მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გვინეტ პელტროუს დაბერება მოსწონს
გვინეტ პელტროუს დაბერება მოსწონს

მო­მა­ვალ თვე­ში ოს­კა­რო­სან მსა­ხი­ობს 40 წელი უს­რულ­დე­ბა. რო­გორც ჩანს, ეს ასა­კი მას არა­ნა­ი­რად არ აღელ­ვებს. ის თავს ძა­ლი­ან თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად გრძნობს. ცხრა წლის წინ გაჰ­ყვა ცო­ლად ცნო­ბილ მუ­სი­კოსს, ჯგუფ Coldplay-ს სო­ლისტ კრის მარ­ტინს. წყვილს ორი შვი­ლი ჰყავს - ქა­ლიშ­ვი­ლი ეპლი და ვაჟი მო­ზე­სი.

გვი­ნე­ტი, რომ­ლის ნათ­ლი­აც, სხვა­თა შო­რის, სტი­ვენ სპილ­ბერ­გი ყო­ფი­ლა, ოჯა­ხის მოვ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად კი­ნო­შიც აქ­ტი­უ­რად მოღ­ვა­წე­ობს. მის ახალ ფილ­მებს შო­რის არის "შუ­რის­მა­ძი­ებ­ლე­ბი", რო­მელ­შიც რო­ბერტ და­უ­ნი-უმ­ცროსს გა­უ­წია პარტნი­ო­რო­ბა, ასე­ვე "მად­ლო­ბა გაც­ვლის­თვის" და "რკი­ნის კაცი-3".

ოს­კა­რო­სა­ნი მსა­ხი­ო­ბის რამ­დე­ნი­მე ცნო­ბილ გა­მო­ნათ­ქვამ­საც გა­დავ­ხე­დოთ:

რო­დე­საც ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გზის ნა­ხე­ვა­რი გაქვს გავ­ლი­ლი, ავ­ტო­მა­ტუ­რად ჩნდე­ბა შე­კი­თხვე­ბი, მაგ­რამ ეს არ ეხე­ბა სი­ბე­რე­სა და პა­ტივ­მოყ­ვა­რე­ო­ბას. ალ­ბათ უფრო ის, თუ რას მი­ვაღ­წიე, რის მიღ­წე­ვა მსურს სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე და რა მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ვაგ­რძე­ლო სვლა. მაგ­რამ მე მომ­წონს ასა­კის მა­ტე­ბა და და­ბე­რე­ბაც.

სა­სი­ა­მოვ­ნოა სა­კუ­თარ თავ­თან ჰარ­მო­ნი­ა­ში ცხოვ­რე­ბა და მო­დუ­ნე­ბაც კი. მარ­თლა მი­მაჩ­ნია, რომ ახლა უკეთ გა­მო­ვი­ყუ­რე­ბი, ვიდ­რე 24 წლის ასაკ­ში. ასე რომ, ამ ასაკ­ში თავს სავ­სე­ბით კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ.

არ მგო­ნია, კი­დევ გა­ვა­ჩი­ნო შვი­ლი. სურ­ვი­ლი კი მაქვს, მაგ­რამ არ ვარ მზად, ისევ ბავ­შვის სა­ფე­ნებს და­ვუბ­რუნ­დე. შე­იძ­ლე­ბა, მო­ზე­სი რომ 3-4 წლის იყო, გა­მე­ბე­და, მაგ­რამ ახლა, როცა ის 6 წლი­საა, დიდი ბი­ჭია, ვგრძნობ, რომ უკვე გა­მო­ვე­დი ჩვი­ლო­ბის ფა­ზი­დან.

ბავ­შვო­ბა­ში ვერ ვი­ტან­დი სა­კუ­თარ სა­ხელს, ის ძა­ლი­ან ამ­პარ­ტავ­ნუ­ლი მეჩ­ვე­ნე­ბო­და.

არას­დროს მნდო­მე­ბია ვარ­სკვლა­ვო­ბა. რაც მინ­დო­და, იყო მხო­ლოდ მსა­ხი­ო­ბო­ბა.

არას­დროს ვბრწყი­ნავ­დი სკო­ლის თე­ატ­რში. მშობ­ლე­ბი სა­ერ­თო­დაც არ მრთავ­დნენ თა­მა­შის ნე­ბას მა­ნამ­დე, სა­ნამ კო­ლე­ჯი არ და­ვამ­თავ­რე.

ცხოვ­რე­ბა მე­ტის­მე­ტად მოკ­ლე და და­უ­ფა­სე­ბე­ლია. ასე რომ, სი­ა­მოვ­ნე­ბა უნდა მი­ი­ღო ყვე­ლაფ­რით, რა­შიც თუნ­დაც ერთ წვეთ შთა­გო­ნე­ბას გრძნობ.

ნამ­დვი­ლად ცუ­დად გაქვს საქ­მე, თუ სა­კუ­თარ თავს ეუბ­ნე­ბი: "ამას ვა­კე­თებ ფუ­ლის­თვის, ამას კი - სი­ა­მოვ­ნე­ბის­თვის".

რაც უფრო მარ­ტი­ვია შენი ცხოვ­რე­ბა, მით უფრო მეტ ბედ­ნი­ე­რე­ბას იღებ მის­გან.

ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდილს შე­უძ­ლია უფრო ძლი­ე­რად შეგცვა­ლოს, ვიდ­რე და­ნარ­ჩენ რა­მე­ებს, ერ­თად აღე­ბულს. ჩემი ცხოვ­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა და­ვიყ­ვა­ნო სამ მოვ­ლე­ნამ­დე: მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბა, მო­მა­ვალ ქმარ­თან ნაც­ნო­ბო­ბა და პირ­ვე­ლი ბავ­შვის და­ბა­დე­ბა.

სა­ნამ ბავ­შვე­ბი არ გყავს, შვი­ლი­ან მსა­ხი­ო­ბებს უყუ­რებ და ფიქ­რობ: "ღმერ­თო, ალ­ბათ ისი­ნი კვი­რა­ო­ბით ვერ ხე­და­ვენ თა­ვი­ანთ შვი­ლებს. ალ­ბათ არც კი იცი­ან, და­დი­ან თუ არა მათი შვი­ლე­ბი სკო­ლა­ში". მერე კი გიჩ­ნდე­ბა სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბი და ხვდე­ბი, რომ ასე ნამ­დვი­ლად არ არის. ბავ­შვე­ბი არას­დროს დაგრთა­ვენ ნე­ბას, მე­ტის­მე­ტად შორს წახ­ვი­დე.

მოვ­კვდე­ბი, მაგ­რამ არას­დროს მივ­ცემ სა­კუ­თარ თავს იმის უფ­ლე­ბას, ჩემს შვი­ლებს პა­კე­ტე­ბის სუ­პე­ბი ვა­ჭა­მო.

არც ერთი მავ­ნე ჩვე­ვა აღარ დამ­რჩა, რომ­ლის მო­შო­რე­ბაც დამ­ჭირ­დე­ბო­და.

ვერ ვი­ტან ბო­როტ ადა­მი­ა­ნებს. ვი­ღა­ცე­ბი ჩემ­ზე სხვა­დას­ხვა ბლოგ­ზე ათას­გვარ სა­ში­ნე­ლე­ბას წე­რენ. ძა­ლი­ან მტკე­ნენ გულს და თუ მარ­თა­ლი გინ­დათ, ვერც ვხვდე­ბი, რა­ტომ ვერ მი­ტა­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი ასე ძა­ლი­ან, რა­ტომ სძულთ ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც ვა­კე­თებ. მე ხომ კარ­გი ადა­მი­ა­ნი ვარ და მინ­და, რომ სამ­ყა­რო ჩემ გარ­შე­მო კარ­გი იყოს.

მე არ ვარ მათ შო­რის, ვინც ღო­ბე­ზე გა­დაძ­ვრე­ბა, მირ­ჩევ­ნია, ჭიშ­კა­რი მოვ­ძებ­ნო.

ყო­ველ­თვის ვამ­ბობ, რა­საც ვფი­ქრობ, ხოლო როცა ვი­ტყვი, ვი­ცავ ჩემს ნათ­ქვამს.

ერთ დროს ძა­ლი­ან მიმ­ნდო­ბი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მერე მივ­ხვდი, რომ მი­ა­მი­ტო­ბა შორს ვერ წა­გიყ­ვანს.

ჩვენ რომ ძველ რომ­ში ან ძველ სა­ბერ­ძნეთ­ში ვცხოვ­რობ­დეთ, მე ავად­მყო­ფად ან ულა­მა­ზოდ ჩამ­თვლიდ­ნენ. დრო გვკარ­ნა­ხობს სტან­დარ­ტებს. მა­გა­ლი­თად, ახლა რა­ღაც უც­ნა­უ­რი მი­ზე­ზის გამო ჯო­ბია გამ­ხდა­რი იყო, მაგ­რამ ეს სუ­ლე­ლუ­რი მი­ზე­ზი მგო­ნია. ვერ ვხვდე­ბი, ვინ გა­და­წყვი­ტა უცებ, რომ გამ­ხდრე­ბი უფრო მომ­ხიბ­ვლე­ლე­ბი არი­ან, ვიდ­რე კარ­გად ნაკ­ვე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი. ეს რა­ღაც შემ­თხვე­ვი­თო­ბას ჰგავს.

ძა­ლი­ან მა­გა­რი ვარ იმა­ში, რა­საც ვა­კე­თებ. მე ის ვარ, ვინც ვარ. სუ­ლაც ვერ ვხე­დავ სა­ჭი­რო­ე­ბას, თავი მო­ვაჩ­ვე­ნო ხალ­ხს ისე­თად, ვინც წე­ლი­წად­ში 25 ათას დო­ლარს შო­უ­ლობს.

უნდა გახ­სოვ­დეს, რომ ის რა­ღა­ცე­ბი, რა­საც ბევ­რი ფული მო­აქვს შენ­თვის, ადრე თუ გვი­ან გი­ღა­ლა­ტე­ბენ.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

ასე­ვე იხი­ლეთ: ელე­გან­ტუ­რი გვი­ნეტ პელტროუ ახალ­გაზ­რდუ­ლი კო­ლექ­ცი­ის ფო­ტო­სე­სი­ა­ში

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

გვინეტ პელტროუს დაბერება მოსწონს

გვინეტ პელტროუს დაბერება მოსწონს

მომავალ თვეში ოსკაროსან მსახიობს 40 წელი უსრულდება. როგორც ჩანს, ეს ასაკი მას არანაირად არ აღელვებს. ის თავს ძალიან თავდაჯერებულად გრძნობს. ცხრა წლის წინ გაჰყვა ცოლად ცნობილ მუსიკოსს, ჯგუფ Coldplay-ს სოლისტ კრის მარტინს. წყვილს ორი შვილი ჰყავს - ქალიშვილი ეპლი და ვაჟი მოზესი.

გვინეტი, რომლის ნათლიაც, სხვათა შორის, სტივენ სპილბერგი ყოფილა, ოჯახის მოვლის პარალელურად კინოშიც აქტიურად მოღვაწეობს. მის ახალ ფილმებს შორის არის "შურისმაძიებლები", რომელშიც რობერტ დაუნი-უმცროსს გაუწია პარტნიორობა, ასევე "მადლობა გაცვლისთვის" და "რკინის კაცი-3".

ოსკაროსანი მსახიობის რამდენიმე ცნობილ გამონათქვამსაც გადავხედოთ:

როდესაც ცხოვრებისეული გზის ნახევარი გაქვს გავლილი, ავტომატურად ჩნდება შეკითხვები, მაგრამ ეს არ ეხება სიბერესა და პატივმოყვარეობას. ალბათ უფრო ის, თუ რას მივაღწიე, რის მიღწევა მსურს სიცოცხლის ბოლომდე და რა მიმართულებით გავაგრძელო სვლა. მაგრამ მე მომწონს ასაკის მატება და დაბერებაც.

სასიამოვნოა საკუთარ თავთან ჰარმონიაში ცხოვრება და მოდუნებაც კი. მართლა მიმაჩნია, რომ ახლა უკეთ გამოვიყურები, ვიდრე 24 წლის ასაკში. ასე რომ, ამ ასაკში თავს სავსებით კომფორტულად ვგრძნობ.

არ მგონია, კიდევ გავაჩინო შვილი. სურვილი კი მაქვს, მაგრამ არ ვარ მზად, ისევ ბავშვის საფენებს დავუბრუნდე. შეიძლება, მოზესი რომ 3-4 წლის იყო, გამებედა, მაგრამ ახლა, როცა ის 6 წლისაა, დიდი ბიჭია, ვგრძნობ, რომ უკვე გამოვედი ჩვილობის ფაზიდან.

ბავშვობაში ვერ ვიტანდი საკუთარ სახელს, ის ძალიან ამპარტავნული მეჩვენებოდა.

არასდროს მნდომებია ვარსკვლავობა. რაც მინდოდა, იყო მხოლოდ მსახიობობა.

არასდროს ვბრწყინავდი სკოლის თეატრში. მშობლები საერთოდაც არ მრთავდნენ თამაშის ნებას მანამდე, სანამ კოლეჯი არ დავამთავრე.

ცხოვრება მეტისმეტად მოკლე და დაუფასებელია. ასე რომ, სიამოვნება უნდა მიიღო ყველაფრით, რაშიც თუნდაც ერთ წვეთ შთაგონებას გრძნობ.

ნამდვილად ცუდად გაქვს საქმე, თუ საკუთარ თავს ეუბნები: "ამას ვაკეთებ ფულისთვის, ამას კი - სიამოვნებისთვის".

რაც უფრო მარტივია შენი ცხოვრება, მით უფრო მეტ ბედნიერებას იღებ მისგან.

ახლობელი ადამიანის სიკვდილს შეუძლია უფრო ძლიერად შეგცვალოს, ვიდრე დანარჩენ რამეებს, ერთად აღებულს. ჩემი ცხოვრება შეიძლება დავიყვანო სამ მოვლენამდე: მამის გარდაცვალება, მომავალ ქმართან ნაცნობობა და პირველი ბავშვის დაბადება.

სანამ ბავშვები არ გყავს, შვილიან მსახიობებს უყურებ და ფიქრობ: "ღმერთო, ალბათ ისინი კვირაობით ვერ ხედავენ თავიანთ შვილებს. ალბათ არც კი იციან, დადიან თუ არა მათი შვილები სკოლაში". მერე კი გიჩნდება საკუთარი შვილები და ხვდები, რომ ასე ნამდვილად არ არის. ბავშვები არასდროს დაგრთავენ ნებას, მეტისმეტად შორს წახვიდე.

მოვკვდები, მაგრამ არასდროს მივცემ საკუთარ თავს იმის უფლებას, ჩემს შვილებს პაკეტების სუპები ვაჭამო.

არც ერთი მავნე ჩვევა აღარ დამრჩა, რომლის მოშორებაც დამჭირდებოდა.

ვერ ვიტან ბოროტ ადამიანებს. ვიღაცები ჩემზე სხვადასხვა ბლოგზე ათასგვარ საშინელებას წერენ. ძალიან მტკენენ გულს და თუ მართალი გინდათ, ვერც ვხვდები, რატომ ვერ მიტანენ ადამიანები ასე ძალიან, რატომ სძულთ ყველაფერი, რასაც ვაკეთებ. მე ხომ კარგი ადამიანი ვარ და მინდა, რომ სამყარო ჩემ გარშემო კარგი იყოს.

მე არ ვარ მათ შორის, ვინც ღობეზე გადაძვრება, მირჩევნია, ჭიშკარი მოვძებნო.

ყოველთვის ვამბობ, რასაც ვფი­ქრობ, ხოლო როცა ვიტყვი, ვიცავ ჩემს ნათქვამს.

ერთ დროს ძალიან მიმნდობი ვიყავი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ მიამიტობა შორს ვერ წაგიყვანს.

ჩვენ რომ ძველ რომში ან ძველ საბერძნეთში ვცხოვრობდეთ, მე ავადმყოფად ან ულამაზოდ ჩამთვლიდნენ. დრო გვკარნახობს სტანდარტებს. მაგალითად, ახლა რაღაც უცნაური მიზეზის გამო ჯობია გამხდარი იყო, მაგრამ ეს სულელური მიზეზი მგონია. ვერ ვხვდები, ვინ გადაწყვიტა უცებ, რომ გამხდრები უფრო მომხიბვლელები არიან, ვიდრე კარგად ნაკვები ადამიანები. ეს რაღაც შემთხვევითობას ჰგავს.

ძალიან მაგარი ვარ იმაში, რასაც ვაკეთებ. მე ის ვარ, ვინც ვარ. სულაც ვერ ვხედავ საჭიროებას, თავი მოვაჩვენო ხალხს ისეთად, ვინც წელიწადში 25 ათას დოლარს შოულობს.

უნდა გახსოვდეს, რომ ის რაღაცები, რასაც ბევრი ფული მოაქვს შენთვის, ადრე თუ გვიან გიღალატებენ.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ასევე იხილეთ: ელეგანტური გვინეტ პელტროუ ახალგაზრდული კოლექციის ფოტოსესიაში

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება