საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცოტნე გამსახურდიამ მეხუთედ გამოაცხადა შიმშილობა
ცოტნე გამსახურდიამ მეხუთედ გამოაცხადა შიმშილობა

წლის 8 სექ­ტემ­ბერს რუს­თა­ვის მე-17 სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში უვა­დო შიმ­ში­ლო­ბა და­ი­წყო პო­ლიტ­პა­ტი­მარ­მა ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ამ მო­თხოვ­ნით - ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან მეტი ყუ­რა­დღე­ბა და­ეთ­მოს სა­ქარ­თვე­ლო­ში პა­ტი­მარ­თა მდგო­მა­რე­ო­ბას და სა­თა­ნა­დო მკურ­ნა­ლო­ბა ჩა­უ­ტარ­დეს ყვე­ლა დას­ნე­უ­ლე­ბულ პა­ტი­მარს, მათ შო­რის - მას. 2009 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი გა­უ­საძ­ლი­სი პი­რო­ბე­ბის გა­საპ­რო­ტეს­ტებ­ლად უკვე მე­ხუ­თედ შიმ­ში­ლობს. შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ვაჟს წა­ყე­ნე­ბუ­ლი აქვს 7 მუხ­ლი (4 მათ­გან­ზე სა­სა­მარ­თლო ჯე­რაც არ გა­მარ­თუ­ლა) და მის­ჯი­ლი აქვს 13 წე­ლი­წად­ზე მეტი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ექ­სპრე­ზი­დენ­ტის ვაჟს ჯან­მრთე­ლო­ბა შე­ერ­ყა, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია დღემ­დე არ ით­ვა­ლის­წი­ნებს ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას და ავად­მყო­ფი პა­ტი­მა­რი სა­მო­ქა­ლა­ქო ტი­პის სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში არ გა­დაჰ­ყავს.

ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია:

- ჩემი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ძალ­ზე მძი­მეა. ად­მი­ნის­ტრა­ცია კი არ მაქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას და არა­ნა­ირ მკურ­ნა­ლო­ბას არ მი­ტა­რებს. ჩემი ყო­ვე­ლი დღე, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ტკი­ვი­ლით იწყე­ბა და მთავ­რდე­ბა. სა­შინ­ლად მა­წუ­ხებს ხერ­ხე­მა­ლი, სახ­სრე­ბი, და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ვარ ც ჰე­პა­ტი­ტით. თით­ქმის ორი წე­ლია, სკამ­ზე არ დავ­მჯდარ­ვარ, სა­ში­ნელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვარ, მაგ­რამ იო­ტი­სო­დე­ნა ყუ­რა­დღე­ბას არ მაქ­ცე­ვენ. სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში პა­ტიმ­რე­ბი­სად­მი არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არა­ხა­ლია. აქ უამ­რავ ადა­მი­ანს ნა­ხავთ, ვინც ჩემ­ზე გა­ცი­ლე­ბით უა­რეს დღე­შია - პა­ტიმ­რებს და­ჩირ­ქე­ბუ­ლი, დამ­პა­ლი აქვთ შიგ­ნე­უ­ლი, აფურ­თხე­ბენ ღვიძლსა და ფილ­ტვებს, ნა­ხავთ ნა­ინ­სულ­ტარ, ინ­ვა­ლიდ და ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი­ან ადა­მი­ა­ნებს. ამას რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზი აქვს. ერთი ის, რომ დე­პარ­ტა­მენ­ტი სახ­სრებს ზო­გავს, მე­ო­რე კი ის, რომ ავად­მყო­ფი პა­ტიმ­რე­ბის მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა და კონ­ტრო­ლი გა­ცი­ლე­ბით იო­ლია, ვიდ­რე ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის. რა­ღაც დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში არ მოგ­ცე­მენ წა­მალს, შემ­დეგ კი და­გი­წყე­ბენ ვაჭ­რო­ბას. და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი რამ ხდე­ბა ჩემ მი­მართ. ეს შუ­რის­ძი­ე­ბის ერ­თგვა­რი ფორ­მაა. ვერ წარ­მო­იდ­გენთ, აქ რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა პა­ტიმ­რე­ბის მი­მართ დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მხრი­დან. ამი­ტო­მაც უკვე მე­ხუ­თედ გა­დავ­წყვი­ტე უვა­დოდ ვი­შიმ­ში­ლო, ვიდ­რე ჩემი მო­თხოვ­ნე­ბი არ დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბა.

ჩემ­მა ად­ვო­კატ­მა და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელ ლაშა ბრეგ­ვა­ძეს გა­დას­ცა ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა, სა­დაც წე­რია, რომ მე­სა­ჭი­რო­ე­ბა გა­და­უ­დე­ბე­ლი მკურ­ნა­ლო­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო ტი­პის სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ კლი­ნი­კა­ში. ამას ის რე­ა­გი­რე­ბა მოჰ­ყვა, რომ 7 სექ­ტემ­ბერს მო­ვიდ­ნენ ჩემ­თან და შე­ად­გი­ნეს აქტი, თით­ქოს უარს ვა­ცხა­დებ მკურ­ნა­ლო­ბა­სა და ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნა­ზე, რაც სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

ჩემს საქ­მე­ებს რაც ეხე­ბა, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 2008 წელს და­მა­პა­ტიმ­რეს ჯა­შუ­შო­ბი­სა და შეთ­ქმუ­ლე­ბის მო­წყო­ბის აბ­სურ­დუ­ლი ბრალ­დე­ბით. მას შემ­დეგ 4 წე­ლია გა­სუ­ლი და ამ საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლო ჯე­რაც არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. ამათ რომ რა­ი­მე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ჰქო­ნო­დათ, ბუ­ნებ­რი­ვია, ასე არ მო­იქ­ცე­ოდ­ნენ, მაგ­რამ ამ ქვე­ყა­ნა­ში ხომ არც კა­ნო­ნი არ­სე­ბობს, არც სა­სა­მარ­თლო და არც სა­მარ­თა­ლი?! ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლას რუ­სე­თის ჯა­შუ­შად ნათ­ლავს და ჩემი საქ­მე არის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი მათი სიც­რუ­ი­სა და იმი­სა, რო­გორ იყე­ნე­ბენ ისი­ნი სა­სა­მარ­თლოს და რეპ­რე­სი­ულ მან­ქა­ნას მათ­თვის არა­სა­სურ­ვე­ლი ფი­გუ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

ალ­ბათ, იმი­ტომ ვერ მი­გუა ამ რე­ჟიმ­მა, რომ ვერ შე­ვე­გუე იმ უსა­მარ­თლო­ბას და გა­ნუ­კი­თხა­ო­ბას, რაც ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა. მე არ მი­ვე­ცი სა­ა­კაშ­ვილს და მის გუნდს სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ მა­მა­ჩე­მის გად­მოს­ვე­ნე­ბის დროს ქუ­ლე­ბი და­ე­წე­რათ და პი­ა­რი გა­ე­კე­თე­ბი­ნათ. იყო სხვა მი­ზე­ზე­ბიც, რის შე­სა­ხე­ბაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია.

მინ­და, ორი­ო­დე სი­ტყვა ვთქვა დღე­ვან­დელ ვი­თა­რე­ბა­ზე. მი­მაჩ­ნია, რომ სწო­რედ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლია ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც უფსკრულ­ში და ბნე­ლეთ­ში მი­ა­ქა­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს. რა გზით, ამა­საც მო­გახ­სე­ნებთ: იგი ცდი­ლობს, მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ე.წ. ან­დერკლა­სად აქ­ცი­ოს, ანუ გა­მა­თხოვ­რე­ბულ, და­ჩა­ჩა­ნა­კე­ბულ მა­სად, რო­მე­ლიც მას ხე­ლებ­ში შე­ა­ჩერ­დე­ბა, კოც­ნას და მო­ფე­რე­ბას და­უ­წყებს, ოღონდ კი რამე პა­ტა­რა პრობ­ლე­მა მო­უგ­ვა­როს. მა­სად, რო­მელ­საც არ აქვს არც ფი­ნან­სურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი და არც კულ­ტუ­რულ-ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი დონე იმის­თვის, რომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს პრო­ცე­სებ­ში, ან სწო­რად შე­ა­ფა­სოს პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი. ცი­ხე­შიც და მის გა­რე­თაც და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი პრინ­ცი­პი მოქ­მე­დებს. ესე­ნი ცდი­ლო­ბენ და­ა­ში­ნონ, და­ა­ა­ვად­მყო­ფონ და და­ა­ჩა­ჩა­ნა­კონ ადა­მი­ა­ნე­ბი, უკე­თე­სად რომ აკონ­ტრო­ლონ ისი­ნი. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­სა და სა­ა­კაშ­ვილს შო­რის კი ის გან­სხვა­ვე­ბაა, რომ ბი­ძი­ნა სი­ტყვის კა­ცია და იგი და­ნა­პი­რებს ას­რუ­ლებს. ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლის შემ­დეგ, ამ ადა­მი­ანს აქვს ყვე­ლა­ზე დიდი ამა­გი ქარ­თულ კულ­ტუ­რა­ზე. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი გა­ი­მარ­ჯვებს და ყვე­ლა­ფე­რი ქვეყ­ნის და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სა­სი­კე­თოდ შე­იც­ვლე­ბა!

ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

ცოტნე გამსახურდიამ მეხუთედ გამოაცხადა შიმშილობა

ცოტნე გამსახურდიამ მეხუთედ გამოაცხადა შიმშილობა

წლის 8 სექტემბერს რუსთავის მე-17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უვადო შიმშილობა დაიწყო პოლიტპატიმარმა ცოტნე გამსახურდიამ მოთხოვნით - ფართო საზოგადოების მხრიდან მეტი ყურადღება დაეთმოს საქართველოში პატიმართა მდგომარეობას და სათანადო მკურნალობა ჩაუტარდეს ყველა დასნეულებულ პატიმარს, მათ შორის - მას. 2009 წლიდან მოყოლებული ცოტნე გამსახურდია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებული გაუსაძლისი პირობების გასაპროტესტებლად უკვე მეხუთედ შიმშილობს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟს წაყენებული აქვს 7 მუხლი (4 მათგანზე სასამართლო ჯერაც არ გამართულა) და მისჯილი აქვს 13 წელიწადზე მეტი. მიუხედავად იმისა, რომ ექსპრეზიდენტის ვაჟს ჯანმრთელობა შეერყა, სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია დღემდე არ ითვალისწინებს ექსპერტიზის დასკვნას და ავადმყოფი პატიმარი სამოქალაქო ტიპის სპეციალიზებულ სამკურნალო დაწესებულებაში არ გადაჰყავს.

ცოტნე გამსახურდია:

- ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალზე მძიმეა. ადმინისტრაცია კი არ მაქცევს ყურადღებას და არანაირ მკურნალობას არ მიტარებს. ჩემი ყოველი დღე, შეიძლება ითქვას, ტკივილით იწყება და მთავრდება. საშინლად მაწუხებს ხერხემალი, სახსრები, დაავადებული ვარ ც ჰეპატიტით. თითქმის ორი წელია, სკამზე არ დავმჯდარვარ, საშინელ მდგომარეობაში ვარ, მაგრამ იოტისოდენა ყურადღებას არ მაქცევენ. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრებისადმი არაადამიანური დამოკიდებულება არახალია. აქ უამრავ ადამიანს ნახავთ, ვინც ჩემზე გაცილებით უარეს დღეშია - პატიმრებს დაჩირქებული, დამპალი აქვთ შიგნეული, აფურთხებენ ღვიძლსა და ფილტვებს, ნახავთ ნაინსულტარ, ინვალიდ და ტუბერკულოზიან ადამიანებს. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ერთი ის, რომ დეპარტამენტი სახსრებს ზოგავს, მეორე კი ის, რომ ავადმყოფი პატიმრების მანიპულირება და კონტროლი გაცილებით იოლია, ვიდრე ჯანმრთელი ადამიანების. რაღაც დროის განმავლობაში არ მოგცემენ წამალს, შემდეგ კი დაგიწყებენ ვაჭრობას. დაახლოებით ასეთი რამ ხდება ჩემ მიმართ. ეს შურისძიების ერთგვარი ფორმაა. ვერ წარმოიდგენთ, აქ როგორი დამოკიდებულებაა პატიმრების მიმართ დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან. ამიტომაც უკვე მეხუთედ გადავწყვიტე უვადოდ ვიშიმშილო, ვიდრე ჩემი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

ჩემმა ადვოკატმა დაწესებულების ხელმძღვანელ ლაშა ბრეგვაძეს გადასცა ექსპერტიზის დასკვნა, სადაც წერია, რომ მესაჭიროება გადაუდებელი მკურნალობა სამოქალაქო ტიპის სპეციალიზებულ კლინიკაში. ამას ის რეაგირება მოჰყვა, რომ 7 სექტემბერს მოვიდნენ ჩემთან და შეადგინეს აქტი, თითქოს უარს ვაცხადებ მკურნალობასა და ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

ჩემს საქმეებს რაც ეხება, მოგეხსენებათ, 2008 წელს დამაპატიმრეს ჯაშუშობისა და შეთქმულების მოწყობის აბსურდული ბრალდებით. მას შემდეგ 4 წელია გასული და ამ საქმეზე სასამართლო ჯერაც არ ჩატარებულა. ამათ რომ რაიმე მტკიცებულება ჰქონოდათ, ბუნებრივია, ასე არ მოიქცეოდნენ, მაგრამ ამ ქვეყანაში ხომ არც კანონი არსებობს, არც სასამართლო და არც სამართალი?! ეს ხელისუფლება ყველას რუსეთის ჯაშუშად ნათლავს და ჩემი საქმე არის ნათელი მაგალითი მათი სიცრუისა და იმისა, როგორ იყენებენ ისინი სასამართლოს და რეპრესიულ მანქანას მათთვის არასასურველი ფიგურების წინააღმდეგ.

ალბათ, იმიტომ ვერ მიგუა ამ რეჟიმმა, რომ ვერ შევეგუე იმ უსამართლობას და განუკითხაობას, რაც ქვეყანაში ხდება. მე არ მივეცი სააკაშვილს და მის გუნდს საშუალება, რომ მამაჩემის გადმოსვენების დროს ქულები დაეწერათ და პიარი გაეკეთებინათ. იყო სხვა მიზეზებიც, რის შესახებაც საზოგადოება ინფორმირებულია.

მინდა, ორიოდე სიტყვა ვთქვა დღევანდელ ვითარებაზე. მიმაჩნია, რომ სწორედ მიხეილ სააკაშვილია ის ადამიანი, რომელიც უფსკრულში და ბნელეთში მიაქანებს საქართველოს. რა გზით, ამასაც მოგახსენებთ: იგი ცდილობს, მოსახლეობის უმრავლესობა ე.წ. ანდერკლასად აქციოს, ანუ გამათხოვრებულ, დაჩაჩანაკებულ მასად, რომელიც მას ხელებში შეაჩერდება, კოცნას და მოფერებას დაუწყებს, ოღონდ კი რამე პატარა პრობლემა მოუგვაროს. მასად, რომელსაც არ აქვს არც ფინანსურ-ეკონომიკური და არც კულტურულ-ინტელექტუალური დონე იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღოს პროცესებში, ან სწორად შეაფასოს პოლიტიკური პროცესები. ციხეშიც და მის გარეთაც დაახლოებით ასეთი პრინციპი მოქმედებს. ესენი ცდილობენ დააშინონ, დააავადმყოფონ და დააჩაჩანაკონ ადამიანები, უკეთესად რომ აკონტროლონ ისინი. ბიძინა ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის კი ის განსხვავებაა, რომ ბიძინა სიტყვის კაცია და იგი დანაპირებს ასრულებს. ექვთიმე თაყაიშვილის შემდეგ, ამ ადამიანს აქვს ყველაზე დიდი ამაგი ქართულ კულტურაზე. დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილი გაიმარჯვებს და ყველაფერი ქვეყნის და ქართველი ხალხის სასიკეთოდ შეიცვლება!

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ