სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთი საკუთარ ხომალდებს ჯართად ყიდის, მათ შემცვლელებს კი საფრანგეთში ყიდულობს
რუსეთი საკუთარ ხომალდებს ჯართად ყიდის, მათ შემცვლელებს კი საფრანგეთში ყიდულობს

რუ­სე­თის თავ­დაც­ვის უწყე­ბა თა­ვის გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში არ­სე­ბულ ყვე­ლა­ზე დიდ სა­დე­სან­ტო ხო­მალდს ჯარ­თად გა­ყი­დის. სამ­ხედ­რო­ე­ბის გან­მარ­ტე­ბით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ეკო­ნო­მი­უ­რი მო­საზ­რე­ბე­ბი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. ხო­მალ­დი წლე­ბია რე­ზერვშია და კა­პი­ტა­ლურ რე­მონ­ტსა და სრულ­ფა­სო­ვან მო­დერ­ნი­ზა­ცი­ას სა­ჭი­რო­ებს, რისი თან­ხე­ბიც ბი­უ­ჯეტს არ აქვს.

სა­უ­ბა­რია 1174 პრო­ექ­ტით აშე­ნე­ბულ დიდ სა­დე­სან­ტო ხო­მალ­დზე "მიტრო­ფა­ნე მოს­კა­ლენ­კო". კა­ლი­ნინ­გრა­დის გემთმშე­ნე­ბელ ქარ­ხა­ნა­ში ხო­მალდს სა­ფუძ­ვე­ლი 1984 წელს ჩა­ე­ყა­რა და უკვე 6 წლის შემ­დეგ ის ფლო­ტის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­ვი­და. 1990-იან წლებ­ში უფუ­ლო­ბის გამო, ხო­მალ­დის მო­სავ­ლე­ლად აღა­რა­ვის ეცა­ლა და მწყობ­რში ყოფ­ნის მხო­ლოდ 12 წლის შემ­დეგ ის რე­ზერვში გა­და­იყ­ვა­ნეს.

მიტრო­ფა­ნე მოს­კა­ლენ­კოსსრკ-ში ამ ტი­პის სამი ხო­მალ­დი აიგო. რუ­სეთ­ში ისი­ნი დღემ­დე ყვე­ლა­ზე დიდ სა­დე­სან­ტო ხო­მალ­დე­ბად ით­ვლე­ბი­ან. თუმ­ცა მწყობ­რში არც ერთი აღარ არის.

ხო­მალ­დი ბორტზე 50 ტანკს, ან 80 ჯავ­შანტრან­სპორ­ტი­ორს იტევს. დე­სან­ტის გად­მოს­ხმა მას მო­უმ­ზა­დე­ბელ ნა­პირ­ზე შე­უძ­ლია. თუკი რე­ლი­ე­ფი არ იძ­ლე­ვა ამის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას, მა­შინ დე­სან­ტის გა­დას­ხმა შვე­ულმფრე­ნე­ბი­თა და კა­ტე­რე­ბით ხდე­ბა.

პრო­ექ­ტის პირ­ვე­ლი ხო­მალ­დი ჯარ­თად ჯერ კი­დევ 1996 წელს გა­ყი­დეს. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში იგი­ვე ბედს "მოს­კა­ლენ­კოც" გა­ი­ზი­ა­რებს. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, 11,5 ათა­სი ტონა ფო­ლა­დის ღი­რე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც "მოს­კა­ლენ­კოს" აგე­ბას მოხ­მარ­და, 2,5 მი­ლი­ონ დო­ლარს არ აღე­მა­ტე­ბა. მაქ­სი­მა­ლუ­რი მო­გე­ბის სა­ნა­ხა­ვად ხო­მალ­დი აუქ­ცი­ონ­ზე გა­ი­ყი­დე­ბა. თუმ­ცა პო­ტენ­ცი­უ­რი მყიდ­ვე­ლი ჯერ­ჯე­რო­ბით არ გა­მო­ჩე­ნი­ლა. ტრა­დი­ცი­უ­ლად, ჩა­მო­წე­რილ და ჯარ­თად გა­სა­ყიდ რუ­სულ სამ­ხედ­რო ხო­მალ­დებს ჩი­ნე­თი ყი­დუ­ლობს. გა­ნახ­ლე­ბის შემ­დეგ ჭკვი­ა­ნი ჩი­ნე­ლე­ბი მათ მუ­ზე­უ­მე­ბად აქ­ცე­ვენ ან მწყობ­რში აბ­რუ­ნე­ბენ.

პა­რა­დოქ­სია, მაგ­რამ მა­შინ, როცა რუ­სე­ბი სა­კუ­თარ სა­დე­სან­ტო ხო­მალ­დებს უფუ­ლო­ბის გამო ჯარ­თად ყი­დი­ან, მათ შემ­ცვლე­ლებს საფ­რან­გეთ­ში ყი­დუ­ლო­ბენ. 2011 წელს მოს­კოვ­მა პა­რი­ზის­გან "მის­ტრა­ლის" ტი­პის ორი სა­დე­სან­ტო ხო­მალ­დი შე­ი­ძი­ნა. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 1,2 მი­ლი­არ­დი ევ­როა. პირ­ვე­ლი ხო­მალდ "ვლა­დი­ვოს­ტოკს" რუ­სე­ბი 2014 წელს მი­ი­ღე­ბენ. მე­ო­რე - "სე­ვას­ტო­პოლს" კი 2015-ში. და­მა­ტე­ბი­თად ორ "მის­ტრალს" რუ­სე­ბი სა­კუ­თა­რი რე­სურ­სე­ბით აა­შე­ნე­ბენ.

ნუკ­რი მგე­ლა­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

რუსეთი საკუთარ ხომალდებს ჯართად ყიდის, მათ შემცვლელებს კი საფრანგეთში ყიდულობს

რუსეთი საკუთარ ხომალდებს ჯართად ყიდის, მათ შემცვლელებს კი საფრანგეთში ყიდულობს

რუსეთის თავდაცვის უწყება თავის განკარგულებაში არსებულ ყველაზე დიდ სადესანტო ხომალდს ჯართად გაყიდის. სამხედროების განმარტებით, გადაწყვეტილება ეკონომიური მოსაზრებებითაა განპირობებული. ხომალდი წლებია რეზერვშია და კაპიტალურ რემონტსა და სრულფასოვან მოდერნიზაციას საჭიროებს, რისი თანხებიც ბიუჯეტს არ აქვს.

საუბარია 1174 პროექტით აშენებულ დიდ სადესანტო ხომალდზე "მიტროფანე მოსკალენკო". კალინინგრადის გემთმშენებელ ქარხანაში ხომალდს საფუძველი 1984 წელს ჩაეყარა და უკვე 6 წლის შემდეგ ის ფლოტის შემადგენლობაში შევიდა. 1990-იან წლებში უფულობის გამო, ხომალდის მოსავლელად აღარავის ეცალა და მწყობრში ყოფნის მხოლოდ 12 წლის შემდეგ ის რეზერვში გადაიყვანეს.

მიტროფანე მოსკალენკოსსრკ-ში ამ ტიპის სამი ხომალდი აიგო. რუსეთში ისინი დღემდე ყველაზე დიდ სადესანტო ხომალდებად ითვლებიან. თუმცა მწყობრში არც ერთი აღარ არის.

ხომალდი ბორტზე 50 ტანკს, ან 80 ჯავშანტრანსპორტიორს იტევს. დესანტის გადმოსხმა მას მოუმზადებელ ნაპირზე შეუძლია. თუკი რელიეფი არ იძლევა ამის განხორციელების საშუალებას, მაშინ დესანტის გადასხმა შვეულმფრენებითა და კატერებით ხდება.

პროექტის პირველი ხომალდი ჯართად ჯერ კიდევ 1996 წელს გაყიდეს. უახლოეს მომავალში იგივე ბედს "მოსკალენკოც" გაიზიარებს. სპეციალისტების შეფასებით, 11,5 ათასი ტონა ფოლადის ღირებულება, რომელიც "მოსკალენკოს" აგებას მოხმარდა, 2,5 მილიონ დოლარს არ აღემატება. მაქსიმალური მოგების სანახავად ხომალდი აუქციონზე გაიყიდება. თუმცა პოტენციური მყიდველი ჯერჯერობით არ გამოჩენილა. ტრადიციულად, ჩამოწერილ და ჯართად გასაყიდ რუსულ სამხედრო ხომალდებს ჩინეთი ყიდულობს. განახლების შემდეგ ჭკვიანი ჩინელები მათ მუზეუმებად აქცევენ ან მწყობრში აბრუნებენ.

პარადოქსია, მაგრამ მაშინ, როცა რუსები საკუთარ სადესანტო ხომალდებს უფულობის გამო ჯართად  ყიდიან, მათ შემცვლელებს საფრანგეთში ყიდულობენ. 2011 წელს მოსკოვმა პარიზისგან "მისტრალის" ტიპის ორი სადესანტო ხომალდი შეიძინა. ხელშეკრულების ღირებულება 1,2 მილიარდი ევროა. პირველი ხომალდ "ვლადივოსტოკს" რუსები 2014 წელს მიიღებენ. მეორე - "სევასტოპოლს" კი 2015-ში. დამატებითად ორ "მისტრალს" რუსები საკუთარი რესურსებით ააშენებენ.

ნუკრი მგელაძე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე