პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Agence France-Presse - ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტ სააკაშვილს "პროფესიონალ მატყუარასა" და "მამაძაღლს" უწოდებს
Agence France-Presse - ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტ სააკაშვილს "პროფესიონალ მატყუარასა" და "მამაძაღლს" უწოდებს

ქარ­თვე­ლი მი­ლი­არ­დე­რი, ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ლი­დე­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს "პრო­ფე­სი­ო­ნალ მა­ტყუ­ა­რა­სა" და "მა­მა­ძაღლს" უწო­დებს, - ამის შე­სა­ხებ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ "ფრანს პრე­სის­თვის" მი­ცე­მუ­ლი ინ­ტერ­ვი­უს ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვან ვერ­სი­ა­შია სა­უ­ბა­რი.

რო­გორც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, მის­მა მთა­ვარ­მა ოპო­ნენ­ტმა სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლო, რო­მელ­საც და­სავ­ლე­თის მხარ­და­ჭე­რა აქვს, გა­და­აქ­ცია ისეთ ავ­ტო­რი­ტა­რულ სა­ხელ­მწი­ფოდ, რო­გო­რიც ქვეყ­ნის მტე­რი რუ­სე­თია. "ფაქ­ტობ­რი­ვად, აქ არის ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა. ნუთუ აქ არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია უკე­თე­სია, ვიდ­რე რუ­სეთ­ში ან ბე­ლო­რუს­ში?!", - აღ­ნიშ­ნავს ივა­ნიშ­ვი­ლი.

ამას­თან, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დე­რი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ მისი კო­ა­ლი­ცია ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ზე სა­ა­კაშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბას და­ა­მარ­ცხებს. მი­სი­ვე თქმით, ის მზად არის და­ი­წყოს მა­სობ­რი­ვი გა­მოს­ვლე­ბი იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ არ­ჩევ­ნებ­ზე სე­რი­ო­ზულ დარ­ღვე­ვებს აღ­მო­ა­ჩე­ნენ. "ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ქუ­ჩა­ში მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ვიყ­ვა­ნოთ. ვი­მოქ­მე­დებთ კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში, მშვი­დო­ბი­ა­ნად და არ და­ვუშ­ვებთ კონფრონ­ტა­ცი­ას", - აცხა­დებს ივა­ნიშ­ვი­ლი.

რო­გორც "ფრანს პრე­სი" წერს, ივა­ნიშ­ვი­ლი სა­ა­კაშ­ვილს რუ­სეთ­თან ომის პრო­ვო­ცი­რე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. "მე არ მინ­და გა­ვაკ­რი­ტი­კო პუ­ტი­ნი, რად­გან არ მინ­და და­ვემ­სგავ­სო სა­ა­კაშ­ვილს და ვაკ­რი­ტი­კო დიდი ქვე­ყა­ნა. ჩვენ გვექ­ნე­ბა სა­უ­ბა­რი რუ­სეთ­თან და მო­ვახ­დენთ ურ­თი­ერ­თო­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბას და არ მინ­და ამის ხელ­შეშ­ლა. რო­გორ უნდა ვაკ­რი­ტი­კო პუ­ტი­ნი, რო­დე­საც გვყავს სა­ა­კაშ­ვი­ლი", - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ის სა­ა­კაშ­ვილს ეხ­მა­რე­ბო­და 2003 წლის "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ, თუმ­ცა, 2007 წლის 7 ნო­ემ­ბერს ან­ტი­სამ­თავ­რო­ბო დე­მონ­სტრა­ცი­ის ძა­ლა­დობ­რი­ვი გზით დარ­ბე­ვის გამო დახ­მა­რე­ბა შე­წყვი­ტა. "ძა­ლი­ან გავ­ბრაზ­დი ამის გამო. მე ყო­ველ წუთ­ში ვუ­რე­კავ­დი მას. ის მა­მა­ძაღ­ლია, რად­გან მო­მა­ტყუა, თით­ქოს ჩემი რჩე­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით გა­დად­გა, თუმ­ცა, სი­ნამ­დვი­ლე­ში ამე­რი­კის ზე­წო­ლის გამო გა­ა­კე­თა ეს", - აღ­ნიშ­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დე­რის თქმით, სა­ა­კაშ­ვი­ლი აშე­ნებს მისი ფუ­ლით, უგე­მოვ­ნოდ და სა­კუ­თარ თავს აღ­მა­შე­ნე­ბელს უწო­დებს. "ის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მა­ტყუ­ა­რაა", - ამ­ბობს ივა­ნიშ­ვი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა მის პო­ლი­ტი­კურ გეგ­მებს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მას არ გა­აჩ­ნია გრძელ­ვა­დი­ა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბი­ცი­ე­ბი და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად და­ნიშ­ვნი­დან ორი წლის შემ­დეგ პო­ლი­ტი­კი­დან წავა, მთავ­რო­ბას კი სა­კუ­თარ გუნდს ჩა­ა­ბა­რებს.

რაც შე­ე­ხე­ბა "ფრანს პრე­სის­თვის" მი­ცე­მუ­ლი ინ­ტერ­ვი­უს ფრან­გუ­ლე­ნო­ვან ვერ­სი­ას, მას­ში არ არის ნახ­სე­ნე­ბი სა­ა­კაშ­ვილ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ნათ­ქვა­მი სი­ტყვა "მა­მა­ძაღ­ლი".

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

Agence France-Presse - ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტ სააკაშვილს "პროფესიონალ მატყუარასა" და "მამაძაღლს" უწოდებს

Agence France-Presse - ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტ სააკაშვილს "პროფესიონალ მატყუარასა" და "მამაძაღლს" უწოდებს

ქართველი მილიარდერი, ოპოზიციონერი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს "პროფესიონალ მატყუარასა" და "მამაძაღლს" უწოდებს, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის მიერ "ფრანს პრესისთვის" მიცემული ინტერვიუს ინგლისურენოვან ვერსიაშია საუბარი.

როგორც ბიძინა ივანიშვილი ინტერვიუში ამბობს, მისმა მთავარმა ოპონენტმა სააკაშვილმა საქართველო, რომელსაც დასავლეთის მხარდაჭერა აქვს, გადააქცია ისეთ ავტორიტარულ სახელმწიფოდ, როგორიც ქვეყნის მტერი რუსეთია. "ფაქტობრივად, აქ არის ავტორიტარული მმართველობა. ნუთუ აქ არსებული სიტუაცია უკეთესია, ვიდრე რუსეთში ან ბელორუსში?!", - აღნიშნავს ივანიშვილი.

ამასთან, "ქართული ოცნების" ლიდერი დარწმუნებულია, რომ მისი კოალიცია ოქტომბრის არჩევნებზე სააკაშვილის მმართველობას დაამარცხებს. მისივე თქმით, ის მზად არის დაიწყოს მასობრივი გამოსვლები იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებზე სერიოზულ დარღვევებს აღმოაჩენენ. "ჩვენ შეგვიძლია ქუჩაში მილიონი ადამიანი გამოვიყვანოთ. ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში, მშვიდობიანად და არ დავუშვებთ კონფრონტაციას", - აცხადებს ივანიშვილი.

როგორც "ფრანს პრესი" წერს, ივანიშვილი სააკაშვილს რუსეთთან ომის პროვოცირებაში ადანაშაულებს. "მე არ მინდა გავაკრიტიკო პუტინი, რადგან არ მინდა დავემსგავსო სააკაშვილს და ვაკრიტიკო დიდი ქვეყანა. ჩვენ გვექნება საუბარი რუსეთთან და მოვახდენთ ურთიერთობის ნორმალიზებას და არ მინდა ამის ხელშეშლა. როგორ უნდა ვაკრიტიკო პუტინი, როდესაც გვყავს სააკაშვილი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ის სააკაშვილს ეხმარებოდა 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, თუმცა, 2007 წლის 7 ნოემბერს ანტისამთავრობო დემონსტრაციის ძალადობრივი გზით დარბევის გამო დახმარება შეწყვიტა. "ძალიან გავბრაზდი ამის გამო. მე ყოველ წუთში ვურეკავდი მას. ის მამაძაღლია, რადგან მომატყუა, თითქოს ჩემი რჩევის გათვალისწინებით გადადგა, თუმცა, სინამდვილეში ამერიკის ზეწოლის გამო გააკეთა ეს", - აღნიშნა ივანიშვილმა.

"ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, სააკაშვილი აშენებს მისი ფულით, უგემოვნოდ და საკუთარ თავს აღმაშენებელს უწოდებს. "ის პროფესიონალი მატყუარაა", - ამბობს ივანიშვილი.

რაც შეეხება მის პოლიტიკურ გეგმებს, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მას არ გააჩნია გრძელვადიანი პოლიტიკური ამბიციები და პრემიერ-მინისტრად დანიშვნიდან ორი წლის შემდეგ პოლიტიკიდან წავა, მთავრობას კი საკუთარ გუნდს ჩააბარებს.

რაც შეეხება "ფრანს პრესისთვის" მიცემული ინტერვიუს ფრანგულენოვან ვერსიას, მასში არ არის ნახსენები სააკაშვილთან მიმართებაში ნათქვამი სიტყვა "მამაძაღლი".

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა