საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქი­ბარ ხალ­ვა­ში: "მე­რა­ბიშ­ვი­ლი ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კი­დან თვი­თონ გაქ­რე­ბა უსა­ხე­ლოდ და უკ­ვა­ლოდ"
ქი­ბარ ხალ­ვა­ში: "მე­რა­ბიშ­ვი­ლი ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კი­დან თვი­თონ გაქ­რე­ბა უსა­ხე­ლოდ და უკ­ვა­ლოდ"

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი და­ჩი ცა­გუ­რია სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუფ­თან ერ­თად მარ­თავს აქ­ცი­ებს სა­ხელ­წო­დე­ბით: "წარ­თმე­უ­ლი­ა". რამ­დე­ნი­მე დღის წინ ამ­გვა­რი აქ­ცია ბიზ­ნეს­მენ ქი­ბარ ხალ­ვა­შის­თვის ჩა­მორ­თმე­უ­ლი "არ­ტი ჯგუ­ფის" ცენ­ტრა­ლურ ოფის­თან გა­ი­მარ­თა. შე­ნო­ბა­ზე, რო­მე­ლიც აღ­მა­შე­ნებ­ლის ხე­ივ­ნის მე-10 კი­ლო­მეტ­რზე მდე­ბა­რე­ობს, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა წა­ა­წე­რეს: "წარ­თმე­უ­ლი­ა". თუ რო­გორ ვი­თარ­დე­ბო­და მოვ­ლე­ნე­ბი 2007 წელს ქი­ბარ ხალ­ვა­ში­სა და მი­სი ბიზ­ნე­სის მი­მართ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი­ა. დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ცო­ტას თუ ეპა­რე­ბა ეჭ­ვი, რომ დევ­ნი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მსხვერ­პლი­ა. რას ფიქ­რობს ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ზე და რას აპი­რებს სა­მო­მავ­ლოდ დევ­ნი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი ქი­ბარ ხალ­ვა­ში? - ამ კითხ­ვებ­ზე პა­სუხს ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­იტყ­ობთ.

- ვფიქ­რობ, ქვე­ყა­ნა­ში დღეს არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნი შეც­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა, ოღონდ თუ ამომ­რჩე­ვე­ლი აქ­ტი­უ­რი იქ­ნე­ბა. დღეს ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია ხალ­ხზე.

- თუმ­ცა წინ­ასა­არ­ჩევ­ნოდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რი­ტო­რი­კა საკ­მა­ოდ აგ­რე­სი­უ­ლი­ა. ოპო­ნენ­ტე­ბი თით­ქმის ქვეყ­ნის მტრე­ბად არი­ან გა­მოცხ­ა­დე­ბუ­ლი. პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრ ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლის­გან კი მო­ვის­მი­ნეთ ფრა­ზა: "ჩვე­ნი ამო­ცა­ნა­ა, გაქ­რეს კლა­სი, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის უკან დაბ­რუ­ნე­ბას ცდი­ლობს.

- ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა ასე­თი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი მხო­ლოდ მა­თი ინ­ტე­ლექ­ტის და­ბა­ლი დო­ნის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი­ა. ეს უხამ­სი და შე­უ­რაცხ­მყო­ფე­ლი რი­ტორი­კა უსარ­გებ­ლო­ა, მხო­ლოდ მე­ო­რე მხა­რის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა და ამ გზით კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი შე­დე­გი ვერ მი­იღ­წე­ვა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ტო­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს ერ­თა­დერ­თი რამ: სურთ, რო­გორ­მე მე­ო­რე მხა­რე­მაც ისე­თი­ვე რი­ტო­რი­კით უპა­სუ­ხოს და ვი­თა­რე­ბა და­ი­ძა­ბოს. თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით მე­ო­რე მხა­რე დიდ მოთ­მი­ნე­ბას იჩენს, რაც მი­სა­სალ­მე­ბე­ლი­ა. სხვა­თა შო­რის, მე­რა­ბიშ­ვი­ლი ნამ­დვი­ლად არის გაქ­რო­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, ხში­რად გა­ი­ძა­ხი­ან, ვა­შე­ნებ­თო, თუმ­ცა პა­რა­ლე­ლუ­რად, მე­რა­ბიშ­ვი­ლი აქ­რობს თა­ვი­სუ­ფალ აზრს, მოაზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნებს, ქუ­ჩა­ში ხო­ცავს ახალ­გაზ­რდებს, ახ­ლა უკ­ვე მთე­ლი კლა­სის გაქ­რო­ბით იმუქ­რე­ბა, რაც აღარ გა­მო­უ­ვა. ჩე­მი აზ­რით, მე­რა­ბიშ­ვი­ლი ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კი­დან ცო­ტა ხან­ში თვი­თონ გაქ­რე­ბა უსა­ხე­ლოდ და უკ­ვა­ლოდ. ამ­გვა­რი რი­ტო­რი­კით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვერ გა­ი­ყო­ლი­ებს, გა­ი­ყო­ლიე­ბენ მხო­ლოდ იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც მა­ღა­ლი ანა­ზღ­ა­უ­რე­ბის სა­ფა­სუ­რად ქვე­ბით აი­ა­რა­ღე­ბენ ხოლ­მე და ქუ­ჩა­ში გა­მოჰ­ყავთ. სა­ა­კაშ­ვილს გაჰ­ყვე­ბი­ან მხო­ლოდ უნა­მუ­სო და უინ­ტე­ლექ­ტო ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც არაფ­რის ნი­ჭი არ აქვთ და მხო­ლოდ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კე­თილ ნე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი მა­თი წარ­მა­ტე­ბა.

- თქვე­ნი და, ფა­ტი ხალ­ვა­ში კენ­ჭს იყ­რის ქო­ბუ­ლე­თის რა­ი­ო­ნის მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში, რო­გორც მან ერ­თ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნაცხ­ა­და, მის­თვის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" შე­თა­ვა­ზე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო. სა­ინ­ტე­რე­სო­ა, ამ სა­კითხ­ზე თუ გქონ­დათ კონ­სულ­ტა­ცია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან, თუ იც­ნობთ მას?

- ბა­ტონ ბი­ძი­ნას პი­რა­დად არას­დროს შევ­ხვედ­რი­ვარ, თუმ­ცა რა­საც ის დღეს ლა­პა­რა­კობს, ჩე­მი გუ­ლის­ნა­დე­ბი­ცა­ა. ერ­თ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ჩემ შე­სა­ხებ ჰკითხ­ეს და უპა­სუ­ხა: - და­უს­წრე­ბე­ლი ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მაა ჩვ­ენ შო­­რი­სო. ამ პა­ტი­ვის­ცე­მას ვუ­დას­ტუ­რებ. 2000 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ერ­თმა­ნე­თის მი­მართ გარ­კვე­უ­ლი სიმ­პა­თია გვქონ­და, ჩვე­ნი კონ­ტაქ­ტი ხდე­ბო­და შუ­ა­მა­ვა­ლი რგო­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, ეს ურ­თი­ერ­თო­ბა ყო­ველ­თვის კონ­სტრუქ­ცი­უ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს დას, ის გულ­წრფე­ლი ადა­მი­ა­ნია და რაც თქვა, სი­მარ­თლეა - მის­თვი­საც და ჩემ­თვი­საც ეს შე­თა­ვა­ზე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო. კონ­სულ­ტა­ცია ამ სა­კითხ­ზე ჩემ­სა და "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" შო­რის არ ყო­ფი­ლა. რო­ცა ეს ამ­ბა­ვი შე­ვიტყ­ვე, შე­ვუთ­ვა­ლე ბა­ტონ ბი­ძი­ნას, რას ელით ჩვენ­გან, გვითხ­ა­რით და ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ­თ-მეთ­ქი. თუმ­ცა იქ­ვე დავ­ძი­ნე, იქ­ნებ უკე­თე­სი კან­დი­და­ტი შე­გერ­ჩი­ათ­-მეთ­ქი. ჩვენს რა­ი­ონ­ში არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი მო­ი­ძებ­ნე­ბა, რო­მე­ლიც უკე­თე­სი კან­დი­და­ტი შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის გა­მო ხალ­ხი პო­ლი­ტი­კას ერი­დე­ბა. პო­ლი­ტი­კა­ში ბევ­რი ბინ­ძუ­რი ადა­მი­ა­ნი ჩა­ე­რია და ამი­ტო­მაც ხალ­ხს იქით გა­ხედ­ვაც არ უნ­და. მინ­და, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს უღ­რმე­სი მად­ლო­ბა შე­ვუთ­ვა­ლო იმის­თვის, რომ ჩემს ოჯახს ასე­თი ნდო­ბა გა­მო­უცხ­ა­და.

- თქვე­ნი დის ნაკ­ლად ასა­ხე­ლე­ბენ იმას, რომ მას ქო­ბუ­ლეთ­ში არ იც­ნო­ბენ.

- მე მი­სი გაზ­რდი­ლი ვარ და თუ რამ კარ­გია ჩემ­ში, მი­სი დამ­სა­ხუ­რე­ბა­ა. ის კარ­გი ადა­მი­ა­ნია და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ცუდს არას­დროს გა­ა­კე­თებს. კარ­გად ცნო­ბა არ ნიშ­ნავს მა­ინ­ცდა­მა­ინც კარ­გს და და­დე­ბითს. რა სჯო­ბია - ხალ­ხი კარ­გად გიც­ნობ­დეს, რო­გორც უვარ­გის­სა და არაფ­რის­ მაქ­ნისს, თუ ხალ­ხი არ გიც­ნობ­დეს და კარ­გი და წე­სი­ე­რი ადა­მი­ა­ნი იყო?

- რო­გორ შე­ა­ფა­სებთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ერ ემიგ­რან­ტე­ბის­თვის სა­არ­ჩევ­ნოდ შექ­მნილ ბა­რი­ე­რებს?

- ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ემიგ­რან­ტი თა­ვის მო­ქა­ლა­ქედ არ მი­აჩ­ნია და ცდი­ლობს, რო­გორ­მე ეს ხალ­ხი არ­ჩევ­ნე­ბის მიღ­მა და­ტო­ვოს. ხალ­ხი სა­კუ­თა­რი არ­ჩე­ვა­ნის უფ­ლე­ბის­თვის იბ­რძო­და, სის­ხლს ღვრი­და, ჩვენ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კი ეს უფ­ლე­ბა ასი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ანს ჩა­მო­არ­თვა. არ­ჩევ­ნე­ბის დღედ ორ­შა­ბა­თის გა­მოცხ­ა­დე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ამას ნიშ­ნავს. ორი ერ­თნა­ი­რი გან­ცხა­დე­ბა მო­ვის­მი­ნე ამის თა­ო­ბა­ზე, ერ­თი საფ­რან­გეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩ მა­მუ­კა კუ­და­ვას ეკუთ­ვნის, მე­ო­რე - პა­პუ­ნა და­ვი­თა­ი­ას, აი, იმას, მი­შას­თვის ფილ­მის გა­და­ღე­ბის სა­ნაც­ვლოდ სა­მი­ნის­ტრო რომ შე­უქ­მნეს (ი­გუ­ლის­ხმე­ბა დი­ას­პო­რის სა­კითხ­ებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი, – ნ.დ.). მოკ­ლედ, ორი­ვემ გა­ნაცხ­ა­და, რა პრობ­ლე­მაა არ­ჩევ­ნე­ბის დღე, სამ­სა­ხუ­რი­დან ან სამ­სა­ხუ­რის შემ­დეგ შე­ი­ა­რონ სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე და ისე მის­ცენ ხმა­ო. მა­პა­ტით, მაგ­რამ ესე­ნი, რო­გორც ჩანს, მთლად შტე­რე­ბი არი­ან და არ იცი­ან "შევ­ლა" რას ნიშ­ნავს. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სა­მუ­შა­ოს დაწყ­ე­ბამ­დე ან მას შემ­დეგ მი­უნ­ხენ­ში მცხოვ­რებ­მა ემიგ­რან­ტმა შე­ი­ა­როს ბერ­ლინ­ში, სა­დაც ხმის მი­ცე­მა შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა? ამათ საფ­რან­გე­თი მარ­ტო პა­რი­ზი, გერ­მა­ნია კი მარ­ტო ბერ­ლი­ნი ჰგო­ნი­ათ და ინ­ტე­ლექ­ტის ტეს­ტი აქვთ ჩა­სა­ბა­რე­ბე­ლი ან ეს გან­ცხა­დე­ბე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ უნა­მუ­სო და მატყ­უ­ა­რა ხალ­ხი­ა. ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რე ხა­რა­ტიშ­ვილ­მა კი თით­ქოს ხალ­ხს გა­უ­მარ­ტი­ვა არ­ჩევ­ნებ­ზე რე­გის­ტრი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, სი­ნამ­დვი­ლე­ში ძლივს შე­კო­წი­წე­ბულ სა­ბუ­თებს ახა­ლი მოთხ­ოვ­ნე­ბი და­ა­მა­ტეს.

- ახ­ლა­ხან "არ­ტი ჯგუ­ფის" ცენ­ტრა­ლურ ოფის­თან გა­ი­მარ­თა აქ­ცია სა­ხელ­წო­დე­ბით: "წარ­თმე­უ­ლი­ა", იქ­ნებ გა­იხ­სე­ნოთ, რა ხდე­ბო­და 2007 წელს?

- უპირ­ვე­ლე­სად, მინ­და, და­ჩი ცა­გუ­რი­ას და ამ ბი­ჭებს დი­დი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო, კი­დევ ერ­თხელ რომ შე­ახ­სე­ნეს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ჩე­მი დევ­ნის ამ­ბა­ვი. გახ­სოვთ, ალ­ბათ, 2007 წელს რო­გორ და­ი­ძა­ბა ვი­თა­რე­ბა. ჩემს ბიზ­ნესს კი ის და­მარ­თეს, რაც დღეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ქო­ნე­ბას, მხო­ლოდ მას­შტა­ბი იყო მცი­რე. რო­გორ­მე მო­ვა­ხერ­ხებ­დი ქო­ნე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის გა­დარ­ჩე­ნას, მაგ­რამ ვი­ფიქ­რე, რომ ადა­მი­ა­ნო­ბის ნა­ტა­მა­ლი მა­ინც შერ­ჩე­ბო­დათ და ხელს არ მახ­ლებ­დნენ იმ პატი­ვის­ცე­მის ნიშ­ნად მა­ინც, რაც მე მა­გათ­თვის მქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი. ვი­ცო­დი, მის­მენ­დნენ, მაკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ. მშვე­ნი­ვრად იცოდ­ნენ, პო­ლი­ტი­კის­გან შორს რომ ვი­ყა­ვი და არ­ც ერ­თი მხა­რის პო­ზი­ცია არ მე­ჭი­რა, მაგ­რამ თა­ვი­ან­თი თე­ო­რი­ე­ბის გა­სამ­ყა­რებ­ლად გა­მო­­მაცხ­ა­დეს კრი­მი­ნა­ლად, რაც ძა­ლი­ან შე­უ­რაცხ­მყო­ფე­ლი იყო. ამის შემ­დეგ ულ­ტი­მა­ტუ­მის გზით სცა­დეს ჩემ­თან და­ლა­პა­რა­კე­ბა, ითხ­ოვ­დნენ დათ­მო­ბა­ზე წავ­სუ­ლი­ყა­ვი, რა­ღა­ცე­ბი გა­მე­კე­თე­ბი­ნა მათ სა­სარ­გებ­ლოდ, სა­ნაც­ვლოდ კი დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი ქვე­ყა­ნა­ში და გან­მეგ­რძო ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბა. უღირს საქ­ცი­ე­ლად მივი­ჩნიე გა­რი­გე­ბა ხალ­ხთან, ვინც ულ­ტი­მა­ტუ­მის ენით მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და. შე­დ­ე­გად და­ვ­კ­არ­გე ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ მთა­ვა­რი­ა, შე­ვი­ნარ­ჩუ­ნე ადა­მი­ა­ნო­ბა.

- გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თა­ვის დრო­ზე "რუს­თა­ვი - 2"-ის აქ­ცი­ე­ბი სწო­რედ პრე­ზი­დენ­ტის თხოვ­ნით შე­ი­ძი­ნეთ.

- არ ვი­ცი, პრე­ზი­დენტს რა რო­ლი ჰქონ­და ამ პრო­ცეს­ში. მე რო­გორც იმ­ჟა­მად მითხ­რეს, ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლი თა­ვი­სი აქ­ცი­ე­ბის გას­ხვი­სე­ბას აპი­რებ­და და მთხო­ვეს, მე­ყი­და, ისეთ ადა­მი­ა­ნებს რომ არ ჩა­ვარ­დნო­და ხელ­ში, ვინც ქვეყ­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გა­მო­ი­ყე­ნებ­და.

- ვინ გთხო­ვათ?

- "რუს­თა­ვი 2"-ის შე­ძე­ნა მთ­ხო­ვა ე.წ. "ვე­ლი­კა­ლეპ­ნაია ტრო­ი­კამ", ადე­იშ­ვილ­-მე­რა­ბიშ­ვილ­-ოქ­რუ­აშ­ვი­ლის შე­მად­გენ­ლო­ბით. თა­ვ­­და­პირ­ვე­ლად უარ­ზე ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მიხ­სნიდ­ნენ, რომ ამას პო­ლი­ტი­კას­თან კავ­ში­რი არ ექ­ნე­ბო­და. მეც დავ­თან­ხმდი, რაც ჩე­მი დი­დი შეც­დო­მა იყო. ვეც­დე­ბი, ეს შეც­დო­მა გა­მო­ვას­წო­რო. რო­გორც კი ნორ­მა­ლუ­რი სა­სა­მარ­თლო გვექ­ნე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად და­ვიბ­რუ­ნებ ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ს და ის ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სამ­სა­ხურ­ში ჩად­გე­ბა.

- აპი­რებთ სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში აუ­ცი­ლებ­ლად დავ­ბრუნ­დე­ბი, მთა­ვა­რი­ა, ჩემს შვი­ლებს სამ­შობ­ლო ჰქონ­დეთ, მთა­ვა­რი­ა, მანდ ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­როს­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი მოვ­ლე­ნე­ბი არ გან­ვი­თარ­დეს, ისე­თი, ქარ­თვე­ლო­ბის რომ შეგ­ვრცხვეს. ჩე­მი კუთხ­ე, ჩე­მი სო­ფე­ლი, სა­დაც გა­ვი­ზარ­დე, ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად დავ­ბრუნ­დე­ბი. მინ­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში არას­დროს აღარ იყოს ხე­ლი­სუ­ფლე­ბა, რო­მე­ლიც ვი­ღა­ცას თა­ვი­სი სახ­ლი­დან უსა­მარ­თლოდ გა­აგ­დებს, ისე, რო­გორც ჩემ შემ­თხვე­ვა­ში მოხ­და. სი­მარ­თლე ისე­თი რა­მე­ა, რაც არ და­ი­მა­ლე­ბა, ამი­ტო­მაც აქვს ბრძო­ლას ყო­ველ­თვის აზ­რი. თუ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა მხარს და­უ­ჭერს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას, თუ მო­ვა­ხერ­ხებთ ამის მსოფ­ლი­ოს­თვის ჩვე­ნე­ბას, ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზე იქ­ნე­ბა. ამის­თვის საჭი­როა, ეს სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სე­ბი წა­რი­მარ­თოს ღი­ად და არა ისე, რო­გორც ეს მოხ­და 2008 წლის არ­ჩევ­ნებ­ზე, რო­დე­საც გი­ვი თარ­გა­მა­ძემ ჩა­მო­იყ­ვა­ნა სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი უკ­რა­ი­ნი­დან, ლატ­ვი­ი­დან, ბე­ლა­რუ­სი­დან და ა.შ. რომ­ლე­ბიც აქე­ი­ფეს, და­ა­წე­რი­ნეს ის, რაც სურ­დათ და გა­უშ­ვეს. ეს ასე აღარ უნ­და მოხ­დეს. პრო­ცესს უნ­და და­აკ­ვირ­დნენ ნე­იტ­რა­ლუ­რი დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სი­მარ­თლეს არ და­მალა­ვენ. სა­ა­კაშ­ვი­ლი მეცხ­რე წე­ლი­ა, გა­ო­რე­ბუ­ლად მარ­თავს ქვე­ყა­ნას - ერ­თია - სა­ტე­ლე­ვი­ზიო ცხოვ­რე­ბა, მე­ო­რე კი - რე­ა­ლუ­რი. ვი­მე­დოვ­ნებ, რომ ეს მა­ლე დამ­თავ­რდე­ბა.

ნა­თია დო­ლი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

ქი­ბარ ხალ­ვა­ში: "მე­რა­ბიშ­ვი­ლი ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კი­დან თვი­თონ გაქ­რე­ბა უსა­ხე­ლოდ და უკ­ვა­ლოდ"

ქი­ბარ ხალ­ვა­ში: "მე­რა­ბიშ­ვი­ლი ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კი­დან თვი­თონ გაქ­რე­ბა უსა­ხე­ლოდ და უკ­ვა­ლოდ"

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი და­ჩი ცა­გუ­რია სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუფ­თან ერ­თად მარ­თავს აქ­ცი­ებს სა­ხელ­წო­დე­ბით: "წარ­თმე­უ­ლი­ა". რამ­დე­ნი­მე დღის წინ ამ­გვა­რი აქ­ცია ბიზ­ნეს­მენ ქი­ბარ ხალ­ვა­შის­თვის ჩა­მორ­თმე­უ­ლი "არ­ტი ჯგუ­ფის" ცენ­ტრა­ლურ ოფის­თან გა­ი­მარ­თა. შე­ნო­ბა­ზე, რო­მე­ლიც აღ­მა­შე­ნებ­ლის ხე­ივ­ნის მე-10 კი­ლო­მეტ­რზე მდე­ბა­რე­ობს, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა წა­ა­წე­რეს: "წარ­თმე­უ­ლი­ა". თუ რო­გორ ვი­თარ­დე­ბო­და მოვ­ლე­ნე­ბი 2007 წელს ქი­ბარ ხალ­ვა­ში­სა და მი­სი ბიზ­ნე­სის მი­მართ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი­ა. დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ცო­ტას თუ ეპა­რე­ბა ეჭ­ვი, რომ დევ­ნი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მსხვერ­პლი­ა. რას ფიქ­რობს ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ზე და რას აპი­რებს სა­მო­მავ­ლოდ დევ­ნი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი ქი­ბარ ხალ­ვა­ში? - ამ კითხ­ვებ­ზე პა­სუხს ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­იტყ­ობთ.

- ვფიქ­რობ, ქვე­ყა­ნა­ში დღეს არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნი შეც­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა, ოღონდ თუ ამომ­რჩე­ვე­ლი აქ­ტი­უ­რი იქ­ნე­ბა. დღეს ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია ხალ­ხზე.

- თუმ­ცა წინ­ასა­არ­ჩევ­ნოდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რი­ტო­რი­კა საკ­მა­ოდ აგ­რე­სი­უ­ლი­ა. ოპო­ნენ­ტე­ბი თით­ქმის ქვეყ­ნის მტრე­ბად არი­ან გა­მოცხ­ა­დე­ბუ­ლი. პრე­მი­ერ­-მი­ნისტრ ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლის­გან კი მო­ვის­მი­ნეთ ფრა­ზა: "ჩვე­ნი ამო­ცა­ნა­ა, გაქ­რეს კლა­სი, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის უკან დაბ­რუ­ნე­ბას ცდი­ლობს.

- ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა ასე­თი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი მხო­ლოდ მა­თი ინ­ტე­ლექ­ტის და­ბა­ლი დო­ნის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი­ა. ეს უხამ­სი და შე­უ­რაცხ­მყო­ფე­ლი რი­ტორი­კა უსარ­გებ­ლო­ა, მხო­ლოდ მე­ო­რე მხა­რის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა და ამ გზით კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი შე­დე­გი ვერ მი­იღ­წე­ვა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ტო­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს ერ­თა­დერ­თი რამ: სურთ, რო­გორ­მე მე­ო­რე მხა­რე­მაც ისე­თი­ვე რი­ტო­რი­კით უპა­სუ­ხოს და ვი­თა­რე­ბა და­ი­ძა­ბოს. თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით მე­ო­რე მხა­რე დიდ მოთ­მი­ნე­ბას იჩენს, რაც მი­სა­სალ­მე­ბე­ლი­ა. სხვა­თა შო­რის, მე­რა­ბიშ­ვი­ლი ნამ­დვი­ლად არის გაქ­რო­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, ხში­რად გა­ი­ძა­ხი­ან, ვა­შე­ნებ­თო, თუმ­ცა პა­რა­ლე­ლუ­რად, მე­რა­ბიშ­ვი­ლი აქ­რობს თა­ვი­სუ­ფალ აზრს, მოაზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნებს, ქუ­ჩა­ში ხო­ცავს ახალ­გაზ­რდებს, ახ­ლა უკ­ვე მთე­ლი კლა­სის გაქ­რო­ბით იმუქ­რე­ბა, რაც აღარ გა­მო­უ­ვა. ჩე­მი აზ­რით, მე­რა­ბიშ­ვი­ლი ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კი­დან ცო­ტა ხან­ში თვი­თონ გაქ­რე­ბა უსა­ხე­ლოდ და უკ­ვა­ლოდ. ამ­გვა­რი რი­ტო­რი­კით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვერ გა­ი­ყო­ლიებს, გა­ი­ყო­ლიე­ბენ მხო­ლოდ იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც მა­ღა­ლი ანაზღ­ა­უ­რე­ბის სა­ფა­სუ­რად ქვე­ბით აი­ა­რა­ღე­ბენ ხოლ­მე და ქუ­ჩა­ში გა­მოჰ­ყავთ. სა­ა­კაშ­ვილს გაჰ­ყვე­ბი­ან მხო­ლოდ უნა­მუ­სო და უინ­ტე­ლექ­ტო ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც არაფ­რის ნი­ჭი არ აქვთ და მხო­ლოდ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კე­თილ ნე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი მა­თი წარ­მა­ტე­ბა.

- თქვე­ნი და, ფა­ტი ხალ­ვა­ში კენჭს იყ­რის ქო­ბუ­ლე­თის რა­ი­ო­ნის მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში, რო­გორც მან ერ­თ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნაცხ­ა­და, მის­თვის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" შე­თა­ვა­ზე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო. სა­ინ­ტე­რე­სო­ა, ამ სა­კითხ­ზე თუ გქონ­დათ კონ­სულ­ტა­ცია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან, თუ იც­ნობთ მას?

- ბა­ტონ ბი­ძი­ნას პი­რა­დად არას­დროს შევ­ხვედ­რი­ვარ, თუმ­ცა რა­საც ის დღეს ლა­პა­რა­კობს, ჩე­მი გუ­ლის­ნა­დე­ბი­ცა­ა. ერ­თ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ჩემ შე­სა­ხებ ჰკითხ­ეს და უპა­სუ­ხა: - და­უს­წრე­ბე­ლი ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მაა ჩვ­ენ შო­­რი­სო. ამ პა­ტი­ვის­ცე­მას ვუ­დას­ტუ­რებ. 2000 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ერ­თმა­ნე­თის მი­მართ გარ­კვე­უ­ლი სიმ­პა­თია გვქონ­და, ჩვე­ნი კონ­ტაქ­ტი ხდე­ბო­და შუ­ა­მა­ვა­ლი რგო­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, ეს ურ­თი­ერ­თო­ბა ყო­ველ­თვის კონ­სტრუქ­ცი­უ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს დას, ის გულ­წრფე­ლი ადა­მი­ა­ნია და რაც თქვა, სი­მარ­თლეა - მის­თვი­საც და ჩემ­თვი­საც ეს შე­თა­ვა­ზე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო. კონ­სულ­ტა­ცია ამ სა­კითხ­ზე ჩემ­სა და "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" შო­რის არ ყო­ფი­ლა. რო­ცა ეს ამ­ბა­ვი შე­ვიტყ­ვე, შე­ვუთ­ვა­ლე ბა­ტონ ბი­ძი­ნას, რას ელით ჩვენ­გან, გვითხ­ა­რით და ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ­თ-მეთ­ქი. თუმ­ცა იქ­ვე დავ­ძი­ნე, იქ­ნებ უკე­თე­სი კან­დი­და­ტი შე­გერ­ჩი­ათ­-მეთ­ქი. ჩვენს რა­ი­ონ­ში არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი მო­ი­ძებ­ნე­ბა, რო­მე­ლიც უკე­თე­სი კან­დი­და­ტი შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის გა­მო ხალ­ხი პო­ლი­ტი­კას ერი­დე­ბა. პო­ლი­ტი­კა­ში ბევ­რი ბინ­ძუ­რი ადა­მი­ა­ნი ჩა­ე­რია და ამი­ტო­მაც ხალხს იქით გა­ხედ­ვაც არ უნ­და. მინ­და, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს უღ­რმე­სი მად­ლო­ბა შე­ვუთ­ვა­ლო იმის­თვის, რომ ჩემს ოჯახს ასე­თი ნდო­ბა გა­მო­უცხ­ა­და.

- თქვე­ნი დის ნაკ­ლად ასა­ხე­ლე­ბენ იმას, რომ მას ქო­ბუ­ლეთ­ში არ იც­ნო­ბენ.

- მე მი­სი გაზ­რდი­ლი ვარ და თუ რამ კარ­გია ჩემ­ში, მი­სი დამ­სა­ხუ­რე­ბა­ა. ის კარ­გი ადა­მი­ა­ნია და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ცუდს არას­დროს გა­ა­კე­თებს. კარ­გად ცნო­ბა არ ნიშ­ნავს მა­ინ­ცდა­მა­ინც კარგს და და­დე­ბითს. რა სჯო­ბია - ხალ­ხი კარ­გად გიც­ნობ­დეს, რო­გორც უვარ­გის­სა და არაფ­რის­ მაქ­ნისს, თუ ხალ­ხი არ გიც­ნობ­დეს და კარ­გი და წე­სი­ე­რი ადა­მი­ა­ნი იყო?

- რო­გორ შე­ა­ფა­სებთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ერ ემიგ­რან­ტე­ბის­თვის სა­არ­ჩევ­ნოდ შექ­მნილ ბა­რი­ე­რებს?

- ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ემიგ­რან­ტი თა­ვის მო­ქა­ლა­ქედ არ მი­აჩ­ნია და ცდი­ლობს, რო­გორ­მე ეს ხალ­ხი არ­ჩევ­ნე­ბის მიღ­მა და­ტო­ვოს. ხალ­ხი სა­კუ­თა­რი არ­ჩე­ვა­ნის უფ­ლე­ბის­თვის იბ­რძო­და, სისხლს ღვრი­და, ჩვენ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კი ეს უფ­ლე­ბა ასიათა­სო­ბით ადა­მი­ანს ჩა­მო­არ­თვა. არ­ჩევ­ნე­ბის დღედ ორ­შა­ბა­თის გა­მოცხ­ა­დე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ამას ნიშ­ნავს. ორი ერ­თნა­ი­რი გან­ცხა­დე­ბა მო­ვის­მი­ნე ამის თა­ო­ბა­ზე, ერ­თი საფ­რან­გეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩ მა­მუ­კა კუ­და­ვას ეკუთ­ვნის, მე­ო­რე - პა­პუ­ნა და­ვი­თა­ი­ას, აი, იმას, მი­შას­თვის ფილ­მის გა­და­ღე­ბის სა­ნაც­ვლოდ სა­მი­ნის­ტრო რომ შე­უქ­მნეს (ი­გუ­ლის­ხმე­ბა დი­ას­პო­რის სა­კითხ­ებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი, – ნ.დ.). მოკ­ლედ, ორი­ვემ გა­ნაცხ­ა­და, რა პრობ­ლე­მაა არ­ჩევ­ნე­ბის დღე, სამ­სა­ხუ­რი­დან ან სამ­სა­ხუ­რის შემ­დეგ შე­ი­ა­რონ სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე და ისე მის­ცენ ხმა­ო. მა­პა­ტით, მაგ­რამ ესე­ნი, რო­გორც ჩანს, მთლად შტე­რე­ბი არი­ან და არ იცი­ან "შევ­ლა" რას ნიშ­ნავს. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სა­მუ­შა­ოს დაწყ­ე­ბამ­დე ან მას შემ­დეგ მი­უნ­ხენ­ში მცხოვ­რებ­მა ემიგ­რან­ტმა შე­ი­ა­როს ბერ­ლინ­ში, სა­დაც ხმის მი­ცე­მა შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა? ამათ საფ­რან­გე­თი მარ­ტო პა­რი­ზი, გერ­მა­ნია კი მარ­ტო ბერ­ლი­ნი ჰგო­ნი­ათ და ინ­ტე­ლექ­ტის ტეს­ტი აქვთ ჩა­სა­ბა­რე­ბე­ლი ან ეს გან­ცხა­დე­ბე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ უნა­მუ­სო და მატყ­უ­ა­რა ხალ­ხი­ა. ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რე ხა­რა­ტიშ­ვილ­მა კი თით­ქოს ხალხს გა­უ­მარ­ტი­ვა არ­ჩევ­ნებ­ზე რე­გის­ტრი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, სი­ნამ­დვი­ლე­ში ძლივს შე­კო­წი­წე­ბულ სა­ბუ­თებს ახა­ლი მოთხ­ოვ­ნე­ბი და­ა­მა­ტეს.

- ახ­ლა­ხან "არ­ტი ჯგუ­ფის" ცენ­ტრა­ლურ ოფის­თან გა­ი­მარ­თა აქ­ცია სა­ხელ­წო­დე­ბით: "წარ­თმე­უ­ლი­ა", იქ­ნებ გა­იხ­სე­ნოთ, რა ხდე­ბო­და 2007 წელს?

- უპირ­ვე­ლე­სად, მინ­და, და­ჩი ცა­გუ­რი­ას და ამ ბი­ჭებს დი­დი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო, კი­დევ ერ­თხელ რომ შე­ახ­სე­ნეს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ჩე­მი დევ­ნის ამ­ბა­ვი. გახ­სოვთ, ალ­ბათ, 2007 წელს რო­გორ და­ი­ძა­ბა ვი­თა­რე­ბა. ჩემს ბიზ­ნესს კი ის და­მარ­თეს, რაც დღეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ქო­ნე­ბას, მხო­ლოდ მას­შტა­ბი იყო მცი­რე. რო­გორ­მე მო­ვა­ხერ­ხებ­დი ქო­ნე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის გა­დარ­ჩე­ნას, მაგ­რამ ვი­ფიქ­რე, რომ ადა­მი­ა­ნო­ბის ნა­ტა­მა­ლი მა­ინც შერ­ჩე­ბო­დათ და ხელს არ მახ­ლებ­დნენ იმ პატი­ვის­ცე­მის ნიშ­ნად მა­ინც, რაც მე მა­გათ­თვის მქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი. ვი­ცო­დი, მის­მენ­დნენ, მაკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ. მშვე­ნი­ვრად იცოდ­ნენ, პო­ლი­ტი­კის­გან შორს რომ ვი­ყა­ვი და არ­ც ერ­თი მხა­რის პო­ზი­ცია არ მე­ჭი­რა, მაგ­რამ თა­ვი­ან­თი თე­ო­რი­ე­ბის გა­სამ­ყა­რებ­ლად გა­მო­­მაცხ­ა­დეს კრი­მი­ნა­ლად, რაც ძა­ლი­ან შე­უ­რაცხ­მყო­ფე­ლი იყო. ამის შემ­დეგ ულ­ტი­მა­ტუ­მის გზით სცა­დეს ჩემ­თან და­ლა­პა­რა­კე­ბა, ითხ­ოვ­დნენ დათ­მო­ბა­ზე წავ­სუ­ლი­ყა­ვი, რა­ღა­ცე­ბი გა­მე­კე­თე­ბი­ნა მათ სა­სარ­გებ­ლოდ, სა­ნაც­ვლოდ კი დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი ქვე­ყა­ნა­ში და გან­მეგ­რძო ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბა. უღირს საქ­ცი­ე­ლად მივი­ჩნიე გა­რი­გე­ბა ხალ­ხთან, ვინც ულ­ტი­მა­ტუ­მის ენით მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და. შე­დ­ე­გად და­ვ­კ­არ­გე ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ მთა­ვა­რი­ა, შე­ვი­ნარ­ჩუ­ნე ადა­მი­ა­ნო­ბა.

- გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თა­ვის დრო­ზე "რუს­თა­ვი - 2"-ის აქ­ცი­ე­ბი სწო­რედ პრე­ზი­დენ­ტის თხოვ­ნით შე­ი­ძი­ნეთ.

- არ ვი­ცი, პრე­ზი­დენტს რა რო­ლი ჰქონ­და ამ პრო­ცეს­ში. მე რო­გორც იმ­ჟა­მად მითხ­რეს, ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლი თა­ვი­სი აქ­ცი­ე­ბის გას­ხვი­სე­ბას აპი­რებ­და და მთხო­ვეს, მე­ყი­და, ისეთ ადა­მი­ა­ნებს რომ არ ჩა­ვარ­დნო­და ხელ­ში, ვინც ქვეყ­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გა­მო­ი­ყე­ნებ­და.

- ვინ გთხო­ვათ?

- "რუს­თა­ვი 2"-ის შე­ძე­ნა მთ­ხო­ვა ე.წ. "ვე­ლი­კა­ლეპ­ნაია ტრო­ი­კამ", ადე­იშ­ვილ­-მე­რა­ბიშ­ვილ­-ოქ­რუ­აშ­ვი­ლის შე­მად­გენ­ლო­ბით. თა­ვ­­და­პირ­ვე­ლად უარ­ზე ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მიხ­სნიდ­ნენ, რომ ამას პო­ლი­ტი­კას­თან კავ­ში­რი არ ექ­ნე­ბო­და. მეც დავ­თან­ხმდი, რაც ჩე­მი დი­დი შეც­დო­მა იყო. ვეც­დე­ბი, ეს შეც­დო­მა გა­მო­ვას­წო­რო. რო­გორც კი ნორ­მა­ლუ­რი სა­სა­მარ­თლო გვექ­ნე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად და­ვიბ­რუ­ნებ ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ს და ის ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სამ­სა­ხურ­ში ჩად­გე­ბა.

- აპი­რებთ სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში აუ­ცი­ლებ­ლად დავ­ბრუნ­დე­ბი, მთა­ვა­რი­ა, ჩემს შვი­ლებს სამ­შობ­ლო ჰქონ­დეთ, მთა­ვა­რი­ა, მანდ ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­როს­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი მოვ­ლე­ნე­ბი არ გან­ვი­თარ­დეს, ისე­თი, ქარ­თვე­ლო­ბის რომ შეგ­ვრცხვეს. ჩე­მი კუთხ­ე, ჩე­მი სო­ფე­ლი, სა­დაც გა­ვი­ზარ­დე, ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად დავ­ბრუნ­დე­ბი. მინ­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში არას­დროს აღარ იყოს ხე­ლი­სუ­ფლე­ბა, რო­მე­ლიც ვი­ღა­ცას თა­ვი­სი სახ­ლი­დან უსა­მარ­თლოდ გა­აგ­დებს, ისე, რო­გორც ჩემ შემ­თხვე­ვა­ში მოხ­და. სი­მარ­თლე ისე­თი რა­მე­ა, რაც არ და­ი­მა­ლე­ბა, ამი­ტო­მაც აქვს ბრძო­ლას ყო­ველ­თვის აზ­რი. თუ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა მხარს და­უ­ჭერს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას, თუ მო­ვა­ხერ­ხებთ ამის მსოფ­ლი­ოს­თვის ჩვე­ნე­ბას, ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზე იქ­ნე­ბა. ამის­თვის საჭი­როა, ეს სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სე­ბი წა­რი­მარ­თოს ღი­ად და არა ისე, რო­გორც ეს მოხ­და 2008 წლის არ­ჩევ­ნებ­ზე, რო­დე­საც გი­ვი თარ­გა­მა­ძემ ჩა­მო­იყ­ვა­ნა სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი უკ­რა­ი­ნი­დან, ლატ­ვი­ი­დან, ბე­ლა­რუ­სი­დან და ა.შ. რომ­ლე­ბიც აქე­ი­ფეს, და­ა­წე­რი­ნეს ის, რაც სურ­დათ და გა­უშ­ვეს. ეს ასე აღარ უნ­და მოხ­დეს. პრო­ცესს უნ­და და­აკ­ვირ­დნენ ნე­იტ­რა­ლუ­რი დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სი­მარ­თლეს არ და­მალა­ვენ. სა­ა­კაშ­ვი­ლი მეცხ­რე წე­ლი­ა, გა­ო­რე­ბუ­ლად მარ­თავს ქვე­ყა­ნას - ერ­თია - სა­ტე­ლე­ვი­ზიო ცხოვ­რე­ბა, მე­ო­რე კი - რე­ა­ლუ­რი. ვი­მე­დოვ­ნებ, რომ ეს მა­ლე დამ­თავ­რდე­ბა.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა