ჟესტების ენა სხვადასხვა ქვეყანაში

ჟესტების ენა სხვადასხვა ქვეყანაში

სხვადასხვა ქვეყანაში ჟესტებს სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს. ჟესტმა, რომელიც საქართველოში დადებით მნიშვნელობას ატარებს, მსოფლიოს სხვა კუთხეში, შესაძლოა, შარში გაგხვიოთ.

მაგალითად, მაღლა აწეული ცერა თითი საქართველოში, რუსეთსა და უკრაინაში იმის მანიშნებელია, რომ ყველაფერი კარგად არის, თუმცა ირანში და ურუგვაიში ის მამაკაცის ერეგირებულ სასქესო ორგანოს აღნიშნავს. თავად ჟესტი კი გაუპატიურების საშიშროებისკენ მიუთითებს. გერმანიაში კი ცერა თითთან ნეიტრალური დამოკიდებულება აქვთ. იქ ეს ჟესტი ციფრ 1-ს აღნიშნავს.

სხავდასხვა ქვეყანაში ჟესტებს სხვადასხვა მნიშვნელობა აქვთ

ჟესტს, რომელსაც სხვადასხვა ენაზე "თხა" ეწოდება, ხშირად იყენებენ როკის თაყვანისმცემლები. სხვადასხვა ქვეყნებში მათ ბავშვების გასართობადაც იყენებენ. მასთან დაკავშირებით ნეგატიური დამოკიდებულება ძირითადად ესპანეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში აქვთ, სადაც ეს ჟესტი შეურაცხყოფად ითვლება. კოლუმბიაში იგივე ჟესტი იღბალს ნიშნავს.

სხავდასხვა ქვეყანაში ჟესტებს სხვადასხვა მნიშვნელობა აქვთ

საჩვენებელ და შუა თითებს შორის მოქცეული ცერა თითი უკრაინაში ბავშვური ჟესტია და უარყოფას ნიშნავს, თუმცა საქართველოში, ცენტრალურ ამერიკასა და თურქეთში მას უარყოფითი სექსუალური მნიშვნელობა აქვს.

განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ ამ ჟესტთან დაკავშირებით ბრაზილიასა და პორტუგალიაში. ითვლება, რომ ეს ჟესტი იღბალის მომტანია.

სხავდასხვა ქვეყანაში ჟესტებს სხვადასხვა მნიშვნელობა აქვთ

ჟესტი სახელწოდებით "ოქეი" საქართველოში, რუსეთში,უკრაინასა და შტატებში იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად მიმდინარეობს. ურუგვაიში, პარაგვაისა და ბრაზილიაში თითებით შექმნილი წრე ანალს ნიშნავს. მეორე მნიშვნელობით კი ადამიანი, რომელიც ამ ჟესტს იყენებს, მეორე პირს ეუბნება, რომ ის პასიური ჰომოსექსუალია. ტუნისში ჟესტი "ოქეი", შესძლოა, სასიკვდილო მუქარად გაიგონ.

სხავდასხვა ქვეყანაში ჟესტებს სხვადასხვა მნიშვნელობა აქვთ

ჟესტი "V" მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში მშვიდობის ნიშანია, ან შესაძლოა ციფრ 2-ს აღნიშნავდეს. ინგლისში, ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში იგივე ჟესტი, შესაძლოა, ცუდად გაიგონ თუ ხელის გული თქვენკენ გექნებათ შემოტრიალებული. გაერთიანებულ ერებში შემავალ ქვეყნებში ეს სიმბოლო მშვიდობასა და გამარჯვებას აღნიშნავს.

სხავდასხვა ქვეყანაში ჟესტებს სხვადასხვა მნიშვნელობა აქვთ

ამოტრიალებული ჭიქა უკრაინაში, თურქეთსა და რუსეთში ნიშნავს იმას, რომ დალევა აღარ გსურთ, თუმცა თუ იგივე ჟესტს ინგლისში გაიმეორებთ, შესაძლოა, თავი შარში გაყოთ. აქ ამოტრიალებული ჭიქა პარტნიორის საჩხუბრად გამოწვევას ნიშნავს. სულ სხვა მნიშვნელობა აქვს ამ ჟესტს ჩრდილოეთ ამერიკაში. აქ თუ ბარმენი ამოტრიალებულ ჭიქას გაწვდით, ეს იმას ნიშნავს, რომ ის სასმელზე გეპატიჟებათ, როდესაც დალევა მოგინდებათ, თქვენ, უბრალოდ, ჭიქა უნდა ამოატრიალოთ.

სხავდასხვა ქვეყანაში ჟესტებს სხვადასხვა მნიშვნელობა აქვთ

მომზადებულია ermoshka.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს