პოლიტიკა
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამართალი
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თურქულმა კომპანიამ იშხანის სარესტავრაციო პროექტი მოამზადა, ოშკზე კი აზომვითი სამუშაოები ჩაატარა
თურქულმა კომპანიამ იშხანის სარესტავრაციო პროექტი მოამზადა, ოშკზე კი აზომვითი სამუშაოები ჩაატარა

თურ­ქულ­მა კომ­პა­ნი­ამ "ან­ფო­რამ" იშ­ხა­ნის ტაძ­რის სა­რეს­ტავ­რა­ციო პრო­ექ­ტი მო­ამ­ზა­და, ოშ­კზე კი, აზომ­ვი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ა­ტა­რა, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ჩუ­ბი­ნაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის თა­ნამ­შრო­მელ­მა, არ­ქი­ტექ­ტუ­რის ის­ტო­რი­კოს­მა და­ვით ხოშ­ტა­რი­ამ გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, თურ­ქულ­მა სა­რეს­ტავ­რა­ციო კომ­პა­ნი­ამ იშ­ხა­ნის სა­რეს­ტავ­რა­ციო პრო­ექ­ტი ბა­თუ­მის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, 5-8 სექ­ტემ­ბერს გა­მარ­თულ სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე წარ­დგე­ნა, რო­მე­ლიც ტაო-კლარ­ჯეთს ეხე­ბო­და. კონ­ფე­რენ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი იყო.

"თა­ვად ფაქ­ტი, რომ იშ­ხანს მი­ხე­და­ვენ, ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლოა. სა­მუ­შა­ოს ნა­წი­ლიც კარ­გად არის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი. ძა­ლი­ან კარ­გად აზო­მეს. კარ­გად იყო გა­კე­თე­ბუ­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი გრა­ფი­კა. მაგ­რამ, არის სა­კი­თხე­ბი, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლებს ცოტა გვა­ღელ­ვებს და კი­თხვებს იწ­ვევს. კერ­ძოდ, არ არის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გე­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვა, ფუნ­და­მენ­ტის კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი, არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი და სა­ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნეო კვლე­ვე­ბი. ღიად დარ­ჩა მხატ­ვრო­ბის სა­კი­თხი. იშ­ხა­ნი მდი­და­რია მო­ხა­ტუ­ლო­ბით. ისი­ნი აცხა­დე­ბენ, რომ მხატ­ვრო­ბას არ შე­ე­ხე­ბი­ან. რეს­ტავ­რა­ცი­ის დროს ამა­საც სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ექ­ცეს", - აღ­ნიშ­ნა და­ვით ხოშ­ტა­რი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, თურ­ქუ­ლი მხა­რის მიერ ასე­ვე გა­მო­ცხად­და ტენ­დე­რი, რო­მელ­შიც გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კომ­პა­ნია იშ­ხა­ნის რეს­ტავ­რა­ცი­ას და­ი­წყებს და იქ სა­მუ­შა­ო­ებს შე­ას­რუ­ლებს. "აცხა­დე­ბენ, რომ თურ­ქუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია, ზე­მოთ აღმნიშ­ნუ­ლი კვლე­ვე­ბი ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის ხარ­ჯზე შემ­დეგ ჩა­ტარ­დეს", - დას­ძი­ნა არ­ქი­ტექ­ტუ­რის ის­ტო­რი­კოს­მა.

და­ვით ხოშ­ტა­რი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ თურ­ქუ­ლი სა­რეს­ტავ­რა­ციო კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ძა­ლი­ან დიდი ინ­ტე­რე­სით ის­მე­ნენ ქარ­თუ­ლი მხა­რის შე­ნიშ­ვნებს და ჩვენ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სურთ. იშ­ხა­ნის რეს­ტავ­რა­ცი­ის­თვის თან­ხას მთლი­ა­ნად თურ­ქუ­ლი მხა­რე გა­მო­ყოფს. ამ ეტაპ­ზე პრო­ექ­ტის მო­ცუ­ლო­ბა უც­ნო­ბია. და­ვით ხოშ­ტა­რია მი­იჩ­ნევს, რომ რეს­ტავ­რა­ცი­ა­ში ქარ­თვე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ამ პრო­ექტს ძა­ლი­ან წა­ად­გე­ბა.

მი­სი­ვე თქმით, კომ­პა­ნია "ან­ფო­რა" ასე­ვე ოშ­კის სა­რეს­ტავ­რა­ციო პრო­ექტსაც აკე­თებს. ამ მიზ­ნით თურ­ქი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მთე­ლი ზა­ფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ოშ­კის აზომ­ვით სა­მუ­შა­ო­ებს აწარ­მო­ებ­დნენ.

ამას­თან, ხოშ­ტა­რი­ამ დას­ძი­ნა, რომ წელს ოშკი მსოფ­ლიო ძეგლ­თა ფონ­დის ნო­მი­ნა­ცი­ა­ში და­სა­ხელ­და, რაც ტაძ­რის მი­მართ დიდ სა­ერ­თა­შო­რი­სო ყუ­რა­დღე­ბას ნის­ნავს და იქ სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბი ჩავ­ლენ. იშ­ხა­ნი ამ სი­ა­ში არ შე­დის.

გარ­და ამი­სა, ხოშ­ტა­რი­ას ცნო­ბით, ქარ­თვე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი თურ­ქუ­ლი მხა­რის მიწ­ვე­ვით ტაო-კლარ­ჯეთ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან, რათა იქ არე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი ტაძ­რე­ბი და­ათ­ვა­ლი­ე­რონ.

ამას­თან, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, ნინო კლა­ნა­და­ძის გუ­შინ­დე­ლი გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­სა და თურ­ქეთს შო­რის ჯერ არ არის გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ორი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კულ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბის აღ­დგე­ნას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მი­სი­ვე თქმით, არის სა­კი­თხე­ბი, რო­მელ­ზეც მხა­რე­ე­ბი ვერ თან­ხმდე­ბი­ან. კა­ლან­და­ძის გან­ცხა­დე­ბით, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის კონ­კრე­ტუ­ლი ჯერ უც­ნო­ბია და დო­კუ­მენ­ტის შე­სა­ხებ მას შემ­დეგ გახ­დე­ბა უც­ნო­ბი­ლი, რაც შე­თან­ხმე­ბას ხე­ლის მო­ე­წე­რე­ბა.

კი­თხვა­ზე, - მოხ­და თუ არა რა­ბა­თის ცი­ხის აღ­დგე­ნა ამ შე­თან­ხმე­ბის ფარ­გლებ­ში, - კა­ლან­და­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ფარ­გლებ­ში რა­ბა­თის ცი­ხის აღ­დგე­ნა არ მომ­ხდა­რა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

თურქულმა კომპანიამ იშხანის სარესტავრაციო პროექტი მოამზადა, ოშკზე კი აზომვითი სამუშაოები ჩაატარა

თურქულმა კომპანიამ იშხანის სარესტავრაციო პროექტი მოამზადა, ოშკზე კი აზომვითი სამუშაოები ჩაატარა

თურქულმა კომპანიამ "ანფორამ" იშხანის ტაძრის სარესტავრაციო პროექტი მოამზადა, ოშკზე კი, აზომვითი სამუშაოები ჩაატარა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ჩუბინაშვილის სახელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომელმა, არქიტექტურის ისტორიკოსმა დავით ხოშტარიამ განუცხადა.

მისივე თქმით, თურქულმა სარესტავრაციო კომპანიამ იშხანის სარესტავრაციო პროექტი ბათუმის უნივერსიტეტში, 5-8 სექტემბერს გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე წარდგენა, რომელიც ტაო-კლარჯეთს ეხებოდა. კონფერენციის ორგანიზატორი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი იყო.

"თავად ფაქტი, რომ იშხანს მიხედავენ, ძალიან სასიხარულოა. სამუშაოს ნაწილიც კარგად არის ჩატარებული. ძალიან კარგად აზომეს. კარგად იყო გაკეთებული არქიტექტურული გრაფიკა. მაგრამ, არის საკითხები, რომელიც ქართველებს ცოტა გვაღელვებს და კითხვებს იწვევს. კერძოდ, არ არის ჩატარებული გეოლოგიური კვლევა, ფუნდამენტის კონსტრუქციული, არქეოლოგიური და სახელოვნებათმცოდნეო კვლევები. ღიად დარჩა მხატვრობის საკითხი. იშხანი მდიდარია მოხატულობით. ისინი აცხადებენ, რომ მხატვრობას არ შეეხებიან. რესტავრაციის დროს ამასაც სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს", - აღნიშნა დავით ხოშტარიამ.

მისივე თქმით, თურქული მხარის მიერ ასევე გამოცხადდა ტენდერი, რომელშიც გამარჯვებული კომპანია იშხანის რესტავრაციას დაიწყებს და იქ სამუშაოებს შეასრულებს. "აცხადებენ, რომ თურქული კანონმდებლობით შესაძლებელია, ზემოთ აღმნიშნული კვლევები ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ხარჯზე შემდეგ ჩატარდეს", - დასძინა არქიტექტურის ისტორიკოსმა.

დავით ხოშტარიამ აღნიშნა, რომ თურქული სარესტავრაციო კომპანიის წარმომადგენლები ძალიან დიდი ინტერესით ისმენენ ქართული მხარის შენიშვნებს და ჩვენთან თანამშრომლობა სურთ. იშხანის რესტავრაციისთვის თანხას მთლიანად თურქული მხარე გამოყოფს. ამ ეტაპზე პროექტის მოცულობა უცნობია. დავით ხოშტარია მიიჩნევს, რომ რესტავრაციაში ქართველი ექსპერტების არაოფიციალური მონაწილეობა ამ პროექტს ძალიან წაადგება.

მისივე თქმით, კომპანია "ანფორა" ასევე ოშკის სარესტავრაციო პროექტსაც აკეთებს. ამ მიზნით თურქი სპეციალისტები მთელი ზაფხულის განმავლობაში ოშკის აზომვით სამუშაოებს აწარმოებდნენ.

ამასთან, ხოშტარიამ დასძინა, რომ წელს ოშკი მსოფლიო ძეგლთა ფონდის ნომინაციაში დასახელდა, რაც ტაძრის მიმართ დიდ საერთაშორისო ყურადღებას ნისნავს და იქ საერთაშორისო ექსპერტები ჩავლენ. იშხანი ამ სიაში არ შედის.

გარდა ამისა, ხოშტარიას ცნობით, ქართველი სპეციალისტები თურქული მხარის მიწვევით ტაო-კლარჯეთში იმყოფებიან, რათა იქ არებული ქართული ტაძრები დაათვალიერონ.

ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო კლანადაძის გუშინდელი განცხადებით, საქართველოსა და თურქეთს შორის ჯერ არ არის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც ორი ქვეყნის ტერიტორიაზე კულტურული ძეგლების აღდგენას ითვალისწინებს.

მისივე თქმით, არის საკითხები, რომელზეც მხარეები ვერ თანხმდებიან. კალანდაძის განცხადებით, მოლაპარაკებების კონკრეტული ჯერ უცნობია და დოკუმენტის შესახებ მას შემდეგ გახდება უცნობილი, რაც შეთანხმებას ხელის მოეწერება.

კითხვაზე, - მოხდა თუ არა რაბათის ციხის აღდგენა ამ შეთანხმების ფარგლებში, - კალანდაძემ აღნიშნა, რომ ამ ხელშეკრულების ფარგლებში რაბათის ციხის აღდგენა არ მომხდარა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"