Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Apple თანდათან მოსაწყენი ხდება - როგორ შეაფასებდა ჯობსი ახალ iPhone-ს
Apple თანდათან მოსაწყენი ხდება - როგორ შეაფასებდა ჯობსი ახალ iPhone-ს

Apple-მა თა­ვი­სი iPhone-ის უახ­ლე­სი ვერ­სია წარ­მო­ად­გი­ნა. ეს სტივ ჯობ­სის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ ახა­ლი პრო­დუქ­ტის პირ­ვე­ლი პრე­ზენ­ტა­ცი­აა.

ამ მოვ­ლე­ნის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, BBC-მ ჟურ­ნალ Newsweek-ის რე­დაქ­ტორს დენ ლა­ი­ონსს, სა­ტი­რუ­ლი ბლო­გის - "სტივ ჯობ­სის სა­ი­დუმ­ლო დღი­უ­რის" ავ­ტორს, Apple-ს მიერ გა­სულ წელს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბის შე­სა­ხებ სტა­ტი­ის და­წე­რა თხო­ვა. და აი, მისი საკ­მა­ოდ უკ­მე­ხი თვალ­საზ­რი­სი:

მეს­მის, სა­დღაც, ზე­ვით, რო­გორ ყვი­რის სტი­ვი

ჯერ კი­დევ 2006 და­ვი­წყე ბლო­გის წერა სა­თა­უ­რით "ყალ­ბი სტი­ვი." მო­წო­ნე­ბაც და­ვიმ­სა­ხუ­რე, მაგ­რამ 2011 წელს შევ­წყვი­ტე ამის კე­თე­ბა, რად­გან გა­ვი­გე, რომ ჯობსს უკურ­ნე­ბე­ლი სენი სჭირ­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, დღე­საც ვცდი­ლობ წარ­მო­ვიდ­გი­ნო: რო­გორ შე­ა­ფა­სებ­და სტი­ვი დღე­ვან­დე­ლი Apple-ის მუ­შა­ო­ბას.

უკა­ნას­კნელ კვი­რას სულ iPhone5-ზე ვფიქ­რობ. ის თა­ვის ორ წი­ნა­მორ­ბედს ძლი­ერ წა­ა­გავს, მხო­ლოდ ცოტა თხე­ლია და გრძე­ლი, მო­დერ­ნი­ზე­ბუ­ლი ში­ნა­არ­სით და გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი სის­ტე­მით.

მა­ინც, ვფიქ­რობ, რომ ის სტივს არ მო­ე­წო­ნე­ბო­და.

ნუთუ ეს არის ყვე­ლა­ფე­რი, რისი შე­მო­თა­ვა­ზე­ბაც კომ­პა­ნი­ას ჩვენ­თვის შე­უძ­ლია. კომ­პა­ნი­ას, რო­მე­ლიც ამა­ყობს იმით, რომ მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ინო­ვა­ცი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა. ეს ხომ iPhone-ის მე­ექ­ვსე ვერ­სი­აა, სა­მომ­ხმა­რებ­ლო ინ­ტერ­ფე­ი­სი კი ისევ ისე­თი აქვს, რო­გორც პირ­ველს, 2007 წელს რომ გა­მო­ვი­და.

iPhone-ზე ელექტრო­ნი­კა უკვე ორი წე­ლია, რაც არ შეც­ვლი­ლა. გა­იხ­სე­ნეთ, iPhone 4 და 4S პრაქ­ტი­კუ­ლად იდენ­ტუ­რე­ბია. ეს კი ნიშ­ნავს, რომ ორი წლის მან­ძილ­ზე, რო­მე­ლიც Apple-ს ახა­ლი მო­დე­ლის შე­მუ­შა­ვე­ბის­თვის ჰქონ­და, ცნო­ბილ­მა დი­ზა­ი­ნერ­მა ჯო­ნა­თან აივ­მა პა­ტა­რა ეკ­რა­ნი(8,9სმ) ოდ­ნავ უფრო დი­დით (10,2სმ) შეც­ვა­ლა. ვაუ! გა­სა­გი­ჟე­ბე­ლი სი­ახ­ლეა! და­ნარ­ჩენ დროს რითი იყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი, ჯონ?

აი, რო­გო­რი ამ­ბე­ბი ხდე­ბა ხოლ­მე, რო­დე­საც კომ­პა­ნია კვლე­ვე­ბის ინ­ვეს­ტი­რე­ბა­სა და ახალ შე­მუ­შა­ვე­ბებ­ზე ეკო­ნო­მი­ას აკე­თებს. იცით თუ არა, რომ Apple ამა­ზე გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლებს ხარ­ჯავს, ვიდ­რე ნე­ბის­მი­ე­რი მისი კონ­კუ­რენ­ტი - მო­გე­ბის 2 პრო­ცენტს, გან­სხვა­ვე­ბით Google-სა და Microsoft-ის­გან, სა­დაც ეს ციფ­რი 14 პრო­ცენტს აღ­წევს. ამის შემ­დეგ, გა­საკ­ვი­რიც არ არის, რომ Android-ის პლატ­ფორ­მის ახა­ლი მო­დე­ლე­ბი ყო­ველ კვი­რას რომ ჩნდე­ბი­ან, სმარ­ტფო­ნე­ბის ბაზ­რის 68%-ს იკა­ვე­ბენ, 47%-ის ნაც­ვლად, გა­სულ წელს რომ ეჭი­რათ. Apple-მა კი წელს ბაზ­რის 17% და­კარ­გა.

ვი­საც მა­თე­მა­ტი­კა უჭირს, მათ­თვის გან­ვმარ­ტავ: ბა­ზარ­ზე Android-ის წილი Apple-ის წილს ოთხჯერ აჭარ­ბებს, ოთხჯერ!

კი­დევ უა­რე­სი, რამ­დე­ნიც არ უნდა ილა­პა­რა­კონ ინო­ვა­ცი­ებ­ზე, Apple მიმ­ბაძ­ვე­ლად გა­და­იქ­ცა, თა­ნაც, არც თუ სა­უ­კე­თე­სო მიმ­ბაძ­ვე­ლად. რის­თვის ზრდის iPhone-ის ზო­მებს? იმის­თვის, რომ Android-ის ტე­ლე­ფო­ნებს არ ჩა­მორ­ჩეს. არა­და, iPhone მა­ინც არ მოგ­ცემთ მნიშ­ვნე­ლო­ვან ეკ­რა­ნულ სივ­რცეს. სა­სა­ცი­ლოდ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი.

Apple-მა პლან­შე­ტე­ბის წარ­მო­ე­ბა­შიც გა­მო­ავ­ლი­ნა მიმ­ბაძ­ვე­ლო­ბა. ჯობსმა ერთხელ თქვა, რომ iPad-ის 246,4მმ-იანი ეკ­რა­ნი დი­ა­გო­ნალ­ზე იდე­ა­ლუ­რია და უფრო მცი­რე ზო­მის ეკ­რა­ნი­ა­ნი პლან­შე­ტე­ბის კე­თე­ბას აზრი არა აქვს. შემ­დეგ გა­მოჩ­ნდა Android-ის 180 მმ-იანი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­დე­ლე­ბი და აი, Apple აცხა­დებს, რომ ოქ­ტომ­ბერ­ში სა­კუ­თარ iPad-ს გა­მო­უშ­ვებს, რო­მელ­საც უფრო მცი­რე ზო­მის ეკ­რა­ნი ექ­ნე­ბა. ამის შემ­დეგ, მოდი და ილა­პა­რა­კე "გან­სხვა­ვე­ბულ აზ­როვ­ნე­ბა­ზე".

კი­დევ რაზე შე­იძ­ლე­ბა და­ვი­ჩივ­ლოთ?

უკა­ნას­კნელ ხა­ნებ­ში გა­კე­თე­ბუ­ლი Apple-ის სა­რეკ­ლა­მო რგო­ლე­ბი ისე­თი ნა­გა­ვი იყო, რომ თა­ვად კორ­პო­რა­ცი­ამ მოხ­სნა ისი­ნი YouTube-დან.

ახალ­მა ბიჭ­მა, სა­ცა­ლო ვაჭ­რო­ბა­ზე რომ იყო პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, მო­გე­ბის გაზ­რდის მიზ­ნით, მუ­შე­ბის გაშ­ვე­ბა და­ი­წყო, მაგ­რამ იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და უკან და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა ისი­ნი, რად­გან და­უმ­ტკი­ცეს, რომ ის სი­სუ­ლე­ლეს სჩა­დი­ო­და.

Samsung-თან წარ­მო­ე­ბულ "სა­პა­ტენ­ტო ომში", რო­მელ­შიც გა­ი­მარ­ჯვა (1 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი), Apple "ხუ­ლი­გა­ნი­ვით" გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და. და კი­დევ, მთელ ქვე­ყა­ნას და­უმ­ტკი­ცა, რა კარ­გია Samsung-ის უახ­ლე­სი პრო­დუქ­ცია.

გა­სულ თვეს Samsung Galaxy S3-მა უზარ­მა­ზა­რი ეკ­რა­ნით (120მმ), პირ­ვე­ლად აშშ-ის ის­ტო­რი­ა­ში, გა­ყიდ­ვე­ბით iPhone 4S-ს გა­ას­წრო.

Apple-ს წარ­მა­ტე­ბის სა­წინ­და­რი გა­ბე­დუ­ლე­ბა და რის­კი იყო. ეხლა კი კომ­პა­ნია სხვე­ბის­გან ას­ლე­ბის გა­და­ღე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი და ცდი­ლობს, არ გა­რის­კოს.

კომ­პა­ნია, რო­მელ­საც ერთ დროს მე­ოც­ნე­ბე და წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, ახლა ციფ­რებს ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის გამ­გებ­ლო­ბა­შია, რომ­ლის წარ­მოდ­გე­ნე­ბი დი­დე­ბა­ზე, პრო­დუქ­ცი­ის მი­წო­დე­ბის ეფექ­ტუ­რად გა­მარ­თულ ხა­ზე­ბის დო­ნემ­დეა და­სუ­ლი.

ვტო­მო­ბი­ლებ­თან გა­ვავ­ლოთ ანა­ლო­გი

ექ­ვსი წლის წინ iPhone იგი­ვე იყო, რაც BMV-ს ანდა Porsche-ს ფლაგ­მა­ნი მო­დე­ლე­ბი. დღეს კი არის Toyota Camry. უსაფრ­თხო, სა­ი­მე­დო, მაგ­რამ მო­სა­წყე­ნი. მან­ქა­ნა, რო­მელ­საც დე­დათ­ქვე­ნი მარ­თავს. მან­ქა­ნა, რო­მე­ლიც ისე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლია, რომ შემ­ქმნე­ლი ვე­ღარ რის­კავს სა­წარ­მოო პრო­ცეს­ში ჩა­რე­ვას.

ხან­და­ხან ვფიქ­რობ, რომ Apple აღარ არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იმით, რომ მო­უ­ლოდ­ნე­ლი სი­ახ­ლით გაგ­ვა­ო­ცოს, უკვე არ­სე­ბუ­ლი მო­დე­ლე­ბის­გან ცდი­ლობს, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი მო­გე­ბის გა­მო­წურ­ვას და ამას ძლი­ერ კარ­გად აკე­თებს.

გა­ყიდ­ვე­ბი იზ­რდე­ბა და წელს 150 მი­ლი­არდ დო­ლარს გა­და­ა­ჭარ­ბებს. ბრენ­დის სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 632 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რია, რაც მას მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბულ კომ­პა­ნი­ად აქ­ცევს. ეს ძლი­ერ კარ­გია კომ­პა­ნი­ის აქ­ცი­ო­ნე­რე­ბის­თვის. მაგ­რამ, კლი­ენ­ტე­ბის­თვის? Apple თან­და­თან ხდე­ბა ისე­თი, რო­გო­რიც არას­დროს უნდა გამ­ხდა­რი­ყო - მო­სა­წყე­ნი.

მეს­მის, სა­დღაც ზე­ვით, რო­გორ ყვი­რის სტი­ვი.

მო­ამ­ზა­და და­ვით შა­ლი­კაშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

Apple თანდათან მოსაწყენი ხდება - როგორ შეაფასებდა ჯობსი ახალ iPhone-ს

Apple თანდათან მოსაწყენი ხდება - როგორ შეაფასებდა ჯობსი ახალ iPhone-ს

Apple-მა თავისი iPhone-ის უახლესი ვერსია წარმოადგინა. ეს სტივ ჯობსის სიკვდილის შემდეგ ახალი პროდუქტის პირველი პრეზენტაციაა.

ამ მოვლენის აღსანიშნავად, BBC-მ ჟურნალ Newsweek-ის რედაქტორს დენ ლაიონსს, სატირული ბლოგის - "სტივ ჯობსის საიდუმლო დღიურის" ავტორს, Apple-ს მიერ გასულ წელს ჩატარებული მუშაობის შესახებ სტატიის დაწერა თხოვა. და აი, მისი საკმაოდ უკმეხი თვალსაზრისი:

მესმის, სადღაც, ზევით, როგორ ყვირის სტივი

ჯერ კიდევ 2006 დავიწყე ბლოგის წერა სათაურით "ყალბი სტივი." მოწონებაც დავიმსახურე, მაგრამ 2011 წელს შევწყვიტე ამის კეთება, რადგან გავიგე, რომ ჯობსს უკურნებელი სენი სჭირდა. მიუხედავად ამისა, დღესაც ვცდილობ წარმოვიდგინო: როგორ შეაფასებდა სტივი დღევანდელი Apple-ის მუშაობას.

უკანასკნელ კვირას სულ iPhone5-ზე ვფიქრობ. ის თავის ორ წინამორბედს ძლიერ წააგავს, მხოლოდ ცოტა თხელია და გრძელი, მოდერნიზებული შინაარსით და განახლებული ოპერატიული სისტემით.

მაინც, ვფიქრობ, რომ ის სტივს არ მოეწონებოდა.

ნუთუ ეს არის ყველაფერი, რისი შემოთავაზებაც კომპანიას ჩვენთვის შეუძლია. კომპანიას, რომელიც ამაყობს იმით, რომ მსოფლიოში ყველაზე ინოვაციური ორგანიზაციაა. ეს ხომ iPhone-ის მეექვსე ვერსიაა, სამომხმარებლო ინტერფეისი კი ისევ ისეთი აქვს, როგორც პირველს, 2007 წელს რომ გამოვიდა.

iPhone-ზე ელექტრონიკა უკვე ორი წელია, რაც არ შეცვლილა. გაიხსენეთ, iPhone 4 და 4S პრაქტიკულად იდენტურებია. ეს კი ნიშნავს, რომ ორი წლის მანძილზე, რომელიც Apple-ს ახალი მოდელის შემუშავებისთვის ჰქონდა, ცნობილმა დიზაინერმა ჯონათან აივმა პატარა ეკრანი(8,9სმ) ოდნავ უფრო დიდით (10,2სმ) შეცვალა. ვაუ! გასაგიჟებელი სიახლეა! დანარჩენ დროს რითი იყავი დაკავებული, ჯონ?

აი, როგორი ამბები ხდება ხოლმე, როდესაც კომპანია კვლევების ინვესტირებასა და ახალ შემუშავებებზე ეკონომიას აკეთებს. იცით თუ არა, რომ Apple ამაზე გაცილებით ნაკლებს ხარჯავს, ვიდრე ნებისმიერი მისი კონკურენტი - მოგების 2 პროცენტს, განსხვავებით Google-სა და Microsoft-ისგან, სადაც ეს ციფრი 14 პროცენტს აღწევს. ამის შემდეგ, გასაკვირიც არ არის, რომ Android-ის პლატფორმის ახალი მოდელები ყოველ კვირას რომ ჩნდებიან, სმარტფონების ბაზრის 68%-ს იკავებენ, 47%-ის ნაცვლად, გასულ წელს რომ ეჭირათ. Apple-მა კი წელს ბაზრის 17% დაკარგა.

ვისაც მათემატიკა უჭირს, მათთვის განვმარტავ: ბაზარზე Android-ის წილი Apple-ის წილს ოთხჯერ აჭარბებს, ოთხჯერ!

კიდევ უარესი, რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ ინოვაციებზე, Apple მიმბაძველად გადაიქცა, თანაც, არც თუ საუკეთესო მიმბაძველად. რისთვის ზრდის iPhone-ის ზომებს? იმისთვის, რომ Android-ის ტელეფონებს არ ჩამორჩეს. არადა, iPhone მაინც არ მოგცემთ მნიშვნელოვან ეკრანულ სივრცეს. სასაცილოდ გამოიყურება ეს ყველაფერი.

Apple-მა პლანშეტების წარმოებაშიც გამოავლინა მიმბაძველობა. ჯობსმა ერთხელ თქვა, რომ iPad-ის 246,4მმ-იანი ეკრანი დიაგონალზე იდეალურია და უფრო მცირე ზომის ეკრანიანი პლანშეტების კეთებას აზრი არა აქვს. შემდეგ გამოჩნდა Android-ის 180 მმ-იანი წარმატებული მოდელები და აი, Apple აცხადებს, რომ ოქტომბერში საკუთარ iPad-ს გამოუშვებს, რომელსაც უფრო მცირე ზომის ეკრანი ექნება. ამის შემდეგ, მოდი და ილაპარაკე "განსხვავებულ აზროვნებაზე".

კიდევ რაზე შეიძლება დავიჩივლოთ?

უკანასკნელ ხანებში გაკეთებული Apple-ის სარეკლამო რგოლები ისეთი ნაგავი იყო, რომ თავად კორპორაციამ მოხსნა ისინი YouTube-დან.

ახალმა ბიჭმა, საცალო ვაჭრობაზე რომ იყო პასუხისმგებელი, მოგების გაზრდის მიზნით, მუშების გაშვება დაიწყო, მაგრამ იძულებული გახდა უკან დაებრუნებინა ისინი, რადგან დაუმტკიცეს, რომ ის სისულელეს სჩადიოდა.

Samsung-თან წარმოებულ "საპატენტო ომში", რომელშიც გაიმარჯვა (1 მილიარდი დოლარი), Apple ”ხულიგანივით” გამოიყურებოდა. და კიდევ, მთელ ქვეყანას დაუმტკიცა, რა კარგია Samsung-ის უახლესი პროდუქცია.

გასულ თვეს  Samsung Galaxy S3-მა უზარმაზარი ეკრანით (120მმ), პირველად აშშ-ის ისტორიაში, გაყიდვებით iPhone 4S-ს გაასწრო.

Apple-ს წარმატების საწინდარი გაბედულება და რისკი იყო. ეხლა კი კომპანია სხვებისგან ასლების გადაღებითაა დაკავებული და ცდილობს, არ გარისკოს.

კომპანია, რომელსაც ერთ დროს მეოცნებე და წინასწარმეტყველი ხელმძღვანელობდა, ახლა ციფრებს ჩამოკიდებული აღმასრულებელი დირექტორის გამგებლობაშია, რომლის წარმოდგენები დიდებაზე, პროდუქციის მიწოდების ეფექტურად გამართულ ხაზების დონემდეა დასული.

ვტომობილებთან გავავლოთ ანალოგი

ექვსი წლის წინ iPhone იგივე იყო, რაც BMV-ს ანდა Porsche-ს ფლაგმანი მოდელები. დღეს კი არის Toyota Camry. უსაფრთხო, საიმედო, მაგრამ მოსაწყენი. მანქანა, რომელსაც დედათქვენი მართავს. მანქანა, რომელიც ისეთი პოპულარულია, რომ შემქმნელი ვეღარ რისკავს საწარმოო პროცესში ჩარევას.

ხანდახან ვფიქრობ, რომ Apple აღარ არის დაინტერესებული იმით, რომ მოულოდნელი სიახლით გაგვაოცოს, უკვე არსებული მოდელებისგან ცდილობს, რაც შეიძლება მეტი მოგების გამოწურვას და ამას ძლიერ კარგად აკეთებს.

გაყიდვები იზრდება და წელს 150 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. ბრენდის საბაზრო ღირებულება 632 მილიარდი დოლარია, რაც მას მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიად აქცევს. ეს ძლიერ კარგია კომპანიის აქციონერებისთვის. მაგრამ, კლიენტებისთვის? Apple თანდათან ხდება ისეთი, როგორიც არასდროს უნდა გამხდარიყო - მოსაწყენი.

მესმის, სადღაც ზევით, როგორ ყვირის სტივი.

მოამზადა დავით შალიკაშვილმა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს