საქართველოს ნაკრები ესპანეთთან მინიმალური სხვაობით დამარცხდა

საქართველოს ნაკრები ესპანეთთან მინიმალური სხვაობით დამარცხდა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ესპანეთის ეროვნულ გუნდთან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ანგარიშით 0:1 დამარცხდა. ესპანეთის ნაკრებმა მატჩის ერთადერთი გოლი თამაშის დამთავრებამდე რამდენიმე წუთით ადრე გაიტანა. გოლის ავტორი ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელი რობერტო სოლდადო იყო.

აღსანიშნავია ისიც, რომ გოლის გატანა მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებსაც შეეძლო, როდესაც ალექსანდრე ამისულაშვილის დარტყმა ძელმა მოიგერია. ესპანეთს პირველ ტაიმში სამი სახიფათო მომენტი ჰქონდა, თუმცა, მეორე ტაიმში, საქართველოს ნაკრების დაცვის და გუნდის კარგი თამაშის გამო, 87-ე წუთამდე საქართველოს ნაკრების კართან სახიფათო მომენტი ვერ შექმნეს.

მატჩის ბოლოს საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი სახიფათო მომენტი შექმნა, შეცვლაზე შესულმა ირაკლი სირბილაძემ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე იკერ კასილასის კარის მიმართულებით მეტოქის საჯარიმო მოედნიდან განახორციელა დარტყმა, თუმცა, ბურთი ესპანეთის ნაკრების მცველმა მოიგერია.

ეს შეხვედრა საქართველოს ნაკრებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მეორე იყო. პირველ მატჩში საქართველომ "დინამო არენაზე" ბელორუსი 1:0 დაამარცხა. ესპანეთმა კი შესარჩევ ეტაპზე პირველი მატჩი ჩაატარა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"