საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაიღიმეთ" ანუ შორენა კორუმპირებული პარლამენტარის ცოლი და მრავალშვილიანი დედა გახდა
"გაიღიმეთ" ანუ შორენა კორუმპირებული პარლამენტარის ცოლი და მრავალშვილიანი დედა გახდა

დე­ბი­უ­ტან­ტი რე­ჟი­სო­რის, რუ­სუ­დან ჭყო­ნი­ას ფილ­მი - "გა­ი­ღი­მეთ" ვე­ნე­ცი­ის 69-ე კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე პა­რა­ლე­ლურ პროგ­რა­მა­ში - Venice days მოხ­ვდა და დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. ფილმში ია სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი, შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი, და­ვით ქა­ცა­რა­ვა, ბექა ელ­ბა­ქი­ძე, ნანა შო­ნია და სხვა მსა­ხი­ო­ბე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. მოქ­მე­დე­ბა მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი დე­დე­ბის სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სზე ვი­თარ­დე­ბა. მთა­ვა­რი პრი­ზის - ბი­ნი­სა და 25 ათა­სი დო­ლა­რის მო­სა­გე­ბად 10 კონ­კურ­სან­ტი იბ­რძვის. აქე­დან 5 სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ­თა კა­ტე­გო­რი­ას გა­ნე­კუთ­ვნე­ბა. ფილ­მის სცე­ნა­რის ავ­ტო­რი და პრო­დი­უ­სე­რი თა­ვად რე­ჟი­სო­რი გახ­ლავთ. სცე­ნა­რი 2010 წლის სა­დე­ბი­უ­ტო სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი მხატ­ვრუ­ლი ფილ­მე­ბის კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია. რუ­სუ­დან ჭყო­ნი­ას­თან შეხ­ვედ­რა მისი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­ყოფ­ნის გამო ვერ შევ­ძე­ლით. ფილ­მსა და გმი­რებ­ზე სა­სა­უბ­როდ შო­რე­ნა ბე­გაშ­ვილ­სა და მის "მე­უღ­ლეს" - და­ვით ქა­ცა­რა­ვას და­ვუ­კავ­შირ­დით.

შო­რე­ნა:

- მი­ხა­რია, რომ ამ ფილმში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­მე­ცა. ვფიქ­რობ, პარ­ლა­მენ­ტა­რის ცო­ლის როლი კარ­გად მო­ვირ­გე. მე ვარ ქალი, რო­მელ­საც მე­უღ­ლის­თვის ბევ­რი რა­მის დამ­ტკი­ცე­ბა სურს. სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სზეც ამი­ტომ გავ­დი­ვარ... ჩემი გმი­რი გა­ი­გებს, რომ მის მე­უღ­ლეს საყ­ვა­რე­ლი ჰყავს და დიდი ამ­ბე­ბი ხდე­ბა. მოკ­ლედ, ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ფილ­მია. ეს პერ­სო­ნა­ჟი სი­ა­მოვ­ნე­ბით გან­ვა­სა­ხი­ე­რე. დიდი მად­ლო­ბა რე­ჟი­სორს. მას­თან მუ­შა­ო­ბა ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლი იყო; ზუს­ტად იცო­და, რა უნ­დო­და და რო­გორ უნდა გა­და­ე­ღო. რაც მთა­ვა­რია, ფილმში სი­ყალ­ბე არ არის, თი­თო­ე­უ­ლი ეპი­ზო­დი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლია. ნე­ტავ, ყვე­ლა რუ­სოს­ნა­ი­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი იყოს.

- რო­გორც ვიცი, გა­და­ღე­ბე­ბი მხო­ლოდ ღა­მის სა­ა­თებ­ში გქონ­დათ.

- დიახ. ვი­ნა­ი­დან მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რი მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და­კა­ვე­ბუ­ლი იყო, გა­და­ღე­ბებ­ზე მის­ვლა ღა­მით გვი­წევ­და და შინ გამ­თე­ნი­ი­სას ვბრუნ­დე­ბო­დით. ისე­თი გან­ცდა მქონ­და, თით­ქოს რე­ა­ლი­თი შოუს მო­ნა­წი­ლე ვი­ყა­ვი. მსა­ხი­ო­ბე­ბი დავ­მე­გობ­რდით. გა­და­ღე­ბის პრო­ცეს­ში ისე­თი რა­ღა­ცე­ბი ხდე­ბო­და, მო­ედ­ნის მიღ­მა ერთი კა­მე­რაც რომ ყო­ფი­ლი­ყო და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი, ის არა­ნაკ­ლებ სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბებს და­ა­ფიქ­სი­რებ­და. ამ­დე­ნი გა­მო­უ­ძი­ნე­ბე­ლი ქა­ლის ერ­თად ყოფ­ნა, უკვე სა­ინ­ტე­რე­სოა - ყვე­ლა თა­ვის წყე­ნა­სა და სი­ხა­რულ­ზე ჰყვე­ბო­და, იყო "აფეთ­ქე­ბე­ბიც", ნერ­ვე­ბის გა­მოც­დაც, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ, ყვე­ლა­ნი მე­გობ­რე­ბად დავ­რჩით. მა­მა­კა­ცე­ბი მხო­ლოდ ეპი­ზო­დურ რო­ლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ.

- შენი გმი­რი მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი დე­დაა, არა?

- შვი­ლე­ბი მყავს, მაგ­რამ სა­კუ­თა­რი - არა, მე­უღ­ლის შვი­ლე­ბი არი­ან. ამას სხვა კონ­კურ­სან­ტე­ბი აპ­რო­ტეს­ტე­ბენ: სხვის შვი­ლებს უვ­ლის და რა­ტომ მო­ნა­წი­ლე­ობ­სო? მოკ­ლედ, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ქა­ლუ­რი ამ­ბე­ბია - და­პი­რის­პი­რე­ბა, შური... არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სცე­ნა­რია. მსა­ხი­ო­ბე­ბი კარ­გა­დაა შერ­ჩე­უ­ლი და ყვე­ლა­ფე­რი ზუს­ტა­დაა გათ­ვლი­ლი. კონ­კურ­სის წამ­ყვა­ნი ბექა ელ­ბა­ქი­ძის გმი­რია. ცეკ­ვა მა­ესტრო მო­რის­მა გვას­წავ­ლა.

- შენი მე­უღ­ლის როლს ვინ ას­რუ­ლებს?

- და­ვით ქა­ცა­რა­ვა. მისი გმი­რი პარ­ლა­მენ­ტა­რია.

- რო­გო­რი მე­უღ­ლეა?

- მო­ღა­ლა­ტე, სა­ში­ნე­ლი მე­უღ­ლეა. მისი ღა­ლა­ტის ამ­ბავს სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სის მსვლე­ლო­ბის დროს ვი­გებ და მერე რაც ხდე­ბა, ამას სულ მალე, თა­ვა­დაც ნა­ხავთ.

- კონ­კურ­სან­ტე­ბი­დან ვინ იმარ­ჯვებს?

- ეს ინ­ტრი­გად დავ­ტო­ვოთ. ფი­ნა­ლი თუ არ გე­ცო­დი­ნე­ბათ, ფილ­მს უფრო მეტი ინ­ტე­რე­სით უყუ­რებთ. ყვე­ლაფ­რის გამ­ხე­ლა კარ­გი არ არის.

- შენი და დათო ქა­ცა­რა­ვას ეკ­რა­ნუ­ლი წყვი­ლი რე­ჟი­სო­რებს ძა­ლი­ან მოს­წონთ.

- ჰო, ასე გა­მო­დის. ეს მე­სა­მე ფილ­მია, რო­მელ­შიც დაგ­ვა­წყვი­ლეს.

- ვე­ნე­ცი­ა­ში რუ­სუ­დან ჭყო­ნი­ას­თან ერ­თად ია სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი, ბექა ელ­ბა­ქი­ძე და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფის სხვა წევ­რე­ბიც არი­ან. შენ რა­ტომ არ გა­ემ­გზავ­რე?

- ვერ მო­ვა­ხერ­ხე, რად­გან კონ­ცერ­ტე­ბის წამ­ყვა­ნი ვარ და გა­მუდ­მე­ბით რე­გი­ო­ნებ­ში მი­წევს გას­ვლა. თან, მსა­ხი­ო­ბე­ბის ჩას­ვლას ფეს­ტი­ვა­ლი არ აფი­ნან­სებ­და.

- იმ კონ­ცერ­ტებს გუ­ლის­ხმობ, რომ­ლებ­საც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ატა­რებს?

- დიახ. ამ კონ­ცერ­ტებს დუ­ტას­თან ერ­თად ვუ­ძღვე­ბი.

- გა­ვი­გე, შენ და დუ­ტას გი­ჩხუ­ბი­ათ, როცა ის "რუს­თა­ვი 2"-დან წა­მო­ვი­და.

- ჰო, ეს ჭორი ჩე­მამ­დეც მო­ვი­და, მაგ­რამ ტყუ­ი­ლია! ჩვენ შო­რის არა­ნა­ი­რი კონ­ფლიქ­ტი არ ყო­ფი­ლა.

- "იღ­ბლი­ა­ნი ბორ­ბა­ლი" გრძელ­დე­ბა?

- დიახ და მალე ალ­ბათ, ჩა­წე­რე­ბიც და­ი­წყე­ბა, მაგ­რამ ვინ შეც­ვლის დუ­ტას, ჯერ ცნო­ბი­ლი არ არის.

- ქარ­თულ-სომ­ხურ ფილმშიც გა­და­გი­ღეს. პრე­მი­ე­რა რო­დის იქ­ნე­ბა?

- ზუს­ტი თა­რი­ღი არ ვიცი. ამ ფილმში დათო ქა­ცა­რა­ვა, ჯაბა კი­ლა­ძე, შონ­ზო, ნიკა არა­ბი­ძეც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. ფილ­მის სა­ვა­რა­უ­დო სა­ხელ­წო­დე­ბაა - "თა­მა­ში სიყ­ვა­რუ­ლის წე­სე­ბით".

დათო ქა­ცა­რა­ვა:

- სა­სი­ა­მოვ­ნოა, რომ ფილმმა - "გა­ი­ღი­მეთ" კი­ნოკ­რი­ტი­კო­სე­ბის­გან კარ­გი შე­ფა­სე­ბა მი­ი­ღო.

- ამ წარ­მა­ტე­ბას მთელ შე­მოქ­მე­დე­ბით ჯგუფს გი­ლო­ცავთ! ფილმში ბევ­რი ქალ­ბა­ტო­ნი და ცოტა მა­მა­კა­ცი მო­ნა­წი­ლე­ობს. თქვენს როლ­ზე რას გვე­ტყვით?

- ამ ფილმში პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი და იმ სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სის ერთ-ერთი მხარ­დამ­ჭე­რი ვარ, რომ­ლის კონ­კურ­სან­ტიც ჩემი მე­უღ­ლე, შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლის გმი­რი გახ­ლავთ. ჰოდა, ცხა­დია, ვცდი­ლობ, მას გა­ვა­მარ­ჯვე­ბი­ნო. ჩემი გმი­რი უარ­ყო­ფი­თი ადა­მი­ა­ნია. ის მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლია.

- შო­რე­ნამ მი­თხრა, რომ "მო­ღა­ლა­ტე მე­უღ­ლე" ხარ...

- ჰო, ჩემს გმირს ასა­კით მას­ზე პა­ტა­რა საყ­ვა­რე­ლი ჰყავს და ბო­ლოს ისე თავ­ხედ­დე­ბა, რომ იმ გო­გოს­თან ერ­თად მი­დის სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სზე.

- კონ­კურ­სში შო­რე­ნას გმი­რი იმარ­ჯვებს?

- არა, კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბას ის თა­ვად აღარ მო­ი­სურ­ვებს. ჩვენ ერ­თმა­ნეთს ვშორ­დე­ბით. ყვე­ლა დე­ტალს ვერ გა­გიმ­ხელთ... რუ­სუ­დან ჭყო­ნი­ას ყვე­ლა იმ რე­ჟი­სო­რის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სტი­ლი აქვს, რომ­ლებ­თა­ნაც დღემ­დე მი­მუ­შა­ვია. ის კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი იყო კადრზე, არ ჩქა­რობ­და და ხა­რისხზე გახ­ლდათ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. იმის გამო, რომ გა­და­ღე­ბა ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თით ადრე და­ემ­თავ­რე­ბი­ნა, არც ერთი კად­რი კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ არ და­უ­ტო­ვე­ბია. შე­დეგ­მა დაგ­ვარ­წმუ­ნა იმა­ში, რომ ეს სწო­რი მიდ­გო­მაა.

P.S. დე­ბი­უ­ტანტ რე­ჟი­სორს ვუ­ლო­ცავთ წარ­მა­ტე­ბას და მო­მა­ვალ­ში კი­დევ ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ფილ­მის გა­და­ღე­ბას ვუ­სურ­ვებთ!

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ასე­ვე იხი­ლეთ: შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი ბუკ­მე­ი­კე­რუ­ლი კომ­პა­ნი­ის სახე გახ­და

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"გაიღიმეთ" ანუ შორენა კორუმპირებული პარლამენტარის ცოლი და მრავალშვილიანი დედა გახდა

"გაიღიმეთ" ანუ შორენა კორუმპირებული პარლამენტარის ცოლი და მრავალშვილიანი დედა გახდა

დებიუტანტი რეჟისორის, რუსუდან ჭყონიას ფილმი - "გაიღიმეთ" ვენეციის 69-ე კინოფესტივალზე პარალელურ პროგრამაში - Venice days მოხვდა და დიდი მოწონება დაიმსახურა. ფილმში ია სუხიტაშვილი, შორენა ბეგაშვილი, დავით ქაცარავა, ბექა ელბაქიძე, ნანა შონია და სხვა მსახიობები მონაწილეობენ. მოქმედება მრავალშვილიანი დედების სილამაზის კონკურსზე ვითარდება. მთავარი პრიზის - ბინისა და 25 ათასი დოლარის მოსაგებად 10 კონკურსანტი იბრძვის. აქედან 5 სოციალურად დაუცველთა კატეგორიას განეკუთვნება. ფილმის სცენარის ავტორი და პროდიუსერი თავად რეჟისორი გახლავთ. სცენარი 2010 წლის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების კონკურსის გამარჯვებულია. რუსუდან ჭყონიასთან შეხვედრა მისი საქართველოში არყოფნის გამო ვერ შევძელით. ფილმსა და გმირებზე სასაუბროდ შორენა ბეგაშვილსა და მის "მეუღლეს" - დავით ქაცარავას დავუკავშირდით.

შორენა:

- მიხარია, რომ ამ ფილმში მონაწილეობის შესაძლებლობა მომეცა. ვფიქრობ, პარლამენტარის ცოლის როლი კარგად მოვირგე. მე ვარ ქალი, რომელსაც მეუღლისთვის ბევრი რამის დამტკიცება სურს. სილამაზის კონკურსზეც ამიტომ გავდივარ... ჩემი გმირი გაიგებს, რომ მის მეუღლეს საყვარელი ჰყავს და დიდი ამბები ხდება. მოკლედ, ძალზე საინტერესო ფილმია. ეს პერსონაჟი სიამოვნებით განვასახიერე. დიდი მადლობა რეჟისორს. მასთან მუშაობა ძალიან კომფორტული იყო; ზუსტად იცოდა, რა უნდოდა და როგორ უნდა გადაეღო. რაც მთავარია, ფილმში სიყალბე არ არის, თითოეული ეპიზოდი ცხოვრებისეულია. ნეტავ, ყველა რუსოსნაირი პროფესიონალი იყოს.

- როგორც ვიცი, გადაღებები მხოლოდ ღამის საათებში გქონდათ.

- დიახ. ვინაიდან მოზარდ მაყურებელთა თეატრი მთელი დღის განმავლობაში დაკავებული იყო, გადაღებებზე მისვლა ღამით გვიწევდა და შინ გამთენიისას ვბრუნდებოდით. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს რეალითი შოუს მონაწილე ვიყავი. მსახიობები დავმეგობრდით. გადაღების პროცესში ისეთი რაღაცები ხდებოდა, მოედნის მიღმა ერთი კამერაც რომ ყოფილიყო დამონტაჟებული, ის არანაკლებ საინტერესო ამბებს დააფიქსირებდა. ამდენი გამოუძინებელი ქალის ერთად ყოფნა, უკვე საინტერესოა - ყველა თავის წყენასა და სიხარულზე ჰყვებოდა, იყო "აფეთქებებიც", ნერვების გამოცდაც, მაგრამ საბოლოოდ, ყველანი მეგობრებად დავრჩით. მამაკაცები მხოლოდ ეპიზოდურ როლებში მონაწილეობენ.

- შენი გმირი მრავალშვილიანი დედაა, არა?

- შვილები მყავს, მაგრამ საკუთარი - არა, მეუღლის შვილები არიან. ამას სხვა კონკურსანტები აპროტესტებენ: სხვის შვილებს უვლის და რატომ მონაწილეობსო? მოკლედ, ჩვეულებრივი ქალური ამბებია - დაპირისპირება, შური... არაჩვეულებრივი სცენარია. მსახიობები კარგადაა შერჩეული და ყველაფერი ზუსტადაა გათვლილი. კონკურსის წამყვანი ბექა ელბაქიძის გმირია. ცეკვა მაესტრო მორისმა გვასწავლა.

- შენი მეუღლის როლს ვინ ასრულებს?

- დავით ქაცარავა. მისი გმირი პარლამენტარია.

- როგორი მეუღლეა?

- მოღალატე, საშინელი მეუღლეა. მისი ღალატის ამბავს სილამაზის კონკურსის მსვლელობის დროს ვიგებ და მერე რაც ხდება, ამას სულ მალე, თავადაც ნახავთ.

- კონკურსანტებიდან ვინ იმარჯვებს?

- ეს ინტრიგად დავტოვოთ. ფინალი თუ არ გეცოდინებათ, ფილმს უფრო მეტი ინტერესით უყურებთ. ყველაფრის გამხელა კარგი არ არის.

- შენი და დათო ქაცარავას ეკრანული წყვილი რეჟისორებს ძალიან მოსწონთ.

- ჰო, ასე გამოდის. ეს მესამე ფილმია, რომელშიც დაგვაწყვილეს.

- ვენეციაში რუსუდან ჭყონიასთან ერთად ია სუხიტაშვილი, ბექა ელბაქიძე და შემოქმედებითი ჯგუფის სხვა წევრებიც არიან. შენ რატომ არ გაემგზავრე?

- ვერ მოვახერხე, რადგან კონცერტების წამყვანი ვარ და გამუდმებით რეგიონებში მიწევს გასვლა. თან, მსახიობების ჩასვლას ფესტივალი არ აფინანსებდა.

- იმ კონცერტებს გულისხმობ, რომლებსაც "ნაციონალური მოძრაობა" წინასაარჩევნოდ ატარებს?

- დიახ. ამ კონცერტებს დუტასთან ერთად ვუძღვები.

- გავიგე, შენ და დუტას გიჩხუბიათ, როცა ის "რუსთავი 2"-დან წამოვიდა.

- ჰო, ეს ჭორი ჩემამდეც მოვიდა, მაგრამ ტყუილია! ჩვენ შორის არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა.

- "იღბლიანი ბორბალი" გრძელდება?

- დიახ და მალე ალბათ, ჩაწერებიც დაიწყება, მაგრამ ვინ შეცვლის დუტას, ჯერ ცნობილი არ არის.

- ქართულ-სომხურ ფილმშიც გადაგიღეს. პრემიერა როდის იქნება?

- ზუსტი თარიღი არ ვიცი. ამ ფილმში დათო ქაცარავა, ჯაბა კილაძე, შონზო, ნიკა არაბიძეც მონაწილეობენ. ფილმის სავარაუდო სახელწოდებაა - "თამაში სიყვარულის წესებით".

დათო ქაცარავა:

- სასიამოვნოა, რომ ფილმმა - "გაიღიმეთ" კინოკრიტიკოსებისგან კარგი შეფასება მიიღო.

- ამ წარმატებას მთელ შემოქმედებით ჯგუფს გილოცავთ! ფილმში ბევრი ქალბატონი და ცოტა მამაკაცი მონაწილეობს. თქვენს როლზე რას გვეტყვით?

- ამ ფილმში პარლამენტის წევრი და იმ სილამაზის კონკურსის ერთ-ერთი მხარდამჭერი ვარ, რომლის კონკურსანტიც ჩემი მეუღლე, შორენა ბეგაშვილის გმირი გახლავთ. ჰოდა, ცხადია, ვცდილობ, მას გავამარჯვებინო. ჩემი გმირი უარყოფითი ადამიანია. ის მიზნის მისაღწევად ყველაფერს აკეთებს, კორუმპირებულია.

- შორენამ მითხრა, რომ "მოღალატე მეუღლე" ხარ...

- ჰო, ჩემს გმირს ასაკით მასზე პატარა საყვარელი ჰყავს და ბოლოს ისე თავხედდება, რომ იმ გოგოსთან ერთად მიდის სილამაზის კონკურსზე.

- კონკურსში შორენას გმირი იმარჯვებს?

- არა, კონკურსში გამარჯვებას ის თავად აღარ მოისურვებს. ჩვენ ერთმანეთს ვშორდებით. ყველა დეტალს ვერ გაგიმხელთ... რუსუდან ჭყონიას ყველა იმ რეჟისორისგან განსხვავებული სტილი აქვს, რომლებთანაც დღემდე მიმუშავია. ის კონცენტრირებული იყო კადრზე, არ ჩქარობდა და ხარისხზე გახლდათ ორიენტირებული. იმის გამო, რომ გადაღება ნახევარი საათით ადრე დაემთავრებინა, არც ერთი კადრი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუტოვებია. შედეგმა დაგვარწმუნა იმაში, რომ ეს სწორი მიდგომაა.

P.S. დებიუტანტ რეჟისორს ვულოცავთ წარმატებას და მომავალში კიდევ ბევრი საინტერესო ფილმის გადაღებას ვუსურვებთ!

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ასევე იხილეთ: შორენა ბეგაშვილი ბუკმეიკერული კომპანიის სახე გახდა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება