სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გერმანიის ყოფილი პირველი ლედი ცდილობს Google-ი დაარწმუნოს, რომ ის მეძავი არ არის
გერმანიის ყოფილი პირველი ლედი ცდილობს Google-ი დაარწმუნოს, რომ ის მეძავი არ არის

გერ­მა­ნი­ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მე­უღ­ლე ბე­ტი­ნა ვულფ­მა Google-ის წი­ნა­აღ­მდეგ სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა. ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლედი სა­კუ­თარ წარ­სულ­ზე ჭო­რე­ბის გა­ფან­ტვას ცდი­ლობს.

ვულ­ფი აღ­შფო­თე­ბუ­ლია იმით, რომ Google-ის სა­ძი­ე­ბო სის­ტე­მა­ში მისი სა­ხე­ლის აკ­რეფ­ვის შემ­დეგ, ავ­ტო­მა­ტუ­რად ასე­თი ვერ­სი­ე­ბი ჩნდე­ბა: "ბე­ტი­ნა ვულ­ფი მე­ძა­ვია" და "ბე­ტი­ნა ვულ­ფი ეს­კორტ-მომ­სა­ხუ­რე­ბა". რო­გორც ჩანს, გერ­მა­ნულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ძა­ლი­ან აინ­ტე­რე­სებს ის, რომ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ხმე­ბის მი­ხედ­ვით, ვულ­ფი ქორ­წი­ნე­ბამ­დე ჰამ­ბურ­გში ეს­კორ­ტის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ში მუ­შა­ობ­და.

ბე­ტი­ნა ვულფ­მა და მის­მა ად­ვო­კა­ტებ­მა 30-ზე მეტი ანა­ლო­გი­უ­რი საქ­მე მო­ი­გეს.

კომ­პა­ნია Google სარ­ჩელს აპ­რო­ტეს­ტებს: "სა­ძი­ე­ბო ხაზ­ში ავ­ტო­მა­ტუ­რი შევ­სე­ბის ვა­რი­ან­ტე­ბის სია მომ­ხმა­რებ­ლის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ავ­ტო­მა­ტუ­რად ფორ­მუ­ლირ­დე­ბა, ანუ ქსელ­ში სწო­რედ ასე­თი კომ­ბი­ნა­ცი­ით იძებ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე ხში­რად ექს-პრე­ზი­დენ­ტის მე­უღ­ლე", - აცხა­დე­ბენ Google-ში.

Google-ს ბრალს ცი­ლის­წა­მე­ბა­სა და მცდა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა­ში სდე­ბენ. ვულ­ფის დამ­ცვე­ლე­ბი ძებ­ნის მე­ქა­ნიზ­მე­ბის შეც­ვლას მო­ი­თხო­ვენ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Sueddeutsche Zeitung-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

გერმანიის ყოფილი პირველი ლედი ცდილობს Google-ი დაარწმუნოს, რომ ის მეძავი არ არის

გერმანიის ყოფილი პირველი ლედი ცდილობს Google-ი დაარწმუნოს, რომ ის მეძავი არ არის

გერმანიის ყოფილი პრეზიდენტის მეუღლე ბეტინა ვულფმა Google-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ყოფილი პირველი ლედი საკუთარ წარსულზე ჭორების გაფანტვას ცდილობს.

ვულფი აღშფოთებულია იმით, რომ Google-ის საძიებო სისტემაში მისი სახელის აკრეფვის შემდეგ, ავტომატურად ასეთი ვერსიები ჩნდება: "ბეტინა ვულფი მეძავია" და "ბეტინა ვულფი ესკორტ-მომსახურება". როგორც ჩანს, გერმანულ საზოგადოებას ძალიან აინტერესებს ის, რომ გავრცელებული ხმების მიხედვით, ვულფი ქორწინებამდე ჰამბურგში ესკორტის მომსახურებაში მუშაობდა.

ბეტინა ვულფმა და მისმა ადვოკატებმა 30-ზე მეტი ანალოგიური საქმე მოიგეს.

კომპანია Google სარჩელს აპროტესტებს: ”საძიებო ხაზში ავტომატური შევსების ვარიანტების სია მომხმარებლის ყველაზე პოპულარული მოთხოვნების საფუძველზე ავტომატურად ფორმულირდება, ანუ ქსელში სწორედ ასეთი კომბინაციით იძებნება ყველაზე ხშირად ექს-პრეზიდენტის მეუღლე", - აცხადებენ Google-ში.

Google-ს ბრალს ცილისწამებასა და მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში სდებენ. ვულფის დამცველები ძებნის მექანიზმების შეცვლას მოითხოვენ.

მომზადებულია Sueddeutsche Zeitung-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს