პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან ვეფხვაძე - არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს უნდა ვენდოთ
ლევან ვეფხვაძე - არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს უნდა ვენდოთ

"ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტე­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რის, ლე­ვან ვე­ფხვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის შე­ფა­სე­ბებს უნდა ენ­დონ.

"შე­იძ­ლე­ბა ჩვენ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო ვი­ყოთ, თუკი მას­ში დავ­მარ­ცხდე­ბით ან პი­რი­ქით, ზედ­მე­ტად კმა­ყო­ფი­ლი, თუკი გა­ვი­მარ­ჯვებთ, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის შე­ფა­სე­ბებს უნდა ვენ­დოთ. ამი­ტო­მაც მათ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია, ასე­ვე მათ­თვის ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია", - გა­ნუ­ცხა­და ვე­ფხვა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს ევ­რო­საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რებ­თან შეხ­ვედ­რამ­დე.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მსგავ­სი ტი­პის შეხ­ვედ­რე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან იმ დარ­ღვე­ვე­ბის პრე­ვენ­ცი­ას წარ­მო­ად­გენს, რო­მე­ლიც სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას შე­საძ­ლოა თან ახ­ლდეს.

"ეს არის გარ­კვე­ულ­წი­ლად ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გაფრ­თხი­ლე­ბა, რომ მსგავ­სი ქმე­დე­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის რე­აქ­ცია იქ­ნე­ბა მკა­ფიო", - გან­მარ­ტა ვე­ფხვა­ძემ და დას­ძი­ნა, რომ დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე არ­სე­ბულ პო­ლა­რი­ზე­ბა­სა და სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის პრო­ცეს­ში და­ფიქ­სი­რე­ბულ ხარ­ვე­ზებ­ზე ისა­უბ­რებს.

ამას­თან, "ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტე­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლის აზ­რით, თუ წინა არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნო­პო­ლი­უ­რი გა­რე­მო არ­სე­ბობ­და და ერთი სუ­ბი­ექ­ტი ფლობ­და ყვე­ლა­ნა­ირ რე­სურსს, მათ შო­რის ფი­ნან­სურს, ახლა ე.წ. ოლი­გო­პო­ლი­აა შექ­მნი­ლი, როცა ორი ძლი­ე­რი სუ­ბი­ექ­ტი ცდი­ლობს მთე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სივ­რცის, მათ შო­რის მე­დი­ი­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბას.

"ისი­ნი ცდი­ლო­ბენ, რომ ამის შე­დე­გად შექ­მნან გან­წყო­ბა, რომ არ­ჩე­ვა­ნი არ­სე­ბობს მხო­ლოდ თეთ­რსა და შავს შო­რის. მიგ­ვაჩ­ნია, რომ ასე­თი ტი­პის არ­ჩე­ვა­ნი არ იქ­ნე­ბა სრულ­ყო­ფი­ლი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­წყო­ბის ადეკ­ვა­ტუ­რი, რად­გან ელექ­ტო­რა­ტის მე­სა­მედს სა­ბო­ლოო პო­ზი­ცია ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ჯერ კი­დევ არ აქვს", - აღ­ნიშ­ნა ვე­ფხვა­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ლევან ვეფხვაძე - არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს უნდა ვენდოთ

ლევან ვეფხვაძე - არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს უნდა ვენდოთ

"ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, პოლიტიკური ძალები არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს უნდა ენდონ.

"შეიძლება ჩვენ არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ვიყოთ, თუკი მასში დავმარცხდებით ან პირიქით, ზედმეტად კმაყოფილი, თუკი გავიმარჯვებთ, მაგრამ საბოლოოდ, საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს უნდა ვენდოთ. ამიტომაც მათთან კომუნიკაცია, ასევე მათთვის ინფორმაციის მიწოდება მნიშვნელოვანია", - განუცხადა ვეფხვაძემ ჟურნალისტებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციის წევრებთან შეხვედრამდე.

მისივე განმარტებით, მსგავსი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვანია, რადგან იმ დარღვევების პრევენციას წარმოადგენს, რომელიც საარჩევნო კამპანიას შესაძლოა თან ახლდეს.

"ეს არის გარკვეულწილად ხელისუფლების გაფრთხილება, რომ მსგავსი ქმედებების შემთხვევაში საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქცია იქნება მკაფიო", - განმარტა ვეფხვაძემ და დასძინა, რომ დელეგაციის წევრებთან შეხვედრაზე არსებულ პოლარიზებასა და საარჩევნო კამპანიის პროცესში დაფიქსირებულ ხარვეზებზე ისაუბრებს.

ამასთან, "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენლის აზრით, თუ წინა არჩევნებში მონოპოლიური გარემო არსებობდა და ერთი სუბიექტი ფლობდა ყველანაირ რესურსს, მათ შორის ფინანსურს, ახლა ე.წ. ოლიგოპოლიაა შექმნილი, როცა ორი ძლიერი სუბიექტი ცდილობს მთელი პოლიტიკური სივრცის, მათ შორის მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გადანაწილებას.

"ისინი ცდილობენ, რომ ამის შედეგად შექმნან განწყობა, რომ არჩევანი არსებობს მხოლოდ თეთრსა და შავს შორის. მიგვაჩნია, რომ ასეთი ტიპის არჩევანი არ იქნება სრულყოფილი და საზოგადოების განწყობის ადეკვატური, რადგან ელექტორატის მესამედს საბოლოო პოზიცია ჩამოყალიბებული ჯერ კიდევ არ აქვს", - აღნიშნა ვეფხვაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა