მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რეზო ინანიშვილის გულს გაჩენილი ნაწიბურები
რეზო ინანიშვილის გულს გაჩენილი ნაწიბურები

"ჩემი რჩე­უ­ლი" კვლავ გა­ნაგ­რძობს რე­ვაზ ინა­ნიშ­ვი­ლის 6-ტო­მე­უ­ლის გა­მო­ცე­მას და ამ­ჯე­რად ჟურ­ნალ გზას­თან ერ­თად მწერ­ლის მე­ხუ­თე ტომს წარ­მო­გიდ­გენთ, მას­ზე სა­სა­უბ­როდ კი მწე­რა­ლი და ჟურ­ნა­ლის­ტი ბექა ქურ­ხუ­ლი მო­ვიწ­ვი­ეთ.

- ბექა, ამას წი­ნათ მი­თხა­რი, სა­ბურ­თა­ლოს ქუ­ჩა­ზე, რე­ვაზ ინა­ნიშ­ვი­ლის სა­დარ­ბა­ზო­ში ვცხოვ­რო­ბო. ვფიქ­რობ, მკი­თხვე­ლის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა ერთ დროს პა­ტა­რა ბი­ჭის თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი "რეზო ბი­ძია" ან "ბა­ბუა" - არ ვიცი, რო­გორ მი­მარ­თავ­დი. ისიც სა­ინ­ტე­რე­სოა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, უმ­ცროს­მა კო­ლე­გამ რო­გორ შე­ა­ფა­სე დიდი მწე­რა­ლი?

- რა­ტომ­ღაც ბავ­შვო­ბი­დან­ვე ვფიქ­რობ­დი, რომ ეს თბი­ლი და უშუ­ა­ლო კაცი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნი იყო. რამ­დენ­ჯე­რაც და­ვი­ნა­ხავ­დი, ყო­ველ­თვის პა­ტი­ვის­ცე­მის, მო­წი­წე­ბი­სა და სით­ბოს შეგ­რძნე­ბა მქონ­და. მის­გან დიდი სი­კე­თე მო­დი­ო­და. სა­ბურ­თა­ლოს ქუ­ჩის ბი­ნა­ზე მე­ტად კი მისი კან­დე­ლა­კის ქუ­ჩის სახ­ლი მიყ­ვარ­და. მა­შინ უზარ­მა­ზა­რი მეჩ­ვე­ნე­ბო­და ის ქვის სახ­ლი, რომ­ლის ფან­ჯრი­და­ნაც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ხედი იშ­ლე­ბო­და. გე­გო­ნე­ბო­და, სწო­რედ იქ ცხოვ­რობ­დნენ რეზო ინა­ნიშ­ვი­ლის გმი­რე­ბიც. არა­და, რა პა­ტა­რა ყო­ფი­ლა ის სახ­ლი, რო­მე­ლიც ჩემ­თვის მთე­ლი სამ­ყა­რო იყო. ხში­რად ვსტუმ­რობ­დით ინა­ნიშ­ვი­ლებს. ორო­სა­ნი ვი­ყა­ვი მა­თე­მა­ტი­კა­ში და ბა­ტო­ნი რე­ზოს მე­უღ­ლე - როზა დე­ი­და მა­მე­ცა­დი­ნებ­და ხოლ­მე. სა­ბო­ლო­ოდ, მა­თე­მა­ტი­კა მა­ინც ვერ ვის­წავ­ლე, მაგ­რამ უფრო მა­გა­რი რა­მე­ე­ბი ვის­წავ­ლე იმ ოჯახ­ში. პაპა არ მახ­სოვ­და, ადრე გარ­დაც­ვლი­ლა და რა­ტომ­ღაც ძა­ლი­ან მინ­დო­და, სწო­რედ ისე­თი პაპა მყო­ლო­და, რეზო ინა­ნიშ­ვი­ლი რომ იყო.

- მა­ინც, რო­გო­რი "ისე­თი"?

- აი, შეხ­ვედ­რი­სას ძმა­კა­ცუ­რად რომ მო­მი­კი­თხავ­და, - რო­გორ ხარ, კა­ცოო? ისე­თი, თა­ვი­სი ხე­ლით რომ ჩა­მი­ტა­ნი­ებ­და პე­რანგს შარ­ვალ­ში, ისე­ვე, რო­გორც თა­ვის შვილს - კო­ტეს უტა­ნი­ებ­და. სამ­წუ­ხა­როა, რომ დღეს კოტე ცო­ცხა­ლი აღარ არის. ღმერ­თმა გა­ა­ნათ­ლოს მისი სული... სი­მარ­თლე გი­თხრა, მწე­რა­ლი რეზო ინა­ნიშ­ვი­ლი არც არას­დროს გა­მი­მიჯ­ნავს თვი­თონ რეზო ინა­ნიშ­ვი­ლის­გან. მე მხო­ლოდ ერთ რეზო ინა­ნიშ­ვილს ვიც­ნობ­დი, სა­ჩე­მო მო­თხრო­ბებს რომ წერ­და. სწავ­ლა კი მე­ზა­რე­ბო­და, მაგ­რამ ლი­ტე­რა­ტუ­რის კი­თხვა ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და. ბავ­შვო­ბა­ში იცი, რა მით­ქვამს? რეზო ინა­ნიშ­ვი­ლის მო­თხრო­ბებს რომ ვკი­თხუ­ლობ, მა­შინ­ვე გემ­რი­ე­ლი რა­ღა­ცე­ბის ჭამა მინ­დე­ბა-მეთ­ქი. სა­ბავ­შვო მწერ­ლო­ბა ურ­თუ­ლე­სი რა­მაა და რეზო ინა­ნიშ­ვი­ლი გა­მო­ირ­ჩე­ო­და ამ მწერ­ლო­ბა­ში, თუმ­ცა მთლად სა­ბავ­შვოც არ იყო მისი პრო­ზა და თუკი ვინ­მე მხო­ლოდ სა­ბავ­შვოდ აღიქ­ვამს, სა­სურ­ვე­ლია, თა­ვი­დან წა­ი­კი­თხოს არა მარ­ტო ინა­ნიშ­ვი­ლი, სა­ერ­თოდ - ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა. ხში­რად უთ­ქვამთ, რა­ტომ რო­მა­ნებს არ წერ­სო? რა­ტომ უნდა და­ე­წე­რა? რა აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო? ცალ­კე სათ­ქმე­ლია მისი მცი­რე პრო­ზა, მი­ნი­ა­ტი­უ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც არაფ­რით ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა მის დიდ პრო­ზას და მი­ზან­ში მორ­ტყმის თვალ­საზ­რი­სით კი, იქ­ნებ აჭარ­ბებს კი­დე­ვაც: "თქვენ ლი­ტე­რა­ტო­რი ხართ. თქვე­ნი სარ­ბი­ე­ლი წიგ­ნი­დან წიგ­ნამ­დე მან­ძი­ლია. ის მწე­რა­ლი იყო, ნამ­დვი­ლი მწე­რა­ლი, და როცა ყი­ნუ­ლო­ვან წყალ­ზე უნდა და­ე­წე­რა რამე, თვი­თონ მი­დი­ო­და, თვი­თონ დგე­ბო­და იმ ყი­ნუ­ლო­ვან წყალ­ში და თვი­თონ იჭ­რი­და ყი­ნუ­ლებ­ზე ფე­ხებს", - ეს ჩა­ნა­წე­რე­ბი იმ უშუ­ა­ლო­ბით და გულ­წრფე­ლო­ბით არის და­წე­რი­ლი, რომ­ლის უფ­ლე­ბა­საც მხო­ლოდ დიდი მწერ­ლე­ბი აძ­ლე­ვენ სა­კუ­თარ თავს. დიდ­მა მწე­რალ­მა ყო­ველ­თვის იცის, რომ დიდი მწე­რა­ლია. რა თქმა უნდა, რეზო ინა­ნიშ­ვილ­მაც იცო­და, რომ დიდი მწე­რა­ლი იყო, აქე­დან მო­დი­ო­და მისი სა­ო­ცა­რი ში­ნა­გა­ნი გამ­ბე­და­ო­ბაც და თავ­მდაბ­ლო­ბაც. ხან­და­ხან გაბ­რა­ზე­ბა და­ე­ტყო­ბო­და ხოლ­მე მის ნა­წე­რებს: "რო­გორ არ შე­გი­პყრობს სევ­და! რო­გორ არ უნდა მოჰ­კი­დო ხელი ასე მე­ტყველთ და არ აჩ­ვე­ნო: ეს ხეა, ეს სახ­ლი, ეს მე­სე­რი, ეს წყა­ლი, ეს ბა­ლა­ხი!"... რეზო ინა­ნიშ­ვი­ლი ბევ­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით ვაჟ­კა­ცი იყო, კაცი იყო. ამ დროს უსას­ტი­კე­სი ბავ­შვო­ბა ჰქონ­და: მამა და­უხვრი­ტეს, სი­ღა­რი­ბე­ში გა­ი­ზარ­და, მუ­შა­დაც მუ­შა­ობ­და, თურ­მე. როზა დე­ი­და იხ­სე­ნებ­და, "ბუშ­ლა­ტით" და "კირ­ზა­ვოი ჩექ­მით" ჩა­მო­დი­ო­და უნი­ვერ­სი­ტეტ­შიო. გა­უ­რი­ცხავთ კი­დეც უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან გრა­მა­ტი­კის არ­ცოდ­ნის გამო. რამ­დე­ნა­დაც ვაჟ­კა­ცი იყო, იმავდრო­უ­ლად სა­ოც­რად მგრძნო­ბი­ა­რეც იყო. მის მო­თხრო­ბებ­ში თით­ქოს სულ ქარი ქრის. ისე გაწ­ვდის სიმ­წა­რეს, რომ გაგ­რძნო­ბი­ნოს კი­დეც, მაგ­რამ გუ­ლიც არ გა­გი­ხეთ­ქოს. ფან­ტას­ტი­კუ­რი მო­თხრო­ბა აქვს, სა­დაც ამ­ბობს: "ნა­წი­ბუ­რე­ბი გა­მიჩ­ნდა გულ­ზეო".

- თით­ქოს მი­ი­ვი­წყეს რეზო ინა­ნიშ­ვი­ლი...

- დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ვის იხ­სე­ნე­ბენ და ვის ივი­წყე­ბენ, ძნე­ლი გა­სარ­კვე­ვია. არა მგო­ნია, მი­ვი­წყე­ბით რეზო ინა­ნიშ­ვილს აკ­ლდე­ბო­დეს რა­ი­მე. იმათ უფრო აკ­ლდე­ბათ, ვინც ივი­წყებს...

- რეზო ინა­ნიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ამ­ბე­ბი მინ­და, გა­იხ­სე­ნო, რა­საც შეს­წრე­ბი­ხარ ან შენ გი­კავ­შირ­დე­ბა...

- არ მა­ვი­წყდე­ბა ერთი ამ­ბა­ვი: 1986 წელი იყო, 11-12 წლის ვი­ყა­ვი, ანუ იმ ასაკ­ში, უკვე არე­ვას რომ იწყებ და მა­შინ წა­ვი­კი­თხე ინა­ნიშ­ვი­ლის მო­თხრო­ბა "ტყვია". ამ მო­თხრო­ბის გმირ ღა­რი­ბი გლე­ხის ბიჭს უყ­ვარს მდი­და­რი გლე­ხის გო­გო­ნა. გო­გო­ნას ცხა­დია, არ ატა­ნენ ბიჭს. ამი­ტომ, ბიჭი ხან სა­ბძელს უწ­ვავს მდი­დარს, ხან კი­დევ - რას, გო­გო­ნამ რომ შე­ამ­ჩნი­ოს. მერე მშობ­ლე­ბი გო­გო­ნას სხვას ატა­ნენ ცო­ლად. გამ­წა­რე­ბულ ბიჭს ისე­თი გა­მო­ხედ­ვა გა­უხ­და, "ტყვია" შე­არ­ქვეს - ტყვი­ა­სა­ვით მზე­რა აქ­ვსო. ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა ჩემ­ზე ამ მო­თხრო­ბამ, სკო­ლის პა­პ­კას დიდი ასო­ე­ბით და­ვა­წე­რე "ტყვია". სას­წავ­ლო ნა­წი­ლის ხელ­მძღვა­ნელ­მა სკო­ლის დი­რექ­ტორ­თან ჩა­მათ­რია და შე­იქ­ნა ერთი ამ­ბა­ვი. ცდი­ლობ­დნენ გა­ერ­კვი­ათ, რას ნიშ­ნავ­და ეს "ტყვია"". ვი­დე­ქი ჩუ­მად და ამა­ყად, ტყვედ ჩა­ვარ­დნი­ლი პარ­ტი­ზა­ნი­ვით. წი­თელ ბაღ­ში და სკო­ლას­თან, გას­ტრო­ნო­მის უკან, ბირ­ჟა­ზე, უფ­როს ძველ ბი­ჭებ­თან და სკო­ლის ავ­ტო­რი­ტე­ტებ­თან ყურ­ყუტ­სა და "პტი­ჩკი­ა­ნი" "ვინ­სტო­ნის" წე­ვას მი­ა­წე­რეს ეს ამ­ბა­ვი და ერთი ალი­ა­ქო­თი ატყდა. დღემ­დე ვერ ვი­გებ, რა­ტომ მო­ვი­კა­ლი თავი, რა­ტომ ვა­წა­მე­ბი­ნე, ან იმათ რას ვერ­ჩო­დი და რა­ტომ არ ვთქვი, რეზო ინა­ნიშ­ვი­ლის მო­თხრო­ბის სა­ხელ­წო­დე­ბა რომ იყო "ტყვია". რა ჩაშ­ვე­ბა ახლა ეგ იქ­ნე­ბო­და, მწე­რალს ხომ არ მო­ე­და­ვე­ბო­და ჩემი სას­წავ­ლო ნა­წი­ლი, რა­ტომ და­წე­რე ეს მო­თხრო­ბაო? არა­და, მარ­თლა მქონ­და გან­ცდა, რომ სი­მარ­თლის თქმით რეზო ინა­ნიშ­ვილს ჩა­ვუშ­ვებ­დი (იცი­ნის)...

მახ­სოვს კი­დევ, ტე­ლე­ფო­ნებს დგამ­დნენ ჩვენს კორ­პუს­ში და იყო ერთი გა­წა­მა­წია, პირ­ველს ვის და­უდ­გამ­დნენ და ბოლო ვინ იქ­ნე­ბო­და. ყვე­ლა ადა­მი­ანს თა­ვი­სი სი­სუს­ტე აქვს და რას იზამ, ამ ამ­ბავს კი მხო­ლოდ იმი­ტომ ვიხ­სე­ნებ, რეზო ინა­ნიშ­ვი­ლის რე­აქ­ცი­ა­ზე რომ გი­ამ­ბო. ინა­ნიშ­ვი­ლე­ბი მე­ექ­ვსე სარ­თულ­ზე ცხოვ­რობ­დნენ, ჩვენ - მე­ო­თხე­ზე. დი­ლით პა­პ­კით ხელ­ში სკო­ლა­ში მივ­დი­ო­დი და ლიფ­ტი გა­მო­ვი­ძა­ხე. ჩვენ სარ­თულ­ზე რომ გა­ჩერ­და, კარი გა­ი­ღო და რეზო ინა­ნიშ­ვი­ლი იდგა, თავ­ზე ბე­რე­ტი ეხუ­რა. - რო­გო­რა ხარ, კაცო, სკო­ლა­ში მი­დი­ხა­რო? - გა­მო­მე­ლა­პა­რა­კა. მეც შე­ვე­დი ლიფ­ტში და პირ­ველ სარ­თუ­ლამ­დე მე­კი­თხე­ბო­და რა­ღა­ცებს. დაბ­ლა კარი რომ გა­ი­ღო, დიდი ორომ­ტრი­ა­ლი დაგ­ვხვდა. იმ­დე­ნი მო­და­ვე მე­ზო­ბე­ლი შეკ­რე­ბი­ლი­ყო, ვე­ღარ გავ­დი­ო­დით. არ და­მა­ვი­წყდე­ბა, რეზო ინა­ნიშ­ვილ­მა კი არ გა­იშ­ვი­რა, წინ წა­იმ­ძღვა­რა ხელი და თვი­თო­ნაც გაჰ­ყვა კა­ხურ კი­ლო­ზე ნათ­ქვა­მი სი­ტყვე­ბით: ახლა მე მივ­დი­ვარ უჯარ­მა­ში, იქ კარ­ტო­ფი­ლი უნდა გავ­თოხ­ნოო, - და გა­ვი­და. აი, ასე გა­მო­ხა­ტა პრო­ტეს­ტი ამ ყვე­ლაფ­რი­სად­მი. რა თქმა უნდა, მეც გავ­ყე­ვი და რა­ტომ­ღაც მა­საც სა­გულ­და­გუ­ლოდ და­ვუ­მა­ლე პა­პ­კა, რო­მელ­ზეც დიდი ასო­ე­ბით მე­წე­რა "ტყვია". არც არას­დროს გა­უ­გია ეს ამ­ბა­ვი ისე­ვე, რო­გორც არ გა­უ­გია, რომ მინ­დო­და, მის­ნა­ი­რი პაპა მყო­ლო­და (იღი­მის).

- არც შენი სამ­წერ­ლო მო­ნა­ცე­მე­ბის შე­სა­ხებ იცო­და რა­ი­მე?

- არა, კაცო, მად­ლო­ბა ღმერ­თს, არა (იცი­ნის), თო­რემ ალ­ბათ გული გა­უს­კდე­ბო­და. მწერ­ლე­ბი მი­მიხ­ვდე­ბი­ან, რა­საც ვგუ­ლის­ხმობ. მა­გა­ლი­თად, ჩემს შვილს მწერ­ლო­ბა რომ არ გა­მო­უ­ვი­და, მაგ­რად გა­მი­ხარ­და. ეს და­ახ­ლო­ე­ბით იმას ჰგავს, "გა­ნა­ბე­ბი" სა­კუ­თარ შვი­ლებს რომ ვერ იმე­ტე­ბენ მსგავ­სი საქ­მის­თვის და ყვე­ლა­ნა­ი­რად არი­დე­ბენ. წერა ხომ პრო­ფე­სია არ არის, ეს ჯო­ჯო­ხე­თია და გირ­ჩევ­ნია, შვი­ლი ექი­მი ან სხვა საქ­მის სპე­ცი­ა­ლის­ტი გა­მო­ვი­დეს, ვიდ­რე - მწე­რა­ლი.

- უკვე მოზ­რდი­ლი იქ­ნე­ბო­დი, ალ­ბათ, ბა­ტო­ნი რეზო რომ გარ­და­იც­ვა­ლა, არა?

- კი, დიდი ვი­ყა­ვი, იმ წელს გავ­ხდი სტუ­დენ­ტი. თით­ქოს იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა უკა­ნას­კნე­ლი სა­ა­თე­ბი. თა­ვის ერთ-ერთ მი­ნი­ა­ტი­უ­რა­ში და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი რამ უწე­რია: "არ არ­სე­ბობს უფრო სა­პა­ტიო დაკ­რძალ­ვა, ვიდ­რე ის, რო­გო­რიც მო­ცარტსა და ფი­როს­მანს ერ­გოთ წი­ლად; რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის თან­დას­წრე­ბით მღვდე­ლი რომ აგი­გებს წესს და მი­წას მი­გა­ბა­რე­ბენ". სწო­რედ ასე დაკ­რძა­ლეს რეზო ინა­ნიშ­ვი­ლი დი­დუ­ბის სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა პან­თე­ონ­ში. ამ დროს რუს­თა­ველ­ზე, რეზო ინა­ნიშ­ვი­ლის მო­თხრო­ბებ­ზე გაზ­რდი­ლი ქარ­თვე­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს უბათ­ქუ­ნებ­დნენ - 1991 წლის დე­კემ­ბე­რი იყო. 21-ში თბი­ლის­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ომი და­ი­წყო, ის კი 26-ში გარ­და­იც­ვა­ლა - და­ი­ძი­ნა და ვე­ღარ გა­იღ­ვი­ძა.

- რით და­გაკ­ლდა რეზო ინა­ნიშ­ვი­ლი?

- ეგე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი იცი, რით გაკ­ლდე­ბი­ან? (ფიქ­რობს)... შე­იძ­ლე­ბა არც არას­დროს მი­უ­კა­კუ­ნო კარ­ზე და არ მიხ­ვი­დე ჭკუ­ის სა­კი­თხა­ვად ან უბ­რა­ლოდ - სუ­ლის მო­სათ­ქმე­ლად, მაგ­რამ რომ გე­გუ­ლე­ბი­ან, უკვე ძა­ლი­ან ბევ­რს ნიშ­ნავს. ერთხე­ლაც მო­გინ­დე­ბა, მიხ­ვალ და გულს გა­და­უშ­ლი: ძია რეზო, მგო­ნი, რა­ღაც ავუ­რიე... ან სუ­ლაც - სამ­ყა­რომ აუ­რია... - კაცო, მო­მის­მი­ნე შენა... - გი­პა­სუ­ხებს და... მშვიდ­დე­ბი. რეზო ინა­ნიშ­ვილ­თან ჭკუ­ის სა­კი­თხა­ვად არას­დროს მივ­სულ­ვარ, მაგ­რამ მე­გუ­ლე­ბო­და... მისი დიდი სი­კე­თე და­მაკ­ლდა!

ირმა ხარ­ში­ლა­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

რეზო ინანიშვილის გულს გაჩენილი ნაწიბურები

რეზო ინანიშვილის გულს გაჩენილი ნაწიბურები

"ჩემი რჩეული" კვლავ განაგრძობს რევაზ ინანიშვილის 6-ტომეულის გამოცემას და ამჯერად ჟურნალ გზასთან ერთად მწერლის მეხუთე ტომს წარმოგიდგენთ, მასზე სასაუბროდ კი მწერალი და ჟურნალისტი ბექა ქურხული მოვიწვიეთ.

- ბექა, ამას წინათ მითხარი, საბურთალოს ქუჩაზე, რევაზ ინანიშვილის სადარბაზოში ვცხოვრობო. ვფიქრობ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება ერთ დროს პატარა ბიჭის თვალით დანახული "რეზო ბიძია" ან "ბაბუა" - არ ვიცი, როგორ მიმართავდი. ისიც საინტერესოა, მოგვიანებით, უმცროსმა კოლეგამ როგორ შეაფასე დიდი მწერალი?

- რატომღაც ბავშვობიდანვე ვფიქრობდი, რომ ეს თბილი და უშუალო კაცი ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი იყო. რამდენჯერაც დავინახავდი, ყოველთვის პატივისცემის, მოწიწებისა და სითბოს შეგრძნება მქონდა. მისგან დიდი სიკეთე მოდიოდა. საბურთალოს ქუჩის ბინაზე მეტად კი მისი კანდელაკის ქუჩის სახლი მიყვარდა. მაშინ უზარმაზარი მეჩვენებოდა ის ქვის სახლი, რომლის ფანჯრიდანაც არაჩვეულებრივი ხედი იშლებოდა. გეგონებოდა, სწორედ იქ ცხოვრობდნენ რეზო ინანიშვილის გმირებიც. არადა, რა პატარა ყოფილა ის სახლი, რომელიც ჩემთვის მთელი სამყარო იყო. ხშირად ვსტუმრობდით ინანიშვილებს. ოროსანი ვიყავი მათემატიკაში და ბატონი რეზოს მეუღლე - როზა დეიდა მამეცადინებდა ხოლმე. საბოლოოდ, მათემატიკა მაინც ვერ ვისწავლე, მაგრამ უფრო მაგარი რამეები ვისწავლე იმ ოჯახში. პაპა არ მახსოვდა, ადრე გარდაცვლილა და რატომღაც ძალიან მინდოდა, სწორედ ისეთი პაპა მყოლოდა, რეზო ინანიშვილი რომ იყო.

- მაინც, როგორი "ისეთი"?

- აი, შეხვედრისას ძმაკაცურად რომ მომიკითხავდა, - როგორ ხარ, კაცოო? ისეთი, თავისი ხელით რომ ჩამიტანიებდა პერანგს შარვალში, ისევე, როგორც თავის შვილს - კოტეს უტანიებდა. სამწუხაროა, რომ დღეს კოტე ცოცხალი აღარ არის. ღმერთმა გაანათლოს მისი სული... სიმართლე გითხრა, მწერალი რეზო ინანიშვილი არც არასდროს გამიმიჯნავს თვითონ რეზო ინანიშვილისგან. მე მხოლოდ ერთ რეზო ინანიშვილს ვიცნობდი, საჩემო მოთხრობებს რომ წერდა. სწავლა კი მეზარებოდა, მაგრამ ლიტერატურის კითხვა ძალიან მიყვარდა. ბავშვობაში იცი, რა მითქვამს? რეზო ინანიშვილის მოთხრობებს რომ ვკითხულობ, მაშინვე გემრიელი რაღაცების ჭამა მინდება-მეთქი. საბავშვო მწერლობა ურთულესი რამაა და რეზო ინანიშვილი გამოირჩეოდა ამ მწერლობაში, თუმცა მთლად საბავშვოც არ იყო მისი პროზა და თუკი ვინმე მხოლოდ საბავშვოდ აღიქვამს, სასურველია, თავიდან წაიკითხოს არა მარტო ინანიშვილი, საერთოდ - ქართული ლიტერატურა. ხშირად უთქვამთ, რატომ რომანებს არ წერსო? რატომ უნდა დაეწერა? რა აუცილებელი იყო? ცალკე სათქმელია მისი მცირე პროზა, მინიატიურები, რომლებიც არაფრით ჩამოუვარდება მის დიდ პროზას და მიზანში მორტყმის თვალსაზრისით კი, იქნებ აჭარბებს კიდევაც: "თქვენ ლიტერატორი ხართ. თქვენი სარბიელი წიგნიდან წიგნამდე მანძილია. ის მწერალი იყო, ნამდვილი მწერალი, და როცა ყინულოვან წყალზე უნდა დაეწერა რამე, თვითონ მიდიოდა, თვითონ დგებოდა იმ ყინულოვან წყალში და თვითონ იჭრიდა ყინულებზე ფეხებს", - ეს ჩანაწერები იმ უშუალობით და გულწრფელობით არის დაწერილი, რომლის უფლებასაც მხოლოდ დიდი მწერლები აძლევენ საკუთარ თავს. დიდმა მწერალმა ყოველთვის იცის, რომ დიდი მწერალია. რა თქმა უნდა, რეზო ინანიშვილმაც იცოდა, რომ დიდი მწერალი იყო, აქედან მოდიოდა მისი საოცარი შინაგანი გამბედაობაც და თავმდაბლობაც. ხანდახან გაბრაზება დაეტყობოდა ხოლმე მის ნაწერებს: "როგორ არ შეგიპყრობს სევდა! როგორ არ უნდა მოჰკიდო ხელი ასე მეტყველთ და არ აჩვენო: ეს ხეა, ეს სახლი, ეს მესერი, ეს წყალი, ეს ბალახი!"... რეზო ინანიშვილი ბევრისგან განსხვავებით ვაჟკაცი იყო, კაცი იყო. ამ დროს უსასტიკესი ბავშვობა ჰქონდა: მამა დაუხვრიტეს, სიღარიბეში გაიზარდა, მუშადაც მუშაობდა, თურმე. როზა დეიდა იხსენებდა, "ბუშლატით" და "კირზავოი ჩექმით" ჩამოდიოდა უნივერსიტეტშიო. გაურიცხავთ კიდეც უნივერსიტეტიდან გრამატიკის არცოდნის გამო. რამდენადაც ვაჟკაცი იყო, იმავდროულად საოცრად მგრძნობიარეც იყო. მის მოთხრობებში თითქოს სულ ქარი ქრის. ისე გაწვდის სიმწარეს, რომ გაგრძნობინოს კიდეც, მაგრამ გულიც არ გაგიხეთქოს. ფანტასტიკური მოთხრობა აქვს, სადაც ამბობს: "ნაწიბურები გამიჩნდა გულზეო".

- თითქოს მიივიწყეს რეზო ინანიშვილი...

- დღეს საქართველოში ვის იხსენებენ და ვის ივიწყებენ, ძნელი გასარკვევია. არა მგონია, მივიწყებით რეზო ინანიშვილს აკლდებოდეს რაიმე. იმათ უფრო აკლდებათ, ვინც ივიწყებს...

- რეზო ინანიშვილთან დაკავშირებული ამბები მინდა, გაიხსენო, რასაც შესწრებიხარ ან შენ გიკავშირდება...

- არ მავიწყდება ერთი ამბავი: 1986 წელი იყო, 11-12 წლის ვიყავი, ანუ იმ ასაკში, უკვე არევას რომ იწყებ და მაშინ წავიკითხე ინანიშვილის მოთხრობა "ტყვია". ამ მოთხრობის გმირ ღარიბი გლეხის ბიჭს უყვარს მდიდარი გლეხის გოგონა. გოგონას ცხადია, არ ატანენ ბიჭს. ამიტომ, ბიჭი ხან საბძელს უწვავს მდიდარს, ხან კიდევ - რას, გოგონამ რომ შეამჩნიოს. მერე მშობლები გოგონას სხვას ატანენ ცოლად. გამწარებულ ბიჭს ისეთი გამოხედვა გაუხდა, "ტყვია" შეარქვეს - ტყვიასავით მზერა აქვსო. ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ამ მოთხრობამ, სკოლის პაპკას დიდი ასოებით დავაწერე "ტყვია". სასწავლო ნაწილის ხელმძღვანელმა სკოლის დირექტორთან ჩამათრია და შეიქნა ერთი ამბავი. ცდილობდნენ გაერკვიათ, რას ნიშნავდა ეს "ტყვია"". ვიდექი ჩუმად და ამაყად, ტყვედ ჩავარდნილი პარტიზანივით. წითელ ბაღში და სკოლასთან, გასტრონომის უკან, ბირჟაზე, უფროს ძველ ბიჭებთან და სკოლის ავტორიტეტებთან ყურყუტსა და "პტიჩკიანი" "ვინსტონის" წევას მიაწერეს ეს ამბავი და ერთი ალიაქოთი ატყდა. დღემდე ვერ ვიგებ, რატომ მოვიკალი თავი, რატომ ვაწამებინე, ან იმათ რას ვერჩოდი და რატომ არ ვთქვი, რეზო ინანიშვილის მოთხრობის სახელწოდება რომ იყო "ტყვია". რა ჩაშვება ახლა ეგ იქნებოდა, მწერალს ხომ არ მოედავებოდა ჩემი სასწავლო ნაწილი, რატომ დაწერე ეს მოთხრობაო? არადა, მართლა მქონდა განცდა, რომ სიმართლის თქმით რეზო ინანიშვილს ჩავუშვებდი (იცინის)...

მახსოვს კიდევ, ტელეფონებს დგამდნენ ჩვენს კორპუსში და იყო ერთი გაწამაწია, პირველს ვის დაუდგამდნენ და ბოლო ვინ იქნებოდა. ყველა ადამიანს თავისი სისუსტე აქვს და რას იზამ, ამ ამბავს კი მხოლოდ იმიტომ ვიხსენებ, რეზო ინანიშვილის რეაქციაზე რომ გიამბო. ინანიშვილები მეექვსე სართულზე ცხოვრობდნენ, ჩვენ - მეოთხეზე. დილით პაპკით ხელში სკოლაში მივდიოდი და ლიფტი გამოვიძახე. ჩვენ სართულზე რომ გაჩერდა, კარი გაიღო და რეზო ინანიშვილი იდგა, თავზე ბერეტი ეხურა. - როგორა ხარ, კაცო, სკოლაში მიდიხარო? - გამომელაპარაკა. მეც შევედი ლიფტში და პირველ სართულამდე მეკითხებოდა რაღაცებს. დაბლა კარი რომ გაიღო, დიდი ორომტრიალი დაგვხვდა. იმდენი მოდავე მეზობელი შეკრებილიყო, ვეღარ გავდიოდით. არ დამავიწყდება, რეზო ინანიშვილმა კი არ გაიშვირა, წინ წაიმძღვარა ხელი და თვითონაც გაჰყვა კახურ კილოზე ნათქვამი სიტყვებით: ახლა მე მივდივარ უჯარმაში, იქ კარტოფილი უნდა გავთოხნოო, - და გავიდა. აი, ასე გამოხატა პროტესტი ამ ყველაფრისადმი. რა თქმა უნდა, მეც გავყევი და რატომღაც მასაც საგულდაგულოდ დავუმალე პაპკა, რომელზეც დიდი ასოებით მეწერა "ტყვია". არც არასდროს გაუგია ეს ამბავი ისევე, როგორც არ გაუგია, რომ მინდოდა, მისნაირი პაპა მყოლოდა (იღიმის).

- არც შენი სამწერლო მონაცემების შესახებ იცოდა რაიმე?

- არა, კაცო, მადლობა ღმერთს, არა (იცინის), თორემ ალბათ გული გაუსკდებოდა. მწერლები მიმიხვდებიან, რასაც ვგულისხმობ. მაგალითად, ჩემს შვილს მწერლობა რომ არ გამოუვიდა, მაგრად გამიხარდა. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, "განაბები" საკუთარ შვილებს რომ ვერ იმეტებენ მსგავსი საქმისთვის და ყველანაირად არიდებენ. წერა ხომ პროფესია არ არის, ეს ჯოჯოხეთია და გირჩევნია, შვილი ექიმი ან სხვა საქმის სპეციალისტი გამოვიდეს, ვიდრე - მწერალი.

- უკვე მოზრდილი იქნებოდი, ალბათ, ბატონი რეზო რომ გარდაიცვალა, არა?

- კი, დიდი ვიყავი, იმ წელს გავხდი სტუდენტი. თითქოს იწინასწარმეტყველა უკანასკნელი საათები. თავის ერთ-ერთ მინიატიურაში დაახლოებით ასეთი რამ უწერია: "არ არსებობს უფრო საპატიო დაკრძალვა, ვიდრე ის, როგორიც მოცარტსა და ფიროსმანს ერგოთ წილად; რამდენიმე ადამიანის თანდასწრებით მღვდელი რომ აგიგებს წესს და მიწას მიგაბარებენ". სწორედ ასე დაკრძალეს რეზო ინანიშვილი დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. ამ დროს რუსთაველზე, რეზო ინანიშვილის მოთხრობებზე გაზრდილი ქართველები ერთმანეთს უბათქუნებდნენ - 1991 წლის დეკემბერი იყო. 21-ში თბილისში სამოქალაქო ომი დაიწყო, ის კი 26-ში გარდაიცვალა - დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა.

- რით დაგაკლდა რეზო ინანიშვილი?

- ეგეთი ადამიანები იცი, რით გაკლდებიან? (ფიქრობს)... შეიძლება არც არასდროს მიუკაკუნო კარზე და არ მიხვიდე ჭკუის საკითხავად ან უბრალოდ - სულის მოსათქმელად, მაგრამ რომ გეგულებიან, უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს. ერთხელაც მოგინდება, მიხვალ და გულს გადაუშლი: ძია რეზო, მგონი, რაღაც ავურიე... ან სულაც - სამყარომ აურია... - კაცო, მომისმინე შენა... - გიპასუხებს და... მშვიდდები. რეზო ინანიშვილთან ჭკუის საკითხავად არასდროს მივსულვარ, მაგრამ მეგულებოდა... მისი დიდი სიკეთე დამაკლდა!

ირმა ხარშილაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს