კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქაიროში აშშ-ის საელჩოსთან შეტაკებები გრძელდება
ქაიროში აშშ-ის საელჩოსთან შეტაკებები გრძელდება

ეგ­ვიპ­ტის დე­და­ქა­ლაქ ქა­ი­რო­ში, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ელ­ჩოს შე­ნო­ბას­თან პო­ლი­ცი­ა­სა და დე­მონ­სტრან­ტებს შო­რის შე­ტა­კე­ბე­ბი გრძელ­დე­ბა.

უცხო­უ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი უწყე­ბის შე­ნო­ბას­თან ასო­ბით ადა­მი­ა­ნი პლა­კა­ტე­ბით მი­ვი­და. ისი­ნი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მის - "ის­ლა­მის უცოდ­ვე­ლო­ბა" ში­ნა­არსს აპ­რო­ტეს­ტე­ბენ.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე ახალ­გაზ­რდე­ბის რამ­დე­ნი­მე დაჯ­გუ­ფე­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს და­უ­პი­რის­პირ­და და მათ ქვე­ბი და­უ­ში­ნა. სა­პა­სუ­ხოდ პო­ლი­ცი­ამ ცრემლსა­დე­ნი გაზი გა­მო­ი­ყე­ნა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­სობ­რი­ვი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის და აფ­რი­კის 10-მდე ქვე­ყა­ნა­ში გა­ი­მარ­თა.

ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი არე­უ­ლო­ბე­ბი ეგ­ვიპ­ტე­სა და იე­მენ­ში და­ფიქ­სირ­და. დე­და­ქა­ლა­ქებ­ში, ქა­ი­რო­ში და სა­ნა­ში შე­ტა­კე­ბებს 4 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, ხოლო ასო­ბით და­შავ­და.

თავ­დას­ხმე­ბის სე­რია აშშ-ის სა­ელ­ჩო­ებ­ზე 11 სექ­ტემ­ბერს ლი­ბი­ი­დან და­ი­წყო, რა­საც ქა­ლაქ ბენ­ღა­ზი­ში აშშ-ის ელჩი კრის­ტო­ფერ სტი­ვენ­სი და მას­თან ერ­თად სამი დიპ­ლო­მა­ტი ემსხვერ­პლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დას­ხმის რამ­დე­ნი­მე ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია.

ფილ­მი "ის­ლა­მის უცოდ­ვე­ლო­ბა", რო­მე­ლიც ის­ლა­მურ ქვეყ­ნებ­ში მა­სობ­რი­ვი არე­უ­ლო­ბის მი­ზე­ზი გახ­და, მუ­ჰა­მედ წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის შე­სა­ხებ ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ის­ტო­რი­ა­ზეა აგე­ბუ­ლი. მუ­სულ­მა­ნუ­რი სამ­ყა­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ფილ­მს მუ­ჰა­მე­დის­თვის შე­რა­ცხმყო­ფე­ლად მი­იჩ­ნე­ვენ და თავ­დას­ხმე­ბი აშშ-ის სა­ელ­ჩო­ებ­ზე ამის გამო ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ვერც ფილ­მის რე­ჟი­სორს მი­აკ­ვლი­ეს. პი­რის სა­ხე­ლი და გვა­რი, რო­მელ­მაც ფილ­მი გა­და­ი­ღო, გა­მო­გო­ნი­ლი აღ­მოჩ­ნდა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

ქაიროში აშშ-ის საელჩოსთან შეტაკებები გრძელდება

ქაიროში აშშ-ის საელჩოსთან შეტაკებები გრძელდება

ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შენობასთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები გრძელდება.

უცხოური მედიის ინფორმაციით, დიპლომატიური უწყების შენობასთან ასობით ადამიანი პლაკატებით მივიდა. ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაღებული ფილმის - "ისლამის უცოდველობა" შინაარსს აპროტესტებენ.

აქციის მონაწილე ახალგაზრდების რამდენიმე დაჯგუფება სამართალდამცავებს დაუპირისპირდა და მათ ქვები დაუშინა. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

გავრცელებული ინფორმაციით, მასობრივი საპროტესტო აქციები ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის 10-მდე ქვეყანაში გაიმართა.

ყველაზე მასშტაბური არეულობები ეგვიპტესა და იემენში დაფიქსირდა. დედაქალაქებში, ქაიროში და სანაში შეტაკებებს 4 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ასობით დაშავდა.

თავდასხმების სერია აშშ-ის საელჩოებზე 11 სექტემბერს ლიბიიდან დაიწყო, რასაც ქალაქ ბენღაზიში აშშ-ის ელჩი კრისტოფერ სტივენსი და მასთან ერთად სამი დიპლომატი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, თავდასხმის რამდენიმე ორგანიზატორი უკვე დაკავებულია.

ფილმი "ისლამის უცოდველობა", რომელიც ისლამურ ქვეყნებში მასობრივი არეულობის მიზეზი გახდა, მუჰამედ წინასწარმეტყველის შესახებ ალტერნატიულ ისტორიაზეა აგებული. მუსულმანური სამყაროს წარმომადგენლები ფილმს მუჰამედისთვის შერაცხმყოფელად მიიჩნევენ და თავდასხმები აშშ-ის საელჩოებზე ამის გამო ხორციელდება.

ჟურნალისტებმა ვერც ფილმის რეჟისორს მიაკვლიეს. პირის სახელი და გვარი, რომელმაც ფილმი გადაიღო, გამოგონილი აღმოჩნდა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა