პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველა საჯარო სკოლის პირველკლასელი 17 სექტემბერს "ბუკს" მიიღებს
ყველა საჯარო სკოლის პირველკლასელი 17 სექტემბერს "ბუკს" მიიღებს

ყვე­ლა სა­ჯა­რო სკო­ლის პირ­ველკ­ლა­სე­ლი 17 სექ­ტემ­ბერს "ბუკს" მი­ი­ღებს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, 2012-2013 სას­წავ­ლო წლის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს სკო­ლე­ბის­თვის შექ­მნი­ლი ნეტ­ბუ­კე­ბი 41 272 პირ­ველკ­ლა­სელს და მათ 3078 დამ­რი­გე­ბელს სა­ჩუქ­რად გა­და­ე­ცე­მათ. თბი­ლი­სი­სა და რე­გი­ო­ნე­ბის სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის­თვის კომ­პი­უ­ტე­რე­ბის გა­და­ცე­მის პრო­ცე­სი სრულ­დე­ბა. რო­გორც გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, კომ­პი­უ­ტე­რე­ბის დის­ტრი­ბუ­ცი­ას "სა­ქარ­თვე­ლოს ფოს­ტა" უზ­რუნ­ველ­ყოფს. "ბუ­კე­ბი" კომ­პა­ნი­ე­ბის, "ალ­გო­რით­მი­სა" და "ინ­ტე­ლის" მიერ სა­ქარ­თვე­ლო­ში დამ­ზად­და.

კომ­პა­ნია "ალ­გო­რით­მი­დან" ნეტ­ბუ­კე­ბი დღეს თბი­ლი­სის სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის­თვის გა­იგ­ზავ­ნა. 17 სექ­ტემ­ბერს ყვე­ლა პირ­ველკ­ლა­სელს "ბუკი" სკო­ლა­ში დახ­ვდე­ბა. პრო­ექ­ტი მე­ო­რე წე­ლია მიმ­დი­ნა­რე­ობს. კომ­პი­უ­ტე­რი­ზა­ცი­ის სამ­ყა­რო­ში მო­ზარ­დე­ბის სწო­რი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და მო­მა­ვალ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის სრულ­ფა­სო­ვან წევ­რად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ბავ­შვს თა­ვი­დან­ვე ჰქონ­დეს ურ­თი­ერ­თო­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებ­თან. სწო­რედ ამ მიზ­ნით, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვით, სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შე­იქ­მნა ნეტ­ბუ­კი "ბუკი". ნეტ­ბუ­კებ­ში ჩატ­ვირ­თუ­ლია ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მას­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მყო­ფი სას­კო­ლო პროგ­რა­მე­ბი, ბავ­შვე­ბის­თვის შექ­მნი­ლი შე­მეც­ნე­ბი­თი თა­მა­შე­ბი და რაც ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ხელ­მი­საწ­ვდო­მია ინ­ტერ­ნე­ტი.

ამას­თან, სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ნეტ­ბუ­კე­ბის ეფექ­ტუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, სა­მი­ნის­ტრომ ყვე­ლა პირ­ვე­ლი კლა­სის დამ­რი­გე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ულ-სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში გა­და­ამ­ზა­და. მას­წავ­ლებ­ლე­ბი ნეტ­ბუ­კე­ბის ფი­ზი­კურ სტრუქ­ტუ­რა­სა და მას­თან მუ­შა­ო­ბას გა­ეც­ნენ, ასე­ვე ის­წავ­ლეს ინ­ფორ­მა­ცი­ულ-სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით (ისტ) გამ­დიდ­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლი­სა და სას­წავ­ლო პრო­ექ­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ყვე­ლა სა­ჯა­რო სკო­ლა ინ­ტერ­ნე­ტი­ზე­ბუ­ლია. ახა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან ნეტ­ბუ­კე­ბი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­თან ერ­თად, პირ­ველკ­ლა­სელ­თათ­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის კი­დევ ერთი სა­შუ­ა­ლე­ბა იქ­ნე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ყველა საჯარო სკოლის პირველკლასელი 17 სექტემბერს "ბუკს" მიიღებს

ყველა საჯარო სკოლის პირველკლასელი 17 სექტემბერს "ბუკს" მიიღებს

ყველა საჯარო სკოლის პირველკლასელი 17 სექტემბერს "ბუკს" მიიღებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" განათლების სამინისტროდან აცნობეს, 2012-2013 სასწავლო წლისთვის საქართველოს სკოლებისთვის შექმნილი ნეტბუკები 41 272 პირველკლასელს და მათ 3078 დამრიგებელს საჩუქრად გადაეცემათ. თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლებისთვის კომპიუტერების გადაცემის პროცესი სრულდება. როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, კომპიუტერების დისტრიბუციას "საქართველოს ფოსტა" უზრუნველყოფს. "ბუკები" კომპანიების, "ალგორითმისა" და "ინტელის" მიერ საქართველოში დამზადდა.

კომპანია "ალგორითმიდან" ნეტბუკები დღეს თბილისის საჯარო სკოლებისთვის გაიგზავნა. 17 სექტემბერს ყველა პირველკლასელს "ბუკი" სკოლაში დახვდება. პროექტი მეორე წელია მიმდინარეობს. კომპიუტერიზაციის სამყაროში მოზარდების სწორი განვითარებისა და მომავალში საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებისათვის აუცილებელია, ბავშვს თავიდანვე ჰქონდეს ურთიერთობა თანამედროვე ტექნოლოგიებთან. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციების საფუძველზე შეიქმნა ნეტბუკი "ბუკი". ნეტბუკებში ჩატვირთულია ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობაში მყოფი სასკოლო პროგრამები, ბავშვებისთვის შექმნილი შემეცნებითი თამაშები და რაც ასევე მნიშვნელოვანია, ხელმისაწვდომია ინტერნეტი.

ამასთან, სასწავლო პროცესში ნეტბუკების ეფექტურად გამოყენების უზრუნველსაყოფად, სამინისტრომ ყველა პირველი კლასის დამრიგებელი ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში გადაამზადა. მასწავლებლები ნეტბუკების ფიზიკურ სტრუქტურასა და მასთან მუშაობას გაეცნენ, ასევე ისწავლეს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით (ისტ) გამდიდრებული გაკვეთილისა და სასწავლო პროექტების მომზადება.

საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო სკოლა ინტერნეტიზებულია. ახალი სასწავლო წლიდან ნეტბუკები სახელმძღვანელოებთან ერთად, პირველკლასელთათვის ინფორმაციის მიღების კიდევ ერთი საშუალება იქნება.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"