მსოფლიო
სპორტი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
Faceამბები
სამართალი
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უნდა გამოიკვეთოს მომავალი მონარქი, ვინც ეს მძიმე ტვირთი უნდა ზიდოს"
"უნდა გამოიკვეთოს მომავალი მონარქი, ვინც ეს მძიმე ტვირთი უნდა ზიდოს"

სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ით, ქვეყ­ნის სა­ხელ­წო­დე­ბაა "სა­ქარ­თვე­ლო" და არა "სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კა", რაც მი­ა­ნიშ­ნებს, რომ კონ­სტი­ტუ­ცი­ის მა­მებ­მა მო­ნარ­ქი­ის აღ­დგე­ნის ალ­ბა­თო­ბა გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს.

ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხსა და ბაგ­რა­ტი­ონ­თა დი­ნას­ტი­ის ორი შტოს წარ­მო­მად­გე­ნელ­თა ქორ­წი­ნე­ბა­ზე, რო­მე­ლიც უკვე მო­ი­ნათ­ლა "სა­უ­კუ­ნის ქორ­წი­ნე­ბად", ის­ტო­რი­კო­სი იო­სებ ბი­ჭი­კაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.

- დღე­ვან­დელ სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის ფონ­ზე რე­ა­ლუ­რად გე­სა­ხე­ბათ მო­ნარ­ქი­ის აღ­დგე­ნა?

- უპირ­ვე­ლე­სად, ამის­თვის ხალ­ხი უნდა იყოს მზად, მომ­ზად­დეს სა­თა­ნა­დო ნი­ა­და­გი და რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სა­ქარ­თვე­ლო­ში კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მო­ნარ­ქი­ის აღ­დგე­ნის სა­კი­თხი რე­ფე­რენ­დუ­მის გზით უნდა გა­და­წყდეს. რა თქმა უნდა, ლა­პა­რა­კია კონ­სტი­ტუ­ცი­ურ და არა აბ­სო­ლუ­ტურ მო­ნარ­ქი­ა­ზე, რად­გან არც აფ­რი­კუ­ლი ქვე­ყა­ნა ვართ და არც არა­ბე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ა­მი­რო­ე­ბი.

მო­ნარ­ქი­ის აღ­დგე­ნას სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი ქვეყ­ნის, ერის გამ­თლი­ა­ნე­ბის გზად მი­იჩ­ნევს, თუმ­ცა ზო­გი­ერ­თმა პო­ლი­ტი­კოს­მა და არა მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კოს­მა, ამ თე­მით სპე­კუ­ლი­რე­ბაც წა­მო­ი­წყო.

- რო­გორ უნდა დად­გინ­დეს, ვინ არის სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო ტახ­ტის მემ­კვიდ­რე?

- ამი­სა­კენ ნა­ბი­ჯი, უპირ­ვე­ლე­სად, ბაგ­რა­ტი­ონ­თა საგ­ვა­რე­უ­ლომ გა­დად­გა 2006 წლის მე­მო­რან­დუ­მით, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ამ საგ­ვა­რე­უ­ლოს ყვე­ლა შტოს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, კერ­ძოდ: ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკებ­მა, ბაგ­რა­ტი­ონ-იმე­რე­ტინ­სკებ­მა, ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლებ­მა, ბაგ­რა­ტი­ონ-და­ვი­თაშ­ვი­ლებ­მა და ბაგ­რა­ტი­ონ-ბა­ბა­დი­შე­ვებ­მა აღი­ა­რეს და ხელი მო­ა­წე­რეს ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკე­ბის, რო­გორც ერეკ­ლე მე­ო­რი­სა და გი­ორ­გი მე­თორ­მე­ტის შთა­მო­მავ­ლე­ბის უპი­რა­ტე­სო­ბას მთელ დი­ნას­ტი­ა­ში.

აგ­რეთ­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია 1790 წლის "ივე­რი­ელ­თა ტრაქ­ტა­ტის" სა­ხელ­წო­დე­ბით ცნო­ბი­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც მისი უწ­მინ­დე­სო­ბის ძა­ლის­ხმე­ვით მხო­ლოდ ახ­ლა­ხან გახ­და ცნო­ბი­ლი ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის.

ამ ტრაქ­ტა­ტის მე­სა­მე მუხ­ლში მეფე ერეკ­ლე წერს: "ვიყო მწად­ნე­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბი­სა თქვე­ნი­სათ­ვის და დაც­ვად ძეთა იმე­რე­თი­სა­თა, ვი­თარ­ცა მამა სა­ზო­გა­დო მათი". ამ ტრაქ­ტა­ტი­დან მკა­ფი­ოდ ჩანს მეფე ერეკ­ლეს ტახ­ტის ლე­გი­ტი­მუ­რი უპი­რა­ტე­სო­ბა იმე­რე­თის ტახ­ტი­სა და სა­მეგ­რე­ლო­სა და გუ­რი­ის სამ­თავ­რო­ე­ბის მი­მართ. ტრაქ­ტატს ხელს აწე­რენ მეფე ერეკ­ლე II, მეფე სო­ლო­მონ II, გრი­გოლ და­დი­ა­ნი და სი­მონ გუ­რი­ე­ლი.

- ვინ უნდა მი­ვიჩ­ნი­ოთ სა­მე­ფო სახ­ლის მე­თა­უ­რად, გვარ­ში უფ­რო­სად?

- XIX სა­უ­კუ­ნე­ში, იმის გა­სარ­ჩე­ვად, რო­მე­ლი ბაგ­რა­ტი­ო­ნი იყო სა­მე­ფო წარ­მო­მავ­ლო­ბი­სა და რო­მე­ლი თა­ვა­დუ­რი­სა, რუ­სებ­მა შე­მო­ი­ღეს ამ­გვა­რი პი­რო­ბი­თი და­ყო­ფა: გრუ­ზინ­სკი, რაც ნიშ­ნავს "სა­ქარ­თვე­ლო­ი­სა" ანუ სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო ოჯა­ხის კუთ­ვნი­ლე­ბას, იმე­რე­ტინ­სკი - იმე­რე­თის სა­მე­ფო ოჯა­ხის კუთ­ვნი­ლე­ბას, ხოლო მუხ­რანსკი, და­ვი­დო­ვი და ბა­ბა­დი­შე­ვი - თა­ვა­დურ გან­შტო­ე­ბებს.

"სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სი­ის მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად, რუ­სე­თის იმ­პე­რა­ტორ­მა ალექ­სან­დრე მე­ო­რემ 1865 წელს გა­მოს­ცა ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბა, რომ­ლი­თაც გა­ნი­სა­ზღვრა, რო­მე­ლი ბაგ­რა­ტი­ო­ნი მი­ე­კუთ­ვნე­ბო­და სა­მე­ფო ხაზს და რო­მე­ლი - თა­ვა­დურს. ამ ბრძა­ნე­ბის თა­ნახ­მად, ქარ­თველ მე­ფე­თა შთა­მო­მავ­ლებს, კერ­ძოდ ერეკ­ლე II-ის, გი­ორ­გი XII-ის, სო­ლო­მონ I-ის და და­ვით II-ის მემ­კვიდ­რე­ებს მი­ე­ნი­ჭათ "უგა­ნათ­ლე­ბუ­ლე­სი თა­ვა­დე­ბის" ტი­ტუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა დღე­ვან­დელ გა­უ­გებ­რო­ბებს, ეს სა­თა­ვეს იღებს მხო­ლოდ მე-20 სა­უ­კუ­ნის 40-იანი წლე­ბი­დან.

ბაგ­რა­ტი­ონ­თა გე­ნე­ა­ლო­გი­უ­რი ტა­ბუ­ლა მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში შე­ად­გი­ნა ცნო­ბილ­მა ის­ტო­რი­კოს­მა თე­ი­მუ­რაზ ბა­ტო­ნიშ­ვილ­მა, სა­ი­და­ნაც ნათ­ლად ჩანს, ვინ არის ბაგ­რა­ტი­ონ­თა სახ­ლში უფ­რო­სი ბაგ­რა­ტი­ო­ნი, ანუ მო­ნარ­ქი­ის აღ­დგე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, ვის ეკუთ­ვნის სა­მე­ფო ტახ­ტი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მე-19 სა­უ­კუ­ნის ყვე­ლა აჯან­ყე­ბა, სა­ხალ­ხო გა­მოს­ვლა სა­ქარ­თვე­ლო­ში მიზ­ნად ისა­ხავ­და ან ერეკ­ლე მე­ო­რის, ან გი­ორ­გი XII-ის შთა­მო­მა­ვალ­თა, ანუ ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკე­ბის ტახ­ტზე ას­ვლას. ეს კარ­გად ჰქონ­დათ გათ­ვით­ცნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს იმ­დრო­ინ­დელ მოღ­ვა­წე­ებ­საც.

- მე-20 სა­უ­კუ­ნის 1940-იან წლებ­ში ქარ­თუ­ლი ემიგ­რა­ცი­ის 14-მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ტახ­ტის მემ­კვიდ­რედ "აირ­ჩია" ეს­პა­ნეთ­ში მცხოვ­რე­ბი თა­ვა­დი ირაკ­ლი ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი, და­ვით ბაგ­რა­ტი­ო­ნის ბა­ბუა.

- რაც შე­ე­ხე­ბა ამ ფაქტს, 1783 წლი­დან, გე­ორ­გი­ევ­სკის ტრაქ­ტა­ტის და­დე­ბით, რუ­სეთ­მა აღი­ა­რა ერეკ­ლე მე­ო­რის უპი­რა­ტე­სო­ბა ყვე­ლა ბაგ­რა­ტი­ონ­თა შო­რის, რად­გან მეფე ერეკ­ლე II თა­ვის თავ­ში ბაგ­რა­ტი­ონ­თა არა­ერთ ხაზს აერ­თი­ა­ნებ­და: ის იყო ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს უკა­ნას­კნე­ლი მე­ფის, გი­ორ­გი VIII-ის პირ­და­პი­რი შთა­მო­მა­ვა­ლი, რომ არა XV სა­უ­კუ­ნი­დან ქვეყ­ნის სამ­თავ­რო­ე­ბად და­ყო­ფა, გვარ­ში უფ­რო­სო­ბას გი­ორ­გი მე­ფის ვაჟი, შემ­დგომ­ში კა­ხე­თის მეფე ალექ­სან­დრე პირ­ვე­ლი გა­ნაგ­რძობ­და. ნე­ბის­მი­ერ სა­ხელ­მწი­ფო­ში კა­ნონ­მდებ­ლო­ბა უპი­რა­ტე­სო­ბას ლე­გი­ტი­მუ­რო­ბას ანი­ჭებს, ნე­ბის­მი­ერ სხვა ნა­ბიჯს ძა­ლა­უფ­ლე­ბის უზურ­პა­ცია ჰქვია.

რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თუ­ლი ემიგ­რა­ცი­ის მიერ ტახ­ტის მემ­კვიდ­რედ ირაკ­ლი ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლის "არ­ჩე­ვას", და­მა­ფიქ­რე­ბე­ლია, რად­გან მათ­თვის კარ­გად იყო ცნო­ბი­ლი, რომ იმ­ხა­ნად სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობ­და ბაგ­რა­ტი­ონ­თა სა­მე­ფო სახ­ლის დე ფაქ­ტო მე­თა­უ­რი.

1910 წელს, გი­ორ­გი XII შვი­ლიშ­ვი­ლის, ბა­ტო­ნიშ­ვილ ოლ­გას მიერ შედ­გე­ნილ გე­ნე­ა­ლო­გი­ა­ში, ბა­ტო­ნიშ­ვილ ნუგ­ზარ ბაგ­რა­ტი­ო­ნის ბა­ბუ­ა­ზე, პეტ­რე ალექ­სან­დრეს ძე ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკი­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლია: "დღეს ის სა­მე­ფო გვარ­ში უფ­რო­სია".

თუმ­ცა, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ის პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია, რო­მელ­შიც ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს. ეს მოხ­და 1942 წელს, ბერ­ლინ­ში, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას. გერ­მა­ნე­ლებს ძალ­ზე სჭირ­დე­ბო­დათ ბა­ქოს ნავ­თო­ბი, ბა­ქოს­კენ გზა კი თბი­ლის­ზე გა­დი­ო­და. იმ­დრო­ინ­დე­ლი გერ­მა­ნი­ის მმარ­თველ­მა წრე­ებ­მა ქარ­თუ­ლი კარ­ტი გა­ა­თა­მა­შეს - სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში მცხოვ­რებ ქარ­თველ ემიგ­რან­ტებ­თან - საბ­ჭო­თა რუ­სე­თის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ნარ­ქი­ის აღ­დგე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე ალა­პა­რაკ­დნენ. 1942 წელს შე­იკ­რიბ­ნენ ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი და სა­ქარ­თვე­ლოს ტახ­ტის მემ­კვიდ­რის "არ­ჩევ­ნე­ბი" გა­ი­მარ­თა.

წა­რად­გი­ნეს 2 კან­დი­და­ტუ­რა - ირაკ­ლი ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი და სი­მონ ცი­ციშ­ვი­ლი. სი­მონ ცი­ციშ­ვი­ლი ერეკ­ლე მე­ო­რის მე­ხუ­თე ასუ­ლის შთა­მო­მა­ვა­ლი იყო, ხოლო ირაკ­ლი ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი ერეკ­ლე მე­ო­რის მე­ცხრე ქა­ლიშ­ვი­ლის, ქე­თე­ვა­ნის შთა­მო­მა­ვა­ლი. სი­მონ ცი­ციშ­ვილ­მა უარი თქვა და ტახ­ტის მემ­კვიდ­რედ ირაკ­ლი ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი "აირ­ჩი­ეს". თვით სა­მე­ფოს არ­სე­ბო­ბის პე­რი­ოდ­ში კი ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლებს მე­ფო­ბა­ზე პრე­ტენ­ზია არა­სო­დეს გა­ნუ­ცხა­დე­ბი­ათ.

- დიდი ხმა­უ­რი მოჰ­ყვა და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი­სა და ანა ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკის ქორ­წი­ნე­ბას, შემ­დეგ და­შო­რე­ბა­სა და კვლავ შე­რი­გე­ბას. სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ეს წყვი­ლი არა­ერ­თხელ გა­აკ­რი­ტი­კეს, არ წყდე­ბა მით­ქმა-მოთ­ქმა...

- გარ­კვე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი წრე­ე­ბის­გან აგ­რე­სია მარ­თლაც იგ­რძნო­ბა. სა­ერ­თოდ, ოჯა­ხუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი დე­ლი­კა­ტუ­რი თე­მაა. ჯერ კი­დევ 2006 წელს ბაგ­რა­ტი­ონ­თა სახ­ლმა ნუგ­ზარ ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკი, ანა ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკის მამა აღი­ა­რა ბაგ­რა­ტი­ონ­თა სახ­ლის მე­თა­უ­რად, რაც ხელ­მო­წე­რე­ბი­თაც და­დას­ტურ­და, ეს მე­მო­რან­დუ­მი მალე გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა, მას ბაგ­რა­ტი­ონ­თა გვა­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის 95-მა პრო­ცენ­ტმა მო­ა­წე­რა ხელი.

- ანა ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკის შვი­ლე­ბი პირ­ვე­ლი მე­უღ­ლის­გან, გრი­გოლ მა­ლა­ნი­ას­გან, ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკე­ბი არი­ან?

- დიახ, ასეა. ქორ­წი­ნე­ბა დი­ნას­ტი­უ­რი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის სრუ­ლი დაც­ვით ჩა­ტარ­და. სიძე ქარ­თულ ის­ტო­რი­ულ "ზედსი­ძე­ო­ბის" წესს და­ექ­ვემ­დე­ბა­რა და შე­სა­ბა­მი­სად და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი დე­დის სა­მე­ფო გვარ­ზე და­ი­წე­რა.

- და­ვით ბაგ­რა­ტი­ო­ნი თუ არის თა­ნახ­მა, მისი ახალ­შო­ბი­ლი ვაჟი - გი­ორ­გი - ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკი იყოს?

- ჯერ­ჯე­რო­ბით ეს ნა­ბი­ჯი მას არ გა­და­უდ­გამს, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევს სა­მე­ფო სახ­ლის მე­თა­ურს, ბა­ტო­ნიშ­ვილ ნუგ­ზარს, სპე­ცი­ა­ლუ­რი დეკ­რე­ტით აღი­ა­როს თა­ვი­სი ახალ­შო­ბი­ლი შვი­ლიშ­ვი­ლის უპი­რა­ტე­სო­ბა მემ­კვიდ­რე­ო­ბით ხაზ­ში. და­ვი­თის მხრი­დან დი­ნას­ტი­უ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ხელ­მო­უ­წერ­ლო­ბით ახალ­შო­ბი­ლი ჯერ­ჯე­რო­ბით ით­ვლე­ბა მუხ­რა­ნელ ბაგ­რა­ტი­ონ­თა თა­ვა­დუ­რი გვა­რის გამ­გრძე­ლებ­ლად, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევს ბავ­შვის ბა­ბუ­ას, აღი­ა­როს იგი თა­ვის მო­მა­ვალ მემ­კვიდ­რედ. გა­მო­დის, რომ და­ვი­თი თვი­თონ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა თა­ვი­სი შვი­ლის ტახ­ტის მემ­კვიდ­რედ აღი­ა­რე­ბას.

ბავ­შვი და­ი­ბა­და, სულ რამ­დე­ნი­მე კვი­რის არის და იმის ნაც­ვლად, რომ ყვე­ლა ეფე­რე­ბო­დეს, ამ­ხე­ლა აჟი­ო­ტა­ჟია ატე­ხი­ლი, რო­გორ წა­რი­მარ­თე­ბა ამ ბავ­შვის ბედ-იღ­ბა­ლი,

- თუ გი­ორ­გი ბაგ­რა­ტი­ონს სა­მე­ფო ტახ­ტის მემ­კვიდ­რედ აღი­ა­რე­ბენ, ის პატ­რი­არ­ქის მე­ურ­ვე­ო­ბის ქვეშ აღიზ­რდე­ბა?

- კი­დევ ვი­მე­ო­რებ, თუ მისი მამა ის­ტო­რი­ულ რე­ა­ლო­ბას აღი­ა­რებს და და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა დი­ნას­ტი­ურ სა­მარ­თალს, ამის შემ­დეგ სა­მე­ფო სახ­ლი, სა­პატ­რი­არ­ქოს­თან ერ­თად, გი­ორ­გი ბაგ­რა­ტი­ო­ნის მო­მა­ვალ­ზე იზ­რუ­ნებს, ხოლო რაც შე­ე­ხე­ბა მო­ნარ­ქი­ის აღ­დგე­ნა - არაღ­დგე­ნას, ეს ქარ­თვე­ლი ერის გა­და­სა­წყვე­ტია.

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"უნდა გამოიკვეთოს მომავალი მონარქი, ვინც ეს მძიმე ტვირთი უნდა ზიდოს"

"უნდა გამოიკვეთოს მომავალი მონარქი, ვინც ეს მძიმე ტვირთი უნდა ზიდოს"

საქართველოს კონსტიტუციით, ქვეყნის  სახელწოდებაა "საქართველო" და არა "საქართველოს რესპუბლიკა", რაც მიანიშნებს, რომ კონსტიტუციის მამებმა მონარქიის აღდგენის ალბათობა გაითვალისწინეს.

ამ მნიშვნელოვან საკითხსა და ბაგრატიონთა დინასტიის ორი შტოს წარმომადგენელთა ქორწინებაზე, რომელიც უკვე მოინათლა "საუკუნის ქორწინებად", ისტორიკოსი იოსებ ბიჭიკაშვილი გვესაუბრება.

- დღევანდელ საქართველოში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების ფონზე რეალურად გესახებათ მონარქიის აღდგენა?

- უპირველესად, ამისთვის ხალხი უნდა იყოს მზად, მომზადდეს სათანადო ნიადაგი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის საკითხი რეფერენდუმის გზით უნდა გადაწყდეს. რა თქმა უნდა, ლაპარაკია კონსტიტუციურ და არა აბსოლუტურ მონარქიაზე, რადგან არც აფრიკული ქვეყანა ვართ და არც არაბეთის გაერთიანებული საამიროები.

მონარქიის აღდგენას საზოგადოების დიდი ნაწილი ქვეყნის, ერის გამთლიანების გზად მიიჩნევს, თუმცა ზოგიერთმა პოლიტიკოსმა და არა მხოლოდ პოლიტიკოსმა, ამ თემით სპეკულირებაც წამოიწყო.

- როგორ უნდა დადგინდეს, ვინ არის საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრე?

- ამისაკენ ნაბიჯი, უპირველესად, ბაგრატიონთა საგვარეულომ გადადგა 2006 წლის მემორანდუმით, რომლის თანახმადაც, ამ საგვარეულოს ყველა შტოს წარმომადგენელმა, კერძოდ: ბაგრატიონ-გრუზინსკებმა, ბაგრატიონ-იმერეტინსკებმა, ბაგრატიონ-მუხრანელებმა, ბაგრატიონ-დავითაშვილებმა და ბაგრატიონ-ბაბადიშევებმა აღიარეს და ხელი მოაწერეს ბაგრატიონ-გრუზინსკების, როგორც ერეკლე მეორისა და გიორგი მეთორმეტის შთამომავლების უპირატესობას მთელ დინასტიაში.

აგრეთვე, მნიშვნელოვანია 1790 წლის "ივერიელთა ტრაქტატის" სახელწოდებით ცნობილი ხელშეკრულება, რომელიც მისი უწმინდესობის ძალისხმევით მხოლოდ ახლახან გახდა ცნობილი ფართო საზოგადოებისათვის.

ამ ტრაქტატის მესამე მუხლში მეფე ერეკლე წერს: "ვიყო მწადნელი ბედნიერებისა თქვენისათვის და დაცვად ძეთა იმერეთისათა, ვითარცა მამა საზოგადო მათი". ამ ტრაქტატიდან მკაფიოდ ჩანს მეფე ერეკლეს ტახტის ლეგიტიმური უპირატესობა იმერეთის ტახტისა და სამეგრელოსა და გურიის სამთავროების მიმართ. ტრაქტატს ხელს აწერენ მეფე ერეკლე II, მეფე სოლომონ II, გრიგოლ დადიანი და სიმონ გურიელი.

- ვინ უნდა მივიჩნიოთ სამეფო სახლის მეთაურად, გვარში უფროსად?

- XIX საუკუნეში, იმის გასარჩევად, რომელი ბაგრატიონი იყო სამეფო წარმომავლობისა და რომელი თავადურისა, რუსებმა შემოიღეს ამგვარი პირობითი დაყოფა: გრუზინსკი, რაც ნიშნავს "საქართველოისა" ანუ საქართველოს სამეფო ოჯახის კუთვნილებას, იმერეტინსკი - იმერეთის სამეფო ოჯახის კუთვნილებას, ხოლო მუხრანსკი, დავიდოვი და ბაბადიშევი - თავადურ განშტოებებს.

"სპეციალური კომისიის მუშაობის შედეგად, რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე მეორემ 1865 წელს გამოსცა ბრძანებულება, რომლითაც განისაზღვრა, რომელი ბაგრატიონი მიეკუთვნებოდა სამეფო ხაზს და რომელი - თავადურს. ამ ბრძანების თანახმად, ქართველ მეფეთა შთამომავლებს, კერძოდ ერეკლე II-ის, გიორგი XII-ის, სოლომონ I-ის და დავით II-ის მემკვიდრეებს მიენიჭათ "უგანათლებულესი თავადების" ტიტული. რაც შეეხება დღევანდელ გაუგებრობებს, ეს სათავეს იღებს მხოლოდ მე-20 საუკუნის 40-იანი წლებიდან.

ბაგრატიონთა გენეალოგიური ტაბულა მე-19 საუკუნეში შეადგინა ცნობილმა ისტორიკოსმა თეიმურაზ ბატონიშვილმა, საიდანაც ნათლად ჩანს, ვინ არის ბაგრატიონთა სახლში უფროსი ბაგრატიონი, ანუ მონარქიის აღდგენის შემთხვევაში, ვის ეკუთვნის სამეფო ტახტი.

აღსანიშნავია, რომ მე-19 საუკუნის ყველა აჯანყება, სახალხო გამოსვლა საქართველოში მიზნად ისახავდა ან ერეკლე მეორის, ან გიორგი XII-ის შთამომავალთა, ანუ ბაგრატიონ-გრუზინსკების ტახტზე ასვლას. ეს კარგად ჰქონდათ გათვითცნობიერებული დასავლეთ საქართველოს იმდროინდელ მოღვაწეებსაც.

- მე-20 საუკუნის 1940-იან წლებში ქართული ემიგრაციის 14-მა წარმომადგენელმა საქართველოს ტახტის მემკვიდრედ "აირჩია" ესპანეთში მცხოვრები თავადი ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელი, დავით ბაგრატიონის ბაბუა.

- რაც შეეხება ამ ფაქტს, 1783 წლიდან, გეორგიევსკის ტრაქტატის დადებით, რუსეთმა აღიარა ერეკლე მეორის უპირატესობა ყველა ბაგრატიონთა შორის, რადგან მეფე ერეკლე II თავის თავში ბაგრატიონთა არაერთ ხაზს აერთიანებდა: ის იყო ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფის, გიორგი VIII-ის პირდაპირი შთამომავალი, რომ არა XV საუკუნიდან ქვეყნის სამთავროებად დაყოფა, გვარში უფროსობას გიორგი მეფის ვაჟი, შემდგომში კახეთის მეფე ალექსანდრე პირველი განაგრძობდა. ნებისმიერ სახელმწიფოში კანონმდებლობა უპირატესობას ლეგიტიმურობას ანიჭებს, ნებისმიერ სხვა ნაბიჯს ძალაუფლების უზურპაცია ჰქვია.

რაც შეეხება ქართული ემიგრაციის მიერ ტახტის მემკვიდრედ ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელის "არჩევას", დამაფიქრებელია, რადგან მათთვის კარგად იყო ცნობილი, რომ იმხანად საქართველოში ცხოვრობდა ბაგრატიონთა სამეფო სახლის დე ფაქტო მეთაური.

1910 წელს, გიორგი XII შვილიშვილის, ბატონიშვილ ოლგას მიერ შედგენილ გენეალოგიაში, ბატონიშვილ ნუგზარ ბაგრატიონის ბაბუაზე, პეტრე ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკიზე აღნიშნულია: "დღეს ის სამეფო გვარში უფროსია".

თუმცა, გასათვალისწინებელია ის პოლიტიკური სიტუაცია, რომელშიც ეს გადაწყვეტილება მიიღეს. ეს მოხდა 1942 წელს, ბერლინში, მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას. გერმანელებს ძალზე სჭირდებოდათ ბაქოს ნავთობი, ბაქოსკენ გზა კი თბილისზე გადიოდა. იმდროინდელი გერმანიის მმართველმა წრეებმა ქართული კარტი გაათამაშეს - სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებთან - საბჭოთა რუსეთისგან გათავისუფლების შემდეგ საქართველოში მონარქიის აღდგენის შესაძლებლობაზე ალაპარაკდნენ. 1942 წელს შეიკრიბნენ ქართველი ემიგრანტები და საქართველოს ტახტის მემკვიდრის "არჩევნები" გაიმართა.

წარადგინეს 2 კანდიდატურა - ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელი და სიმონ ციციშვილი. სიმონ ციციშვილი ერეკლე მეორის მეხუთე ასულის შთამომავალი იყო, ხოლო ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელი ერეკლე მეორის მეცხრე ქალიშვილის, ქეთევანის შთამომავალი. სიმონ ციციშვილმა უარი თქვა და ტახტის მემკვიდრედ ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელი "აირჩიეს". თვით სამეფოს არსებობის პერიოდში კი ბაგრატიონ-მუხრანელებს მეფობაზე პრეტენზია არასოდეს განუცხადებიათ.

- დიდი ხმაური მოჰყვა დავით ბაგრატიონ-მუხრანელისა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ქორწინებას, შემდეგ დაშორებასა და კვლავ შერიგებას. საზოგადოების წარმომადგენლებმა ეს წყვილი არაერთხელ გააკრიტიკეს, არ წყდება მითქმა-მოთქმა...

- გარკვეული პოლიტიკური წრეებისგან აგრესია მართლაც იგრძნობა. საერთოდ, ოჯახური ურთიერთობები დელიკატური თემაა. ჯერ კიდევ 2006 წელს ბაგრატიონთა სახლმა ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მამა აღიარა ბაგრატიონთა სახლის მეთაურად, რაც ხელმოწერებითაც დადასტურდა, ეს მემორანდუმი მალე გამოქვეყნდება, მას ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენლების 95-მა პროცენტმა მოაწერა ხელი.

- ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის შვილები პირველი მეუღლისგან, გრიგოლ მალანიასგან, ბაგრატიონ-გრუზინსკები არიან?

- დიახ, ასეა. ქორწინება დინასტიური კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარდა. სიძე ქართულ ისტორიულ "ზედსიძეობის" წესს დაექვემდებარა და შესაბამისად დაბადებული ბავშვები დედის სამეფო გვარზე დაიწერა.

- დავით ბაგრატიონი თუ არის თანახმა, მისი ახალშობილი ვაჟი - გიორგი - ბაგრატიონ-გრუზინსკი იყოს?

- ჯერჯერობით ეს ნაბიჯი მას არ გადაუდგამს, რაც საშუალებას არ აძლევს სამეფო სახლის მეთაურს, ბატონიშვილ ნუგზარს, სპეციალური დეკრეტით აღიაროს თავისი ახალშობილი შვილიშვილის უპირატესობა მემკვიდრეობით ხაზში. დავითის მხრიდან დინასტიური ხელშეკრულების ხელმოუწერლობით ახალშობილი ჯერჯერობით ითვლება მუხრანელ ბაგრატიონთა თავადური გვარის გამგრძელებლად, რაც საშუალებას არ აძლევს ბავშვის ბაბუას, აღიაროს იგი თავის მომავალ მემკვიდრედ. გამოდის, რომ დავითი თვითონ ეწინააღმდეგება თავისი შვილის ტახტის მემკვიდრედ აღიარებას.

ბავშვი დაიბადა, სულ რამდენიმე კვირის არის და იმის ნაცვლად, რომ ყველა ეფერებოდეს, ამხელა აჟიოტაჟია ატეხილი, როგორ წარიმართება ამ ბავშვის ბედ-იღბალი,

- თუ გიორგი ბაგრატიონს სამეფო ტახტის მემკვიდრედ აღიარებენ, ის პატრიარქის მეურვეობის ქვეშ აღიზრდება?

- კიდევ ვიმეორებ, თუ მისი მამა ისტორიულ რეალობას აღიარებს და დაექვემდებარება დინასტიურ სამართალს, ამის შემდეგ სამეფო სახლი, საპატრიარქოსთან ერთად, გიორგი ბაგრატიონის მომავალზე იზრუნებს, ხოლო რაც შეეხება მონარქიის აღდგენა - არაღდგენას, ეს ქართველი ერის გადასაწყვეტია.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"