ლონდონში თვითმფრინავიდან ჩამოვარდნილი მამაკაცის გვამი აღმოაჩინეს

ლონდონში თვითმფრინავიდან ჩამოვარდნილი მამაკაცის გვამი აღმოაჩინეს

ლონდონის დასავლეთ რაიონში მამაკაცის გვამი აღმოაჩინეს, რომელიც, სავარაუდოდ, თვითმფრინავიდან ჰიტროუს აეროპორტში დაფრენამდე გადმოვარდა , - იუწყება "ფრანს-პრესი".

მამაკაცის გვამი, რომელიც აფრიკული წარმოშობისა უნდა იყოს, პოლიციამ პორტმან-ავენიუზე აღმოაჩინა, რომელიც ჰიტროუს აეროპორტისკენ მიმავალი საჰაერო ტრასის ქვემოთ მდებარეობს.

გარდაცვლილი მამაკაცი არც თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრი იყო და არც მგზავრთა სიაშია შეყვანილი. პირველადი ვერსიით, იგი თვითმფრინავის შასისათვის განკუთვნილ ნაკვეთურში იყო ჩამალული და ბრიტანეთში არალეგალურად შეღწევას ცდილობდა, მაგრამ დასაჯდომად გამზადებული თვითმფრინავის შასის გახსნისას ნაკვეთურიდან გადმოვარდა.

გაზეთი The Sun აღნიშნავს, რომ მამაკაცი 600 მეტრი სიმაღლიდან უნდა იყოს გადმოვარდნილი. ექსპერტ-კრიმინალისტების ვარაუდით, არალეგალი გარდმოვარდნის მომენტში უკვე გარდაცვლილი იქნებოდა, ვინაიდან ფრენის დროს ნაკვეთურში ტემპერატურა მინუს 40 გრადუსს აღწევს.

2012 წლის აგვისტოში ლონდონის აეროპორტში დამჯდარი "ბოინგ-747”-ის შასის ნაკვეთურში ერთხელ უკვე აღმოაჩინეს მამაკაცის გვამი.

იხილეთ ვიდეოგრაფიკა

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა