მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ილია მეორე - გამოკითხვების მიხედვით, ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და პატრიარქს ყველაზე მეტად ენდობიან
ილია მეორე - გამოკითხვების მიხედვით, ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და პატრიარქს ყველაზე მეტად ენდობიან

გა­მო­კი­თხვე­ბის მი­ხედ­ვით, ყო­ფილ საბ­ჭო­თა ქვეყ­ნებს შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას და მის პატ­რი­არ­ქს ყვე­ლა­ზე მე­ტად ენ­დო­ბი­ან, - ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ დღეს, სი­ო­ნის ტა­ძარ­ში ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

უწ­მინ­დეს­მა სი­ონ­ში პა­რაკ­ლი­სი ახა­ლი სას­წავ­ლო წლი­სა და სა­ეკ­ლე­სიო ახა­ლი წლის და­წყე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩა­ა­ტა­რა.

პა­რაკ­ლი­სის და­წყე­ბამ­დე უწ­მინ­დეს­მა ტა­ძარ­ში შეკ­რე­ბილ სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ი­სა და სე­მი­ნა­რი­ის სტუ­დენ­ტებს, მრევლს მი­მარ­თა.

რო­გორც პატ­რი­არ­ქმა ბრძა­ნა, ღვთის წყა­ლო­ბაა, რომ დღეს ჩვენ გვაქვს სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რია, აკა­დე­მია, უნი­ვერ­სი­ტე­ტი და 40 სკო­ლა-გიმ­ნა­ზია, ეს კი წინა წლებ­სა და სა­უ­კუ­ნე­ებ­ში წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო. სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქი მი­იჩ­ნევს, რომ ეს არის ღვთის წყა­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ზე.

უწ­მინ­დეს­მა, ასე­ვე, აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია.

"გუ­შინ ვი­ყა­ვი ამე­რი­კის ელ­ჩის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში, სა­დაც მი­თხრეს, რომ ტარ­დე­ბა გა­მო­კი­თხვე­ბი და ამ გა­მო­კი­თხვე­ბით ყვე­ლა­ზე მე­ტად პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნებს შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას და მის პატ­რი­არ­ქს ენ­დო­ბი­ან. ამ მხრივ სა­ქარ­თვე­ლო პირ­ველ ად­გილ­ზეა. ეს ნიშ­ნავს ღვთის მადლსა და წყა­ლო­ბას ჩვენ­ზე. ეს მად­ლი უნდა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ, რო­გორც ძვირ­ფა­სი სა­უნ­ჯე", - ბრძა­ნა ილია მე­ო­რემ.

პატ­რი­არ­ქმა მო­უ­წო­და ახალ­გაზ­რდებს, აი­ღონ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მო­მა­ვალ­ზე, უნდა იფიქ­რონ, რისი გა­ღე­ბა შე­უძ­ლი­ათ სა­კუ­თა­რი მხრი­დან, რა არის მათი შე­წი­რუ­ლო­ბა მეც­ნი­ე­რე­ბა­ში, საქ­მე­ში, ლოც­ვა­ში.

უწ­მინ­დეს­მა გა­იხ­სე­ნა მოს­კო­ვის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ა­სა და აკა­დე­მი­ა­ში სწავ­ლე­ბის წლე­ბი და მო­უ­წო­და სე­მი­ნა­რი­ი­სა და აკა­დე­მი­ის სტუ­დენ­ტებს, მი­ი­ღონ სიბ­რძნე, გა­ნათ­ლე­ბა, უყ­ვარ­დეთ წიგ­ნე­ბი, რად­გან წიგნს ცოდ­ნის მი­ღე­ბის თვალ­საზ­რი­სით ვე­რა­ნა­ი­რი თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი ვერ შე­ედ­რე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

ილია მეორე - გამოკითხვების მიხედვით, ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და პატრიარქს ყველაზე მეტად ენდობიან

ილია მეორე - გამოკითხვების მიხედვით, ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და პატრიარქს ყველაზე მეტად ენდობიან

გამოკითხვების მიხედვით, ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მის პატრიარქს ყველაზე მეტად ენდობიან, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს, სიონის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

უწმინდესმა სიონში პარაკლისი ახალი სასწავლო წლისა და საეკლესიო ახალი წლის დაწყებასთან დაკავშირებით ჩაატარა.

პარაკლისის დაწყებამდე უწმინდესმა ტაძარში შეკრებილ სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტებს, მრევლს მიმართა.

როგორც პატრიარქმა ბრძანა, ღვთის წყალობაა, რომ დღეს ჩვენ გვაქვს სასულიერო სემინარია, აკადემია, უნივერსიტეტი და 40 სკოლა-გიმნაზია, ეს კი წინა წლებსა და საუკუნეებში წარმოუდგენელი იყო. საქართველოს პატრიარქი მიიჩნევს, რომ ეს არის ღვთის წყალობა საქართველოზე.

უწმინდესმა, ასევე, აღნიშნა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულია.

"გუშინ ვიყავი ამერიკის ელჩის რეზიდენციაში, სადაც მითხრეს, რომ ტარდება გამოკითხვები და ამ გამოკითხვებით ყველაზე მეტად პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მის პატრიარქს ენდობიან. ამ მხრივ საქართველო პირველ ადგილზეა. ეს ნიშნავს ღვთის მადლსა და წყალობას ჩვენზე. ეს მადლი უნდა შევინარჩუნოთ, როგორც ძვირფასი საუნჯე", - ბრძანა ილია მეორემ.

პატრიარქმა მოუწოდა ახალგაზრდებს, აიღონ პასუხისმგებლობა მომავალზე, უნდა იფიქრონ, რისი გაღება შეუძლიათ საკუთარი მხრიდან, რა არის მათი შეწირულობა მეცნიერებაში, საქმეში, ლოცვაში.

უწმინდესმა გაიხსენა მოსკოვის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში სწავლების წლები და მოუწოდა სემინარიისა და აკადემიის სტუდენტებს, მიიღონ სიბრძნე, განათლება, უყვარდეთ წიგნები, რადგან წიგნს ცოდნის მიღების თვალსაზრისით ვერანაირი თანამედროვე ტექნოლოგიები ვერ შეედრება.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"