და წა­ვალ სად­მე, სო­ფელ­ში ვი­ცხოვ­რებ, სა­დაც ტბა იქ­ნე­ბა და ვი­თევ­ზა­ვებ ხოლ­მე.

ნა­თია ჟი­ვი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

პოლიტიკური დებატები "ვანოს შოუში" და იუმორისტული ნევროზით დაავადებული რეჟისორი

პოლიტიკური დებატები "ვანოს შოუში" და იუმორისტული ნევროზით დაავადებული რეჟისორი

ახალი სატელევიზიო სეზონი დაიწყო და რასაკვირველია, მაყურებელს აინტერესებს, თუ რა სიახლეებს შემოგვთავაზებენ ამა თუ იმ პოპულარული გადაცემის მესვეურები. გადავწყვიტე, "რუსთავი 2"-ის იუმორისტული დეპარტამენტის სცენარისტსა და რეჟისორთან, ჩემს ძველ კოლეგასთან, ავთო მარგველაშვილთან (ვართე) განახლებულ პროექტებზე მესაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ სერიალის გადაღებით დაკავებული იყო, მაინც მიმიწვია ტელევიზიაში.

- ავთო, როდის შესთავაზებთ მაყურებელს თქვენს გადაცემებს და რა სიახლეებს უნდა ველოდოთ ახალი სეზონიდან?

- ეთერს 14 სექტემბერს "ვანოს შოუთი" ვიწყებთ, 16 სექტემბერს "კომედის" პირველ გადაცემას შემოგთავაზებთ, ხოლო 22 სექტემბრიდან სერიალის - "ალუბლების ქუჩა, 12" - მეორე სეზონს დავიწყებთ. რაც შეეხება სიახლეებს: ყოველი წლის სექტემბრის დაწყებისას, ჩვენს გუნდს მიგვაჩნია, რომ შემდეგ კლასში გადავედით და უფრო მეტი მოგვეთხოვება. შესაბამისად, ახალი "სახელმძღვანელოები" ვიყიდეთ, "ჩანთაც" შევიძინეთ და სხვა "სასკოლო ატრიბუტებიც"... მოკლედ, მთელი მონდომებით დავიწყეთ მუშაობა. სიახლეების ჩამოთვლას კი "ვანოს შოუდან" დავიწყებ. ამ გადაცემის პასუხისმგებლობა მით უფრო იზრდება, რაც უფრო პოლიტიკურად აქტიური ეპოქაა საქართველოში. ამიტომ ამ გადაცემაზე განსაკუთრებულად "გამძაფრებული" მუშაობა გვაქვს, რადგან პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი პერსონაჟები, პოლიტიკური გუნდები გამოჩნდნენ, რომლებიც ხელისუფლებაში მოსასვლელად იბრძვიან. რადგან "ვანოს შოუ" ძირითადად მაინც პოლიტიკური იუმორის გადაცემაა (ჩემი აზრით, ეს გადაცემა პოლიტიკური იუმორის უმაღლესი კლასია), ხალხი ელოდება მის დაწყებას: ყველას აინტერესებს, თუ რას იტყვის იუმორის ენით ამა თუ იმ მოვლენის ან გმირის შესახებ.

- იუმორში ალბათ ცოტა სიმართლის მარცვალიც ურევია ხოლმე...

- ცოტა - არა, 50-60% სიმართლეს ვამბობთ. ცხადია, მიუხედავად იმისა, რომ ვანომ საკუთარ თავს ამ მთავრობის ჯამბაზი შეარქვა, ყველამ კარგად იცის, რომ ვერ მივართვით ჩვენი ჯამბაზობა ვერც მთავრობას, ვერც ოპოზიციას, - ორივე მხარეზე თანაბრად ვხუმრობთ. რაც "აქტიურია", ნებისმიერ სცენარისტს იმ საკითხზე ეწერინება ხუმრობა. ძალიან მიხარია, რომ ჩვენი პოლიტიკოსები საკმაოდ კარგად რეაგირებენ ამ იუმორზე. ალბათ ცოტა თვითკრიტიკულებიც არიან. ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური კულტურის დონე ჩვენს ქვეყანაში იზრდება, რაც ძალიან კარგია.

- "ვანოს შოუში" მაყურებელს პოლიტიკურ დებატებსაც ხომ არ შესთავაზებთ?

- რა თქმა უნდა, დებატებიც გვექნება, უფასო რეკლამების პაროდიებსაც გავაკეთებთ, პოლიტიკოს სტუმრებსაც მოვიწვევთ. რასაც ისინი სხვა გადაცემებში სერიოზულად ლაპარაკობენ, ჩვენთან იმავე საკითხებზე იხუმრებენ. ისეთ შეკითხვებს ვწერთ, რაზეც ნებისმიერი პასუხი სასაცილო იქნება, რადგან იმ პასუხზე ვანოს აუცილებლად აქვს რეპლიკა... სხვათა შორის, ბევრი პოლიტიკოსის რეიტინგი საკმაოდ გაზრდილა, როცა მაყურებელს მისი იუმორისტული გამოსვლა უნახავს. იუმორი ხომ უნივერსალური იარაღია... "ვანოს შოუში" ძალიან დიდი სიურპრიზიც გვექნება.

- ახლა "კომედი შოუზეც" გვიამბეთ.

- პირველი გადაცემა უკვე ჩაწერილი გვაქვს. ყველამ კარგად იცის ახალი კლიპი "მე მიყვარს რაჭა"; სწორედ ამ კლიპის პაროდია გავაკეთეთ და "მე მიყვარს კომედი" ჰქვია. "კომედი შოუ" თავის ახალ სეზონს ტრიუმფით გახსნის. აქაც, რასაკვირველია, ახალი სახეები გამოჩნდება, თუმცა არც ძველებს დავივიწყებთ, რადგან მაყურებელს ისინი ძალიან უყვარს. გარდა ამისა, ახალ პერსონაჟებზეც ვფიქრობთ. აგვისტოს შვებულების შემდეგ რომ შევიკრიბეთ, ჩვენმა მსახიობმა ბიჭებმა საკმაოდ საინტერესო პერსონაჟები წარმოგვიდგინეს. ხომ ხდება, რომ სადმე ძალიან საინტერესო ადამიანს შეხვდები. შესაძლოა, სხვამ ვერ შეამჩნიოს, რომ მისი "გაეკრანება" შეიძლება, მაგრამ იუმორისტი და მსახიობი პერსონაჟის "ობრაზს" რომ დაიჭერს, ის ხვდება, რომ იმის "გატელევიზორება" შესაძლებელია.

- ამიკო ჩოხარაძის, ფაქოსა და თემო მჟავიას შემცვლელი მსახიობები ხომ არ მიგიღიათ?

- არა. მათი შემცვლელების ძებნა არც კი დაგვიწყია.

- რატომ? შეუცვლელები არიან?

- არა. მე მგონი, პირიქით. არ შეიძლება, არ აღვნიშნოთ ამიკოს ვოკალური ნიჭი, პლასტიკურობა, "მრავალპერსონაჟურობა", რაც "კომედი შოუს", ცხადია, დააკლდა, მაგრამ შეუცვლელი არავინ და არაფერია ამ ქვეყანაზე და საჭიროების შემთხვევაში, მათ სხვა ადამიანებით ჩავანაცვლებთ. რომ გითხრა, მათი წასვლით "კომედი" დაცარიელდა და დავიღუპეთ-მეთქი, მოგატყუებთ. ფრთებშეკვეცილები ნამდვილად არ ვართ...

- ორიოდე სიტყვით, სერიალზეც ვისაუბროთ...

- ეს სერიალი გაზაფხულის მიწურულს დავიწყეთ. საერთოდ, იშვიათად ხდება, რომ ახალი პროექტი ამ დროს დაიწყოს, მაგრამ ეს შეგნებულად გავაკეთეთ, რადგან გეგმაში გვქონდა, რომ პატარა მარცვალი ჩაგვეგდო და გვენახა, რა შედეგი მოჰყვებოდა. სეზონი ამ სერიალმა მაშინ დაიწყო, როცა კონკურენტ არხებზე საკმაოდ კარგი პროექტები გადიოდა ეთერში. გარდა ამისა, ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობდა, მაგრამ ჩვენ ეს შეგნებულად გავაკეთეთ, რადგან გვინდოდა გაგვეგო, რომელ გადაცემას რამდენ პროცენტ მაყურებელს წაართმევდა ეს სერიალი. საბედნიეროდ, ჩვენმა ცდამ გაამართლა.

- რატომ გადაწყვიტეთ, რომ ამ სერიალში კონკურენტი არხის საკმაოდ პოპულარული მსახიობები მოგეწვიათ, მაშინ, როცა საქართველოში უამრავი დაუსაქმებელი, მაგრამ ნიჭიერი მსახიობი არსებობს?

- ჩვენ ლეკები არ ვართ, შესაბამისად, კონკურენტ არხებზე არ ვთარეშობთ და არავინ გადმოგვიბირებია. ეს ადამიანები უმუშევრები იყვნენ. მე, როგორც პროფესიონალ იუმორისტს, ნამდვილად საცოდაობად მიმაჩნდა, ამ მაღალრეიტინგული ადამიანების უმუშევრობა, რომლებიც 4 წლის მანძილზე ძალიან მაგარი სერიალის მთავარ გმირებს თამაშობდნენ. ჩვენი მხრიდან სწორი არ იქნებოდა, მათთვის სამსახური არ შეგვეთავაზებინა.

- რთული არ არის, რომ მაყურებლისთვის საყვარელი "დათო" უცებ "ნიკა ჯაფარიძედ" გადააქციოთ?

- რა თქმა უნდა, ძალიან რთულია. მხოლოდ დათო კი არა, თამუნა ნიკოლაძისა და თათული ედიშერაშვილისთვისაც რთულია იმის მიღწევა, რომ მაყურებლისთვის კვლავაც ღლონტებად არ დარჩნენ. პირველ სეზონში ამას ნამდვილად მივაღწიეთ. ამაზე ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. პროფესიონალები არიან და კარგად ხვდებიან რეჟისორის დავალებას, სერიალზე მუშაობის სპეციფიკაც იციან.

- ახალი გმირების გამოჩენას ხომ არ უნდა ველოდოთ?

- კი, სერიალის გუნდს ორი ახალი გმირი დაემატება. მაყურებელი დისტრიბუტორ უჩა ფიფიას (კახა ჯოხაძის პერსონაჟი) მეუღლეს გაიცნობს, რომელიც ორსულად არის და მეოთხე შვილს ელოდება. ასევე, ნიკას სამეგობროს კიდევ ერთი ადამიანი დაემატება, რომელსაც ხშირი ურთიერთობა ექნება ჯაფარიძეების ოჯახთან.

- უჩას მეუღლის როლს ვინ შეასრულებს?

- ძალიან კარგი მსახიობი და ადამიანი - თიკო კორძაძე.

- ჩემთვის და ალბათ მაყურებლისთვისაც ძალიან საინტერესოა, სცენარისტობიდან როგორ აღმოჩნდი რეჟისორის ამპლუაში?

- კომუნისტების დროინდელი შავ-თეთრი ფილმი არსებობს - "ბედნიერი შეხვედრა", რომელიც მეჩაიეებზეა. მასში მთავარ როლს ვერიკო ანჯაფარიძე ასრულებს. ის კოლექტივის თავმჯდომარეა, რომელსაც შრომის გმირის წოდებაზე წარადგენენ. დაჯილდოების დროს, ვერიკოს გმირი ტრიბუნაზე ადის და ამბობს, - ხომ ხედავთ ამ ჭაღარას!.. მეც ამას გავიმეორებ, - ხომ ხედავთ ამ ჭაღარას: წლებია, ამ სფეროში ვტრიალებ და დიდი გამოცდილება მაქვს. 2003 წლიდან "რუსთავი 2"-ზე იუმორისტული შოუების თანამშრომელი, სცენარისტი და გარკვეული რუბრიკების რედაქტორი ვარ. ტელევიზიაში მოსვლამდე კი ჩემი მოღვაწეობა, ისევე, როგორც ჩვენი თანამშრომლების 99%-ისა, მხიარულთა და საზრიანთა კლუბის თამაშებით დაიწყო. ამ თამაშს 1988 წლიდან ვთამაშობდი, მაშინ, როდესაც ჩემი ბევრი თანამშრომელი საბავშვო ბაღში დადიოდა. ერთი-ორი მათგანი, შესაძლოა, დაბადებულიც კი არ იყო. წლების მანძილზე საქართველოს "კავეენის" ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გახლდით და ქუთაისი-იმერეთი-დასავლეთ საქართველო მებარა. ვიყავი გუნდების რეჟისორი, სცენარისტი. იუმორისტული კონცერტების დამდგმელი რეჟისორი. ჯერ "პიკასოს ბიჭების" კონცერტებს ვაკეთებდი, ახლა კი უკვე "კომედი შოუს" კონცერტებს ვრეჟისორობ. ბოლო რამდენიმე წელი "კომედი შოუს" დამდგმელი რეჟისორიც გახლდით. რაც ეს სერიალი დავიწყეთ, აქეთ გადმოვბარგდი და "კომედის" რეჟისორები, მოთამაშე მწვრთნელის სახით, მიშა ანდღულაძე და ნიკა არაბიძე არიან.

- იუმორისტობის ასეთი დიდი გამოცდილების მიუხედავად, პროფესიით ვინ ხარ?

- ინჟინერ-მექანიკოსი. ახლა თბილისის ქუჩები რომ სავსეა ტრაქტორებით, ამწეებით, ბულდოზერებით, ეს არის ჩემი სპეციალობა და ხუთიანზე მაქვს დაცული დიპლომი, მაგრამ ამ სფეროში არასოდეს მიმუშავია, რადგან ინსტიტუტიდან პრაქტიკებზე რომ გვიშვებდნენ "ატეკებში", მე იქ არასოდეს მივლია. სად მეცალა მაგისთვის, სულ სცენაზე ვიდექი და სულ ვღადაობდი.

- პრესაშიც რომ მუშაობდი, შენი ბიოგრაფიიდან ეს მონაკვეთი რატომ გამოტოვე?

- იმ პერიოდში იუმორისტული გადაცემები არ არსებობდა. 1998 წელს ქუთაისიდან "პიკასოს ბიჭები" წამოვედით და პირველ არხზე დავიწყეთ იუმორისტული საინფორმაციო პროგრამის კეთება. წამყვანი და ჯგუფის ხელმძღვანელი გახლდით. ამ გადაცემამ დაახლოებით 2 წელი იარსება. სპონსორი არ გვყავდა. ბიჭები ვეღარ გაჩერდნენ თბილისში და ქუთაისში დაბრუნდნენ. მე კი აქ დავრჩი და პრესაში მუშაობა დავიწყე. ბევრ გამომცემლობასთან ვთანამშრომლობდი და ძირითადად, იუმორისტულ მასალებს ვწერდი. ამასობაში, დაიწყო "ღამის შოუ", სადაც დათო გოგიჩაიშვილმა მიმიწვია. იქიდან გამიჩნდა ჭაღარა, დამეწყო ნევროზი...

- ნევროზი და იუმორი ერთმანეთთან კავშირშია?

- აუცილებლად. ნევროზი ხომ მილიონი სახისაა. ჩემი აზრით, ერთ-ერთი - იუმორისტული ნევროზია. ძალიან ბევრს ვმუშაობ და ხანდახან ასეთი ნევროზი შემომიტევს ხოლმე.

- ამ დაავადებას როგორი გამოვლინება აქვს?

- ცალ-ცალკე ასეთი ნევროზი ყველას გვემართება ხოლმე, მაგრამ მასობრივი ხასიათი კონცერტებზე მუშაობის დროს აქვს ხოლმე. წარმოიდგინე: გადაცემებს ჩვეულ რეჟიმში ვაკეთებთ და გარდა ამისა, საახალწლო კონცერტებისთვისაც უნდა მოვემზადოთ. იმ პერიოდში ძალიან ბევრ ღამეს ვათენებთ. მერე შემოგვიტევს ეს ნევროზი და უაზროდ, ისტერიკულად, ყველანი ერთად ვიცინით.

- დაახლოებით 10-15 წლის შემდეგ სად და როგორი წარმოგიდგენია თავი? ჭაღარა რომ უფრო მეტად მოგერევა და ასაკიც საკმაოდ მოგემატება...

- 15 წლის შემდეგ 60 წლის ვიქნები. წარმოიდგინე, რა მაგარი დაზღვევა და პენსია მექნება იმ დროისთვის. გარდა ამისა, "რუსთავი 2"-ის იუმორისტული დეპარტამენტიც კარგად აყვავებული იქნება და არაერთი იუმორისტული პროექტის რედაქტორი და რეჟისორი ვიქნები. ამის ენერგია ნამდვილად მექნება. მე რა დამცლის?!. იუმორი გვღლის, მაგრამ გაორმაგებული ახალი ენერგიით გვავსებს. 120 წელი უნდა ვიცოცხლო. 100 წლის რომ გავხდები, ვიტყვი, მუშაობა აღარ მინდა-მეთქი და წავალ სადმე, სოფელში ვიცხოვრებ, სადაც ტბა იქნება და ვითევზავებ ხოლმე.

ნათია ჟივიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები