საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი - რუსეთის სურვილია, არჩევნების შემდეგ საქართველოში იყოს არეულობა
 მიხეილ სააკაშვილი - რუსეთის სურვილია, არჩევნების შემდეგ საქართველოში იყოს არეულობა

რუ­სე­თის სურ­ვი­ლია, რომ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ქვე­ყა­ნა­ში იყოს არე­უ­ლო­ბა, თუმ­ცა, ამა­ზე ქარ­თულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სამი დღის წინ გას­ცა პა­სუ­ხი , - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ხა­რა­გა­ულ­ში, მო­სახ­ლე­ო­ბას­თან სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

"დღეს კი­დევ ერთხელ გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პან­ტმა, თუ რა სურს: რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა, რომ მათ სურთ, არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში არე­უ­ლო­ბა. იმ გან­ცხა­დე­ბის სა­პა­სუ­ხოდ, როცა ევ­რო­პე­ლებ­მა თქვეს, რომ ჩვენ გვინ­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტარ­დეს კარ­გი არ­ჩევ­ნე­ბი, მათ გა­ნა­ცხა­დეს: არ­ჩევ­ნე­ბი არ იქ­ნე­ბა კარ­გი, მაგ­რამ მერე იქ­ნე­ბა კარ­გი არე­უ­ლო­ბა. ნუ­რას უკაც­რა­ვად, ჩვენ­მა ხალ­ხმა ამას 3 დღის წინ გას­ცა პა­სუ­ხი. ჩვენ გვექ­ნე­ბა კარ­გი არ­ჩევ­ნე­ბი და შემ­დგო­მი აღმშე­ნებ­ლო­ბა, იმი­ტომ, რომ ბევ­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში კი­დევ ასა­შე­ნე­ბე­ლი. არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც გრძე­ლი სია აქვს და­სან­გრე­ვი ობი­ექ­ტე­ბის, მაგ­რამ ჩვენ ხომ ვი­ცით, რამ­დე­ნი ათწლე­უ­ლი ინ­გრე­ო­და ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და რამ­დე­ნი რა­ი­ო­ნია, სა­დაც ჯერ კი­დევ პროგ­რე­სი არ შე­სუ­ლა ოჯა­ხებ­ში", - აღ­ნიშ­ნა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ხა­რა­გა­ულ­ში სტუმ­რო­ბი­სას მას დოქი აჩუ­ქეს, რომ­ლი­თაც 1-ელ ოქ­ტომ­ბერს გა­მარ­ჯვე­ბის სა­დღეგ­რძე­ლოს შეს­ვამს. "მე მომ­ცეს თქვე­ნი გან­თქმუ­ლი კე­რა­მი­კუ­ლი ნა­წარ­მი, დოქი და 1-ელ ოქ­ტომ­ბერს ჩვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბის სა­დღეგ­რძე­ლოს ამ დო­ქით შევსვამ", - მი­მარ­თა პრე­ზი­დენ­ტმა ხა­რა­გა­უ­ლე­ლებს.

რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო კარლ ბილ­დტის მო­წო­დე­ბას ქარ­თუ­ლი ოპო­ზი­ცი­ი­სად­მი "უც­ნა­უ­რად" მი­იჩ­ნევს, - რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ამის შე­სა­ხებ სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ალექ­სან­დრე ლუ­კა­შე­ვიჩ­მა გა­ნა­ცხა­და. რო­გორც ლუ­კა­შე­ვი­ჩი აცხა­დებს, ქარ­თუ­ლი ოპო­ზი­ცია, არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ქუ­ჩის დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბის უშე­დე­გო­ბა­ზე კარლ ბილ­დტ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტი­სას გა­აფრ­თხი­ლა.

მი­სი­ვე თქმით, კარლ ბილ­დტის გან­ცხა­დე­ბა 1-ლი ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, დე­მოკ­რა­ტი­ის ნორ­მე­ბის შე­საძ­ლო დარ­ღვე­ვა­ზე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის რე­აქ­ცი­ის შე­ზღუდ­ვას წარ­მო­ად­გენს.

"რუს­თა­ვი 2"-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შვე­დე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა კარლ ბილ­დტ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა თბი­ლის­ში 5 სექ­ტემ­ბერს გა­მარ­თულ ამ­ბა­სა­დო­რი­ალ­ზე გა­ა­კე­თა. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ცნო­ბით, ბილ­დტ­მა უც­ნა­უ­რი უწო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ოპო­ზი­ცი­ის ერთი ნა­წი­ლის გან­წყო­ბას, თით­ქოს არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი არა სა­არ­ჩევ­ნო ყუ­თებ­თან, არა­მედ, არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ქუ­ჩა­ში უნდა გა­და­წყდეს. "რუს­თა­ვი 2"-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბილ­დტ­მა ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას მო­უ­წო­და, აღი­ა­როს არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მიხეილ სააკაშვილი - რუსეთის სურვილია, არჩევნების შემდეგ საქართველოში იყოს არეულობა

 მიხეილ სააკაშვილი - რუსეთის სურვილია, არჩევნების შემდეგ საქართველოში იყოს არეულობა

რუსეთის სურვილია, რომ არჩევნების შემდეგ ქვეყანაში იყოს არეულობა, თუმცა, ამაზე ქართულმა საზოგადოებამ სამი დღის წინ გასცა პასუხი , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხარაგაულში, მოსახლეობასთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა საქართველოს ოკუპანტმა, თუ რა სურს: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომ მათ სურთ, არჩევნების შემდეგ საქართველოში არეულობა. იმ განცხადების საპასუხოდ, როცა ევროპელებმა თქვეს, რომ ჩვენ გვინდა, საქართველოში ჩატარდეს კარგი არჩევნები, მათ განაცხადეს: არჩევნები არ იქნება კარგი, მაგრამ მერე იქნება კარგი არეულობა. ნურას უკაცრავად, ჩვენმა ხალხმა ამას 3 დღის წინ გასცა პასუხი. ჩვენ გვექნება კარგი არჩევნები და შემდგომი აღმშენებლობა, იმიტომ, რომ ბევრია საქართველოში კიდევ ასაშენებელი. არიან ადამიანები, რომლებსაც გრძელი სია აქვს დასანგრევი ობიექტების, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რამდენი ათწლეული ინგრეოდა ჩვენი ქვეყანა და რამდენი რაიონია, სადაც ჯერ კიდევ პროგრესი არ შესულა ოჯახებში", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ხარაგაულში სტუმრობისას მას დოქი აჩუქეს, რომლითაც 1-ელ ოქტომბერს გამარჯვების სადღეგრძელოს შესვამს. "მე მომცეს თქვენი განთქმული კერამიკული ნაწარმი, დოქი და 1-ელ ოქტომბერს ჩვენი გამარჯვების სადღეგრძელოს ამ დოქით შევსვამ", - მიმართა პრეზიდენტმა ხარაგაულელებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კარლ ბილდტის მოწოდებას ქართული ოპოზიციისადმი "უცნაურად" მიიჩნევს, - რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა განაცხადა. როგორც ლუკაშევიჩი აცხადებს, ქართული ოპოზიცია, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, ქუჩის დემონსტრაციების უშედეგობაზე კარლ ბილდტმა საქართველოში ვიზიტისას გააფრთხილა.

მისივე თქმით, კარლ ბილდტის განცხადება 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, დემოკრატიის ნორმების შესაძლო დარღვევაზე მოქალაქეების რეაქციის შეზღუდვას წარმოადგენს.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა აღნიშნული განცხადება თბილისში 5 სექტემბერს გამართულ ამბასადორიალზე გააკეთა. ტელეკომპანიის ცნობით, ბილდტმა უცნაური უწოდა საქართველოში ოპოზიციის ერთი ნაწილის განწყობას, თითქოს არჩევნების შედეგები არა საარჩევნო ყუთებთან, არამედ, არჩევნების შემდეგ ქუჩაში უნდა გადაწყდეს. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ბილდტმა ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდა, აღიაროს არჩევნების შედეგები.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა