მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბუკერის პრემიის ფინალში ჰილარი მენტელის რომანი მოხვდა
ბუკერის პრემიის ფინალში ჰილარი მენტელის რომანი მოხვდა

2012 წლის ბუ­კე­რის პრე­მი­ის (Man Booker Prize) ფი­ნალ­ში ექ­ვსი წიგ­ნი მოხ­ვდა. ფი­ნა­ლის­ტებს შო­რი­საა 2009 წელს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ჰი­ლა­რი მენ­ტე­ლის რო­მა­ნის გაგ­რძე­ლე­ბა.

წელს კონ­კურ­სში მენ­ტე­ლის წიგ­ნი - "აღ­ზარ­დე სხე­უ­ლე­ბი" (Bring Up the Bodies) მო­ნა­წი­ლე­ობს, რო­მე­ლიც მისი რო­მა­ნის, "მგლე­ბის დარ­ბა­ზის" (Wolf Hall) გაგ­რძე­ლე­ბაა. "მგლე­ბის დარ­ბა­ზი" ტო­მას კრომ­ვე­ლის გა­მო­გო­ნი­ლი ბი­ოგ­რა­ფი­აა.

ბუ­კე­რის პრე­მი­ის ფი­ნალ­ში ასე­ვე მოხ­ვდა: ინ­გლი­სე­ლი მწე­რა­ლი ქა­ლის, ელი­სონ მუ­რის ნა­წარ­მო­ე­ბი "შუ­ქუ­რა" (Lighthouse), ინ­დო­ე­ლი მწერ­ლი­სა და პო­ე­ტის, ჯიტ ტხა­ის წიგ­ნი "ნარ­კო­პო­ლი­სი" (Narcopolis) და მა­ლა­ი­ზი­ე­ლი ავ­ტო­რის, ტან ტვან ენ­გის წიგ­ნი "სა­ღა­მოს ნის­ლის ბაღი" (The Garden of Evening Mists).

გარ­და ამი­სა, ჟი­უ­რის მოკ­ლე სი­ა­ში დე­ბო­რუ ლევი და მისი "მო­ტივ­ტი­ვე სახ­ლი" (Swimming Home) და უილ სელ­ფის რო­მა­ნი "ქოლ­გა" (Umbrella) მოხ­ვდა.

ბუ­კე­რის ლა­უ­რე­ა­ტის სა­ხელს 16 ოქ­ტომ­ბერს ლონ­დონ­ში სა­ზე­ი­მო ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე და­ა­სა­ხე­ლე­ბენ. წელს ხუთი ადა­მი­ა­ნის­გან შემ­დგარ ჟი­უ­რის გა­ზეთ Times-ის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ჩა­ნარ­თის რე­დაქ­ტო­რი პი­ტერ სტო­ტარ­დი ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

1968 წელს და­წე­სე­ბუ­ლი ბუ­კე­რის პრე­მია ინ­გლი­სურ ენა­ზე და­წე­რი­ლი სა­უ­კე­თე­სო პრო­ზა­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის­თვის დიდი ბრი­ტა­ნე­თის, ირ­ლან­დი­ის ან ბრი­ტა­ნე­თის თა­ნა­მე­გობ­რო­ბა­ში მყო­ფი რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს გა­და­ე­ცე­მა. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი 50 000 ფუნტ სტერ­ლინგს მი­ი­ღებს. გარ­და ამი­სა, ჯილ­დოს სა­ხით ყვე­ლა ფი­ნა­ლისტს 2,5 ათა­სი ფუნ­ტი და სა­სა­ჩუქ­რე წიგ­ნად, ხელ­ნა­კე­თი ხელ­ნა­წე­რის გა­მო­ცე­მა ერ­გე­ბა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია newsru.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ბუკერის პრემიის ფინალში ჰილარი მენტელის რომანი მოხვდა

ბუკერის პრემიის ფინალში ჰილარი მენტელის რომანი მოხვდა

2012 წლის ბუკერის პრემიის (Man Booker Prize) ფინალში ექვსი წიგნი მოხვდა. ფინალისტებს შორისაა 2009 წელს გამარჯვებული ჰილარი მენტელის რომანის გაგრძელება.

წელს კონკურსში მენტელის წიგნი - "აღზარდე სხეულები" (Bring Up the Bodies) მონაწილეობს, რომელიც მისი რომანის, "მგლების დარბაზის" (Wolf Hall) გაგრძელებაა. "მგლების დარბაზი" ტომას კრომველის გამოგონილი ბიოგრაფიაა.

ბუკერის პრემიის ფინალში ასევე მოხვდა: ინგლისელი მწერალი ქალის, ელისონ მურის ნაწარმოები "შუქურა" (Lighthouse), ინდოელი მწერლისა და პოეტის, ჯიტ ტხაის წიგნი "ნარკოპოლისი" (Narcopolis) და მალაიზიელი ავტორის, ტან ტვან ენგის წიგნი "საღამოს ნისლის ბაღი" (The Garden of Evening Mists).

გარდა ამისა, ჟიურის მოკლე სიაში დებორუ ლევი და მისი "მოტივტივე სახლი" (Swimming Home) და უილ სელფის რომანი ”ქოლგა” (Umbrella) მოხვდა.

ბუკერის ლაურეატის სახელს 16 ოქტომბერს ლონდონში საზეიმო ცერემონიალზე დაასახელებენ. წელს ხუთი ადამიანისგან შემდგარ ჟიურის გაზეთ Times-ის ლიტერატურული ჩანართის რედაქტორი პიტერ სტოტარდი ხელმძღვანელობს.

1968 წელს დაწესებული ბუკერის პრემია ინგლისურ ენაზე დაწერილი საუკეთესო პროზაული ნაწარმოებისთვის დიდი ბრიტანეთის, ირლანდიის ან ბრიტანეთის თანამეგობრობაში მყოფი რომელიმე ქვეყნის მოქალაქეს გადაეცემა. გამარჯვებული 50 000 ფუნტ სტერლინგს მიიღებს. გარდა ამისა, ჯილდოს სახით ყველა ფინალისტს 2,5 ათასი ფუნტი და სასაჩუქრე წიგნად, ხელნაკეთი ხელნაწერის გამოცემა ერგება.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს