მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურეში მდებარე ავტოსამრეცხაო კლიენტებს ორიგინალური მარკეტინგით იზიდავს. მათთან მანქანის ყოველ მეათე გარეცხვაზე, კლიენტს უფასო სექსი ეკუთვნის.
წინადადება საკმაოდ მიმზიდველი აღმოჩნდა და მალაიზიელ მამაკაცებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა ამ ფაქტმა პოლიცია მაინც დააინტერესა. საქმე აღიძრა და გაირკვა, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში სულაც არ იყო.
საროსკიპოებში ჩატარებული რეიდის შემდეგ, სამართალდამცავებმა ავტოსამრეცხაოს 5 კლიენტი დააკავეს. საქმე ის არის, რომ ზოგიერთი მამაკაცი ვერ ითმენდა ყოველ მეათე გარეცხვამდე. ვისაც სექს-მომსახურების მიღება უფრო ადრე სურდა, ის სამრეცხაოს ადმინისტრაციას 400-500 დოლარს უხდიდა, რის შემდეგაც მათ ყალბ ქვითრებს აძლევდნენ.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
მომზადებულია newsbang.net-ის მიხედვით.