მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ესპანური გამოცემის ცნობით, "რეალი" და "ბარსელონა" გიორგი ლორიათი დაინტერესდნენ
ესპანური გამოცემის ცნობით, "რეალი" და "ბარსელონა" გიორგი ლორიათი დაინტერესდნენ

მად­რი­დის "რე­ა­ლი" და "ბარ­სე­ლო­ნა" სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მე­კა­რე გი­ორ­გი ლო­რი­ა­თი და­ინ­ტე­რეს­დნენ. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ეს­პა­ნუ­რი გა­მო­ცე­მა "დე­ფენ­სა­სენ­ტრა­ლი" ავ­რცე­ლებს.

გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გი­ორ­გი ლო­რი­ას ბრწყინ­ვა­ლე თა­მა­ში ეს­პა­ნე­თის ნაკ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ არ იყო დიდი სი­ურპრი­ზი მად­რი­დის "რე­ა­ლის­თვის".

რო­გორც"დე­ფენ­სა­სენ­ტრა­ლი" იუ­წყე­ბა, ჯერ კი­დევ გა­სუ­ლი წლის ზა­ფხულს მად­რი­დის გუნ­დი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იყო ქარ­თვე­ლი მე­კა­რით, რო­დე­საც გუნ­დი­დან სა­თა­და­რი­გო მე­კა­რე ან­ტო­ნიო ადა­ნის შე­საძ­ლო წას­ვლა­ზე იყო სა­უ­ბა­რი.

"ლო­რი­ამ თა­ვი­სი ბრწყინ­ვა­ლე თა­მა­შით ეს­პა­ნე­თის ნაკ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ფეხ­ბურ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო. დღეს გი­ორ­გი ლო­რია თბი­ლი­სის "დი­ნა­მო­ში" თა­მა­შობს. თუ ან­ტო­ნიო ადა­ნი მო­მა­ვალ ზა­ფხულ­ში გუნ­დი­დან წას­ვლას გა­და­წყვეტს, ლო­რია სა­უ­კე­თე­სო არ­ჩე­ვა­ნი იქ­ნე­ბა "რე­ა­ლის­თვის". გი­ორ­გი ლო­რია 26 წლი­საა და რო­გორც ეს­პა­ნეთ­თან თა­მა­ში­სას ვნა­ხეთ, მე­კა­რის­თვის ისე­თი სა­ჭი­რო თვი­სე­ბე­ბი გა­აჩ­ნია, რო­გო­რიც სის­ხარ­ტე, რე­აქ­ცია და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბაა. თან ისეთ ასაკ­შია, რომ კი­დევ დიდ­ხანს შეძ­ლებს მა­ღალ დო­ნე­ზე თა­მაშს", - აღ­ნიშ­ნავს "დე­ფენ­სა­სენ­ტრა­ლი".

მი­სი­ვე ცნო­ბით, ლო­რი­ა­თი არა მხო­ლოდ მად­რი­დის "რე­ა­ლი", არა­მედ "ბარ­სე­ლო­ნაც" არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. კა­ტა­ლო­ნი­უ­რი გუნ­დის მთა­ვარ მწვრთნელ ვი­ლა­ნო­ვას არ სურს სა­თა­და­რი­გო მე­კა­რე პინ­ტოს­თან კონ­ტრაქ­ტის გა­ხან­გრძლი­ვე­ბა.

"იქ­ნე­ბა თუ არა ომი "რე­ალ­სა" და "ბარ­სე­ლო­ნას" შო­რის ქარ­თვე­ლი მე­კა­რის გამო?", - წერს "დე­ფენ­სა­სენ­ტრა­ლი".

ამას­თან, ლო­რია და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ცენ­ტრა­ლუ­რი მცვე­ლი ზუ­რაბ ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი ბრი­ტა­ნულ­მა "ბლი­ჩერ რე­პორ­ტმა" ევ­რო­პის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის შე­სარ­ჩე­ვი მატ­ჩე­ბის სიმ­ბო­ლურ ნაკ­რებ­ში შე­იყ­ვა­ნა.

რაც შე­ე­ხე­ბა გი­ორ­გი ლო­რი­ას ტრავ­მას, რო­მე­ლიც მან ეს­პა­ნეთ­თან შეხ­ვედ­რი­სას მი­ი­ღო, რო­გორც ლო­რია პი­რად "ფე­ის­ბუქ­ზე" წერს, მუხ­ლის და­ზი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ სა­ბო­ლო პა­სუ­ხი ხვალ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

იხი­ლეთ ვი­დეო: ლო­რი­ამ სა­ო­ცა­რი ბურ­თე­ბი მო­ი­გე­რია

სა­ქარ­თვე­ლო - ეს­პა­ნე­თი 0:1 - მატ­ჩის სა­უ­კე­თე­სო მო­მენ­ტე­ბი

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ესპანური გამოცემის ცნობით, "რეალი" და "ბარსელონა" გიორგი ლორიათი დაინტერესდნენ

ესპანური გამოცემის ცნობით, "რეალი" და "ბარსელონა" გიორგი ლორიათი დაინტერესდნენ

მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა" საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორიათი დაინტერესდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა "დეფენსასენტრალი" ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, გიორგი ლორიას ბრწყინვალე თამაში ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ არ იყო დიდი სიურპრიზი მადრიდის "რეალისთვის".

როგორც"დეფენსასენტრალი" იუწყება, ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულს მადრიდის გუნდი დაინტერესებული იყო ქართველი მეკარით, როდესაც გუნდიდან სათადარიგო მეკარე ანტონიო ადანის შესაძლო წასვლაზე იყო საუბარი.

"ლორიამ თავისი ბრწყინვალე თამაშით ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ საფეხბურთო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. დღეს გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" თამაშობს. თუ ანტონიო ადანი მომავალ ზაფხულში გუნდიდან წასვლას გადაწყვეტს, ლორია საუკეთესო არჩევანი იქნება "რეალისთვის". გიორგი ლორია 26 წლისაა და როგორც ესპანეთთან თამაშისას ვნახეთ, მეკარისთვის ისეთი საჭირო თვისებები გააჩნია, როგორიც სისხარტე, რეაქცია და თავდაჯერებულობაა. თან ისეთ ასაკშია, რომ კიდევ დიდხანს შეძლებს მაღალ დონეზე თამაშს", - აღნიშნავს "დეფენსასენტრალი".

მისივე ცნობით, ლორიათი არა მხოლოდ მადრიდის "რეალი", არამედ "ბარსელონაც" არის დაინტერესებული. კატალონიური გუნდის მთავარ მწვრთნელ ვილანოვას არ სურს სათადარიგო მეკარე პინტოსთან კონტრაქტის გახანგრძლივება.

"იქნება თუ არა ომი "რეალსა" და "ბარსელონას" შორის ქართველი მეკარის გამო?", - წერს "დეფენსასენტრალი".

ამასთან, ლორია და საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი ზურაბ ხიზანიშვილი ბრიტანულმა "ბლიჩერ რეპორტმა" ევროპის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

რაც შეეხება გიორგი ლორიას ტრავმას, რომელიც მან ესპანეთთან შეხვედრისას მიიღო, როგორც ლორია პირად "ფეისბუქზე" წერს, მუხლის დაზიანების შესახებ საბოლო პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.

იხილეთ ვიდეო: ლორიამ საოცარი ბურთები მოიგერია

საქართველო - ესპანეთი 0:1 - მატჩის საუკეთესო მომენტები

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"