მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თემურ ქეცბაია - "საქართველოს ნაკრები ესპანეთთან თამაშისთვის მზად არის"
თემურ ქეცბაია - "საქართველოს ნაკრები ესპანეთთან თამაშისთვის მზად არის"

ეს­პა­ნეთ­თან თა­მა­შის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი მზად არის, - ამის შე­სა­ხებ, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა თე­მურ ქეც­ბა­ი­ამ დღეს, წი­ნა­სა­მატ­ჩო პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, გუნ­დის­თვის ერ­თა­დერ­თი პრობ­ლე­მა ჯანო ანა­ნი­ძის ავად­მყო­ფო­ბაა, რო­მე­ლიც გა­ცი­ე­ბუ­ლია და ორი დღეა ლო­გი­ნი­დან წა­მოდ­გო­მას ვერ ახერ­ხებს. ქეც­ბა­ი­ას გან­მარ­ტე­ბით, ანა­ნი­ძე თა­მაშს ალ­ბათ პირ­ვე­ლი­ვე წუ­თე­ბი­დან ვერ შეძ­ლებს.

ამას­თან, რო­გორც ქეც­ბა­ი­ამ აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თე­ბენ, რომ ქარ­თველ ხალ­ხს კი­დევ ერთი სა­ჩუ­ქა­რი გა­უ­კე­თონ. "ეს­პა­ნე­თი დღეს სა­უ­კე­თე­სო გუნ­დია და რა თქმა უნდა ად­ვი­ლი თა­მა­ში არ იქ­ნე­ბა. ვი­ცით, რომ ძნე­ლი თა­მა­ში გვექ­ნე­ბა, თუმ­ცა ვი­ცით, რომ თუ ჩვენ დავ­დგე­ბით ერ­თად, ვეც­დე­ბით კარ­გი შე­დე­გი მი­ვი­ღოთ. ჩვენ­თვის მი­სა­ღე­ბი შე­დე­გი კი არ­წა­გე­ბაა", - გა­ნა­ცხა­და თე­მურ ქეც­ბა­ი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, გუნ­დი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად სრუ­ლი­ად მზად არის. "ბი­ჭებს ვუ­თხა­რი, რომ გა­მო­ვიდ­ნენ და მო­იხ­სნან ყვე­ლა კომ­პლექ­სი. და­სა­ფა­სე­ბე­ლი გუნ­დია ეს­პა­ნე­თი რა თქმა უნდა, მაგ­რამ ზედ­მე­ტად და­ფა­სე­ბა არც ერთი მე­ტო­ქის არ ვარ­გა. ეს­პა­ნეთ­თან თა­მა­ში ძა­ლი­ან დიდი სტი­მუ­ლია ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის, რად­გან ამ თა­მაშს მთე­ლი მსოფ­ლიო უყუ­რებს და თუ ისი­ნი თავს კარ­გად წარ­მო­ა­ჩე­ნენ, სა­მო­მავ­ლოდ უკეთ კლუბ­ში შე­ეძ­ლე­ბათ თა­მა­ში", - გა­ნა­ცხა­და თე­მურ ქეც­ბა­ი­ამ.

მან­ვე დღეს სა­ქარ­თვე­ლოს კა­ლათ­ბურ­თელ­თა ნაკ­რებს მი­უ­ლო­ცა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე გას­ვლა და იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბიც შეძ­ლებს უმაღ­ლე­სი დო­ნის ტურ­ნი­რე­ბის ფი­ნა­ლურ ეტა­პებ­ზე გას­ვლას.

ამ წუ­თებ­ში "დი­ნა­მო არე­ნა­ზე" სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ვარ­ჯი­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. გუნდთან ერ­თად ვერ ვარ­ჯი­შობს ჯანო ანა­ნი­ძე.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

თემურ ქეცბაია - "საქართველოს ნაკრები ესპანეთთან თამაშისთვის მზად არის"

თემურ ქეცბაია - "საქართველოს ნაკრები ესპანეთთან თამაშისთვის მზად არის"

ესპანეთთან თამაშისთვის საქართველოს ნაკრები მზად არის, - ამის შესახებ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ დღეს, წინასამატჩო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, გუნდისთვის ერთადერთი პრობლემა ჯანო ანანიძის ავადმყოფობაა, რომელიც გაციებულია და ორი დღეა ლოგინიდან წამოდგომას ვერ ახერხებს. ქეცბაიას განმარტებით, ანანიძე თამაშს ალბათ პირველივე წუთებიდან ვერ შეძლებს.

ამასთან, როგორც ქეცბაიამ აღნიშნა, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ქართველ ხალხს კიდევ ერთი საჩუქარი გაუკეთონ. "ესპანეთი დღეს საუკეთესო გუნდია და რა თქმა უნდა ადვილი თამაში არ იქნება. ვიცით, რომ ძნელი თამაში გვექნება, თუმცა ვიცით, რომ თუ ჩვენ დავდგებით ერთად, ვეცდებით კარგი შედეგი მივიღოთ. ჩვენთვის მისაღები შედეგი კი არწაგებაა", - განაცხადა თემურ ქეცბაიამ.

მისივე თქმით, გუნდი ფსიქოლოგიურად სრულიად მზად არის. "ბიჭებს ვუთხარი, რომ გამოვიდნენ და მოიხსნან ყველა კომპლექსი. დასაფასებელი გუნდია ესპანეთი რა თქმა უნდა, მაგრამ ზედმეტად დაფასება არც ერთი მეტოქის არ ვარგა. ესპანეთთან თამაში ძალიან დიდი სტიმულია ახალგაზრდებისთვის, რადგან ამ თამაშს მთელი მსოფლიო უყურებს და თუ ისინი თავს კარგად წარმოაჩენენ, სამომავლოდ უკეთ კლუბში შეეძლებათ თამაში", - განაცხადა თემურ ქეცბაიამ.

მანვე დღეს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს მიულოცა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებიც შეძლებს უმაღლესი დონის ტურნირების ფინალურ ეტაპებზე გასვლას.

ამ წუთებში "დინამო არენაზე" საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარჯიში მიმდინარეობს. გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობს ჯანო ანანიძე.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"