კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანდერს ფოგ რასმუსენი - რუსეთისგან წვრთნების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ მიგვიღია, რაც ძალიან გვაწუხებს
ანდერს ფოგ რასმუსენი - რუსეთისგან წვრთნების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ მიგვიღია, რაც ძალიან გვაწუხებს

ნატო რუ­სე­თის სამ­ხედ­რო წვრთნე­ბის ჩა­ტა­რე­ბას არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა, თუმ­ცა მოს­კოვს მაქ­სი­მა­ლუ­რი გამჭვირ­ვა­ლო­ბის­კენ მო­უ­წო­დებს, - ამის შე­სა­ხებ ალი­ან­სის გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა ან­დერს ფოგ რას­მუ­სენ­მა "ევ­რო­ნი­უს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვას, აშ­ფო­თებს თუ არა ნატო-ს, რომ წვრთნე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ას­თან ახ­ლოს ჩა­ტარ­დე­ბა და სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებს და­ემ­თხვე­ვა, რას­მუ­სენ­მა უპა­სუ­ხა, რომ ურ­თი­ერ­თნ­დო­ბის ძი­რი­თა­დი სა­ფუძ­ვე­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რი გამჭვირ­ვა­ლო­ბაა.

"უნდა ვი­ცო­დეთ, რა არის წვრთნე­ბის მი­ზა­ნი, ასე­ვე, სად და რო­გორ ჩა­ტარ­დე­ბა. ჩვენ რუ­სე­თის­გან არა­ნა­ი­რი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია არ მიგ­ვი­ღია, რაც ძა­ლი­ან გვა­წუ­ხებს", - გა­ნა­ცხა­და რას­მუ­სენ­მა.

"ევ­რო­ნი­უ­სი" სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ალი­ან­სის გეგ­მე­ბი­თაც და­ინ­ტერსდა: "ნატო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლო ალი­ან­სის წევ­რი გახ­დეს. ეს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, რუ­სეთს ძა­ლი­ან აწუ­ხებს. რამ­დე­ნად შორს წა­სას­ვლე­ლად არის ალი­ან­სი იმ გზა­ზე, რო­მელ­საც რუ­სე­თი სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის ზო­ნად მი­იჩ­ნევს?"

ან­დერს ფოგ რას­მუ­სე­ნის გან­მარ­ტე­ბით, ნატო მხარს უჭერს ეუთო-ს ქარ­ტი­ა­ში ჩა­დე­ბულ ძი­რი­თად პრინ­ციპს, რო­მელ­საც ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი სივ­რცის ქვეყ­ნებ­მა 1999 წელს მო­ა­წე­რეს ხელი.

"იქ მკვეთ­რად გან­სა­ზღვრუ­ლია ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფოს უფ­ლე­ბა, და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ალი­ან­სში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ. ვი­მე­დოვ­ნებ, რუ­სეთ­ში ეს ახ­სოვთ. ასე, რომ ეს სა­ქარ­თვე­ლოს გა­და­სა­წყვე­ტია. მან კი სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სი უკვე და­ა­ფიქ­სი­რა. 2008 წელს, ბუ­ქა­რეს­ტის სა­მიტ­ზე ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კურ­მა ალი­ან­სმა მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო მის რი­გებ­ში იქ­ნე­ბა, თუ ის ამის­თვის აუ­ცი­ლე­ბელ პი­რო­ბებს შე­ას­რუ­ლებს", - აღ­ნიშ­ნა რას­მუ­სენ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ანდერს ფოგ რასმუსენი - რუსეთისგან წვრთნების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ მიგვიღია, რაც ძალიან გვაწუხებს

ანდერს ფოგ რასმუსენი - რუსეთისგან წვრთნების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ მიგვიღია, რაც ძალიან გვაწუხებს

ნატო რუსეთის სამხედრო წვრთნების ჩატარებას არ ეწინააღმდეგება, თუმცა მოსკოვს მაქსიმალური გამჭვირვალობისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა "ევრონიუსთან" ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვას, აშფოთებს თუ არა ნატო-ს, რომ წვრთნები საქართველოს ტერიტორიასთან ახლოს ჩატარდება და საპარლამენტო არჩევნებს დაემთხვევა, რასმუსენმა უპასუხა, რომ ურთიერთნდობის ძირითადი საფუძველი მაქსიმალური გამჭვირვალობაა.

"უნდა ვიცოდეთ, რა არის წვრთნების მიზანი, ასევე, სად და როგორ ჩატარდება. ჩვენ რუსეთისგან არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ მიგვიღია, რაც ძალიან გვაწუხებს", - განაცხადა რასმუსენმა.

"ევრონიუსი" საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ალიანსის გეგმებითაც დაინტერსდა: "ნატო დაინტერესებულია, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდეს. ეს, რასაკვირველია, რუსეთს ძალიან აწუხებს. რამდენად შორს წასასვლელად არის ალიანსი იმ გზაზე, რომელსაც რუსეთი საკუთარი ინტერესების ზონად მიიჩნევს?"

ანდერს ფოგ რასმუსენის განმარტებით, ნატო მხარს უჭერს ეუთო-ს ქარტიაში ჩადებულ ძირითად პრინციპს, რომელსაც ევროატლანტიკური სივრცის ქვეყნებმა 1999 წელს მოაწერეს ხელი.

"იქ მკვეთრად განსაზღვრულია ყველა სახელმწიფოს უფლება, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება ალიანსში გაწევრიანების შესახებ. ვიმედოვნებ, რუსეთში ეს ახსოვთ. ასე, რომ ეს საქართველოს გადასაწყვეტია. მან კი საკუთარი ინტერესი უკვე დააფიქსირა. 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო მის რიგებში იქნება, თუ ის ამისთვის აუცილებელ პირობებს შეასრულებს", - აღნიშნა რასმუსენმა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა