საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
forsa-ს კვლევით, პირდაპირი არჩევნები რომ ტარდებოდეს, პრემიერ-მინისტრად გამოკითხულთა უმეტესობა ბიძინა ივანიშვილს აირჩევდა
forsa-ს კვლევით, პირდაპირი არჩევნები რომ ტარდებოდეს, პრემიერ-მინისტრად გამოკითხულთა უმეტესობა ბიძინა ივანიშვილს აირჩევდა

პირ­და­პი­რი არ­ჩევ­ნე­ბი რომ ტარ­დე­ბო­დეს, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად გა­მო­კი­თხულ­თა უმე­ტე­სო­ბა კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დერს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს აირ­ჩევ­და.

ასე­თია კვლე­ვი­თი ცენ­ტრი forsa-ს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი გა­მო­კი­თხვის შე­დე­გი, რომ­ლის პრე­ზენ­ტა­ცი­აც დღეს, სას­ტუმ­რო "ქორ­თი­არდ მა­რი­ოტ­ში" გა­ი­მარ­თა.

შე­სა­ბა­მის შე­კი­თხვა­ზე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს მხა­რი 43 პრო­ცენ­ტმა და­უ­ჭი­რა, შემ­დეგ კი 33 პრო­ცენ­ტით მო­დის ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი. და­ნარ­ჩე­ნი 24 პრო­ცენ­ტი კი აცხა­დებს, რომ ხმას პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის ან არც ერთ კან­დი­დატს მის­ცემ­და ან არა აქვს პა­სუ­ხი.

გარ­და ამი­სა, გა­მო­კი­თხვის ფარ­გლებ­ში დას­მუ­ლი იყო შე­კი­თხვა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც, თუ რო­გორ შეხ­ვდე­ბოდ­ნენ რეს­პონ­დენ­ტე­ბი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" უმ­რავ­ლე­სო­ბით გა­მარ­ჯვე­ბას. შე­კი­თხვა­ზე 52 პრო­ცენ­ტი ამ­ბობს, რომ ის ამას პო­ზი­ტი­უ­რად შეხ­ვდე­ბა, 20 პრო­ცენ­ტი არ­ჩევ­ნებ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გა­მარ­ჯვე­ბი­სად­მი უარ­ყო­ფი­თად არის გან­წყო­ბი­ლი, 28 პრო­ცენ­ტი კი შე­კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის­გან თავს იკა­ვებს.

"ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან" მი­მარ­თე­ბა­ში სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი გა­მო­კი­თხვის ფარ­გლებ­ში შე­კი­თხვა და­ის­ვა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც, თუ რო­გორ აფა­სე­ბენ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ზო­გა­დად ამ კო­ა­ლი­ცი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას. რეს­პონ­დენ­ტთა 18 პრო­ცენ­ტი ამ­ბობს, რომ კო­ა­ლი­ცი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას უარ­ყო­ფი­თად უყუ­რებს, 14 პრო­ცენ­ტი პა­სუ­ხის­გან თავს იკა­ვებს, 67 პრო­ცენ­ტი კი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­სად­მი პო­ზი­ტი­უ­რად არის გან­წყო­ბი­ლი.

კვლე­ვი­თი ცენ­ტრი forsa გერ­მა­ნუ­ლი კომ­პა­ნი­აა, რო­მე­ლიც 1984 წელს და­არ­სდა. ცენ­ტრი სო­ცი­ო­ლო­გი­ურ და პო­ლი­ტი­კურ კვლე­ვებს სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბით ატა­რებს. სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გა­მო­კი­თხვა 17 აგ­ვის­ტო­დან 30 აგ­ვის­ტომ­დე პე­რი­ოდ­ში ჩა­ა­ტა­რა. მის ფარ­გლებ­ში 2008 რეს­პონ­დენ­ტი პირ­და­პი­რი ინ­ტერ­ვი­უს გზით გა­მო­ი­კი­თხა, რეს­პონ­დენ­ტე­ბი კი შემ­თხვე­ვი­თი შერ­ჩე­ვის გზით შე­ირჩნენ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

forsa-ს კვლევით, პირდაპირი არჩევნები რომ ტარდებოდეს, პრემიერ-მინისტრად გამოკითხულთა უმეტესობა ბიძინა ივანიშვილს აირჩევდა

forsa-ს კვლევით, პირდაპირი არჩევნები რომ ტარდებოდეს, პრემიერ-მინისტრად გამოკითხულთა უმეტესობა ბიძინა ივანიშვილს აირჩევდა

პირდაპირი არჩევნები რომ ტარდებოდეს, პრემიერ-მინისტრად გამოკითხულთა უმეტესობა კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს აირჩევდა.

ასეთია კვლევითი ცენტრი forsa-ს მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგი, რომლის პრეზენტაციაც დღეს, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართა.

შესაბამის შეკითხვაზე ბიძინა ივანიშვილს მხარი 43 პროცენტმა დაუჭირა, შემდეგ კი 33 პროცენტით მოდის ვანო მერაბიშვილი. დანარჩენი 24 პროცენტი კი აცხადებს, რომ ხმას პრემიერ-მინისტრობის ან არც ერთ კანდიდატს მისცემდა ან არა აქვს პასუხი.

გარდა ამისა, გამოკითხვის ფარგლებში დასმული იყო შეკითხვა იმასთან დაკავშირებითაც, თუ როგორ შეხვდებოდნენ რესპონდენტები საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" უმრავლესობით გამარჯვებას. შეკითხვაზე 52 პროცენტი ამბობს, რომ ის ამას პოზიტიურად შეხვდება, 20 პროცენტი არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვებისადმი უარყოფითად არის განწყობილი, 28 პროცენტი კი შეკითხვაზე პასუხისგან თავს იკავებს.

"ქართულ ოცნებასთან" მიმართებაში სოციოლოგიური გამოკითხვის ფარგლებში შეკითხვა დაისვა იმასთან დაკავშირებითაც, თუ როგორ აფასებენ მოქალაქეები ზოგადად ამ კოალიციის ჩამოყალიბებას. რესპონდენტთა 18 პროცენტი ამბობს, რომ კოალიციის ჩამოყალიბებას უარყოფითად უყურებს, 14 პროცენტი პასუხისგან თავს იკავებს, 67 პროცენტი კი "ქართული ოცნების" ჩამოყალიბებისადმი პოზიტიურად არის განწყობილი.

კვლევითი ცენტრი forsa გერმანული კომპანიაა, რომელიც 1984 წელს დაარსდა. ცენტრი სოციოლოგიურ და პოლიტიკურ კვლევებს საერთაშორისო მასშტაბით ატარებს. საქართველოში საზოგადოებრივი გამოკითხვა 17 აგვისტოდან 30 აგვისტომდე პერიოდში ჩაატარა. მის ფარგლებში 2008 რესპონდენტი პირდაპირი ინტერვიუს გზით გამოიკითხა, რესპონდენტები კი შემთხვევითი შერჩევის გზით შეირჩნენ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა